სახელმწიფო და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის და ტერიტორიის ზონირების დამტკიცების შესახებ

სახელმწიფო და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის და ტერიტორიის ზონირების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/02/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/03/2022
ძალის დაკარგვის თარიღი 28/02/2023
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.160.016742
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
9
28/02/2022
ვებგვერდი, 01/03/2022
200140030.35.160.016742
სახელმწიფო და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის და ტერიტორიის ზონირების დამტკიცების შესახებ
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (01/03/2022 - 24/02/2023)

 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №9

2022 წლის 28 თებერვალი

ქ. რუსთავი

 

სახელმწიფო და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის და ტერიტორიის ზონირების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე.გ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
სახელმწიფო და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი განისაზღვროს 100-ის ოდენობით.

 

მუხლი 2
დამტკიცდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი 1 კვ.მ. ფართობისათვის ტერიტორიის ზონირების მიხედვით (დანართი №1).
მუხლი 3
დამტკიცდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ზონირება (დანართი №2).

 

მუხლი 4
ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრული საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი 1 კვ.მ. ფართობისათვის განისაზღვროს ქალაქ რუსთავის შუალედური ზონისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 100%-ის (16.8 ლარი) ოდენობით.
მუხლი 5
ძალადაკარგულად გამოცხადეს „სახელმწიფო და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის და ტერიტორიის ზონირების დამტკიცების  შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 24 თებერვლის №241 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 200140030.35.160.016677, 25.02.2021).
მუხლი 6
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენოდარი შეროზია