დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ონის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 17 |
დოკუმენტის მიმღები | ონის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 16/12/2021 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/12/2021 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2022 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.118.016322 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (21/12/2021 - 27/01/2022)
|
ონის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 91-ე მუხლის, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 78-ე მუხლის მე-2 ნაწილის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ შესაბამისად, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
დამტკიცდეს ონის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი დანართის შესაბამისად.
|
მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ონის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 24 დეკემბრის №14 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 24/12/2020, სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.118.016304).
|
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან.
|
|
დანართი
|
თავი I
ონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ძირითადი მაჩვენებლები
|
მუხლი 1.
ბიუჯეტის ბალანსი |
ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათას ლარში
|
მუხლი 2.
ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათას ლარში
|
მუხლი 3.
ბიუჯეტის შემოსავლები |
ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს 6,513.8 ათასი ლარით:
ათას ლარში
|
მუხლი 4.
ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები |
ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს 6,113.8 ათასი ლარით:
ათას ლარში
|
მუხლი 5.
ბიუჯეტის გრანტები |
ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს 120.0 ათასი ლარით:
ათას ლარში
|
მუხლი 6.
ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს 280.0 ათასი ლარით:
ათას ლარში
|
მუხლი 7.
ბიუჯეტის ხარჯები ეკონომიკური კლასიფიკაციით |
ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს 5,516.3 ათასი ლარით:
ათას ლარში
|
მუხლი 8.
ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება
|
ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვოროს 941.9 ათასი ლარით. მათ შორის, არაფინანსური აქტივების ზრდა 1,034.6 ათასი ლარით, ხოლო არაფინანსური აქტივების კლება 92.7 ათასი ლარით:
ათას ლარში
ათას ლარში
|
მუხლი 9.
ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაცია
|
განისაზღვროს ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში შემდეგი რეადაქციით:
ათას ლარში
|
მუხლი 10.
ბიუჯეტის საოპერაციო და მთლიანი სალდო |
ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს 55.6 ათასი ლარით, ხოლო საოპერაციო სალდო 997.5 ათასი ლარით:
ათას ლარში
|
მუხლი 11.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს 0.0 ათასი ლარით:
ათას ლარში
|
მუხლი 12.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება განისაზღვროს 55.6 ათასი ლარი ოდენობით. აღნიშნული წარმოადგენს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 2017 წელს მიღებული სესხის ძირითადი თანხის დაფარვას, რომლის გადახდა დაიწყო 2019 წლის ოქტომბერში და დასრულდება 2026 წლის აპრილში. 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ონის მუნიციპალიტეტის სასესხო ვალდებულებები ჯამში შეადგენდა 361.4 ათას ლარს, 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით 305.8 ათასი ლარს, 2022 წლის 1 იანვრისათვის იქნება 250.2 ათასი ლარი, ხოლო 2022 წლის 31 დეკემბერის მდგომარეობით 194.6 ათასი ლარი.
ათას ლარში
|
თავი II
ონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები, პროგრამები, ქვეპროგრამები
|
მუხლი 13.
პრიორიტეტების, პროგრამებისა და ქვეპროგრამების აღწერა |
1. ინფრასტრუქტურის განვითარება (პროგრამული კოდო 02 00)
ონის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელი პირობაა მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ინფრასტრუქტურის განვითარების პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 1,598.7 ათასი ლარით. დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რდაქციით:
ათას ლარში
2. დასუფთავება და გარემოს დაცვა (პროგრამული კოდი 03 00) დასუფთავება და გარემოს დაცვის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 560.0 ათასი ლარი. დასუფთავება და გარემოს დაცვის პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რდაქციით: ათას ლარში
3. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) განათლების პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 320.0 ათასი ლარი. განათლების პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რდაქციით:
ათას ლარში
4. კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 789.4 ათასი ლარი. კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტის პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რდაქციით: ათას ლარში
5. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 240.3 ათასი ლარი. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რდაქციით: ათას ლარში
6. საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 01 00) პრიორიტეტი მოიცავს ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც ადმინისტრაციული ხასიათისაა და ხელს უწყობს სისტემის გამართულ ფუნქციონირებას. პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება წამომადგენლობითი და აღმასრულებელი ოგანოების და საერთო დანიშნულების ხარჯების დაფინანსება. ათას ლარში
|
მუხლი 14.
პრიორიტეტების /პროგრამების/ ქვეპროგრამების მიღწეული შედეგის შეფასების ინდიკატორები
|
ბიუჯეტით განსაზღვრული პრიორიტეტებით/პროგრამებით/ქვეპროგრამებით მიღწეული შედეგის შეფასების ინდიკატორები ინფორმაციული ხასიათისაა და პროგრამულ ბიუჯეტს დანართის სახით არ ახლავს.
|
თავი III
ონის ბიუჯეტის ასიგნებები |
მუხლი 15.
ბიუჯეტის ასიგნებები |
ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათას ლარში
|
თავი IV
მარეგულირებელი ნორმები |
მუხლი 16 |
ონის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის ასიგნებების დაფინანსება გაგრძელდეს სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფინანსების მართვის საინფორმაციო (ელექტრონული) სისტემის მეშვეობით. |
მუხლი 17 |
ონის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილება და ცვლილებები პროგრამულ კლასიფიკაციაში განხორციელდეს დამტკიცებული წლიური ასიგნებების ფარგლებში საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის და ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის თანახმად. |
მუხლი 18 |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტში შექმნილი სარეზერვო ფონდი, გაიხარჯება მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებების შესაბამისად. |
მუხლი 19 |
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად მუნიციპალიტეტის საფინანსო სამსახურმა მოამზადოს ონის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის კვარტალური განწერა საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად. |
მუხლი 20 |
დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი მიიმართოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად. |
მუხლი 21 |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
დოკუმენტის კომენტარები