„სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 სექტემბრის №1-1/1537 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 სექტემბრის №1-1/1537 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1-1/108
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 14/03/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/03/2022
სარეგისტრაციო კოდი 040110030.22.024.016732
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
1-1/108
14/03/2022
ვებგვერდი, 16/03/2022
040110030.22.024.016732
„სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 სექტემბრის №1-1/1537 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (16/03/2022 - 14/03/2023)

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/108

2022 წლის 14 მარტი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 სექტემბრის №1-1/1537 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 სექტემბრის №1-1/1537 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 120, 21.09.2010 წ., 040110030.22.024.016001) დამტკიცებულ „სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ დებულებაში შევიდეს ცვლილება და დებულების მე-4 მუხლის 91 და მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„91. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული დამატებითი ვადის ხანგრძლივობა სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო პირობების დარღვევის შემთხვევაში, არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი ვალდებულების შესრულების ვადის ამოწურვიდან 1 წელს, ასევე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებ(ებ)ის შესრულების (მათ შორის, პირგასამტეხლოს გადახდის) უზრუნველსაყოფად წარმოდგენილი მოქმედი საბანკო გარანტიის ვადას.

10. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაწესებულ დამატებით ვადაში შეუსრულებლობა, აგრეთვე, დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა, ქონების სააგენტოს მიერ განიხილება ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის საფუძვლად, ხოლო სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო პირობების დარღვევიდან ერთწლიანი პერიოდის ამოწურვის თარიღიდან ხელშეკრულება წყდება ავტომატურად. ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის ან ავტომატურად შეწყვეტის შემთხვევაში, პრივატიზებული ქონება ბრუნდება სახელმწიფო საკუთრებაში, ხოლო ამ ქონებაზე რეგისტრირებული მესამე პირის (პირთა) იპოთეკის/გირავნობის უფლება (უფლებები) უქმდება, თუ ქონების იპოთეკით/გირავნობით დატვირთვამდე შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში ქონების შესახებ ჩანაწერში რეგისტრირებულია საპრივატიზებო ვალდებულების (ვალდებულებების) ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია. ამასთანავე, ქონების შემძენს სახელმწიფო არ აუნაზღაურებს გადახდილ თანხებს და გაწეულ ხარჯებს.“.

მუხლი 2
ამ ბრძანების ამოქმედებამდე დარღვეული საპრივატიზებო პირობის შესასრულებლად პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მიერ ამ ბრძანების ამოქმედების შემდგომ განსაზღვრული დამატებითი ვადა არ უნდა აღემატებოდეს ამ ბრძანების ამოქმედებიდან 1 წელს, ხოლო თუკი პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მიერ ამ ბრძანების ამოქმედებამდე განსაზღვრული დამატებითი ვადა აღემატება ამ ბრძანების ამოქმედებიდან 1 წელს, შესაბამისი შეტყობინებით განსაზღვრულ ვადას. ამ პუნქტით გათვალისწინებული დამატებითი ვადის ამოწურვის თარიღიდან ხელშეკრულება ავტომატურად წყდება, პრივატიზებული ქონება ბრუნდება სახელმწიფო საკუთრებაში, ხოლო ამ ქონებაზე რეგისტრირებული მესამე პირის (პირთა) იპოთეკის/გირავნობის უფლება (უფლებები) უქმდება, თუ ქონების იპოთეკით/გირავნობით დატვირთვამდე შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში ქონების შესახებ ჩანაწერში რეგისტრირებულია საპრივატიზებო ვალდებულების (ვალდებულებების) ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია. ამასთანავე, ქონების შემძენს სახელმწიფო არ აუნაზღაურებს გადახდილ თანხებს და გაწეულ ხარჯებს.
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრილევან დავითაშვილი