უცხო სახელმწიფოებში საქართველოს საკონსულო დაწესებულებების მიერ საკონსულო მოსაკრებლის ადგილსამყოფელი ქვეყნის ვალუტაზე გადაანგარიშების წესის შესახებ

  • Word
უცხო სახელმწიფოებში საქართველოს საკონსულო დაწესებულებების მიერ საკონსულო მოსაკრებლის ადგილსამყოფელი ქვეყნის ვალუტაზე გადაანგარიშების წესის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 16/01/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 7, 21/01/2002
ძალის დაკარგვის თარიღი 04/06/2010
სარეგისტრაციო კოდი 220.010.040.10.008.005.124
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
8
16/01/2002
სსმ, 7, 21/01/2002
220.010.040.10.008.005.124
უცხო სახელმწიფოებში საქართველოს საკონსულო დაწესებულებების მიერ საკონსულო მოსაკრებლის ადგილსამყოფელი ქვეყნის ვალუტაზე გადაანგარიშების წესის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (21/01/2002 - 02/06/2010)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.010.040.10.008.005.124

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №8

2002 წლის 16 იანვარი

ქ. თბილისი

უცხო სახელმწიფოებში საქართველოს საკონსულო დაწესებულებების მიერ საკონსულო მოსაკრებლის ადგილსამყოფელი ქვეყნის ვალუტაზე გადაანგარიშების წესის შესახებ

საკონსულო მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, უცხო სახელმწიფოებში საქართველოს საკონსულო დაწესებულებების მიერ საკონსულო მოსაკრებლის ადგილსამყოფელი ქვეყნის ვალუტაზე გადაანგარიშების წესის განსაზღვრისათვის, ვბრძანებ:

1. უცხო სახელმწიფოებში საქართველოს საკონსულო დაწესებულებების მიერ საკონსულო მოსაკრებლის ადგილსამყოფელი ქვეყნის ვალუტაზე გადაანგარიშება მოხდეს ფიქსირებული კონვერტაციის კურსით.

2. კონვერტაციის ფიქსირებული კურსი განისაზღვროს საანგარიშო წლის წინა წლის 1 დეკემბრამდე, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დაფიქსირებული ლარის აშშ დოლარის მიმართ უმაღლესი ოფიციალური გაცვლითი კურსისა და ადგილსამყოფელი ქვეყნის ვალუტის აშშ დოლარის მიმართ გაცვლითი კურსის კროსკურსული გადაანგარიშებით. ამასთან, კონვერტაციის ფიქსირებული კურსის განსაზღვრისას, შესაძლო ზარალის თავიდან აცილების მინით, გათვალისწინებულ იქნეს ადგილსამყოფელი ქვეყნის ვალუტის აშშ დოლარის მიმართ გაცვლითი კურსი წლიური 20%-იანი დევალვაციის მაჩვენებელი.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

4. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2001 წლის 9 ნოემბრის 269 ბრძანება ბათილად იქნეს ცნობილი.

ი. მანაგაძე