დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| სპირტიანი სასმლის, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტისა და სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატის წარმოებისა და გადამუშავების მონიტორინგის, დოკუმენტური შემოწმებისა და ნიმუშის აღების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 121 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 10/03/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/03/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 240110000.10.003.023331 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (11/03/2022 - 06/03/2024)
|
სპირტიანი სასმლის, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტისა და სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატის წარმოებისა და გადამუშავების მონიტორინგის, დოკუმენტური შემოწმებისა და ნიმუშის აღების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე
|
| მუხლი 1 |
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის 33 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „სპირტიანი სასმლის, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტისა და სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატის წარმოებისა და გადამუშავების მონიტორინგის, დოკუმენტური შემოწმებისა და ნიმუშის აღების განხორციელების წესი“.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
სპირტიანი სასმლის, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტისა და სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატის წარმოებისა და გადამუშავების მონიტორინგის, დოკუმენტური შემოწმებისა და ნიმუშის აღების განხორციელების წესი
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. სპირტიანი სასმლის, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტისა (შემდგომში – ეთილის სპირტი) და სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატის (შემდგომში – დისტილატი) წარმოებისა და გადამუშავების მონიტორინგის, დოკუმენტური შემოწმებისა და ნიმუშის აღების მიზანია სპირტიანი სასმელების, ეთილის სპირტისა და დისტილატის მწარმოებელი ბიზნესოპერატორების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. 2. სპირტიანი სასმლის, ეთილის სპირტისა და დისტილატის წარმოებისა და გადამუშავების მონიტორინგს, დოკუმენტურ შემოწმებასა და ნიმუშის აღებას, მისი ლაბორატორიული კვლევის მიზნით, ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ღვინის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო). მუხლი 2. ტერმინთა განმარტება ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) მონიტორინგი – სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი, რომლის დროსაც ხორციელდება წინასწარ დაგეგმილი დაკვირვებები და გაზომვები სპირტიანი სასმლის, ეთილის სპირტისა და დისტილატის წარმოების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შესაფასებლად;
ბ) დოკუმენტური შემოწმება გ) ნიმუშის აღება – სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი, რომელიც ხორციელდება სპირტიანი სასმლის, ეთილის სპირტისა და დისტილატის ორგანოლეპტიკური და ფიზიკურ-ქიმიური მახასიათებლების დადგენილ პარამეტრებთან შესაბამისობის გამოსაკვლევად; დ) ბიზნესოპერატორი – პირი, რომლის საქმიანობა უკავშირდება სპირტიანი სასმლის, ეთილის სპირტისა და დისტილატის წარმოებას, გადამუშავებას, დისტრიბუციას და რომელიც პასუხისმგებელია თავისი საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობისთვის. მუხლი 3. მონიტორინგის, დოკუმენტური შემოწმებისა და ნიმუშის აღების ობიექტები მონიტორინგის, დოკუმენტური შემოწმებისა და ნიმუშის აღების ობიექტებია: ა) სპირტიანი სასმელები, ეთილის სპირტი და დისტილატი; ბ) წარმოების ადგილი და უშუალო პროცესი; გ) სპირტიანი სასმელების, ეთილის სპირტისა და დისტილატის წარმოების წესები, გამოყენებული მასალები და ნივთიერებები; დ) სპირტიანი სასმლის, ეთილის სპირტისა და დისტილატის წარმოებასთან, შენახვასა და რეალიზაციასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია. მუხლი 4. მონიტორინგის, დოკუმენტური შემოწმებისა და ნიმუშის აღების განხორციელებაზე უფლებამოსილების მინიჭებისა და საქმიანობის წესი 1. მონიტორინგის, დოკუმენტური შემოწმებისა და ნიმუშის აღების განხორციელებაზე უფლებამოსილების მინიჭება ხორციელდება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით). 2. ბრძანებაში მითითებული უნდა იყოს: ა) მონიტორინგის, დოკუმენტური შემოწმებისა და ნიმუშის აღების განხორციელებაზე უფლებამოსილი პირის ან პირების (შემდგომში – უფლებამოსილი პირი) სახელი, გვარი, თანამდებობა; ბ) ბიზნესოპერატორის დასახელება, რომლის საქმიანობაზეც უნდა განხორციელდეს მონიტორინგი; გ) მონიტორინგის, დოკუმენტური შემოწმებისა და ნიმუშის აღების განხორციელების მიზანი და ობიექტები; დ) მონიტორინგის, დოკუმენტური შემოწმებისა და ნიმუშის აღების განხორციელების ვადა. 3. უფლებამოსილ პირს უფლება აქვს: ა) შეამოწმოს: ა.ა) დოკუმენტაცია სპირტიანი სასმლის, ეთილის სპირტისა და დისტილატის ნაშთების, მათი წარმომავლობის, წარმოების საწარმოო-ტექნოლოგიური პროცესების, გამოყენებული მასალებისა და ნივთიერებების შესახებ; ა.ბ) ლაბორატორიული ჟურნალები (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ბ) აიღოს ნიმუშები ლაბორატორიული კვლევის მიზნით. 4. უფლებამოსილი პირი ვალდებულია: ა) შეამოწმოს მხოლოდ ბრძანებით განსაზღვრული ობიექტები; ბ) შედეგები ასახოს: ბ.ა) მონიტორინგის ან/და დოკუმენტური შემოწმების აქტში (დანართი №1); ბ.ბ.) ნიმუშის აღების აქტში (დანართი №2). მუხლი 5. ბიზნესოპერატორის ვალდებულება ბიზნესოპერატორი ვალდებულია, ხელი შეუწყოს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ პირს სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელებაში და წარუდგინოს მოთხოვნილი მონაცემები. მუხლი 6. მონიტორინგის, დოკუმენტური შემოწმებისა და ნიმუშის აღების შედეგები მონიტორინგის, დოკუმენტური შემოწმებისა და ნიმუშის აღების შედეგები გამოიყენება: ა) ბიზნესოპერატორის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად; ბ) სერტიფიკაციის მიზნებისთვის.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები