დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„აგროდაზღვევის პროგრამის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 აპრილის №236 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 97 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 01/03/2022 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/03/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 290040000.10.003.023305 |
|
„აგროდაზღვევის პროგრამის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 აპრილის №236 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „აგროდაზღვევის პროგრამის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 აპრილის №236 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/04/2020, 290040000.10.003.021951) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „აგროდაზღვევის პროგრამის“:
1. მე-2 მუხლის: ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) დამზღვევი − ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში აქვს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთ(ებ)ი, საიდანაც პროგრამის ფარგლებში დაზღვევას ექვემდებარება არაუმეტეს 10 ჰა (მარცვლეული კულტურის დაზღვევის შემთხვევაში − არაუმეტეს 50 ჰა-ისა) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთ(ებ)ი და დადებული აქვს დაზღვევის ხელშეკრულება. ამასთან, დამზღვევს შესაძლებელია, დაზღვეული ჰქონდეს როგორც მარცვლეული კულტურა, ისე სხვა კულტურები ერთდროულად, ამ ქვეპუნქტის შესაბამისად; შენიშვნა: თუ დამზღვევი არის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, მასზე არ გავრცელდება პროგრამით გათვალისწინებული მიწის ფართობის ოდენობის შეზღუდვა. ამასთან, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მიმართ გამოიყენება დანართ №1-ით განსაზღვრული ტარიფები;“; ბ) „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ო) ფრანშიზა – არაანაზღაურებადი მინიმუმი, რომლის გამოქვითვა ხორციელდება თითოეული სადაზღვევო შემთხვევისათვის. ფრანშიზა გამოითვლება როგორც სადაზღვევო ლიმიტის 10% (დანართ №1-ით განსაზღვრული ციტრუსის შემთხვევაში − სადაზღვევო ლიმიტის 15%) ან მისაღები მოსავლის ოდენობის სადაზღვევო ანაზღაურების გაანგარიშებისას გამოყენებულ ფასზე გამრავლებით მიღებული ღირებულების 10% (დანართ №1-ით განსაზღვრული ციტრუსის შემთხვევაში − 15%). მითითებული 2 სიდიდიდან გამოიქვითება ის ოდენობა, რომელიც უფრო მცირე იქნება. ამასთან, ერთისა და იმავე რისკის ხდომილებისას, იმ შემთხვევაში, თუ მეორე სადაზღვევო შემთხვევა მოხდება წინა სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დაზიანებული დაზღვეული ტერიტორიის (ნაკვეთის) დათვალიერების აქტის შედგენამდე, ფრანშიზა გამოიქვითება ერთჯერადად, მხოლოდ იმ პირობით, რომ მზღვეველს ორივე სადაზღვევო შემთხვევის შესახებ შეტყობინება მიღებული აქვს პროგრამით განსაზღვრული წესით. განმეორებით შემთხვევებზე ფრანშიზის დაქვითვა უნდა ხდებოდეს არა საწყისი სადაზღვევო ლიმიტიდან, არამედ წინა შემთხვევებით გამოწვეული დაზიანების პროცენტული მაჩვენებლით შემცირებული სადაზღვევო ლიმიტიდან;“. 2. დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები