დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების – ,,ქ. გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის“ დაფუძნების შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 83 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 14/04/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 47, 16/04/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 21/09/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (16/04/2009 - 11/05/2010)
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №83
2009 წლის 14 აპრილი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების – ,,ქ. გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის“ დაფუძნების შესახებ
მუხლი 1. ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის, მე-11 მუხლის, 86-ე მუხლის, ,,პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებისა და ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე:
1. დაფუძნდეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – ,,ქ. გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯი“ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – ,,ქ. გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯი“ შექმნილია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საშუალო პროფესიული სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების – ,,ქ. გორის სულხან ცინცაძის სახელობის ხელოვნების კოლეჯის“ ბაზაზე და წარმოადგენს მის უფლებამონაცვლეს.
3. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს წარდგინებით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების – ,,ქ. გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის“ მართვის ორგანოების კანონმდებლობით დადგენილი წესით არჩევამდე დანიშნოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების – ,,ქ. გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის“ რექტორის მოვალეობის დროებით შემსრულებელი.
4. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების – ,,ქ. გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის“ წესდების დამტკიცება და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ღონისძიებების განხორციელება.
5. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების – ,,ქ. გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯისათვის“ შესაბამისი ქონების კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები