დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ცაგერის მუნიციპალიტეტის ქალაქ ცაგერის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ყოლის აკრძალვის ღონისძიებების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 19 |
| დოკუმენტის მიმღები | ცაგერის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 06/04/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/04/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.116.016542 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (11/04/2022 - 01/06/2022)
|
ცაგერის მუნიციპალიტეტის ქალაქ ცაგერის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ყოლის აკრძალვის ღონისძიებების დამტკიცების შესახებ
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „რ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და 2093 მუხლის პირველი პუნქტის, შესაბამისად, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
ცაგერის მუნიციპალიტეტის იერსახის გაუმჯობესების, ქუჩებში სისუფთავის დაცვის, მწვანე ნარგავების შენარჩუნების მიზნით, აიკრძალოს ცაგერის მუნიციპალიტეტის ქალაქ ცაგერის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ქალაქის ქუჩებში, სკვერებში და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში გაშვება. ქუჩები შეიძლება გამოყენებული იქნეს სანიტარული ნორმების დაცვით საბოლოო საძოვრებამდე მეთვალყურეობით მწვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის გადაადგილების მიზნით.
|
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს ცაგერის მუნიციპალიტეტის ქალაქ ცაგერის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ყოლის აკრძალვის წესი (დანართი №1).
|
| მუხლი 3 |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირება განახორციელოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულმა პირმა – „კომუნალური მომსახურებამ“.
|
| მუხლი 4 |
დამტკიცდეს ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევთათვის გადასაცემი გაფრთხილების ფორმა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევ პირთა უფლება-მოვალეობისა და ჯარიმის გადახდის წესის შესახებ (დანართი №2).
|
| მუხლი 5 |
დაევალოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს – ,,კომუნალურ მომსახურეობას“ აწარმოოს საინფორმაციო უზრუნველყოფა საინფორმაციო საშუალებებით, ცაგერის მუნიციპალიტეტის ქალაქ ცაგერის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ყოლის აკრძალვის ღონისძიებების შესახებ.
|
| მუხლი 6 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი №1
|
ცაგერის მუნიციპალიტეტის ქალაქ ცაგერის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე ქალაქის ქუჩებში, სკვერებში, საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ყოლის აკრძალვის წესი
|
1. ეს წესი აწესრიგებს ცაგერის მუნიციპალიტეტის ქალაქ ცაგერის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე დაჭერილი და სპეციალურ იზოლატორში გადაყვანილი წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ჯარიმის გადახდის ოდენობასა და წესს, ასევე მხარეთა უფლება-მოვალეობებს.
2. მოხეტიალე ან/და მეთვალყურეობის გარეშე მყოფი წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვი ექვემდებარება დაუყოვნებლივ იზოლაციას. 3. ბაღში, პარკში, სკვერში, გაზონში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის შემთხვევაში, წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე დაჯარიმდება კანონით დადგენილი წესით, 50 ლარის ოდენობით. 4. მოხეტიალე ან/და მეთვალყურეობის გარეშე გაშვებული წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის იზოლაციის შემთხვევაში ხორციელდება მათი ტრანსპორტირება და განთავსება სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე მოვლა-შენახვით და სათანადო კვების უზრუნველყოფით. 5. წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე ვალდებულია დაკისრებული ჯარიმა გადაიხადოს 20 დღის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაკისრებული ჯარიმის, პირუტყვის სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და პირუტყვის მოვლა-პატრონობის ხარჯების ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით, ხორციელდება პირუტყვის რეალიზება საბაზრო ფასებით. 6. იმ შემთხვევაში, როცა პირუტყვის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა აღემატება დაკისრებული ჯარიმის, სპეციალურ სადგომზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯებს, ზედმეტი თანხა უბრუნდება პირუტყვის მესაკუთრეს. 7. იზოლირებული წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე ვალდებულია, კანონით დადგენილ ვადაში, მიაკითხოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს – ,,კომუნალური მომსახურეობას“ და წარუდგინოს წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრეობის დამადასტურებელი დოკუმენტი /ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა/. მესაკუთრეს პირუტყვი დაუბრუნდება მხოლოდ ჯარიმის, მისი სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისა და სათანადო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ. 8. ჯარიმისა და მომსახურების საფასურის გადამხდელია ცაგერის მუნიციპალიტეტის ქალაქ ცაგერის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე დაჭერილი და სპეციალურ იზოლატორში გადაყვანილი წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე. 9. ცაგერის მუნიციპალიტეტის ქალაქ ცაგერის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე დაჭერილი და სპეციალურ იზოლატორში გადაყვანილი წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოველდღიური შენახვისათვის საჭირო ხარჯები შეადგენს 10 ლარს. 10. მომსახურების საფასური გაიანგარიშება წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის სულადობის მიხედვით. 11. ჯარიმა და მომსახურების საფასური მთლიანად ჩაირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში. 12. ჯარიმისა და მომსახურების საფასურის გადახდევინებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს – ,,კომუნალური მომსახურეობას“. 13. წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე ვალდებულია: ა) არ დაუშვას წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის გაშვება პარკში, ბაღში, სკვერსა და გაზონში, მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე; ბ) მკაცრად დაიცვას წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მოვლა-პატრონობის წესები და არ დაუშვას მათ მიერ საერთო სარგებლობის ადგილების დაბინძურება. 14. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირი -,,კომუნალური მომსახურეობა“ აწარმოებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების შედგენას დადგენილი წესის შესაბამისად.
|
დანართი №2
|
გ ა ფ რ თ ხ ი ლ ე ბ ა
|
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და ცაგერის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს ---------- წლის --- ---------- №-------- დადგენილების შესაბამისად, ცაგერის მუნიციპალიტეტის ქალაქ ცაგერის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე (პარკში, ბაღში, სკვერსა და გაზონში) წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან/და მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის შემთხვევის დაფიქსირებისას, ჯარიმდებით 50 ლარის ოდენობით, ხოლო მისი სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობისათვის დაგეკისრებათ თითოეულ დღეზე 10 ლარი. მესაკუთრისათვის წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის დაბრუნება მოხდება წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრეობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის, ჯარიმის, მისი სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისა და სათანადო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ. ჯარიმის გადახდა უნდა მოხდეს 20 დღის ვადაში, ხოლო წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯების ასანაზღაურებელი თანხის გადახდა განხორციელდეს შემდეგ ანგარიშზე: მიმღების დასახელება – სახელმწიფო ხაზინა საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი – 300333256 მიმღები ბანკი – სახელმწიფო ხაზინა შემოსავალი სანქციებიდან /ჯარიმები და საურავები/ მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი/ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო ვადის გასვლის შემდეგ, დაკისრებული ჯარიმისა და წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მოვლა-პატრონობის ხარჯების ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით, განხორციელდება წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის რეალიზაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით. დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს „კომუნალური მომსახურეობას“ შემდეგ რეკვიზიტებზე – მისამართი: ქ. ცაგერი, რუსთაველის ქუჩა № 58; ტელეფონი: (551232723) ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი პირის რეკვიზიტები: გვარი, სახელი ---------------------------------, მისამართი ----------------------------------, პირადი № ------------------------------------- გავეცანი --------------------------------------- |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები