საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს, მისი აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესის დამტკიცების შესახებ

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს, მისი აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1-1/45
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 04/02/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/02/2022
ძალის დაკარგვის თარიღი 14/06/2025
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.024.016723
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
1-1/45
04/02/2022
ვებგვერდი, 08/02/2022
040030000.22.024.016723
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს, მისი აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (08/02/2022 - 11/06/2025)

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება  №1-1/45

2022 წლის 4 თებერვალი

ქ. თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის   მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს, მისი აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესის დამტკიცების შესახებ

„სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
1. დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლო – ემბლემა (შემდგომში – ემბლემა) თანდართული სახით.

2. ემბლემა წარმოადგენს მრგვალ ფარს, რომლის ვერცხლის ველზე გამოსახულია მეწამული ხუთჯვრიანი კომპოზიცია და ოქროს, ლაჟვარდისა და სევადის წახნაგებით შედგენილი მინერალური რესურსების სტილიზირებული გამოსახულება.

მუხლი 2
1. ემბლემის გამოყენება (აღმართვა, გამოფენა, გამოსახვა) ხდება სააგენტოს საქმიანობის ფარგლებში და მიზნებისათვის.

2. ემბლემა შეიძლება გამოისახოს:

ა) სააგენტოს ვებგვერდზე;

ბ) სააგენტოს საინფორმაციო ბანერებზე, აბრებზე;

გ) სააგენტოს ბლანკზე/დოკუმენტაციაზე;

დ) სააგენტოს თანამშრომლის სამსახურებრივ მოწმობაზე;

ე) სააგენტოს სარგებლობაში არსებულ ავტომობილზე;

ვ) სააგენტოს ბეჭდვით გამოცემებზე, ვიდეო და ფოტომასალებზე;

ზ) სარეკლამო-საინფორმაციო, სუვენირულ პროდუქციაზე და სამსახურებრივ ინვენტარზე.

3. ემბლემის სააგენტოს თანამშრომლის განმასხვავებელი ნიშნების მქონე სპეციალურ ტანსაცმელზე (უნიფორმა) გამოსახვის წესი მტკიცდება სააგენტოს უფროსის ნორმატიული აქტით  ბრძანებით.

4. საჭიროების შემთხვევაში, ემბლემის გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები შესაძლებელია დაზუსტდეს სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 

მუხლი 3
სააგენტო უზრუნველყოფს „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების გატარებას. 
მუხლი 4
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრინათელა თურნავა