„ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 66
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/02/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/02/2022
ძალაში შესვლის თარიღი 01/03/2022
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.023274
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
66
15/02/2022
ვებგვერდი, 15/02/2022
300160070.10.003.023274
„ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (15/02/2022 - 22/03/2022)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №66

2022 წლის 15 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 08/02/2016, 300160070.10.003.019106) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის:

1. 406.9.4.1 ქვეთავის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ორმხრივი შესასვლელისთვის/გასასვლელისთვის, სულ მცირე, 6,0 მ.“.

2. 406.9.4.2  ქვეთავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

406.9.4.2. ავტოსადგომის საავტომობილო გზისა და პანდუსის მოხვევის რადიუსი

ავტოსადგომის საავტომობილო გზისა და პანდუსის მოხვევის შიგა რადიუსი, სულ მცირე, 3,5 მ-ია.“.

3. 406.9.4.3.1 და 406.9.4.3.2 ქვეთავები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

406.9.4.3.1.  ცხრილი

ავტოსადგომების ზომების, განლაგებისა და გასავლელების მიმართ მოთხოვნები

 

მინიმალური სიგანე (მეტრი)

გასავლელის მიმართ ავტოსადგომის განთავსების კუთხე (გრადუსი)

გასავლელის მინიმალური სიგანე (მეტრი)

მინიმალური სიგრძე  (მეტრი)

2,5

80-90

5,5

5,0

2,5

60-80

5,5

5,0

2,5

45-60

4,0

5,0

2,5

30-45

3,5

5,0

2,5

პარალელური

3,5

 6,0.

         

406.9.4.3.2.  ცხრილი

ავტოსადგომების ზომების, განლაგებისა და გასავლელების მიმართ მოთხოვნები

მინიმალური სიგანე (მეტრი)

გასავლელის მიმართ ავტოსადგომის განთავსების კუთხე (გრადუსი)

გასავლელის მინიმალური სიგანე (მეტრი)

მინიმალური სიგრძე  (მეტრი)

2,4

80-90

5,5

5,0

2,4

60-80

6,0

5,0

2,4

45-60

4,5

5,0

2,4

30-45

4,0

5,0

2,4

პარალელური

3,5

   6,0.“.

 

4. 1707.7.4 ქვეთავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1707.7.4. ფოიეს ზომა

სახანძრო-სამაშველო დანაყოფისთვის მისადგომი ლიფტის თითოეული შემოზღუდული ფოიეს ფართობი, სულ მცირე, 10 მ​2 უნდა იყოს, ზომა კი – სულ მცირე, 2.0 მ.“.

მუხლი 2
ამ დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება იმ ობიექტებზე, რომლებზეც მშენებლობის ნებართვა 2022 წლის 1 მარტამდე გაიცა.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 1 მარტიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი