დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სპირტიანი სასმლის, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტისა და სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატის სერტიფიცირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 26 აპრილის №225 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 189 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 22/05/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/05/2023 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/06/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 240110000.10.003.024022 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სპირტიანი სასმლის, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტისა და სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატის სერტიფიცირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 26 აპრილის №225 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 02/05/2022, 240110000.10.003.023438) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:
1. პირველი მუხლის 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „21. ამ წესით დადგენილი მოთხოვნები სავალდებულოა შესასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე ყველა იმ ფიზიკური და იურიდიული პირისათვის, რომელიც დაინტერესებულია სპირტიანი სასმლის, ეთილის სპირტისა და დისტილატის საქართველოში სამომხმარებლო ბაზარზე რეალიზაციით, საქართველოდან ექსპორტით.“. 2. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ბიზნესოპერატორი ვალდებულია, პროდუქციას სამომხმარებლო ტარაში დაფასოებისთანავე ან სტაციონარულ ან სატრანსპორტო ჭურჭელში მოთავსებისთანავე მიანიჭოს ლოტის ნომერი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივნისიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები