„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ახალგაზრდობის სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 26 აგვისტოს №411 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ახალგაზრდობის სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 26 აგვისტოს №411 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/01/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/01/2022
სარეგისტრაციო კოდი 040050000.10.003.023218
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
11
13/01/2022
ვებგვერდი, 14/01/2022
040050000.10.003.023218
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ახალგაზრდობის სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 26 აგვისტოს №411 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (14/01/2022 - 25/12/2023)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №11

2022 წლის 13 იანვარი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ახალგაზრდობის სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 26 აგვისტოს №411 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი და მე-13 პუნქტების, „ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლისა და „ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ახალგაზრდობის სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს მთავრობის  2019 წლის 26 აგვისტოს №411 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge,  27/08/2019, 040050000.10.003.021426) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილების:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

საჯარო სამართლის იურიდიული პირისახალგაზრდობის სააგენტოს დაფუძნების შესახებ“;

ბ) პირველი მუხლის:

ბ.ა) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ.ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ.“;

გ) მე-2 მუხლი ამოღებულ იქნეს;

დ) 22 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 22. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ გრანტების გაცემასთან დაკავშირებული შესაბამისი  წეს(ებ)ი, საგრანტო კონკურსის დებულებები და საგრანტო პროექტების შეფასების კრიტერიუმები, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის წარდგინებით, დამტკიცდეს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებ(ებ)ით − ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტ(ებ)ით.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირისახალგაზრდობის სააგენტოს დებულების“:

ა) პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სააგენტოს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო (შემდგომში − სამინისტრო), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში და წესით.“;

ბ) მე-4 მუხლის:

ბ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააგენტოს ჰყავს ხელმძღვანელი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი (შემდგომში − მინისტრი).“;

ბ.ბ) მე-2 პუნქტის:

ბ.ბ.ა) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) სამინისტროსთან შეთანხმებით, განსაზღვრავს და ამტკიცებს სააგენტოს საშტატო ნუსხას, თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობასა და სახელფასო ფონდს;“;

ბ.ბ.ბ) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) სამინისტროს წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს სააგენტოს საქმიანობის შესახებ;“;

გ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სააგენტოს ხელმძღვანელს ჰყავს 3 მოადგილე (მათ შორის, ერთი პირველი), რომლებსაც მინისტრთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს ხელმძღვანელი.“;

დ) მე-7 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო.

2. სააგენტომ მხოლოდ სამინისტროს თანხმობით შეიძლება, განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა  და სახელფასო ფონდის განსაზღვრა;

ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე სააგენტოს მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;

ვ) სხვა გადაწყვეტილებები სააგენტოს ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.“;

ე) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. სააგენტოს წლიური ანგარიში

სააგენტო ყოველწლიურად ამზადებს თავისი საქმიანობის შემაჯამებელ ანგარიშს, რომელსაც წარუდგენს სამინისტროს. ანგარიში ასევე ქვეყნდება სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე.“.

მუხლი 2
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ახალგაზრდობის სააგენტოს დებულებას ამტკიცებს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი.
მუხლი 3
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ახალგაზრდობის სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს მთავრობის  2019 წლის 26 აგვისტოს №411 დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ახალგაზრდობის სააგენტოს დებულება“.
მუხლი 4
დადგენილება, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ.ა“ ქვეპუნქტებისა და მე-3 მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 5
ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ.ა“ ქვეპუნქტები და მე-3 მუხლი ამოქმედდეს ამ დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებული დებულების ამოქმედებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი