გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 15
დოკუმენტის მიმღები გარდაბნის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/03/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/04/2022
ძალაში შესვლის თარიღი 02/05/2022
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.161.016514
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
15
30/03/2022
ვებგვერდი, 01/04/2022
010260020.35.161.016514
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
გარდაბნის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (01/04/2022 - 27/05/2022)

 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №15

2022 წლის 30 მარტი

ქ. გარდაბანი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის   შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს,

მუხლი 1
დამტკიცდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის დებულება  დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018  წლის  13 აპრილის №26 დადგენილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, 19/04/2018წ., სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.161.016405).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 2 მაისიდან.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემიხეილ გედეხაური



დანართი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის დებულება

თავი I

ზოგადი დებულებები

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სამსახური (შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში – მერია) სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს გარდაბნის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) ტერიტორიაზე, ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილების ფარგლებში და ამ დებულების შესაბამისად განსაზღვრულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირებას და შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებების გატარებას.

2. სამსახურის მისამართია: ქ. გარდაბანი, დ. აღმაშენებლის ქ. №127.

3. სამსახურს აქვს ბეჭედი გარდაბნის მუნციპალიტეტის გერბის გამოსახულებით, ბლანკი სამსახურის სახელწოდებით, უნიფორმა და სამსახურებრივი მოწმობა.

 

მუხლი 2. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები

სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს კანონი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“, საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“, საქართველოს კანონი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები, მერიის დებულება და ეს დებულება, ასევე, მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტები.

 

თავი II

სამსახურის საქმიანობა

 

მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები

სამსახურის  ფუნქციებია:

ა) გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოების ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელება;

ბ) დადგენილი წესით სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სამართალდარღვევათა აღკვეთის ღონისძიების გატარების უზრუნველყოფა;

გ) სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობის სფეროში საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ და საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ შესაბამისად, სამართალდარღვევების საქმისწარმოება;

დ) საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ გათვალისწინებული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოება, შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმის შედგენა;

ე) გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებარე შენობა-ნაგებობების შესაბამისობის ზედამხედველობა საპროექტო-ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტებთან, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, მათი არსებული წესით შესაბამისობაში მოყვანა და კეთილმოწყობის წესებისა და გარე იერსახის დაცვაზე კონტროლი;

ვ) ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირება;

ზ) ადგილობრივი მოსაკრებლის გადაუხდელობაზე ან დაგვიანებით გადახდაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით ღონისძიებების გატარება;

თ) საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ და საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ გათვალისწინებული წესით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელება მშენებლობის ისეთ სახეზე, რომელიც საჭიროებს შეთანხმებას ან/და ნებართვას. ზედამხედველობის პროცესში კონტროლი პროექტის განხორციელებისა და დადგენილი ნორმების დაცვის მიზნით, სამართალდარღვევის ფაქტების გამოვლენა და მათი გამოსწორების შესრულების კონტროლი;

ი) საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე კონტროლი და დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, დადგენილი წესით სამართალდარღვევის საქმისწარმოება;

კ) საქართველოს კანონით „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ და საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენისას შესაბამისი სახდელის დადების მიზნით, უფლებამოსილი პირის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმით გადაწყვეტილების მიღება;

ლ) საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ გათვალისწინებული წესით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების გატანის კონტროლი და სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოება;

მ) საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 1191, 1461 მუხლების, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 31-35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილით და 46-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეების განხილვა და ადმინისტრაციული სახდელის შეფარდება, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის (საჯარიმო ქვითარი) გამოყენებით.

ნ) საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 556 მუხლის, 150, 1501, 151-ე მუხლების პირველი და მე-2 პუნქტების, 152, 1534, 159, 1591 მუხლებით და საქართველოს ორგანული კანონის „საარჩევნო კოდექსი“ მე-80 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენისას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსება და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით განსჯად სასამართლოში გადაგზავნა;

ო) რეკლამის, აბრის განთავსების დარღვევის ფაქტების გამოვლენა. მათ შესაბამისობაში მოყვანაზე კონტროლი, აგრეთვე რეკლამაზე, აბრაზე სახელმწიფო ენის დაცვის მოთხოვნებისა და ტრანსლიტერაციის შესაბამისობაზე კონტროლი;

პ) კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილი უფლებამოსილებების განხორციელებისას გამოიყენოს კავშირის სპეციალური საშუალებები: რაცია, ფოტო-ვიდეო აპარატურა, გაზომვების, ასევე, სპეციალური მაშუქი და ხმოვანი მოწყობილობები, დასალუქი საშუალებები. ისარგებლოს სპეციალური უნიფორმით, ლოგოთი და ავტოსატრანსპორტო საშუალებით;

ჟ) კონტროლი მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად ხმაურის, ინსოლაციისა და დასუფთავების განმსაზღვრელი სანიტარიული ნორმების დაცვაზე;

რ) კონტროლი მშენებარე საცხოვრებელი, კომერციული და არაკომერციული შენობა-ნაგებობების, წარმოებული სამშენებლო ნაკეთობების, კონსტრუქციების, საპროექტო ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის უზრუნველყოფაზე მშენებლობის დაწყებიდან დასრულებამდე, დადგენილი ორგანიზაციული სამართლებრივი წესრიგის შესაბამისობაზე;

ს) კონტროლი მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვაზე, ქუჩებზე, მაგისტრალებზე, მოედნებზე, პარკებში, სკვერებში, დასასვენებელ ზონებში, საერთო სარგებლობის ეზოებში, მიწის გათხრითი სამუშაოების წარმოებაზე, მიწისქვეშა საინჟინრო ქსელების ჩაწყობა-გადაკეთებაზე, სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვების მოწყობაზე, ქუჩის დროებით გადაკეტვაზე, ან ნაწილობრივ შეზღუდვაზე, ჭაბურღილების დაყენებაზე, შენობათა საძირკველის გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებაზე, სამშენებლო პოლიგონების ქვაბულებიდან მიწის გრუნტისა და სამშენებლო ნაგვის გატანაზე, აღნიშნული სამუშაოების დადგენილი წესებით განსაზღვრულ ვადებში და ხარისხიან შესრულებაზე;

ტ) უკანონო, უსახური და ამორტიზებული ჯიხურების, მანქანა-დანადგარების, დახლების, სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების, კონსტრუქციების, სტელაჟების, სარეკლამო და საინფორმაციო სტენდების, დაფების, ფირნიშების, აბრების, აფიშების, პლაკატების, ლოზუნგების და სარეკლამო ატრიბუტების თვითნებური შესრულების ფაქტების გამოვლენა შენობათა ფასადებზე, ღობეებზე, ვიტრინებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე, უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენა, მათი აღკვეთის, სადემონტაჟო და  მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ღონისძიებების განხორციელება;

უ) კონტროლი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმოო-დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესების დაცვაზე (შენობა-ნაგებობების ფასადების, გზის საფარის, გარე განათების, გამწვანებული ტერიტორიების, ვიტრინების, მარკიზების, კომუნიკაციათა ჯიხურების და ჭების საქალაქო მეურნეობის სხვა ელემენტების ტექნიკურ-ესთეტიკურ მდგომარეობაზე) და დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში სათანადო რეაგირება;

ფ) კონტროლი მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ წყლის სისტემებზე უნებართვო მიერთებაზე, ამგვარი ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შესაბამისი ღონისძიების გატარება;

ქ) სამიჯნე ნიშნის მოშლის, დაზიანების ან სასაზღვრო ზოლის თვითნებური შეცვლის ფაქტის გამოვლენა;

ღ) დადგენილი წესით მოსაკრებელს დაქვემდებარებული ობიექტების სრული აღრიცხვა, მოსაკრებელს დაქვემდებარებული პირების მიერ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დადგენილი მოსაკრებლის გადახდის კონტროლი;

ყ) სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების უვარგისი კონსტრუქციების, მასალების, ნივთების, მიწის და კლდოვანი ქანების გზებზე, მდინარეებში, ტბებში და მათ ნაპირებზე ფერდობებსა და სპორტულ მოედნებზე, ავტოსადგომებთან, ბაზრებთან ან/და სხვა ადგილებში დაყრაზე, ნარჩენებისა და ნაგვის დასუფთავების და გატანის წესების დაცვაზე კონტროლი;

შ) საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონით „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“, საქართველოს კანონით ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ და სამსახურის კომპეტენციაში შემავალი საკითხების რეგულირებასთან დაკავშირებული სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი ნორმების დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების გამოყენება;

ჩ) კონტროლი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხეებისა და მწვანე ნარგავების მოჭრაზე, ამოძირკვასა და დაზიანებაზე;

ც) პლასტიკის ან/და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციისას დარღვევის ფაქტების გამოვლენა და მათ შესრულებაზე კონტროლი;

ძ) სამშენებლო, სარემონტო და საფრთხეშემცველი სამუშაოების წარმოების წესების დაცვა (სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვა, მიწის გრუნტისა და სამშენებლო ნარჩენების სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში გატანა, მიწისქვეშა კომუნიკაციათა ჩაწყობა-გადაკეთებისა და მიწის გათხრასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების ჩატარება, სამუშაოების დამთავრების შემდეგ ობიექტის კეთილმოწყობა-მოწესრიგება და სხვა), დაზიანებული ქუჩებისა და მაგისტრალების მოწესრიგების ღონისძიებათა დროულ და ხარისხიან შესრულებაზე კონტროლის დაწესება;

წ) მუნიციპალიტეტსა და კერძო სამართლის იურიდიულ პირს შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით, რომლის ღირებულება არ აღემატება 50 000 ლარს, კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლი, რაც გულისხმობს შესრულებული სამუშაოების ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული მოცულობების, ვიზუალური ხარისხისა და ჩასატარებელი ფარული სამუშაოების ინსპექტირებას, ასევე ფორმა №2-ის მიღებას;

ჭ) მოქმედი კანონმდებლობითა და ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.

ხ) მერის სხვა დავალებების შესრულება.

თავი III

სამსახურის სტრუქტურა

 

მუხლი 4. სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახური შედგება სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებებისაგან.

2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილება;

ბ) ინსპექტირების განყოფილება;

გ)ადგილობრივი მოსაკრებლების განყოფილება.

 

მუხლი 5. ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილება

ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილება:

ა) ზედამხედველობს და კონტროლს უწევს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითმმართველობის დაკვეთით წარმოებულ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ ხელშეკრულებით, რომლის ღირებულება არ აღემატება 50 000 ლარს, გაფორმებულ ყველა სახის არქიტექტურულ-სამშენებლო, ინფრასტრუქტურულ, სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოებს, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, რაც გულისხმობს შესრულებული სამუშაოების ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული მოცულობების, ვიზუალური ხარისხისა და ჩასატარებელი ფარული სამუშაოების ინსპექტირებას, ასევე ფორმა №2-ის მიღებას;

ბ) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში ადგენს დარღვევის შესახებ აქტს;

გ) წერილობით განუსაზღვრავს დამრღვევ პირს დარღვევის აღმოფხვრის ღონისძიებების შესახებ;

დ) მის მმართველობას მიკუთვნებული სფეროების ფარგლებში წინადადებებს ამზადებს და წარუდგენს მერს მუნიციპალიტეტის სამსახურებისა და კერძო სამართლის სუბიექტების არამართლზომიერი გადაწყვეტილებებისა და ქმედებების შესახებ;

ე) უზრუნველყოფს საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ შესაბამისად, მხოლოდ I კლასს დაქვემდებარებული ობიექტების სამშენებლო, საპროექტო და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან  შესაბამისობაზე კონტროლს, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოების ღონისძიებების განხორციელებას, შესაბამისი სამართლებრივი აქტების შედგენას და პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებას;

ვ) უზრუნველყოფს კანონმდებლობით დადგენილი წესით მხოლოდ I კლასს დაქვემდებარებული ობიექტების სათანადო ნებართვის გარეშე მიმდინარე მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერებასა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას;

ზ) უზრუნველყოფს საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ შესაბამისად I კლასს დაქვემდებარებული ობიექტების სამშენებლო, სარემონტო და საავარიო სამუშაოების წარმოების წესების დაცვას (სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვა, მიწის გრუნტისა და სამშენებლო ნარჩენის სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში გადატანა, მიწისქვეშა კომუნიკაციათა ჩაწყობა-გადაკეთებისა და მიწის გათხრასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების ჩატარება, სამუშაოების შემდეგ ობიექტების კეთილმოწყობა - მოწესრიგება და სხვა);

თ) ახორციელებს კონტროლს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული წყლის სისტემასთან უნებართვო მიერთებაზე, ამგვარი ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში ატარებს შესაბამის ღონისძიებებს  მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

ი)  ახორციელებს კონტროლს ადგილობრივი მნიშვნელობის ბუნებრივი რესურსების სარგებლობის დადგენილი წესების დაცვაზე;

კ) ახორციელებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ყველა სახის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებაზე პასუხისმგებელი ფიზიკური და იურიდიული პირების ბაზის შექმნას;

ლ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციებს.

 

მუხლი 6. ინსპექტირების განყოფილება

ინსპექტირების განყოფილების ფუნქციებია:

ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით შევიდეს და განახორციელოს ზედამხედველობა და კონტროლი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე ყველა სახის არქიტექტურულ-სამშენებლო, სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოებზე, სანიტარიული და ჰიგიენური ნორმებისა და წესების დაცვასა და შესრულებაზე და აღნიშნულ საქმიანობაზე დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის დაცვაზე, შემოწმების პროცესში მოითხოვოს ყველა საჭირო და აუცილებელი დოკუმენტაცია სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირისაგან, განურჩევლად საკუთრების ფორმისა და უწყებრივი დაქვემდებარებისა, საჭიროების შემთხვევაში განახორციელოს ფოტო და ვიდეო გადაღება;

ბ) განსაზღვროს დარღვევის აღმოფხვრის ღონისძიებები და ვადები, კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცეს მიწერილობა (მითითება), დააწესოს კონტროლი მათ ხარისხიან შესრულებაზე;

გ) განახორციელოს კონტროლი მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიერ ხმაურის ინსოლაციისა და დასუფთავების განმსაზღვრელი სანიტარიული ნორმების დაცვაზე, სანიტარიულ-ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებაზე;

დ) დადგენილი წესით მიიღოს გადაწყვეტილება სათანადო ნებართვის გარეშე მიმდინარე მშენებლობის ან უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ;

ე) განახორციელოს უკანონო, უსახური და ამორტიზებული ჯიხურების, მანქანა-დანადგარების, დახლების, სხვადასხვა კონსტრუქციების, სტელაჟების, სარეკლამო და საინფორმაციო სტენდების, დაფების, ფირნიშების, აბრების, აფიშების, პლაკატების და სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენა, ასევე მათი აღკვეთისა და სადემონტაჟო ღონისძიებები;

ვ) დადგენილი წესით ახდენს არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების შემოწმებას, დარღვევით მიმდინარე მშენებლობის მთლიან ან ნაწილობრივ შეჩერებას, კანონმდებლობის დარღვევით აშენებული, აღდგენილი ან/და რეკონსტრუირებული შენობა-ნაგებობების მთლიან ან ნაწილობრივ დემონტაჟს;

ზ) მშენებარე და რეკონსტრუქციაში მყოფი ობიექტების ინსპექტირება, სათანადო ნებართვის გარეშე მიმდინარე მშენებლობის ან უნებართვო დემონტაჟის შეჩერება;

თ) უზრუნველყოს სამშენებლო, სარემონტო და საფრთხეშემცველი სამუშაოების წარმოების წესების დაცვაზე (სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვა, მიწის გრუნტისა და სამშენებლო ნარჩენების სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში გატანა, მიწისქვეშა კომუნიკაციათა ჩაწყობა-გადაკეთებისა და მიწის გათხრასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების ჩატარება, სამუშაოების დამთავრების შემდეგ ობიექტის კეთილმოწყობა-მოწესრიგება და სხვა), დაზიანებული ქუჩებისა და მაგისტრალების მოწესრიგების ღონისძიებათა დროულ და ხარისხიან შესრულებაზე კონტროლის დაწესება;

ი) აწარმოოს კონტროლი კეთილმოწყობის, გარე იერსახის, გარე რეკლამის, გარე ვაჭრობის, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვისა და სანიტარიული დასუფთავების ღონისძიებათა შესრულებაზე;

კ) ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მოთხოვნით, ან მათი თანხმობის საფუძველზე გამოიკვლიოს საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი ფართი, დარღვევის გამოვლენისას შეადგინოს მიწერილობა ხმაურის ინსოლაციისა და დასუფთავების დამდგენი სანიტარიული ნორმების მოთხოვნათა დარღვევის აღმოფხვრის შესახებ;

ლ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმოო-დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესების დაცვაზე (შენობა-ნაგებობების ფასადების, გზის საფარის, გარე განათების, გამწვანებული ტერიტორიების, ვიტრინების, მარკიზების, კომუნიკაციათა ჯიხურების და ჭების საქალაქო მეურნეობის სხვა ელემენტების ტექნიკურ-ესთეტიკურ მდგომარეობაზე) კონტროლი და დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში სათანადო რეაგირება;

მ) მონაწილეობა მიიღოს საგანგებო ეკოლოგიური სიტუაციების აღკვეთის პროფილაქტიკისა და თავიდან აცილების ღონისძიებათა შემუშავება-გატარებაში;

ნ) განახორციელოს სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების უვარგისი კონსტრუქციების, მასალების, ნივთების, მიწის და კლდოვანი ქანების გზებზე, მდინარეებში, ტბებში და მათ ნაპირებზე ფერდობებსა და სპორტულ მოედნებზე, ავტოსადგომებთან, ბაზრებთან ან/და სხვა ადგილებში დაყრაზე, ნარჩენებისა და ნაგვის დასუფთავებისა და გატანისათვის დადგენილი წესების დაცვაზე კონტროლი;

ო) მის მმართველობას მიკუთვნებული სფეროების ფარგლებში მოამზადოს და წარმოადგინოს წინადადებები მუნიციპალიტეტის სამსახურებისა და კერძო სამართლის სუბიექტების არამართლზომიერი გადაწყვეტილებებისა და ქმედებების შესახებ;

პ) მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით მოამზადოს და განსახილველად წარადგინოს წინადადებები;

ჟ) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დაშვებული დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება დამრღვევისათვის კანონმდებლობით დადგენილი ჯარიმების დაკისრების თაობაზე;

რ) მშენებლობის დამკვეთზე/მონაწილეებზე გასცეს მიწერილობა და მითითება პროექტების, სამშენებლო ნორმებისა და წესების დარღვევების გამოსწორების თაობაზე;

ს) გამოავლინოს რეკლამის, აბრის განთავსების დარღვევის ფაქტები, განახორციელოს მათ შესაბამისობაში მოყვანაზე კონტროლი, აგრეთვე რეკლამაზე, აბრაზე სახელმწიფო ენის დაცვის მოთხოვნებისა და ტრანსლიტერაციის შესაბამისობაზე კონტროლი;

ტ) პლასტიკისა ან/და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციისას დარღვევის ფაქტების გამოვლენა და მათ შესრულებაზე კონტროლი;

უ) განახორციელოს კონტროლი მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად ხმაურის ინსოლაციისა და დასუფთავების განმსაზღვრელი სანიტარიული ნორმების დაცვაზე;

ფ) განახორციელოს კონტროლი მშენებარე საცხოვრებელი, კომერციული და არაკომერციული შენობა-ნაგებობების, წარმოებული სამშენებლო ნაკეთობების, კონსტრუქციების, საპროექტო ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის უზრუნველყოფაზე მშენებლობის დაწყებიდან დასრულებამდე, დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის შესაბამისობაზე;

ქ) განახორციელოს კონტროლი მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვაზე, ქუჩებზე, მაგისტრალებზე, მოედნებზე, პარკებში, სკვერებში, დასასვენებელ ზონებში, საერთო სარგებლობის ეზოებში, მიწის გათხრითი სამუშაოების წარმოებაზე, მიწისქვეშა საინჟინრო ქსელების ჩაწყობა-გადაკეთებაზე, სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვების მოწყობაზე, ქუჩის დროებით გადაკეტვაზე, ან ნაწილობრივ შეზღუდვაზე, ჭაბურღილების დაყენებაზე, შენობათა საძირკველის გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებაზე, სამშენებლო პოლიგონების ქვაბულებიდან მიწის გრუნტისა და სამშენებლო ნაგვის გატანაზე, აღნიშნული სამუშაოების დადგენილი წესებით განსაზღვრულ ვადებში და ხარისხიან შესრულებაზე;

ღ) უკანონო, უსახური და ამორტიზებული ჯიხურების, მანქანა-დანადგარების, დახლების, სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების, კონსტრუქციების, სტელაჟების, სარეკლამო და საინფორმაციო სტენდების, დაფების, ფირნიშების, აბრების, აფიშების, პლაკატების, ლოზუნგების და სარეკლამო ატრიბუტების თვითნებური შესრულების ფაქტების გამოვლენა შენობათა ფასადებზე, ღობეებზე, ვიტრინებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე, უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენა, მათი აღკვეთის, სადემონტაჟო და  მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ღონისძიებების განხორციელება;

ყ) კონტროლი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმოო-დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესების დაცვაზე (შენობა-ნაგებობების ფასადების, გზის საფარის, გარე განათების, გამწვანებული ტერიტორიების, ვიტრინების, მარკიზების, კომუნიკაციათა ჯიხურების და ჭების საქალაქო მეურნეობის სხვა ელემენტების ტექნიკურ-ესთეტიკურ მდგომარეობაზე) და დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში სათანადო რეაგირება;

შ) სამიჯნე ნიშნის მოშლის, დაზიანების ან სასაზღვრო ზოლის თვითნებური შეცვლის ფაქტის გამოვლენა;

ჩ) სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების უვარგისი კონსტრუქციების, მასალების, ნივთების, მიწის და კლდოვანი ქანების გზებზე, მდინარეებში, ტბებში და მათ ნაპირებზე ფერდობებსა და სპორტულ მოედნებზე, ავტოსადგომებთან, ბაზრებთან ან/და სხვა ადგილებში დაყრაზე, ნარჩენებისა და ნაგვის დასუფთავების და გატანის წესების დაცვაზე კონტროლი;

ც) კონტროლი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხეებისა და მწვანე ნარგავების მოჭრაზე, ამოძირკვასა და დაზიანებაზე;

ძ) საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, საქართველოს კანონით „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“, საქართველოს კანონით ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“, საქართველოს კანონით „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ და სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი ნორმების დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების გამოყენება;

წ) უზრუნველყოს სამშენებლო, სარემონტო და საფრთხეშემცველი სამუშაოების წარმოების წესების დაცვა (სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვა, მიწის გრუნტისა და სამშენებლო ნარჩენების სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში გატანა, მიწისქვეშა კომუნიკაციათა ჩაწყობა-გადაკეთებისა და მიწის გათხრასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების ჩატარება, სამუშაოების დამთავრების შემდეგ ობიექტის კეთილმოწყობა-მოწესრიგება და სხვა), დაზიანებული ქუჩებისა და მაგისტრალების მოწესრიგების ღონისძიებათა დროულ და ხარისხიან შესრულებაზე კონტროლის დაწესება;

ჭ) საქართველოს კანონმდებლობითა და მერიის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას.

 

მუხლი 7. ადგილობრივი მოსაკრებლების განყოფილება

ადგილობრივი მოსაკრებლების განყოფილების ფუნქციებია:

ა) დასუფთავების მოსაკრებელს დაქვემდებარებული ფიზიკური და იურიდიული პირების სრული აღრიცხვა, მონაცემთა ბაზის წარმოება და რეგისტრაცია, სისტემური განახლება და მოსაკრებლის გადახდის კონტროლი გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით;

ბ) დადგენილი წესით მოსაკრებელს დაქვემდებარებული ობიექტების სრული აღრიცხვა, მოსაკრებელს დაქვემდებარებული პირების მიერ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დადგენილი მოსაკრებლის გადახდის კონტროლი;

გ) ადგილობრივი მოსაკრებლის სატარიფო სისტემის მეთოდოლოგიის შემუშავება, მის ეტაპობრივ დანერგვაში მონაწილეობა და ხელმძღვანელთან შესაბამისი წინადადებების წარდგენა;

დ) ადგილობრივ გადასახადებთან, მოსაკრებლებთან დაკავშირებით წინადადებების მომზადება და წარდგენა;

ე) დასუფთავების მოსაკრებელს დაქვემდებარებული სუბიექტების აღრიცხვის მიზნით შესაბამისი აქტების  და დოკუმენტაციის შედგენა;

ვ) ადგილობრივი მოსაკრებლის გადაუხდელობაზე ან დაგვიანებით გადახდაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი რეაგირების განხორციელება;

ზ) საკრებულოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის ადმინისტრირება;

თ) კომპეტენციის ფარგლებში  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მომზადება;

ი) საქართველოს კანონმდებლობითა და მერიის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას.

 

თავი IV

სამსახურის მართვა

 

მუხლი 8. სამსახურის ხელმძღვანელობა

სამსახურის მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზებას და კოორდინაციას უწევს სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (შემდგომში - სამსახურის ხელმძღვანელი), რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

 

მუხლი 9. სამსახურის ხელმძღვანელი 

1. სამსახურის ხელმძღვანელი:

ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ერთეულისთვის დაკისრებული მიზნების, ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

ბ) ანაწილებს დავალებებს სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და საჯარო მოსამსახურეთა შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებითა და მერის დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;

გ) განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს, სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;

დ) მერს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოსამსახურეთა წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების, შვებულების, სამსახურებრივი მივლინებისა და პროფესიული განვითარების „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით;

ე) მერს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;

ვ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ;

ზ) სამსახურის საქმიანობის ორგანიზების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში და მერიის დებულების საფუძველზე, მერის მხრიდან ცალკეული უფლებამოსილებების დელეგირების შემთხვევაში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას;

თ) იბარებს და აფასებს სტრუქტურული ქვედანაყოფის ან/და საჯარო მოსამსახურეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ;

ი) უზრუნველყოფს საჯარო მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად აუცილებელი პირობების შექმნას;

კ) უზრუნველყოფს სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა მიერ მერიის შინაგანაწესისა და შრომის დისციპლინის დაცვას;

ლ) ასრულებს შესაბამისი სამსახურის დებულებითა და თანამდებობრივი ინსტრუქციებით განსაზღვრულ ფუნქციებს.

2. ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.

3. სამსახურის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის ხელმძღვანებლის ფუნქციის შესრულება ეკისრება სამსახურის ერთ-ერთ მოხელეს.

 

მუხლი 10. განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსი 

1. სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფს – განყოფილებას ხელმძღვანელობს მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსი (შემდგომში – განყოფილების უფროსი), რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

2. განყოფილების უფროსი: 

ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას;

ბ) ახორციელებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;

გ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებითა და სამსახურის ხელმძღვანელის  ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;

დ) პასუხისმგებელია განყოფილებისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

ე) ამ დებულებით განყოფილებისთვის განსაზღვრული საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად შეიმუშავებს და სამსახურის ხელმძღვანელს წარუდგენს განყოფილების საჯარო მოსამსახურეების ფუნქციების განაწილებას და სამუშაო გეგმას;

ვ) განსაზღვრავს განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;

ზ) სამსახურის ხელმძღვანელს წარუდგენს წინადადებებს განყოფილების მოსამსახურეთა კუთვნილი შვებულების გამოყენების, მივლინების, წახალისებისა ან/და დისციპლინური პასუხიმგებლობის თაობაზე;

თ) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას;

ი) განსაზღვრავს განყოფილების საქმიანობის ორგანიზაციისა და დაგეგმარების წესს, შეიმუშავებს წინადადებებს განყოფილების მუშაობის სრულყოფის საკითხებზე;

კ) ამზადებს და სამსახურის ხელმძღვანელს  წარუდგენს ანგარიშებს განყოფილების მიერ სამუშაო გეგმებით და ცალკეული დავალებებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესახებ;

ლ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. განყოფილების უფროსი  ანგარიშვალდებულია სამსახურის ხელმძღვანელის წინაშე.

4. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, განყოფილების უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება განყოფილების ერთ-ერთ მოხელეს.

თავი V

საჯარო მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები

 

მუხლი 11. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები

სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს უფლება აქვთ:

ა) წარუდგინონ უშუალო ხელმძღვანელს წინადადებები მათი საქმიანობის თაობაზე;

ბ) მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები;

გ) ისარგებლონ მათი მუშაობისათვის საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით;

დ) დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მათი მოვალეობის შესრულებისთვის საჭირო პირობებით უზრუნველყოფის შესახებ;

ე) ისარგებლონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებით და გარანტიებით.

 

მუხლი 12. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა ვალდებულებები

სამსახურის საჯარო მოსამსახურეები ვალდებულნი არიან:

ა) დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებულებით, ამ დებულებით, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტები;

ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელის დავალებები;

გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი;

დ) იმუშაონ საკუთარი პროფესიული მომზადების დონის ასამაღლებლად;

ე) განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები;

ვ) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ ტექნიკას, ინვენტარს და სხვა ქონებას.

 

მუხლი 13. საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნა, სამსახურებრივი მოვალეობები და თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრა

1. სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. სამსახურის საშტატო რიცხოვნება განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით, რომელსაც მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.

3. საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობები განისაზღვრება თანამდებობრივი ინსტრუქციებით, რომელსაც ამტკიცებს მერი.

4. სამსახურის საჯარო მოხელეთა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მერის წარდგინებით, განსაზღვრავს საკრებულო.

 

თავი VI

დასკვნითი დებულებანი

 

მუხლი 14. სამსახურის დებულების დამტკიცება და ცვლილებების შეტანა

1. სამსახურის დებულებას მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.

2. სამსახურის დებულებაში ცვლილება შეიძლება შეტანილ იქნეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. სამსახურის რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა (გაუქმება) ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით და მერიის დებულებით დადგენილი წესით.