„ტექნიკური რეგლამენტი − აფთიაქის (სპეციალიზებული სავაჭრო ობიექტის) და საცალო რეალიზაციის სავაჭრო ობიექტის სანიტარიულ-ჰიგიენურ/ტექნიკური პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №575 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 104
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 02/03/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/03/2022
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.023325
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
104
02/03/2022
ვებგვერდი, 07/03/2022
300160070.10.003.023325
„ტექნიკური რეგლამენტი − აფთიაქის (სპეციალიზებული სავაჭრო ობიექტის) და საცალო რეალიზაციის სავაჭრო ობიექტის სანიტარიულ-ჰიგიენურ/ტექნიკური პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №575 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (07/03/2022 - 28/02/2023)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №104

2022 წლის 2 მარტი

ქ. თბილისი

„ტექნიკური რეგლამენტი − აფთიაქის (სპეციალიზებული სავაჭრო ობიექტის) და საცალო რეალიზაციის სავაჭრო ობიექტის სანიტარიულ-ჰიგიენურ/ტექნიკური პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №575 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტი − აფთიაქის (სპეციალიზებული სავაჭრო ობიექტის) და საცალო რეალიზაციის სავაჭრო ობიექტის სანიტარიულ-ჰიგიენურ/ტექნიკური პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №575 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/09/2014, 300160070.10.003.018195) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის პირველი მუხლის:

1. მე-18 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„18. აფთიაქს გარე პერიმეტრზე უნდა ჰქონდეს ვიდეომეთვალყურეობის სისტემა, რომელიც შეესაბამება საქართველოს მთავრობის დადგენილებას − „ავტომატური ფოტო და ვიდეოტექნიკის ტექნიკური მახასიათებლებისა და მათი ექსპლუატაციის წესის, აგრეთვე იმ შენობა-ნაგებობათა ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა გარე პერიმეტრზე სავალდებულოა ავტომატური ფოტო ან/და ვიდეოტექნიკის განთავსება/დამონტაჟება“.“.

2. მე-19 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივნისიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი