დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ ,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 აპრილის N-24 დადგენილებაში" ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 16 |
| დოკუმენტის მიმღები | ლენტეხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 24/12/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/12/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.115.016342 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (27/12/2021 - 28/02/2022)
|
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ „ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 აპრილის №24 დადგენილებაში“ ცვლილებების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილი იქნას ცვლილება „ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ’’ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს (www.matsne.gov.ge, 010250050.35.115.016266, 04/05/2018 წ.) 2018 წლის 27 აპრილის №24 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში:
1. რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ბ-ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის და მოადგილეების არჩევა.“ 2. მე-3 თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თავი III საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილეები“ 3. მე-18 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილეები’’ 4. მე-18 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3.საკრებულოს თავმჯდომარის არყოფნის, თანამდებობიდან გადადგომის ან გადაყენების შემთხვევაში მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე ან თავმჯდომარის დავალებით ერთ-ერთი მოადგილე, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის, მისი თანამდებობიდან გადადგომის ან გადაყენების, უფლებამოსილების შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში კი თავმჯდომარის უხუცესი მოადგილე’’ 5. 23-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ფრაქციას უნდა გააჩნდეს წესდება 6. 23-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7.ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისია იქმნება მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციათა წარმომადგენლებისა და მუნიციპალიტეტის იმ წევრთა რაოდენობის პროპორციულად , რომლებიც გაერთიანებული არ არიან არცერთ ფრაქციაში. 7. 23-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს განსაზღვრავს საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია და ამტკიცებს საკრებულოს ბიურო, ხოლო ახლადარჩეული საკრებულოს პირველ სხდომაზე მათ განიხილავს და ამტკიცებს საკრებულო. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, რომელიც გაერთიანებული არ არის არცერთ ფრაქციაში კომისიის წევრი ხდება პირადი განცხადების საფუძველზე. 8.27-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ. ნებისმიერ დროს გავიდეს კომისიის შემადგენლობიდან, კომისიის წევრმა კომისიიდან გასვლის შესახებ წერილობით უნდა აცნობოს საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეს საკრებულოს ბიუროს და სამანდატო - საპროცედურო კომისიას.’’ 9. 35-ე მუხლის მე-2-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ერთი და იმავე პოლიტიკური პარტიის წევრებს უფლება არა აქვთ შექმნან ერთზე მეტი ფრაქცია’’ 10. 35-ე მუხლს დაემატოს მე-15 პუნქტი: „15. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის მიერ საკრებულოს ორგანოში ან საკრებულოს თანამდებობაზე წარდგენილი წევრი საქმიანობას წყვეტს მისი ფრაქციიდან გასვლის ან ფრაქციიდან გარიცხვის, ფრაქციის გაუქმების, ფრაქციის მიერ მისი ამ ორგანოებიდან გაწვევის შესახებ განცხადების მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მიერ ცნობად მიღების მომენტიდან. ფრაქციას უფლება აქვს ახალი კანდიდატურა წარადგინოს. 11.37-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3.ფრაქციის ხელმძღვანელია ფრაქციის თავმჯდომარე. თავმჯდომარეს ფრაქციის ყოველ 3-წევრზე ჰყავს ერთი მოადგილე. ფრაქციის თავმჯდომარის და სხვა თანამდებობის პირების უფლება-მოსილების, არჩევის, გადარჩევის და ფრაქციის შიდა ორგანიზაციული მუშაობის საკითხები განისაზღვრება ფრაქციის წესდებით’’ 12. 51-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს „ე’’ ქვეპუნქტი: „ე. ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის წინადადებით’’ 12.51-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ საკრებულოს წევრთა ინფორმირებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი. მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სხდომას თავმჯდომარეობს საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის უხუცესი მოადგილე’’ 13. მე-100 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი. 100 საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის და მოადგილეების არჩევის წესი“ 14.101-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 101. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილეების თანამდებობიდან გადაყენების წესი“ 15.102-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის შემადგენლობიდან საკრებულოს უფლებამოსილების ვადით სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით ირჩევს საკრებულო . |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები