დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ცაგერის მუნიციპალიტეტის ქალაქ ცაგერის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ყოლის აკრძალვის ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 06 აპრილის № 19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 28 |
| დოკუმენტის მიმღები | ცაგერის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 01/06/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/06/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.116.016551 |
|
„ცაგერის მუნიციპალიტეტის ქალაქ ცაგერის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ყოლის აკრძალვის ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 06 აპრილის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ცაგერის მუნიციპალიტეტის ქალაქ ცაგერის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ყოლის აკრძალვის ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 06 აპრილის №19 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/04/2022წ. სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.116.016542) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების მე-4 მუხლი და მე-4 მუხლით დამტკიცებული დანართი №2 ამოღებულ იქნეს. 2. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. პარკში, სკვერში ან გამწვანების ზონებში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის შემთხვევაში, წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე დაჯარიმდება კანონით დადგენილი წესით, 50 ლარის ოდენობით“. 3. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე ვალდებულია დაკისრებული ჯარიმა გადაიხადოს საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაკისრებული ჯარიმის, პირუტყვის სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და პირუტყვის მოვლა-პატრონობის ხარჯების ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით, ხორციელდება პირუტყვის რეალიზება საბაზრო ფასებით.’“ 4. დადგენილებით დამტკიცებული დანართი № 1-ის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. ცაგერის მუნიციპალიტეტის ქალაქ ცაგერის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე დაჭერილი და სპეციალურ იზოლატორში გადაყვანილი წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოველდღიური შენახვისათვის საჭირო ხარჯებს განსაზღვრავს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „კომუნალური მომსახურეობა“. 5. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-13 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) არ დაუშვას წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის გაშვება პარკში, სკვერში ან გამწვანების ზონებში მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე;“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები