პროგრამის აღწერა
|
-
პროგრამა უზრუნველყოფს კასპის მუნიციპალიტეტის (შემდგომში-მუნიციპალიტეტი) ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობისათვის, აგრეთვე კასპის მუნიციპალიტეტში დროებით რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებულ პირთა ადგილობრივი ბიუჯეტიდან ერთჯერადი სოციალური დახმარების გაცემის პირობებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს. ონკოლოგიური ავადმყოფის სამედიცინო და მედიკამენტოზური დახმარება - ამ პროგრამით დახმარებას მიიღებს ონკოლოგიური ავადმყოფიროგორც ა) ოპერციული მკურნალობისთვის ასევე სხვა სამედიცინო მომსახურებისთვის, ონოლოგიურ ავადმყოფს 1-ლი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით – ოპერაციისა და სხვა სამედიცინო მომსახურებისთვის დახმარება გაეწევა თითოეულ შემთხვევაში მოთხოვნილი თანხის დაფინანსებით, წლიური ლიმიტის, 1000 ლარის ამოწურვამდე.; კიბოსწინარე დაავადებით დაავადებულთა ოპერაციული მკურნალობის თანადაფინანსება თანადაფინანსება მოხდება ერთჯერადად საყოველთაო ჯანდაცვის ან კერძო სადაზღვევო კომპანიის მიერ დაუფინანსებელი თანხის 50% თანადაფინანსებით, არაუმეტეს 500 ლარისა; კეთილთვისებიანი სიმსივნით დაავადებულთა სტაციონარული (მათ შორის დღის სტაციონარი) მკურნალობის თანადაფინასება თანადაფინანსება მოხდება ერთჯერადად საყოველთაო ჯანდაცვის ან კერძო სადაზღვევო კომპანიის მიერ დაუფინანსებელი თანხის 50% თანადაფინანსებით, არაუმეტეს 700 ლარისა; იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარმა წარმოადგინა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან ან/და სადაზღვევო კომპანიიდან უარი დაფინანსების თაობაზე, მისი დაფინანსება მოხდება მოთხოვნილი თანხის 50%-ით, არა უმეტეს 1000 ლარისა.ნეიროქირურგიული და ტრავმატოლოგიურ-ორთოპედიული ოპერაციები ხერხემალსა და კიდურებზე და ამ ოპერაციებთან დაკავშირებული საფიქსაციო საშუალების ამოღებაბენეფიციარს უფლება აქვს ისარგებლოს ერთჯერადად ამ მუხლის 1-ლი პუნქტის როგორც „ა“, ასევე „ბ“ ქვეპუნქტებით. „ა“ და „ბ“ თითოეული ქვეპუნქტით სარგებლობისას დაფინანსება მოხდება პაციენტის მიერ გადასახდელი თანხის 50% თანადაფინანსებით, არაუმეტეს 500 ლარისა;
იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარმა წარმოადგინა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან ან/და სადაზღვევო კომპანიიდან უარი დაფინანსების თაობაზე, „ა“ და „ბ“ თითოეული ქვეპუნქტით სარგებლობის დაფინანსება მოხდება მოთხოვნილი თანხის 50%-ით, არაუმეტეს 700 ლარისა.; კუჭის რეზექცია და გასტრექტომია რომლის თანადაფინანსება მოხდება ერთჯერადად საყოველთაო ჯანდაცვის ან კერძო სადაზღვევო კომპანიის მიერ დაუფინანსებელი თანხის 70% თანადაფინანსებით, არაუმეტეს 3000 ლარისა; 0-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვების სტაციონარული მომსახურების დაფინანსება: დაფინანსება მოხდება საყოველთაო ჯანდაცვის ან კერძო სადაზღვევო კომპანიის მიერ დაუფინანსებელი თანხის დაფინანსებით: 300 ლარამდე სრულად, ხოლო 301-ლარიდან 70% თანადაფინანსებით, არაუმეტეს 500 ლარისა; კარდიოქირურგიული ოპერაციის თანადაფინანსება. თანადაფინანსება მოხდება ერთჯერადად მომხმარებლის მიერ გადასხდელი თანხის 50% თანადაფინანსებით, არაუმეტეს 1000 ლარისა; თვალის ოპერაციის, ავასტინის ინექციის და მაკულის ასაკობრივი დეგენერაციის მკურნალობის დაფინანსება. დახმარება მოხდება:
ა) თვალის ოპერაციის თანადაფინანსებით; ბ) ავასტინის ინექციის დაფინანსებით; გ) მაკულის ასაკობრივი დეგენერაციის მკურნალობის დაფინანსებით, ბენეფიციარს უფლება აქვს ისარგებლოს ერთჯერადად ამ მუხლის 1-ლი პუნქტის როგორც „ა“ , ასევე „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით. „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით სარგებლობისას დაფინანსება მოხდება ერთჯერადად საყოველთაო ჯანდაცვის ან კერძო სადაზღვევო კომპანიის მიერ დაუფინანსებელი თანხის დაფინანსებით: 300 ლარამდე სრულად, ხოლო 301-ლარიდან 70% თანადაფინანსებით, არაუმეტეს 500 ლარისა, ხოლო „ბ“ ქვეპუნქტით სარგებლობისას ერთჯერადად დაფინანსდება
ავასტინის ერთი ინექცია არაუმეტეს 500 ლარისა; ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში ავადმყოფმა წარმოადგინა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან ან/და სადაზღვევო კომპანიიდან უარი დაფინანსების თაობაზე, მისი დაფინანსება მოხდება მოთხოვნილი თანხის 70%-ით, არაუმეტეს 500 ლარისა; ოპერაციული მკურნალობის თანადაფინანსება ოპერაციული მკურნალობისთვის (გარდა საკეისრო კვეთის, ესტეტიკური ქირურგიის და კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული მომსახურებისა, პლასტიკური ქირურგიისა) ერთჯერადად დახმარებას მიიღებს ბენეფიციარი, რომელიც არ ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ან კერძო სადაზღვევო კომპანიის მიერ ამ მუხლით ბენეფიციარს დახმარება გაეწევა ერთჯერადად მოთხოვნილი თანხის 50% თანადაფინანსებით, არაუმეტეს 500 ლარისა; სიმსივნით დაავადებულ პირთა კვლევები, მანიპულაციები და პროცედურები. ამ მუხლით ბენეფიციარს დახმარება გაეწევა ერთჯერადად საყოველთაო ჯანდაცვის ან კერძო სადაზღვევო კომპანიის მიერ დაუფინანსებელი კვლევებისთვის, მანიპულაციებისთვის და პროცედურებისთვის: 300-ლარამდე სრულად, ხოლო 301-ლარიდან 70% თანადაფინანსებით, არაუმეტეს 500 ლარისა; სამედიცინო (ამბოლატორიული, სტაციონარული და მათ შორის დღის სტაციონარი) მომსახურების თანადაფინასება ამ მუხლით ერთჯერადად დახმარების მიმღები არის ბენეფიციარი (მათ შორის ონკოლოგიური), რომელსაც ამოწურული აქვს სამედიცინო მომსახურებისთვის გათვალისწინებული ლიმიტი. ავადმყოფს დახმარება გაეწევა ერთჯერადად თანადაფინანსებით, დაუფინანსებელი თანხის 50%- ით, არუმეტეს 1000 ლარისა; კომპიუტერული ტომოგრაფიის, ბირთვულ-მაგნიტურ-რეზონანსული (მრტ) კვლევის, სცინტიგრაფიის, კოლონოსკოპიის დაფინანსება -
ბენეფიციარს დახმარება გაეწევა ერთჯერადად (ერთი ან რამდენიმე ორგანოს, რომელიც აღნიშნულია ერთ ფორმა №100-ში) კომპიუტერული ტომოგრაფიის, ბირთვულ-მაგნიტურ-რეზონანსული (მრტ) გამოკვლევის, სცინტიგრაფიის, კოლონოსკოპიისათვის მოთხოვნილი თანხის 70% თანადაფინანსებით, არაუმეტეს 500 ლარისა;
და ბენეფიციარი, რომელიც არის „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული და მისი ოჯახის სარეიტინგო ქულა არის 65001-მდე ამ მუხლით დახმარებას მიიღებს 300 ლარამდე სრულად, ხოლო 301-ლარიდან 70% თანადაფინანსებით, არაუმეტეს 500 ლარისა; კორონაროგრაფია, ანგიოგრაფია, ემბოლექტომია, ემბოლიზაცია, სისხლძარღვების სტენტირება, შუნტირება, სისხლძარღვების პლასტიკა ან/და რეზექცია, ლიგირება. - თანადაფინანსება მოხდება ერთჯერადად, მომხმარებლის მიერ გადასახდელი თანხის 50% თანადაფინანსებით, არაუმეტეს 500 ლარისა: უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფა
1. ამ მუხლით დახმარებას მიიღებენ:
ა) ა) ეპილეფსიით დაავადებული პაციენტები;
ბ) ბრონქიალური ასთმით და ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებით დაავადებული პაციენტები;
გ) პარკინსონით დაავადებული პაციენტები;
დ) გლაუკომით დაავადებული პაციენტები;
ე) ფსორიაზით დაავადებული პაციენტები;
ვ) გულის უკმარისობით (III - IV სტადია) დაავადებული პაციენტები;
ზ) ღვიძლის ციროზით დაავადებული პაციენტები;
თ) თირკმელების ქრონიკული უკმარისობით დაავადებული პაციენტები;
2. ბენეფიციარს დახმარება გაეწევა ერთჯერადად, არაუმეტეს 250 ლარის ოდენობით. დასაფინანსებელი მედიკამენტების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სამი თვისათვის განკუთვნილ ნორმას გარდა „დ“ და „ე“ ქვეპუნტებისა .
3. ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნტების შეთხვევაში ბენეფიციარებს მედიკამენტებით დახმარება გაეწევათ ერთჯერადად 250 ლარის ოდენობით.
4. კარდიოქირურგიული ოპერაცია, მწვავე ინფარქტი, მწვავე ინსულტის (თავის ტვინის იფარქტი) შემდგომ ბენეფიციარს დახმარება გაეწევა ერთჯერადად, არაუმეტეს 300 ლარის ოდენობით. დასაფინანსებელი მედიკამენტების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ერთი თვისთვის განკუთვნილ ნორმას. განცხადება თანდართული დოკუმეტებით ბენეფიციარმა უნდა წამოადგინოს სამედიცინო დაწესებულების დატოვებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.
5. ონკოლოგიურ ავადმყოფს სიმპტომური მკურნალობისთვის გაეწევა დახმარება ერთჯერადად, არაუმეტეს 300 ლარის ოდენობით.
6. სოციალურად დაუცველ პენსიონერ ბენეფიციარს, რომელთა სარეიტინგო ქულაა 0-დან 65 001-მდე, მედიკამენტური დახმარება გაეწევა ერთჯერადად არაუმეტეს 50 ლარის ოდენობით;
სტაციონარში ხანგრძლივად მყოფი ბენეფიციარის ერთჯერადი სოციალური დახმარება - ამ მუხლით ერთჯერადად დახმარებას მიიღებს სტაციონარში ხანგრძლივად (ერთი თვეზე და მეტი) მყოფი ბენეფიციარის ოჯახის წევრი 1000 ლარის ოდენობით; დაავადებულ პირთა დახმარება - ცერებრალური დამბლით, პარაპლეგიით, ტეტრაპლეგიით, პარაპარეზით, ტეტრაპარეზით, არასრული ოსტეოგენეზით, ოსტეომალაციით, კახექსია მძიმე ფორმით, აუტიზმით, დაუნის სინდრომით, გონებრივი ჩამორჩენილობით, განვითარების ეტაპების დაყოვნებით, სმენის ორმხრივი დაქვეითებით III ხარისხიდან, ეპილეფსიით, ფსორიაზით, ფენილკეტონურიით, ცელიაკიით, ჰიდროცეფალიით, მიკროცეფალიით, სპინალური ამიოტროფიით, სპინო-ცერებრალური ატაქსიით, სირინგომიელიით; ოსტეომიელიტით, ცერებრო-სპინალური ფორმით, სპონდილოართრიტით, ორმხრივი ნეოართროზით და სისტემური დაავადებებით (კოლაგენოზები და ვასკულიტები), სქოლიოზით IV ხარისხის, 0-დან 18-წლამდე ასაკის შაქრიანი დიაბეტით (ინსულინდამოკიდებული), დაავადებულ პირებზე სოციალური დახმარება გაიცემა ერთჯერადად 400 ლარის ოდენობით; დაავადებულ პირთა სარეაბილიტაციო დახმარება - ამ მუხლით გათვალისწინებულ დახმარებას მიიღებს ცერებრალური დამბლით, პარაპლეგიით,ტეტრაპლეგიით, პარაპარეზით, ტეტრაპარეზით, არასრული ოსტეოგენეზით, ოსტეომალაციით,
კახექსია მძიმე ფორმით, აუტიზმით, დაუნის სინდრომით, გონებრივი ჩამორჩენილობით, განვითარების ეტაპების დაყოვნებით, სმენის ორმხრივი დაქვეითებით III ხარისხიდან, ეპილეფსიით, ფსორიაზით, ფენილკეტონურიით, ცელიაკიით, ჰიდროცეფალიით, მიკროცეფალიით, სპინალური ამიოტროფიით, სპინო-ცერებრალური ატაქსიით, სირინგომიელიით; ოსტეომიელიტით, ცერებრო- სპინალური ფორმით, სპონდილოართრიტით, ორმხრივი ნეოართროზით და სისტემური
დაავადებებით (კოლაგენოზები და ვასკულიტები), სქოლიოზით IV ხარისხის, დაავადებული პირები;
- ერთ ბენეფიცარზე რეაბილიტაციისთვის მომსახურებისთვის ვაუჩერით განკუთვნილია 1000 ლარი მის სრულად ამოწურვამდე; თირკმლის უკმარისობით (დიალიზი) დაავადებულ პაციენტთა დახმარება - ამ მუხლით ბენეფიციარს დახმარება გაეწევა ერთჯერადად 700 ლარის ოდენობით. ასევე საგანგებო, განსაკუთრებული, ან/და პანდემიის მდგომარეობების, დროს რაც იწვევს საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვას თირკმლით უკმარისობით დაავადებულ (ჰემოდიალიზი) თითოეულ ბენეფიციარს არსებული მდგომარეობის დასრულებამდე თვეში ერთხელ ტრანსპორტირებისთვის ჩაერიცხოს დახმარება 300 ლარის ოდენობით; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე I ჯგუფის, მათ შორის 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვან უსინათლო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს 500 ლარის ოდენობით. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ეტლით დახმარება - ეტლის შესაძენად ერთჯერადი დახმარება გაეწევათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, მათ შორის 18 წლამდე ასაკისას, ეტლის საფასურის 50 %-ით თანადაფინანსებით, არაუმეტეს 200 ლარისა. მესამე და მომდევნო შვილის შეძენისას სოციალური დახმარება - ამ მუხლით გათვალისწინებული სოციალური დახმარება მიეცემა კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ოჯახებს, რომელთაც ჰყავთ 18 წლამდე ასაკის შვილები, შეეძინათ მესამე ან მომდევნო შვილი და ერთ-ერთი მშობელი და შვილები რეგისტრირებული არიან კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. ოჯახი დახმარებას მიიღებს თითოეულ ბავშვზე ერთჯერადად, 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება - ამ დახმარების მიმღები არის ოჯახი, რომელსაც ჰყავს ოთხი და მეტი 18- წლამდე ასაკის შვილი, ერთ-ერთი მშობელი და შვილები რეგისტრირებული არიან და ოჯახით ცხოვრობენ კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. მარტოხელა მშობლის დახმარება - ამ მუხლით გათვალისწინებული სოციალური დახმარება ერთჯერადად მიეცემა კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და მცხოვრებ მარტოხელა მშობელს კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და მცხოვრებ თითოეულ ბავშვზე 400 ლარის ოდენობით; ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დახმარება - დახმარება გაიცემა ერთჯერადად 300 ლარის ოდენობით; დედ-მამით ობოლი ბავშვების ასევე, დედით ან მამით ობოლი და მამისგან ან/და დედისგან მიტოვებული ბავშვების დახმარება - ამ მუხლით დახმარება მიეცემა კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და მცხოვრებ 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვს ერთჯერადად 1000 ლარის ოდენობით; დედ-მამით ობოლი ბავშვების საკურორტო დახმარება; დედით ან მამით ობოლი და მეორე მშობლისგან მიტოვებული პირების, 0-დან 18 წლამდე ასაკის უსინათლო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 0-დან 18 წლამდე ასაკის შაქრიანი დიაბეტით(ინსულინდამოკიდებული) დაავადებული პირების საკურორტო დახმარება, ერთ ბენეფიცარზე საკურორტო ვაუჩერით მომსახურება განკუთვნილია ერთჯერადად არაუმეტეს 1000 ლარის ოდენობით. სტუდენტების დახმარება- ამ მუხლით დახმარება ერთჯერადად გაეწევა სტუდენტს, რომელიც სწავლობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (უნივერსიტეტი, სასწავლო უნივერსიტეტი), არ სარგებლობს სხვა სახელმწიფო პროგრამით(გარდა ერთიანი ეროვნულ გამოცდების შედეგად მიღებული გრანტისა) და აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) არის დედ-მამით ობოლი;
ბ) არის მარჩენალდაკარგული მრავალშვილიანი (3 და მეტი შვილი) ოჯახიდან;
გ) არის სოციალურად დაუცველი ოჯახიდან და ოჯახს მინიჭებული აქვს 0-დან 65 001-მდე სარეიტინგო ქულა; სტუდენტთა დახმარება განისაზღვრება 500 ლარით; აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, სურსათით დახმარების პროგრამა კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული იძულებით გადააადგილებული ოჯახებისთვის. აღნიშნული კატეგორია დახმარებას - სასაჩუქრე პაკეტს მიიღებს ერთჯერადად, 2022 წლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით. სასაჩუქრე ვაუჩერის ღირებულებაა 80 ლარი; კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ასი და ას წელს გადაცილებული ხანდაზმული მოქალაქეებისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარება - აღნიშნული კატეგორია დახმარებას მიიღებს ერთჯერადად1000 ლარის ოდენობით; მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისათვის ერთჯერადი სოციალური დახმარება - სოციალური დახმარება მიეცემა მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს ფაშიზმზე გამარჯვების დღისთვის, 9 მაისისთვის, ერთჯერადად 1000 ლარის ოდენობით; საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა დახმარება - ამ მუხლით დახმარების მიმღებია საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი ინვალიდი, დახმარება გაიცემა ერთჯერადად 600 ლარის ოდენობით; საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ ინვალიდთა საკურორტო დახმარება - ამ მუხლით დახმარების მიმღები არიან საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი ინვალიდები. ერთ ბენეფიცარზე საკურორტო ვაუჩერით მომსახურება განკუთვნილია ერთჯერადად არაუმეტეს 1000 ლარის ოდენობით, აღნიშნული ვაუჩერის მფლობელს უფლება აქვს ისარგებლოს მის მიერ შერჩეულ საქართველოს კურორტებზე არსებულ სასტუმროებში არაუმეტეს 10 დღე-ღამით; ხანძრის შედაგად საცხოვრებელ სახლზე მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად ოჯახის დახმარება (მოსარგებლეზე არ ვრცელდება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციის აუცილებლობა). ხანძრის შედაგად კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ სახლზე მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად დაზარალებულ ოჯახებს მიეცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება დამდგარი ზიანის მიხედვით, არაუმეტეს 5 000 ლარისა. მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება- მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება 500 ლარი შემდეგი სახის სარიტუალო მომსახურებაზე:
ა)მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება;
ბ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება;
გ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ომის მონაწილეთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება;
დ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებულ პირთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება;
ე) უპატრონო მიცვალებული;
ვ) კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე (80 ბენეფიციარი) მცხოვრები უმწეო მოქალაქეთა უფასო კვების მომსახურება.
|
დოკუმენტის კომენტარები