„სპირტიანი სასმლის, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტისა და სასოფლო სამეურნეო წარმოშობის დისტილატის წარმოებისა და გადამუშავების მონიტორინგის, დოკუმენტური შემოწმებისა და ნიმუშის აღების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 10 მარტის №121 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 70
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 06/03/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/03/2024
სარეგისტრაციო კოდი 240110000.10.003.024462
70
06/03/2024
ვებგვერდი, 07/03/2024
240110000.10.003.024462
„სპირტიანი სასმლის, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტისა და სასოფლო სამეურნეო წარმოშობის დისტილატის წარმოებისა და გადამუშავების მონიტორინგის, დოკუმენტური შემოწმებისა და ნიმუშის აღების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 10 მარტის №121 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №70

2024 წლის 6 მარტი

 ქ. თბილისი

„სპირტიანი სასმლის, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტისა და სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატის წარმოებისა და გადამუშავების მონიტორინგის, დოკუმენტური შემოწმებისა და ნიმუშის აღების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 10 მარტის №121 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სპირტიანი სასმლის, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტისა და სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატის წარმოებისა და გადამუშავების მონიტორინგის, დოკუმენტური შემოწმებისა და ნიმუშის აღების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 10 მარტის №121 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/03/2022, 240110000.10.003.023331) შეტანილ იქნეს ცვლილება და  დადგენილებით დამტკიცებული „სპირტიანი სასმლის, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტისა და სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატის წარმოებისა და გადამუშავების მონიტორინგის, დოკუმენტური შემოწმებისა და ნიმუშის აღების განხორციელების წესის“:

1. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5. ბიზნესოპერატორის ვალდებულება

ბიზნესოპერატორი ვალდებულია:

ა) აწარმოოს სპირტიანი სასმლის, ეთილის სპირტის, დისტილატის წარმოების ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვა და ყოველწლიურად, არაუგვიანეს 10 იანვრისა, სააგენტოს ყოველი წლის 1 იანვრის მდგომარეობით წარუდგინოს ინფორმაცია „ბიზნესოპერატორის საკუთრებაში არსებული სპირტიანი სასმლის, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტის და სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატის ბრუნვისა და ნაშთების შესახებ“ – დანართ №3-ის  შესაბამისად;

ბ) ხელი შეუწყოს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ პირს სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელებაში და წარუდგინოს მოთხოვნილი მონაცემები.“.

2. დანართ №2-ის შემდეგ დაემატოს თანდართული შინაარსის დანართი №3 – „ბიზნესოპერატორის საკუთრებაში არსებული სპირტიანი სასმლის, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტის და სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატის ბრუნვისა და ნაშთების შესახებ“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე