დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირებისა და ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5 |
| დოკუმენტის მიმღები | საგარეჯოს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/02/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/02/2022 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 28/02/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.165.016426 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
პირველადი სახე (28/02/2022 - 24/02/2023)
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე.გ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის #784 ბრძანებულებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული ქ. საგარეჯოს ტერიტორიის ზონირება (დანართი №1). |
| მუხლი 2 |
დადგინდეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დანართი №2-ის შესაბამისად. |
| მუხლი 3 |
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირებისა და ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 26 თებერვლის №4 დადგენილება (www.matsne.gov.ge 02/03/2021 010250050.35.165.016407) |
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი N1
|
| |||||||||||||||
დანართი N2
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი |
1. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში „მიწის ნორმატიული ფასი“) დიფერენცირებულია საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ზონირების საფუძველზე შესაბამისი ზონების მიხედვით, დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:
CN=IMGXITLXCXK ა) CN არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი; ბ) IMG- არის ქ. საგარეჯოს მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0.3-ს; გ) ITL- არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის: გ.ა) ცენტრალური ზონისთვის- 1.3-ს; გ.ბ) შუალედური ზონისთვის - 1-ს; გ.გ) პერიფერიული ზონისთვის - 0.7-ს; დ) C არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა 0.24 ლარის ტოლია; ე) K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა ცენტრალურ ზონაში უდრის 150-ს, შუალედურ ზონაში უდრის 130-ს, პერიფერიულ ზონაში უდრის 110-ს. პირველი პუნქტის მიხედვით, მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს: ა) საგარეჯოში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:
ბ) საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს ქ.საგარეჯოს შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 40%-ის ოდენობით და შეადგენს 3.74 ლარი; გ) დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს ადმინისტრაციული ცენტრის - ქ. საგარეჯოს შუალედური ზონისათვის დადგენილი მიწის ფასის 25%- ის ოდენობით და შეადგენს 2.34 ლარს; დ) საგარეჯოს მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალში გამავალი „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის N407 დადგენილებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს ადმინისტრაციული ცენტრის - ქ. საგარეჯოს შუალედურის ზონისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 50%-ის ოდენობით და შეადგენს 4.68. | |||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები