ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ასპინძის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ასპინძის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 23
დოკუმენტის მიმღები ასპინძის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/01/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/01/2022
ძალის დაკარგვის თარიღი 03/02/2023
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.140.016463
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
23
21/01/2022
ვებგვერდი, 24/01/2022
200140030.35.140.016463
ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ასპინძის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
ასპინძის მუნიციპალიტეტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (24/01/2022 - 01/02/2023)

 

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №23

2022 წლის 21 იანვარი

დაბა ასპინძა

 

ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ასპინძის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის 784 ბრძანებულების შესაბამისად, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დადგინდეს ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ასპინძის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ასპინძის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 02 თებერვლის №2 დადგენილება  (www.matsne.gov.ge,   05/02/2021  ს/კოდი 200140030.35.140.016443). 
მუხლი 3
დადგენილება ძალაშია  გამოქვეყნებისთანავე.

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებესიკი ბერიძე



დანართი

ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  სახელმწიფო და ასპინძის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ


1. ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ასპინძის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში – მიწის ნორმატიული ფასი) დგინდება შემდეგი ფორმულის მიხედვით:

CN = IMG X ITL X C X K

ა) CN – არის ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი;

ბ) IMG – ასპინძის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომლიც უდრის 0,27;

გ) ITL – არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის 1-ს;

დ) C – არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა 0,24 ლარის ტოლია;

ე) K – მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი, რომლის მნიშვნელობა უდრის 100-ს.

2. პირველი პუნქტის მიხედვით, დაბა ასპინძაში ერთი კვ.მ მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:

 

 

 

 

 

დაბა

 

 

 

 

IMG

 

 

 

 

ITL

 

 

 

 

C

 

 

 

 

K

CN (ლარი)

CN = IMG X ITL X C X K

 

 

 

ასპინძა

 

 

 

0,27

 

 

 

1

 

 

 

0,24

 

 

 

100

 

 

 

6,48

 

3. ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლებისათვის მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვრება დაბა ასპინძისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 3,24 ლარს.

4. ასპინძის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია დაბა ასპინძისათვის დადგენილი ფასის 30%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 1,94 ლარს.

5. ასპინძის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია დაბა ასპინძისათვის დადგენილი ფასის 100%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 6,48 ლარს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილი ფასი.