ქარელის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ქარელის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

ქარელის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ქარელის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 01
დოკუმენტის მიმღები ქარელის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/01/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/02/2022
ძალის დაკარგვის თარიღი 31/01/2023
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.144.016396
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
01
28/01/2022
ვებგვერდი, 01/02/2022
200140030.35.144.016396
ქარელის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ქარელის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
ქარელის მუნიციპალიტეტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (01/02/2022 - 27/01/2023)

 

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №01

2022 წლის 28 იანვარი

ქ. ქარელი

 

ქარელის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ქარელის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „სახელმწიფო ქონების შესახებ“ მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის,  საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების  შესახებ“ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, - ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დადგინდეს ქარელის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ქარელის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დანართი №1-ის მიხედვით.
მუხლი 2
ძალადაკარგულად ჩაითვალოს ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 იანვრის №02 დადგენილება „ქარელის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ქარელის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ (www.matsne.gov.ge. 200140030.35.144.016384 02/02/2021) 

 

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯუმბერ შუბითიძე



დანართი №1
ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ქარელის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი

 


1. ქარელის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის  ქარელის (შემდგომში  ქარელის)  ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ქარელის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში – მიწის ნორმატიული ფასი) დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:  CN= IMG x ITL x C x K, სადაც;

 

ა) CN არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;

 

ბ) IMG არის  ქარელის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,42-ს;

 

გ) ITL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის 1-ს (რადგან ქარელში ზონირება არ ხორციელდება);

 

დ) C არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს;

 

ე) K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა ქარელის მუნიციპალიტეტისათვის უდრის 20-ს.

 

2. პირველი პუნქტის მიხედვით   ქარელში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:

IMG

ITL

C

K

CN (ლარი)

0,42

1

0,24

20

2,016

 

3. ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია   ქარელისათვის დადგენილი ფასის 30%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 0,6048 ლარს.

 

4. დაბა აგარისთვის მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია  ქარელისათვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 1.008 ლარს.

 

5. ქარელის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია   ქარელისათვის დადგენილი ფასის 25%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 0,504 ლარს.

 

6. ქარელის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ განსაზღვრული შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია  ქარელისათვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 1.008 ლარს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება მე-5 პუნქტით დადგენილი ფასი.