დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
„ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 66 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 15/02/2022 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/02/2022 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/03/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.023274 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (15/02/2022 - 22/03/2022)
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 08/02/2016, 300160070.10.003.019106) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის:
1. 406.9.4.1 ქვეთავის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ორმხრივი შესასვლელისთვის/გასასვლელისთვის, სულ მცირე, 6,0 მ.“. 2. 406.9.4.2 ქვეთავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „406.9.4.2. ავტოსადგომის საავტომობილო გზისა და პანდუსის მოხვევის რადიუსი ავტოსადგომის საავტომობილო გზისა და პანდუსის მოხვევის შიგა რადიუსი, სულ მცირე, 3,5 მ-ია.“. 3. 406.9.4.3.1 და 406.9.4.3.2 ქვეთავები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „406.9.4.3.1. ცხრილი ავტოსადგომების ზომების, განლაგებისა და გასავლელების მიმართ მოთხოვნები
406.9.4.3.2. ცხრილი ავტოსადგომების ზომების, განლაგებისა და გასავლელების მიმართ მოთხოვნები
4. 1707.7.4 ქვეთავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1707.7.4. ფოიეს ზომა სახანძრო-სამაშველო დანაყოფისთვის მისადგომი ლიფტის თითოეული შემოზღუდული ფოიეს ფართობი, სულ მცირე, 10 მ2 უნდა იყოს, ზომა კი – სულ მცირე, 2.0 მ.“. |
მუხლი 2 |
ამ დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება იმ ობიექტებზე, რომლებზეც მშენებლობის ნებართვა 2022 წლის 1 მარტამდე გაიცა. |
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 1 მარტიდან. |
|
დოკუმენტის კომენტარები