დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 20 |
დოკუმენტის მიმღები | წყალტუბოს მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 23/12/2021 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/12/2021 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2022 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.122.016613 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (24/12/2021 - 28/01/2022)
|
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 78-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
დამტკიცდეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი თანდართული რედაქციით (დანართი თან ერთვის).
|
მუხლი 2 |
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 25 დეკემბრის №26 დადგენილება (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, www.matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.122.016591, თარიღი 25/12/2020).
|
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან.
|
|
დანართი
|
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი
|
თავი I
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ძირითადი მაჩვენებლები
|
მუხლი 1.
ბიუჯეტის ბალანსი
|
ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათას ლარში
|
მუხლი 2.
ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება
|
ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათას ლარში
|
მუხლი 3.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები
|
ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს 20 016,3 ათასი ლარით:
ათას ლარში
|
მუხლი 4.
ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები
|
ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს 16 846,3 ათასი ლარით:
ათას ლარში
|
მუხლი 5.
ბიუჯეტის გრანტები
|
ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს 190. 0 ათასი ლარით:
ათას ლარში
|
მუხლი 6.
ბიუჯეტის სხვა შემოსავლები
|
ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს 2980,0 ათასი ლარით:
ათას ლარში
|
მუხლი 7.
ბიუჯეტის ხარჯები ეკონომიკური კლასიფიკაციით
|
ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს 15 312,5 ათასი ლარით:
ათას ლარში
|
მუხლი 8.
ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება
|
განისაზღვროს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვოროს 4647,9 ათასი ლარით. მათ შორის,
ა) განისაზღვროს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა – 4747,9 ათასი ლარით თანდართული რედაქციით:
ათას ლარში
ბ) განისაზღვროს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის არაფინანსური აქტივების კლება – 100,0 თასი ლარით: ათას ლარში
|
მუხლი 9.
ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაცია
|
განისაზღვროს ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში თანდართული რეადაქციით:
ათას ლარში
|
მუხლი 10.
ბიუჯეტის საოპერაციო და მთლიანი სალდო
|
ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს 56,0 ათასი ლარით, ხოლო საოპერაციო სალდო 4 703,9 ათასი ლარით:
ათას ლარში
|
მუხლი 11.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება
|
1. განისაზღვროს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 0.0 ათასი ლარის ოდენობით.
2. განისაზღვროს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 0.0 ათასი ლარის ოდენობით. 2021 წლის დასაწყისში არსებული ნაშთიდან 4 253 662 ლარიდან, მერის ბრძანებით 241 958 ლარი მიიმართა ინფრასტრუქტურული პროექტების თანადაფინანსებისათვის, მოხდა ქონების შემცირების კომპესირება 400 000 ლარი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის ვალდებულებები განისაზღვრა 2 139 588 ლარი, 2020 წლის გარდამავალი პროექტები, რომელთა ტენდერები გამოცხადდა 2020 წელს – 270 772 ლარი, ხოლო თავისუფალი ნაშთი განისაზღვრა 1 201 344 ლარი (მ/ შორის საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის 2018-2021 წლების სტრატეგიის ფარგლებში წყალტუბოს მუნიციპალიტეტს გამოეყო 300 000 ლარი). |
მუხლი 12.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება
|
სსიპ ,,საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსა“ და წყალტუბოს მუნიციპალიტეტს შორის გაფორმებული ,,საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის პროექტის“ ქონების გადაცემის ხელშეკრულების ფარგლებში გაცემული სესხის შესაბამისად 2021 წლის 01 იანვრისთვის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ვალი შეადგენს 310.3 ათ ლარს, 2022 წლისთვის (28 აპრილი და 28 ოქტომბერი) იგეგმება ვალის შემცირება 56,0 ათ. ლარით. რის შემდეგაც მუნიციპალიტეტს დარჩება ვალი 254.3 ათ. ლარი.
|
თავი II
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები, პროგრამები, ქვეპროგრამები
|
მუხლი 13.
ინფრასტრუქტურის განვითარება პროგრამული კოდი 02 00
|
მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა რეაბილიტაცია, წყლის სისტემების, გარე განათების ქსელის განვითარება და მუნიციპალიტეტში სხვა აუცილებელი კეთილმოწყობის ღონისძიებების დაფინანსება. პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება, როგორც ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ასევე, არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები.
|
მუხლი 14.
დასუფთავება და გარემოს დაცვა
|
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება გარემოს დასუფთავება და ნარჩენების გატანა, დაფინანსდება აღნიშნულთან დაკავშირებული ხარჯები, უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის დასუფთავება, ნარჩენების გატანა, შესაბამისად პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ქალაქის სანიტარული წესრიგის შენარჩუნება და გაუმჯობესება; ნარჩენების სრული იზოლირება მოსახლეობისა და გარემოსაგან; მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა-დასუფთავება და ნარჩენების გატანა; წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან გაყვანილი იქნება მაწანწალა ძაღლები.
|
მუხლი 15.
განათლება
|
განათლება და განათლებული მომავალი თაობის აღზრდა მთავრობის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და შესაბამისად წყალტუბოს მუნიციპალიტეტისთვისაც უაღრესად მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს. მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, ინვენტარით უზრუნველყოფა, რეაბილიტაცია, აღმზრდელ-პედაგოგების კვალიფიკაციის გაზრდა, რათა მყარი საფუძველი ჩაეყაროს სკოლამდელი ასაკის აღსაზრდელების ხარისხიან და ეფექტურ მომზადებას სასკოლო განათლების მისაღებად. პრიორიტეტის ფარგლებში დაგეგმილია საბავშვო ბაღების გაერთიანება პროგრამის განხორციელება.
|
მუხლი 16.
კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი
|
წყალტუბოს მუნიციპალიტეტისათვის ეს პრიორიტეტი ფრიად მნიშვნელოვანია, რადგან იგი მოიცავს უამრავ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, ისტორიულ ადგილებს, ტურისტულ მარშრუტებს. ამასთანავე უაღრესად ყურადსაღებია მუნიციპალიტეტიდან ადგილობრივი ახალგაზრდების მიგრაციის თემა, შიდა თუ საერთშორისო ტურისტული ნაკადების გაზრდა. ყოველივე ამისთვის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას, ამ ტრადიციების ღირსეულ გაგრძელებას, ინოვაციების ხელშეწყობას და განათლების პარალელურად მოზარდი და ახალგაზრდა თაობებისთვის კულტურისა და სპორტის განვითარებას. მუნიციპალიტეტისთვის ერთ–ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება.
შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული და სპორტული ღონისძიებების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენებისთვის შესაბამისი პირობების შექმნას, ხელოვნების და კულტურის დარგის გამოჩენილი ახალგაზრდების წახალისებას. ყველა მოზარდს უნდა მიეცეს შესაძლებლობა გამოავლინოს ნიჭი და უნარი. ასევე ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისების მიზნით მუნიციპალიტეტში სისტემატიურად ტარდება სხვადასხვა სპორტული თუ კულტურული ღონისძიებები.
|
მუხლი 17.
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა
|
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ–ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათების უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში განაგრძობს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელებას, რაც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებისაგან.
|
მუხლი 18.
მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯები
|
პრიორიტეტი მოიცავს ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც ადმინისტრაციული ხასიათისაა და ხელს უწყობს სისტემის გამართულ ფუნქციონირებას ან/და დაკავშირებულია შესაბამის სფეროში სხვადასხვა საკითხების რეგულირებასთან,როგორიცაა საკანონმდებლო და აღმასრულებელი საქმიანობის ადმინისტრაციული ხარჯების დაფინანსება. ასევე პრიორიტეტიდან ფინანსდება ისეთი ხარჯები, როგორიცაა სარეზრვო ფონდი, მუნიციპალიტეტის ვალდებულებების (სესხები, სასამართლო გადაწყვეტილებები) მომსახურება, კადრების მომზადება-გადამზადება.
|
თავი III
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები
|
მუხლი 19.
ბიუჯეტის ასიგნებები
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
ათასი ლარი
|
თავი IV
მარეგულირებელი ნორმები
|
მუხლი 20.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა
|
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
|
მუხლი 21.
მოხელეთა პროფესიული განვითარება
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 101-ე მუხლის საფუძველზე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის ასიგნებებში 26,0 ათასი ლარი გათვალისწინებულია მოხელეთა პროფესიული განვითარებისათვის.
|
მუხლი 22.
სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებებზე ზედამხედველობა
|
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელება, ამ პროგრამებისა და ქვეპროგრამების ფარგლებში გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლი (ინსპექტირება), დაევალოთ მერიის სამსახურებს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
|
მუხლი 23 |
1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სტრუქტურულმა ერთეულებმა, ყოველი კვარტლის დასრულებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურს წარუდგინონ ინფორმაცია მათ მიერ და მათი კონტროლისადმი დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ, ამ დადგენილებით მათთვის გათვალისწინებული საბიუჯეტო სახსრებით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განხორციელებული ტენდერებისა და შესრულებული სამუშაოების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიის თაობაზე.
2. საფინანსო–საბიუჯეტო სამსახური მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას. მუნიციპალიტეტის მერი იღებს გადაწყვეტილებას ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ეკონომიის სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებზე გადანაწილების შესახებ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
|
მუხლი 24.
ასიგნებების დაფინანსება
|
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის ასიგნებების დაფინანსება გაგრძელდეს სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფინანსების მართვის საინფორმაციო (ელექტრონული) სისტემის მეშვეობით.
|
მუხლი 25.
პროგრამებისა და ქვეპროგრამების განმახორციელებელი ორგანიზაციები
|
პროგრამებისა და ქვეპროგრამების განმახორციელებელი ორგანიზაციების ნუსხა დამტკიცდეს მუნიციპალიტეტის მერის მიერ და მასვე მიენიჭოს ცვლილებების შეტანის უფლებამოსილება.
|
მუხლი 26.
ასიგნებების გადანაწილება
|
საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის 6-ე პუნქტის შესაბამისად წლიური ბიუჯეტის დაზუსტება განხორციელდეს შემდეგი წესით:
1. ერთი პრიორიტეტიდან სხვა პრიორიტეტზე ასიგნებების გადანაწილება, გარდა ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის, წინა წლების დავალიანებების დაფარვის და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდისათვის გათვალისწინებული ასიგნებებისა, შეიძლება მხოლოდ დამტკიცებულ წლიურ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანით. 2. ერთი პრიორიტეტის ფარგლებში შესაძლებელია განხორციელდეს პროგრამებს, ქვეპროგრამებსა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილება. 3. ერთი პრიორიტეტის ფარგლებში პროგრამებს შორის თანხების გადანაწილება არ უნდა აღემატებოდეს ამ პრიორიტეტისათვის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული გადასახდელების 5%-ს, (გარდა ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის და წინა წლების დავალიანებების დაფარვა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდისათვის გათვალისწინებული ასიგნებებისა) და ასიგნების გადანაწილება შეიძლება განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების შესაბამისად. 4. ერთი პრიორიტეტის ფარგლებში პროგრამებს, ქვეპროგრამებს/ღონისძიებებს და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის ასიგენებების გადანაწილება (მათ შორის სარეზერვო ფონდის და წინა წლების დავალიანებების დაფარვა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდისათვის გათვალისწინებული ასიგნებებისა), შესაძლებელია განხორციელდეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე; 5. სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვის მიზნით, მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე შესაძლებელია განახორციელდეს ცვლილებები (მათ შორის: პროგრამული კოდის დამატება) ბიუჯეტით დამტკიცებულ გადასახდელებში და შემოსულობებში. განხორციელებული ცვლილებები 1 თვის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს საბიუჯეტო წლის დასრულებისა, ცნობის სახით უნდა წარედგინოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს; 6. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო/არაკომერციული იურიდიული პირების ხარჯთაღრიცხვების დაზუსტება მათთვის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნების ფარგლებში განხორციელდეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე. 7. ამ მუხლის 2-5 პუნქტის შესაბამისად მუნიციპალიტეტის წლიურ ბიუჯეტში ცვლილებებს ახორციელებს მუნიციპალიტეტის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახური, განწერით დამტკიცებული ასიგნებების დაზუსტების მიზნით ბიუჯეტის მართვის ელექტრონულ სისტემაში (E-Budget). ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობას ადასტურებენ საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი და ამავე სამსახურის ბიუჯეტის დაგეგმვის განყოფილების უფროსი. აღნიშნულ ცნობას ენიჭება თარიღი და ნომერი.
|
მუხლი 27.
მიზნობრივი ტრანსფერი დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებისათვის
|
1. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერი, 190,0 ათასი ლარი, მიიმართოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დელეგირებული უფებამოსილების განსახორციელებლად.
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 82,0 ათ ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 102,0 ლარი; გ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 6,0 ლარი. 2. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. |
მუხლი 28.
სარეზერვო ფონდი
|
2022 წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის მოცულობა განისაზღვროს 140,0 ათასი ლარის ოდენობით, სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
|
დოკუმენტის კომენტარები