„ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 აპრილის №24 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 24 დეკემბრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 02
დოკუმენტის მიმღები ლენტეხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/02/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/03/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.115.016347
02
28/02/2022
ვებგვერდი, 01/03/2022
010250050.35.115.016347
„ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 აპრილის №24 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 24 დეკემბრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ლენტეხის მუნიციპალიტეტი
 
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №02

2022 წლის 28 თებერვალი

დაბა ლენტეხი

„ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 აპრილის №24 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 24 დეკემბრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 აპრილის №24  დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს (www.matsne.gov.ge 010250050.35.115.016342 27.12.2021 წ.)  2021 წლის 24 დეკემბრის №16 დადგენილებაში შემდეგის მიხედვით:

1. დადგენილების  პირველ  მუხლს დაემატოს 21 პუნქტი:

„21. მე-18 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 18. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილები“

2. მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახი

„4. მე-18 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის, მისი თანამდებობიდან გადადგომის ან გადაყენების, მისთვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე,  ხოლო მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში-მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის უხუცესი მოადგილე. თუ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის არცერთი მოადგილე არ არის არჩეული ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეთა მიერ უფლებამოსილების განხორციელება შეუძლებელია, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს საკრებულოს უხუცესი წევრი.“.

3. პირველ მუხლს დაემატოს 41 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„41. 23-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი(გარდა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისა) ვალდებულია იყოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ერთი კომისიის შემადგენლობაში მაინც. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი იმავდროულად შეიძლება იყოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხვა კომისიის შემადგენლობაში, მაგრამ ჯამში არაუმეტეს ორისა. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია იყოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის/კომისიების შემადგენლობაში, მაგრამ ჯამში არაუმეტეს ორისა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი გაზდელიანი