სასჯელაღსრულების დაწესებულებების სამედიცინო სამსახურების საქმიანობის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ

  • Word
სასჯელაღსრულების დაწესებულებების სამედიცინო სამსახურების საქმიანობის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 400
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 09/11/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 122, 15/11/2001
ძალის დაკარგვის თარიღი 22/09/2020
სარეგისტრაციო კოდი 100.060.010.11.106.005.043
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
400
09/11/2001
სსმ, 122, 15/11/2001
100.060.010.11.106.005.043
სასჯელაღსრულების დაწესებულებების სამედიცინო სამსახურების საქმიანობის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (15/11/2001 - 28/12/2001)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.060.010.11.106.005.043

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება400

2001 წლის 9 ნოემბერი

ქ. თბილისი

სასჯელაღსრულების დაწესებულებების სამედიცინო სამსახურების საქმიანობის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ

‘’საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 30 ოქტომბრის №471 ბრძანებულების 23-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებების სამედიცინო სამსახურების საქმიანობის თანდართული ინსტრუქცია (დანართი №1).

2. დამტკიცდეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში და ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ავადმყოფთა გადაყვანის წესი (დანართი №2).

3. დამტკიცდეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებიდან ავადმყოფთა გაწერის წესი (დანართი №3).

4. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

გ. წკრიალაშვილი

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი

დანართი №1

სასჯელაღსრულების დაწესებულებების სამედიცინო სამსახურების საქმიანობის ინსტრუქცია

1. ეს ინსტრუქცია ადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტს (შემდგომში – დეპარტამენტი) და მისდამი დაქვემდებარებულ სასჯელაღსრულების დაწესებულებების სამედიცინო სამსახურებს შორის ურთიერთობის წესს.

2. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების და ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების ხელმძღვანელობა, დაწესებულების მთავარი ექიმის სახით, ვალდებულია მოამზადოს და დეპარტამენტს ყოველი თვის ბოლო კვირის განმავლობაში წერილობით მოახსენოს:

ა. ერთი კალენდარული თვის განმავლობაში დაწესებულებაში შესული და გაწერილი ავადმყოფების რაოდენობის და სტაციონარული მკურნალობის გამოსავლის შესახებ;

ბ. დაწესებულებაში შექმნილი სამედიცინო ხასიათის პრობლემების შესახებ;

გ. დაწესებულებაში არსებული მედიკამენტების მარაგის ოდენობის შესახებ;

დ. მედიკამენტებზე და დაწესებულებაში არსებული სამედიცინო აპარატურის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი მასალის, დაწესებულების არსებული დატვირთვის შესაბამისი მოთხოვნა შემდეგი თვისათვის;

ე. სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების და კვების ნორმების დარღვევის და გამომწვევი მიზეზის შესახებ, თუ ასეთს ადგილი ექნება სამკურნალო დაწესებულებაში;

ვ. კვარტალურად მოამზადოს სამედიცინო ხასიათის სტატისტიკა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად.

დანართი №2

1. ავადმყოფ მსჯავრდებულთა და პატიმართა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში და ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში დროული ჰოსპიტალიზაციის მიზნით განისაზღვროს შემდეგი წესი:

ა. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში ავადმყოფების სამკურნალო ან სადიაგნოსტიკო მიზნით გადაყვანა ხდება სასჯელაღსრულების დაწესებულების სამედიცინო ნაწილის უფროსის მიერ იუსტიციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტისათვის (შემდგომში – დეპარტამენტი) წარდგენილი მოხსენებითი ბარათის საფუძველზე;

ბ. დეპარტამენტის პასუხისმგებელი პირის მიერ წარდგენილი მოხსენებითი ბარათის განხილვის შემდეგ, გაიცემა განაწესის ფორმა, რომლის საფუძველზე ხდება გეგმურად ავადმყოფთა გადაყვანა სამკურნალო დაწესებულებაში;

გ. განსაკუთრებულ შემთხვევებში მსჯავრდებულის, პატიმრის ან მათი კანონიერი წარმომადგენლის მომართვის საფუძველზე სამედიცინო დეპარტამენტის უფროსს სამედიცინო დეპარტამენტის ექიმ-კონსულტანტების სამედიცინო დასკვნის საფუძველზე უფლება აქვს გადაიყვანოს მსჯავრდებული ან პატიმარი სამკურნალო დაწესებულებაში;

დ. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა წესრიგდება წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ 2000 წლის 12 აპრილს დადებული ხელშეკრულებით.

დანართი №3

1. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებიდან ავადმყოფთა დროული გაწერის ორგანიზაციის და კონტროლის მიზნით განისაზღვროს შემდეგი წესი:

ა. ავადმყოფის დაწესებულებაში შემოსვლიდან ორი კვირის შემდეგ მკურნალი ექიმი განყოფილების გამგესთან შეთანხმებით იღებს გადაწყვეტილებას მისთვის მკურნალობის გაგრძელების აუცილებლობის თაობაზე და დაწესებულების მთავარ ექიმს წერილობით მოახსენებს ამის შესახებ. მოხსენებით ბარათში უნდა მიეთითოს მკურნალობის გაგრძელების მიზეზი, დაწესებულების მატერიალური და პროფესიული შესაძლებლობის გათვალისწინებით და თუ სამედიცინო მომსახურება ობიექტური მიზეზების გამო სცილდება დაწესებულების შესაძლებლობებს და ხორციელდება ავადმყოფის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის მატერიალური დახმარებით, ექიმი ვალდებულია დააფიქსიროს ეს ფაქტი მოხსენებით ბარათში;

ბ. როგორც წესი, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პატიმართა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ყოველი თვის პირველი კვირის განმავლობაში ხდება გარკვეული კატეგორიის, კერძოდ 30 დღეზე მეტი ხნით დაწესებულებაში მყოფი ავადმყოფების და მათ შესახებ არსებული სამედიცინო დოკუმენტაციის შემოწმება დეპარტამენტის უფროსის მიერ;

გ. დეპარტამენტის უფროსი, კონსილიუმის წესით, იუსტიციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტთან არსებულ ექიმ-კონსულტანტთა საკონსულტაციო საბჭოს წევრების მიერ დაფიქსირებული მოსაზრების გათვალისწინებით, მიიღებს მკურნალობის შემდგომი გაგრძელების ან ავადმყოფის პატიმართა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებიდან გაწერის შესახებ გადაწყვეტილებას.