დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის, სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიული არეალების განსაზღვრის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 798 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 31/12/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/12/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040150000.22.027.017289 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (31/12/2021 - 10/06/2023)
|
„მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: |
1.
სისტემური რეგისტრაციის წარმოების მიზნით, განისაზღვროს შემდეგი გეოგრაფიული არეალები:
ა) აბაშის მუნიციპალიტეტი; ბ) ადიგენის მუნიციპალიტეტი; გ) ამბროლაურის მუნიციპალიტეტი; დ) ასპინძის მუნიციპალიტეტი; ე) ახალქალაქის მუნიციპალიტეტი; ვ) ახალციხის მუნიციპალიტეტი; ზ) ახმეტის მუნიციპალიტეტი; თ) ბაღდათის მუნიციპალიტეტი; ი) ბოლნისის მუნიციპალიტეტი; კ) ბორჯომის მუნიციპალიტეტი; ლ) გარდაბნის მუნიციპალიტეტი; მ) გორის მუნიციპალიტეტი; ნ) გურჯაანის მუნიციპალიტეტი; ო) დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი; პ) დმანისის მუნიციპალიტეტი; ჟ) დუშეთის მუნიციპალიტეტი; რ) ვანის მუნიციპალიტეტი; ს) ზესტაფონის მუნიციპალიტეტი; ტ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტი; უ) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი; ფ) თელავის მუნიციპალიტეტი; ქ) თერჯოლის მუნიციპალიტეტი; ღ) თიანეთის მუნიციპალიტეტი; ყ) კასპის მუნიციპალიტეტი; შ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი; ჩ) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი; ც) ლენტეხის მუნიციპალიტეტი; ძ) მარნეულის მუნიციპალიტეტი; წ) მარტვილის მუნიციპალიტეტი; ჭ) მესტიის მუნიციპალიტეტი; ხ) მცხეთის მუნიციპალიტეტი; ჯ) ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი; ჰ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტი; ჰ1) ონის მუნიციპალიტეტი; ჰ2) საგარეჯოს მუნიციპალიტეტი; ჰ3) სამტრედიის მუნიციპალიტეტი; ჰ4) საჩხერის მუნიციპალიტეტი; ჰ5) სენაკის მუნიციპალიტეტი; ჰ6) სიღნაღის მუნიციპალიტეტი; ჰ7) ტყიბულის მუნიციპალიტეტი; ჰ8) ქარელის მუნიციპალიტეტი; ჰ9) ქედის მუნიციპალიტეტი; ჰ10) ქობულეთის მუნიციპალიტეტი; ჰ11) ყაზბეგის მუნიციპალიტეტი; ჰ12) ყვარლის მუნიციპალიტეტი; ჰ13) შუახევის მუნიციპალიტეტი; ჰ14) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი; ჰ15) ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი; ჰ16) ცაგერის მუნიციპალიტეტი; ჰ17) წალენჯიხის მუნიციპალიტეტი; ჰ18) წალკის მუნიციპალიტეტი; ჰ19) წყალტუბოს მუნიციპალიტეტი; ჰ20) ჭიათურის მუნიციპალიტეტი; ჰ21) ხარაგაულის მუნიციპალიტეტი; ჰ22) ხაშურის მუნიციპალიტეტი; ჰ23) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი; ჰ24) ხობის მუნიციპალიტეტი; ჰ25) ხონის მუნიციპალიტეტი; ჰ26) ხულოს მუნიციპალიტეტი. |
2.
ამ ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრულ გეოგრაფიულ არეალებში უფლებათა სისტემური რეგისტრაცია დაიწყოს ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე და დასრულდეს 2025 წლის 1 იანვრამდე. |
3.
ამ ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული გეოგრაფიული არეალების ადმინისტრაციულ ერთეულებში საველე და საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყების დრო განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით. |
4.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის, სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიული არეალების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 4 თებერვლის №681 ბრძანება. |
5.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები