საერთო და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულების სამედიცინო სამსახურის ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
საერთო და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულების სამედიცინო სამსახურის ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 594
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 12/07/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 71, 16/07/2002
ძალის დაკარგვის თარიღი 22/09/2020
სარეგისტრაციო კოდი 100.020.020.11.106.005.406
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
594
12/07/2002
სსმ, 71, 16/07/2002
100.020.020.11.106.005.406
საერთო და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულების სამედიცინო სამსახურის ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (16/07/2002 - 21/09/2020)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.020.020.11.106.005.406

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №594

2002 წლის 19 ივლისი

ქ. თბილისი

საერთო და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულების სამედიცინო სამსახურის ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ

“პატიმრობის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე, მსჯავრდებულთა სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესების, სასჯელაღსრულების დაწესებულებების სამედიცინო სამსახურის საქმიანობის ეფექტურობის ამაღლების მიზნით, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საერთო და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულების სამედიცინო სამსახურის ტიპიური დებულება.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

რ. გილიგაშვილი

საერთო და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულების სამედიცინო სამსახურის ტიპიური დებულება

    მუხლი. 1. ზოგადი დებულება

1. ეს დებულება აწესრიგებს საერთო და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულების (შემდგომში – დაწესებულება) სამედიცინო სამსახურის (შემდგომში _ სამედიცინო სამსახური) საქმიანობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.

2. სამედიცინო სამსახური წარმოადგენს დაწესებულების სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც ახორციელებს მსჯავრდებულ პირთა გეგმიურ, პროფილაქტიკურ და სასწრაფო სამედიცინო დახმარებას, დაწესებულების სამედიცინო კონტროლს.

3. სამედიცინო სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, „პატიმრობის შესახებ” საქართველოს კანონი, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი ნორმატიული აქტები. სამედიცინო სამსახურის პერსონალის მუშაობის ორგანიზაციას და კონტროლს ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტი.

4. სამედიცინო სამსახური აღჭურვილია სამედიცინო აპარატურითა და ინვენტარით. სარგებლობს დაწესებულების სამეურნეო ნაგებობებით, დამხმარე სათავსოებით და ტრანსპორტით.

5. სამედიცინო სამსახურის მომარაგება მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, სამკურნალწამლო საშუალებებით, კვების პროდუქტებით და სხვა აუცილებელი საშუალებებით ხორციელდება საერთო ცენტრალიზებული წესით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მიერ.

    მუხლი 2. სამედიცინო სამსახურის ამოცანები და ფუნქციები

1. სამედიცინო სამსახურის ამოცანებია:

ა) მსჯავრდებულთა პირველადი სამედიცინო შემოწმება (სხეულის დაზიანებაზე, ტუბერკულოზზე და სხვა საშიშ დაავადებაზე).

ტუბერკულოზით, ინფექციური სნეულებებით და ფსიქიურად დაავადებულ პირთა იზოლაცია ჯანმრთელი კონტიგენტისაგან.

ბ) მსჯავრდებულთა კლინიკო-დიაგნოსტიკური გამოკვლევების ჩატარება.

გ) მსჯავრდებულთა სამედიცინო ამბულატორული მომსახურება

დ) ექიმ-ექსპერტთა და სხვა მოწვეულ სპეციალისტთა მიერ ავადმყოფთა მაღალკვალიფიციური კონსულტაციური მომსახურეობით უზრუნველყოფა.

 ე) სამედიცინო სამსახურის პირობებში მსჯავრდებულთა სტაციონარული მკურნალობის უზრუნველყოფა, დაავადების გართულების შემთხვევაში ავადმყოფთა ეტაპირება სპეციალიზირებულ სამკურნალო დაწესებულებაში..

2. სამედიცინო სამსახურის ფუნქციებია:

ა) მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში სამედიცინო დახმარება გაუწიოს დაწესებულებაში მყოფ ავადმყოფებს.

ბ) დაწესებულების სხვა სტრუქტურულ დანაყოფებთან ერთად იმ ღონისძიებების დაგეგმვა და ცხოვრებაში გატარება, რომლებიც ხელს შეუწყობს სამკურნალო-პროფილაქტიკური პროცესების, დაწესებულების სამედიცინო სამსახურის მუშაობის მაჩვენებლების გაუმჯობესებას.

    მუხლი 3. სამედიცინო სამსახურის უფლებანი და მოვალეობანი

1. სამედიცინო სამსახური უფლებამოსილია:

ა) მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო პროგრამის განხორციელებაში. განახორციელოს მსჯავრდებულთა სამედიცინო მომსახურეობა.

ბ) მონაწილეობა მიიღოს სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციებში, სიმპოზიუმებში.

გ) უშუამდგომლოს სამედიცინო სამსახურის მუშაკებს სამედიცინო დეპარტამენტის წინაშე კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე ჯანდაცვის პროფილის სასწავლებლებში წარგზავნის მიზნით.

დ) წარადგინოს დროებით ან მუდმივად შრომისუნარდაკარგული პირები ინვალიდობის ჯგუფის განსაზღვრის მიზნით.

ე) იუსტიციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის ნებართვით: განწესის საფუძველზე ან გადაუდებელი დახმარების აღმოჩენის მიზნით სასწრაფო წესით გადაყავს მსჯავრდებული ავადმყოფები სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამკურნალო დაწესებულებებში.

ვ) იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობის ნებართვით, სარეჟიმო-ოპერატიული მოთხოვნების მკაცრი დაცვით, დაწესებულების ხელმძღვანელობასთან ერთად უზრუნველყოს მძიმე და ძნელად სადიაგნოსტიკო ავადმყოფების დროებითი გადაყვანა საერთო პროფილის საავადმყოფოში, მკურნალობის ან სადიაგნოსტიკო გამოკვლევის ჩატარების მიზნით.

ზ) დასვას საკითხი სამკურნალო დაწესებულებებიდან ექიმი-სპეციალისტების საკონსულტაციოდ მოწვევის თაობაზე.

2. სამედიცინო სამსახური ვალდებულია:

ა) შეასრულოს სახელმწიფო შეკვეთა, სამედიცინო დახმარება აღმოუჩინოს მსჯავრდებულებს.

ბ) გაანალიზოს დაწესებულებაში არსებული ავადობის, სიკვდილიანობის, სხეულის დაზიანებების შემთხვევები. მონაწილეობა მიიღოს მითითებებისა და რეკომენდაციების შემუშავებაში.

გ) უზრუნველყოს მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მიერ კონსულტაციების ჩატარება.

დ) უზრუნველყოს სამედიცინო მომსახურება თანამედროვე სადიაგნოსტიკო აპარატურითა და ხელსაწყოებით, მედიკამენტებით, სხვა შესაბამისი ინვენტარით.

ე) დადგენილი წესით დროულად მიაწოდოს იუსტიციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტს ინფორმაცია, სამკურნალო დაწესებულებაში სასწრაფო წესით ავადმყოფთა ჰოსპიტალიზაციის, სიკვდილიანობის, უბედური და განსაკუთრებული შემთხვევის, ინფექციურ დაავადებათა შესახებ.

ვ) ხელი შეუწყოს ავადმყოფთა შინაგანაწესის დაცვისათვის აუცილებელი სარეჟიმო ღონისძიებების ჩატარებას.

ზ) დაწესებულების ნორმალური სანიტარული მდგომარეობის შენარჩუნების მიზნით, სისტემატურად ჩაატაროს ჰიგიენური ხასიათის ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებანი ( დაწესებულების ყოველდღიური და ყოველკვირეული გენერალური დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ნარჩენების დროული გატანა და ა. შ.) მკაცრი კონტროლი დააწესოს სასმელი წყლისა და კვების პროდუქტების ვარგისიანობაზე. სისტემატურად შეამოწმოს დაწესებულებაში მომზადებული საკვების ხარისხი და ოდენობა, მათი მომზადების სანიტარულ-ჰიგიენური პირობები.

თ) დაწესებულებაში შიდა ინფექციის გამოვლენის ან გავრცელების შემთხვევაში განახორციელოს აუცილებელი ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებანი დაავადების კერის ლიკვიდაციის მიზნით.

    მუხლი 4. სამედიცინო სამსახურის სტრუქტურა

1 სამედიცინო სამსახურის სტრუქტურაშია:

ამბულატორია.

ბ) სამკურნალო - დიაგნოსტიკური კაბინეტი.

გ) ლაბორატორია.

დ) სტაციონარი (სხვადასხვა ნოზოლოგიური პალატებით).

ე) აფთიაქი.

ვ) სამედიცინო არქივი.

2 სამედიცინო სამსახურში შექმნილია და ფუნქციონირებს თანამშრომელთა თანამდებობრივი ინსტრუქციები, შრომითი შინაგანაწესი. სამედიცინო პერსონალის მორიგეობის გრაფიკი სამედიცინო სამსახურისა და თანამშრომელთა მუშაობის პერსპქტიული გეგმა (კვარტალური, წლიური) ავადმყოფთა ქცევის წესები და შინაგანაწესი.

    მუხლი 5. სამედიცინო სამსახურის მართვა

1 სამედიცინო სამსახურს ხელმძღვანელობს სამედიცინო სამსახურის უფროსი.

2. სამედიცინო სამსახურის უფროსსა და სამედიცინო პერსონალს ნიშნავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი, სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის წარდგინების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით. მათ თანამდებობრივ სტატუსს, შრომის ანაზღაურების პირობებს და წესს განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

3. სამედიცინო სამსახურის უფროსი;

ა) შეიმუშავებს სამედიცინო სამსახურის კვარტალურ, წლიურ პერსპექტიულ გეგმებს, სამუშაო გრაფიკს, მუშაობის დღის წესრიგს., სამედიცინო პერსონალის ფუნქციებს, მუშაობის შინაგანაწესს, გრაფიკს, (სარეჟიმო პირობების გათვალისწინებით) სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან და დაწესებულების დირექტორთან შეთანხმებით.

ბ) უზრუნველყოფს დაწესებულებაში მყოფ პირთა ამბულატორული და სტაციონარული დახმარების ორგანიზაციას.

გ) ორგანიზაციას უწევს და ატარებს დილის საექიმო კონფერენციას, კონსილიუმს, სამედიცინო შემოვლებს, არეგულირებს და აკონტროლებს ამბულატორიულ მუშაობას, სამედიცინო სამსახურის სტაციონარში ავადმყოფთა მიღების, მკურნალობისა და გაწერის საკითხებს

დ) ანალიზს უკეთებს და იუსტიციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტს წარუდგენს სამედიცინო სამსახურის მუშაობის, კვარტალურ-წლიურ მაჩვენებლებს და ანგარიშს. ყოველკვარტალურად ინფორმაციას აწვდის სამინისტროს ხელმძღვანელობას დაწესებულების სამედიცინო სამსახურის სამედიცინო ტექნიკით, სამკურნალწამლო საშუალებებით მომარაგების საქმეში არსებული მდგომარეობის შესახებ. წარადგენს მოთხოვნას არსებული დეფიციტის მითითებით.

ე) სისტემატიურად ორგანიზაციას უკეთებს იუსტიციის სამინისტროს ექიმ-ექსპერტთა სამედიცინო კომისიაზე ავადმყოფ მსჯავრდებულთა წარდგენას მაღალკვალიფიციური კონსულტაციური მომსახურეობის მიზნით, ორგანიზაციას უწევს მსჯავრდებულთა ჰოსპიტალიზაციას სამკურნალო დაწესებულებაში-როგორც გეგმიური, ასევე სასწრაფო წესით.

ვ) ატარებს ღონისძიებებს დაწესებულების ნორმალური სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის შესანარჩუნებლად, ხელმძღვანელობს დაწესებულებაში ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებას, სისტემატურად კონტროლს უწევს კვების ბლოკის მუშაობას. აკონტროლებს დაწესებულებაში სასმელი წყლისა და კვების პროდუქტების ვარგისიანობას.

ზ) ხელმძღვანელობს სამეურნეო სამსახურში გასაყვან მსჯავრდებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემსწავლელი კომისიის მუშაობას.

თ) აკონტროლებს სამედიცინო დოკუმენტაციის (ავადმყოფობის ისტორია, სააღრიცხვო ჟურნალები და სხვა.) წარმოების ხარისხსა და მათი არქივში შენახვის წესსა და ვადებს.

ი) აკონტროლებს აფთიაქის მუშაობას, სამკურნალწამლო საშუალებების შენახვას, გაცემასა და ხარჯვას.

კ) შუამდგომლობს დაწესებულების სამედიცინო პერსონალს სამედიცინო დეპარტამენტის წინაშე კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ჯანდაცვის პროფილის სასწავლებლებსა და სამედიცინო დაწესებულებებში მისავლინებლად.

ლ) ორგანიზაციას უწევს სანიტარული განათლების გავრცობას დაწესებულების თანამშრომლებში ლექცია-საუბრების ჩატარების სახით.

მ) უფლებამოსილია დააყენოს საკითხი სამედიცინო პერსონალის წახალისებისა ან მათთვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების შესახებ.

    მუხლი 6. სამედიცინო სამსახურის დაფინანსება

სამედიცინო სამსახურის დაფინანსება ხორციელდება არსებული კანონმდებლობის ფარგლებში.

    მუხლი 7. სამედიცინო სამსახურის რეორგანიზაცია

სამედიცინო სამსახურის რეორგანიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 8. დასკვნითი დებულება

ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.