ახალციხის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტიდან წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და ფულადი საჩუქრის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

ახალციხის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტიდან წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და ფულადი საჩუქრის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები ახალციხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 20/01/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/01/2022
ძალის დაკარგვის თარიღი 02/05/2022
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.138.016452
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
6
20/01/2022
ვებგვერდი, 24/01/2022
190040000.35.138.016452
ახალციხის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტიდან წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და ფულადი საჩუქრის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
ახალციხის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (24/01/2022 - 28/04/2022)

 

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №6

2022 წლის 20 იანვარი

ქ. ახალციხე

 

ახალციხის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტიდან წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და ფულადი საჩუქრის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის  მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,  ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:


მუხლი 1
დამტკიცდეს ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის ქვეპროგრამის ,,ახალციხის მერის სტიპენდიები წარჩინებულ  სტუდენტებს’’ (კოდი 04 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და ფულადი საჩუქრის გაცემის წესი’’ დანართი 1-ის შესაბამისად.

მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ახალციხის მუნიციპალიტეტის 2021 წლის  ბიუჯეტიდან წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და ფულადი საჩუქრის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 26 თებერვლის №3 დადგენილება.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ლომიძე




დანართი №1

 ახალციხის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის  ქვეპროგრამის ,,ახალციხის მერის სტიპენდიები წარჩინებულ  სტუდენტებს“ (კოდი 04 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და ფულადი საჩუქრების გადაცემის წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1.,,ახალციხის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის ქვეპროგრამის ,,ახალციხის მერის სტიპენდიები წარჩინებულ  სტუდენტებს“ (კოდი 04 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და ფულადი საჩუქრების წესი“ (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს, ახალციხის საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმატებულ სტუდენტებზე ფულადი საჩუქრის გაცემის პირობებსა და წესს.

2. წესის მიზანია სწავლაზე ორიენტირებული, მოტივირებული და წარმატებული სტუდენტების წახალისება ფულადი საჩუქრების გაცემის გზით.

3. დაფინანსება ხორციელდება ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის ფარგლებში.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) საგანმანათლებლო დაწესებულება – ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამივე საფეხურის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისა და სამეცნიერო კვლევების განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით ჩამოყალიბებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, კერძოდ:

ა.ა) სსიპ-სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბ) სტუდენტი-საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი (გარდა მაგისტრატურის საგანმანათლებლო სტუდენტებისა), რომელიც განცხადების შემოტანის მომენტისთვის ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რეგისტრირებულია ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;

გ) წარმატებული სტუდენტი-სტუდენტი, რომელსაც სემესტრის განმავლობაში გავლილ ყველა სალექციო კურსში აქვს არანაკლებ 95 ქულა;

დ) ფულადი საჩუქარი-ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებიდან ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ წარმატებული სტუდენტისათვის გაცემული ფულადი საჩუქარი;

ე) აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი-სტუდენტი, რომელსაც გავლილი აქვს ადმინისტრაციული რეგისტრაცია და /ან არ აქვს შეჩერებული სტუდენტის სტატუსი სხვა საფუძვლით.

მუხლი 3. ფულადი საჩუქრის გაცემის ადმინისტრირება

სტიპენდიის გაცემის ადმინისტრირებას ახორციელებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახური (შემდგომში – სამსახური).

მუხლი 4. წარმატებული სტუდენტებისათვის გასაცემად აუცილებელი კრიტერიუმები და პირობები

1. ფულადი საჩუქარი შეიძლება გაიცეს სტუდენტზე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ ყველა კრიტერიუმს:

ა) არის საქართველოს მოქალაქე;

ბ) განცხადების შემოტანის მომენტისთვის მინიმუმ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რეგისტრირებულია ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;

გ) არის ბაკალავრის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი;

დ) სემესტრის განმავლობაში გავლილ ყველა სალექციო კურსში აქვს არანაკლებ 95 ქულა;

ე) აქვს სტუდენტის აქტიური სტატუსი.

2. ფულადი საჩუქრის მისაღებად სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) პირადობის მოწმობის ასლი;

ბ) საბანკო რეკვიზიტები;

გ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი/ ამონაწერი სემესტრში გავლილი საგნებისა და შეფასებების შესახებ;

დ) ამონაწერი ახალციხის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის შესახებ.

3. ფულადი საჩუქარი ერთ წარმატებულ სტუდენტზე სემესტრში შეადგენს 500.00 (ხუთასი) ლარს (დარიცხული).

4. სტუდენტს გადაეცემა შესაბამისი სერთიფიკატი (დანართი 2).

მუხლი 5. ფულადი საჩუქრის გაცემა

1. წარმატებულ სტუდენტს ფულადი საჩუქარი გადაერიცხება წარმოდგენილ საბანკო ანგარიშის ნომერზე.

2. ფულადი საჩუქარი გაიცემა სემესტრულად, სასწავლო წლის განმავლობაში არაუმეტეს ორჯერ, სალექციო კურსის წინა სემესტრის ქულების გათვალისწინებით.

მუხლი 6. კონტროლის განხორციელება

ამ წესის შესრულების კონტროლი ხორციელდება ახალციხის მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის მიერ, წინასწარ განსაზღვრული მონიტორინგის მექანიზმებით.