საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ზოგიერთი სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე

  • Word
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ზოგიერთი სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 83/01
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 02/06/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 63, 04/06/2010
სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.014701
  • Word
83/01
02/06/2010
სსმ, 63, 04/06/2010
220090000.18.011.014701
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ზოგიერთი სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.18.011.014.701

საქართველოს ეროვნული ბანკის

 პრეზიდენტის ბრძანება №83/01

2010 წლის 2 ივნისი

 ქ. თბილისი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ზოგიერთი სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე

    მუხლი 1.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „უცხო სახელმწიფოებში საქართველოს საკონსულო დაწესებულებების მიერ საკონსულო მოსაკრებლის ადგილსამყოფელი ქვეყნის ვალუტაზე გადაანგარიშების წესის შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 16 იანვრის 8 ბრძანება.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკებისათვის მიცემული სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვის შექმნის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2003 წლის 15 აპრილის 86 ბრძანება.

3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ეროვნული ბანკის, როგორც ბოლო ინსტანციის კრე-დიტორის, მიერ კომერციული ბანკებისათვის სესხის მიცემის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2001 წლის 13 ივნისის 148 ბრძანება.

4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ავტომატიზებულ სისტემაში ინფორმაციის დაცვის შესახებ“ და „საქართველოს საბანკო სისტემაში ელექტრონული ანგარიშსწორების შესახებ“ დროებითი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2000 წლის 20 აპრილის 123 ბრძანება.

5. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ლიკვიდაციის პროცესში მყოფი ბანკების მიერ საქართველოს ეროვ-ნული ბანკისაგან სესხის მიღებისა და დაფარვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2000 წლის 31 ივლისის 216 ბრძანება.

6. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომელთათვის სესხის მიცემისა და დაფარვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2000 წლის 31 ივლისის 215 ბრძანება.

7. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 1999 წლის 2 სექტემბრის 220 ბრძანება.

8. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მეწარმე სუბიექტებისათვის საბანკო დაწესებულებებში შესაბამისი ბეჭდის გარეშე ანგარიშების გახსნის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 1999 წლის 18 მაისის 115 ბრძანება.

9. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საბანკო დაწესებულებების ლიცენზირების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 1998 წლის 15 ივნისის 49 ბრძანება.

10. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციების შესაბამისად განსახორციელებელ ღონისძიებათა გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 1997 წლის 8 დეკემბრის 71 ბრძანება.

11. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ბანკებსა და საკრედიტო დაწესებულებებში სალიკვიდაციო საქმიანობის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 1997 წლის 8 დეკემბრის 70 ბრძანება.

12. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს კომერციული ბანკების მიერ საერთო ღია სავალუტო პოზიციის (სავალუტო რისკის) ლიმიტის დადგენის, გაანგარიშებისა და მისი დაცვის წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 1997 წლის 29 ოქტომბრის 62 ბრძანება.

13. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ბანკების მიერ ეროვნულ ბანკში მოთავსებული მინიმალური სარეზერვო მოთხოვნილების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 1997 წლის 29 აგვისტოს 54 ბრძანება.

14. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკებისათვის ლომბარდული კრედიტის გაცემის და დაფარვის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკი პრეზიდენტის 1997 წლის 14 აგვისტოს 47 ბრძანება.

15. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს რწმუნებული ბანკების მიერ რეზიდენტი იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის უცხოურ ვალუტაში ანგარიშის (ანაბრის) გახსნისა და წარმოების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 1997 წლის 25 ივნისის 35 ბრძანება.

16. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ბანკთაშორისი ანგარიშსწორების შემდგომი სრულყოფის ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 1997 წლის 16 ივნისის 32 ბრძანება.

17. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „რწმუნებული ბანკების მიერ ვალუტის გადამცვლელი პუნქტების გახსნისა და მათი ფუნქციონირების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 1997 წლის 2 ივნისის 29 ბრძანება.

18. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს კომერციული ბანკების საწესდებო კაპიტალის (ფონდის) მინიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 1997 წლის 31 იანვრის 5 ბრძანება.

19. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლებისათვის მოკლევადიანი და გრძელვადიანი სესხების გაცემის დებულებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 1996 წლის 27 ნოემბრის 49 ბრძანება.

20. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს რწმუნებული ბანკების მიერ არარეზიდენტი იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში ანგარიშების (ანაბრების) გახსნისა და წარმოების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 1996 წლის 20 ნოემბრის 46 ბრძანება.

21. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ყურძნის გადამმუშავებელი ღვინის ქარხნების პროექტების დასაკრედი-ტებლად აუქციონის დროებითი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 1996 წლის 9 ოქტომბრის 38 ბრძანება.

22. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ლარის მიმართ უცხოური ვალუტების ოფიციალური კურსის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 1996 წლის 9 აგვისტოს 24 ბრძანება.

23. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 1996 წლის 5 სექტემბრის 32 ბრძანება.

24. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „კომერციული ბანკების საქმიანობის რეგულირების შემდგომი სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 1996 წლის 4 ივ-ლისის 20 ბრძანება.

25. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ბანკების მიერ ეროვნულ ბანკში მოსათავსებელი მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 1995 წლის 30 დეკემბრის 48 ბრძანება.

26. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ანგარიშსწორების მოწესრიგებისა და ეროვნული ბანკის ყოველდღიური ბალანსის შედგენის შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 1995 წლის 29 ნოემბრის 39 ბრძანება.

27. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ეროვნული ბანკის კანონის 73-ე მუხლის მოთხოვნათა შესასრულებლად გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 1995 წლის 9 ნოემბრის 31 ბრძანება.

28. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სავალუტო რეგულირების ზოგიერთი გადაუდებელი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 1994 წლის 25 მაისის 12 ბრძანება.

    მუხლი 2.

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ქადაგიძე