დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების – „ქ. გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის“ რეორგანიზაციის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 288 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 20/07/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110725024, 25/07/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.016449 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №288
2011 წლის 20 ივლისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების – „ქ. გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის“ რეორგანიზაციის შესახებ
მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად და „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით:
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების – „ქ. გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის“ რეორგანიზაციის მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაევალოს საზოგადოებრივი კოლეჯის სტატუსის მოსაპოვებლად საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. გორის ს. ცინცაძის სახელობის სამუსიკო საზოგადოებრივი კოლეჯის დაფუძნება.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. გორის ს. ცინცაძის სახელობის სამუსიკო საზოგადოებრივი კოლეჯის დაფუძნებისთანავე დასრულებულად ჩაითვალოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების – „ქ. გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის“ რეორგანიზაცია და საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქ. გორის ს. ცინცაძის სახელობის სამუსიკო საზოგადოებრივი კოლეჯი ჩაითვალოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების – „ქ. გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის“ უფლებამონაცვლედ.
3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. გორის ს. ცინცაძის სახელობის სამუსიკო საზოგადოებრივი კოლეჯის დაფუძნებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების – „ქ. გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის“ დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 14 აპრილის №83 დადგენილება.
4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. გორის ს. ცინცაძის სახელობის სამუსიკო საზოგადოებრივი კოლეჯის წესდების დამტკიცება, სახელმწიფო კონტროლის განხორციელება და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულება, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
5. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. გორის ს. ცინცაძის სახელობის სამუსიკო საზოგადოებრივი კოლეჯის პროგრამული დაფინანსება უზრუნველყოს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები