“საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენის წესების დამტკიცების შესახებ”

  • Word
“საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენის წესების დამტკიცების შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 88
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი
მიღების თარიღი 08/10/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 111, 18/10/2001
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 310.050.000.11.115.005.010
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
88
08/10/2001
სსმ, 111, 18/10/2001
310.050.000.11.115.005.010
“საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენის წესების დამტკიცების შესახებ”
საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (18/10/2001 - 17/02/2003)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.050.000.11.115.005.010

საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის

ბრძანება №88

2001 წლის 8 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენის წესების დამტკიცების შესახებ

საქართველოს საჰაერო კოდექსის 44-ე მუხლის მოთხოვნების შესასრულებლად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს ”საქართველო საჰაერო სივრცეში ფრენის წესები“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2002 წლის 15 იანვრიდან.

 მ. ადეიშვილი

 

საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენის წესები

თავი I

ტერმინები და განმარტებები

    მუხლი 1. შემოკლებები

1. A/C – საჰაერო ხომალდი (სხ)

2. ACAS – შეჯახების აცილების საბორტო სისტემა (შასს)

3. AGL – დედამიწის საშუალო დონიდან

4. AIP – სააერნაოსნო ინფორმაციის კრებული (სიკ)

5. AMSL – ზღვის საშუალო დონიდან

6. ATS – საჰაერო მოძრაობის მომსახურება (სმმ)

7. ETOPS – დიდ მანძილზე ფრენები ორი აირტურბინული ძალური დანადგარის მქონე თვითმფრინავებით.

8. FIS – საფრენოსნო – საინფორმაციო მომსახურება (სსმ)

9. FL - ფრენის ეშელონი

10. IFR – სახელსაწყო ფრენის წესები (სფწ)

11. ILS – სახელსაწყო გაფრენის სისტემა (სდს)

12. IMC – სახელსაწყო მეტეოროლოგიური პირობები (სმპ)

13. MLS – დაფრენის მიკროტალღური სისტემა (დმს)

14. MSL – ზღვის საშუალო დონე

15. QFE – აეროდრომის ატმოსფერული წნევა

16. QNH– ზღვის დონემდე დაყვანილი წნევა

17. RA - ფრენების შეზღუდვის არე (შა)

18. RPL - ფრენის განმეორებადი გეგმა (ფგგ)

19. RVR – ადზ-ზე ხილვადობის სიშორე

20. RW – ასაფრენ-დასაფრენი ზოლი (ადზ)

21. SSR – მორეული მიმოხილვითი რადიოლოკატორი (მმრლ)

22. TW – სამიმოსვლო ბილიკი (სბ)

23. UTC – შეთანხმებული (კოორდინირებული) საერთაშორისო დრო (უტც)

24. VFR – ვიზუალური ფრენის წესები (ვფწ)

25. VHF – მეტად მაღალი სიხშირე (მმს)

26. VMC – ვიზუალური მეტეოროლოგიური პირობები (ვმპ)

27. VOR – წრიული VHF – რადიოშუქურა (წრშ)

28. VTOL – ვერტიკალური აფრენისა და დაფრენის სხ

29. უუა – უპილოტო უმართავი აეროსტატი

    მუხლი 2. ტერმინების განმარტება

შენიშვნა 1: წინამდებარე სახელმძღვანელოში გამოყენებული ტერმინი ”მომსახურება“ ზოგადად აღნიშნავს ფუნქციონალურ ვალდებულებებს ან შეთავაზებულ მომსახურებას

ორგანო – მომსახურების განმახორციელებელი მუშაკების კოლექტივი;

კონვენცია – 1944 წელს ქ. ჩიკაგოში ხელმოწერილი სამოქალაქო ავიაცია საერთაშორისო კონვენცია;

დამატებები – 1944 წელს ქ. ჩიკაგოში ხელმოწერილი საერთაშორისო კონვენციის დამატებები;

დანართები – სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო კონვენციის დანართები.

1. აბსოლუტური სიმაღლე. ვერტიკალური მანძილი ზღვის საშუალო დონიდან (MSL) აღნიშნულ (სასურველ) დონემდე, წერტილამდე ან ობიქტამდე.

2. აეროდრომი. მიწის ან წყლის ზედაპირის განსაზღვრული ფართობი (მასზე განლაგებული შენობით, ნაგებობებითა და მოწყობილობები), რომელიც მთლიანად ან ნაწილობრივ განკუთვნილია საჰაერო ხომალდების მიღების, მოძრაობისა და დაშვებისათვის.

შენიშვნა 2: ფრენის გეგმებისა და სმმ – ს შეტყობინებების დებულებებში გამოყენებული ტერმინი „აეროდრომი“ ასევე მოიცავს გარკვეული სახის საჰაერო ხომალდების (შვეულმფრენი ან აეროსტატი) მიერ გამოყენებულ ადგილებს.

3. ადზ. სახმელეთო აეროდრომზე გამოყოფილი, სხ-ის ასაფრენ-დასაფრენად განკუთვნილი, მართკუთხა ფართი.

4. ბარომეტრული სიმაღლე. ატმოსფერული წნევა, რომელიც სტანდარტული ატმოსფეროს მიხედვით, გამოხატულია ამ წნევის შესაბამისი აბსოლუტური სიმაღლის სიდიდეებით, როგორც ეს განსაზღვრულია მე –8 დანართით.

5. ბაქანი. სახმელეთო აეროდრომის დადგენილი ფართობი სხ-ების განსალაგებლად, მგზავრების ჩასხდომა-გადმოსხდომის, ტვირთისა და ფოსტის ჩატვირთვა- გადმოტვირთვის, საწვავით გაწყობის, დგომის ან ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით.

6. გადასვლის სიმაღლე. აეროდრომის რაიონში დადგენილი სიმაღლე, რომელზეც დასახული ეშელონის აღებისას, ხდება ბარომეტრული სიმაღლის საზომის წნევის შკალის გადაყვანა 1013,2 გპა (760 მმ. ვწყ. სვ.) წნევის მნიშვნელობაზე.

7. გადასვლის აბსოლუტური სიმაღლე. აბსოლუტური სიმაღლე, რომელზეც ან რომლის ქვემოთაც საჰაერო ხომალდის ვერტიკალურ სიბრტყეში მდებარეობა მოცემულია აბსოლუტური სიმაღლის სიდიდეებით.

8. გადასვლის წერტილი. მეტად მაღალი სიხშირის (მმს) – რადიოშუქურაზე ორიენტაციით განსაზღვრული წერტილი, რომელზეც სმმ-ს მარშრუტის მონაკვეთზე სხ-ის ფრენისას, მოსალოდნელია ძირითადი ორიენტაციის გადატანა სხ-ის უკან მდებარე სანაოსნო საშუალებებიდან მის წინ მდებარე მომდევნო საშუალებაზე.

შენიშვნა 3. გადასვლის წერტილები დადგენილია სააერნაოსნო საშუალებებს შორის სიგნალების სიმძლავრისა და ხარისხის ოპტიმალური გაწონასწორების უზრუნველსაყოფად ყველა გამოყენებულ სიმაღლეზე და მარშრუტის ერთსა და იმავე მონაკვეთში მფრენი ყველა სხ-ის აზიმუტში მიმართვის საერთო წყაროს უზრუნველსაყოფად.

9. განსაკუთრებული ფრენა ვფწ-ით სმმ-ს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს ნებართვით სამეთვალყურეო არეში ვფწ-ით შესრულებული ფრენა, სადაც ვიზუალურთან შედარებით, ნაკლებად ხელსაყრელი მეტეოპირობებია. განსაკუთრებული ფრენა ვფწ-ით გამოიყენება:

ა) სანიტარული დავალებით სასწრაფო ფრენების შესასრულებლად;

ბ) საძებნ-სამაშველო და ავარიულ-სამაშველო სამუშაოების შესასრულებლად.

10. გლისადა. დაშვების პროფილი, რომელიც დადგენილია დასაფრენად შესვლის ბოლო საფეხურზე ვერტიკალური მიმართულების მისაცემად.

11. დასაფრენი ფართობი. სამუშაო ფართობის ნაწილი, რომელიც განკუთვნილია სხ-ების აფრენისა და დაფრენისათვის.

12. დონე. მფრენი სხ-ის ვერტიკალურ სიბრტყეში მდებარეობის აღმნიშვნელი ტერმინი, რომელიც, შესაბამის შემთხვევებში, აღნიშნავს ფარდობით სიმაღლეს, აბსოლუტურ სიმაღლეს ან ფრენის ეშელონს.

13. ვიზუალური მეტეოროლოგიური პირობები (ვმპ). დადგენილი მინიმუმის ან მასზე უკეთესი მეტეოროლოგიური პირობები, გამოსახული ხილვადობის სიშორის, ღრუბლებამდე მანძილის და ღრუბლების ქვედა საზღვრის სიმაღლის სიდიდეებით.

შენიშვნა 4: დადგენილი მინიმუმები მოყვანილია მე –4 თავში.

14. ვფწ-ით ფრენა. ვიზუალი ფრენების წესების მიხედვით განხორციელებული ფრენა.

15. თვითმფრინავი. ძალური დანადგარის მეშვეობით მოძრავი ჰაერზე უფრო მძიმე საჰაერო ხომალდი, რომლის ამწევი ძალა უძრავ ფრთებზე აეროდნამიკური რეაქციის წყალობით იქმნება.

16. კურსი. მიმართულება, რომლის გასწვრივაც მდებარეობს სხ-ის გრძივი ღერძი და რომელიც ჩვეულებრივ გამოსახულია ჩრდილოეთის მიმართულებიდან (გეოგრაფიული, მაგნიტური, საკომპასო ან პირობითი მერიდიანების) ათვლილი კუთხის გრადუსებით.

17. მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარე ფრენები. ნებისმიერი ფრენა, რომელიც ხორციელდება სამეთვალყურეო ნებართვის მიხედვით.

18. მიმართულების ხაზი. სხ-ის ფრენის ტრაექტორიის პროექცია ხმელეთზე, რომლის მიმართულებაც მის ნებისმიერ წერტილში გამოისახება ჩრდილოეთის მიმართულებიდან (გეოგრაფიული, მაგნიტური ან პირობით მერიდიანების) ათვლილი კუთხის გრადუსებით.

19. მიმოსვლა. აეროდრომის ზედაპირზე სხ-ს მოძრაობა საკუთარი წნევის ხარჯზე, აფრენისა და დაფრენის გარდა.

20. მიმოსვლა ჰაერი. შვეულმფრენის/ვერტიკალური დაფრენისა და აფრენის სხ-ების მოძრაობა აეროდრომზე, ჩვეულებრივ, მიწის ეფექტის მოქმედების პირობებში, როგორც წესი, 37 კმ/სთ-ზე (20 კვანი) ნაკლები საგზაო სიჩქარით.

შენიშვნა 5. ფაქტობრივი ფარდობითი სიმაღლე შეიძლება იცვლებოდეს და ზოგიერთი შვეულმფრენისათვის ჰაერში მიმოსვლა შეიძლება მოითხოვებოდეს ხმელეთიდან 8მ-ზე (25 ფუტი) მეტ სიმაღლეზე, მიწის მოქმედებით წარმოქმნილი ტურბულენტურობის შემცირების მიზნით, ან სიმაღლის მარაგის უზრუნველსაყოფად გარე საკიდზე დამაგრებული ტვირთისათვის.

21. მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი აეროდრომი. აეროდრომი, სადაც ხორციელდება სააეროდრომო მოძრაობის სამეთვალყურეო მომსახურება.

22. მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი საჰაერო სივრცე. დადგენილი ზომების საჰაერო სივრცე, რომლის ფარგლებშიც ფრენების სამეთვალყურეო მომსახურება ხორციელდება საჰაერო სივრცის კლასიფიკაციის მიხედვით.

შენიშვნა 6: მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი საჰაერო სივრცე – ზოგადი ტერმინი ნიშნავს სმმ-ის საჰაერო სივრცის A,B,C,D და E კლასებს, როგორც ეს მითითებულია მე –11 დანართის 2.6. პუნქტით.

23. მოსაცდელი ადგილი ადზ-თან. განსაზღვრული ადგილი, რომელიც განკუთვნილია ადზ-ს, დაბრკოლებათა შეზღუდვის სიბრტყის ან ILS/MLS-ის კრიზისული/მგრძნობიარე ზოლის დასაცავად და სადაც ჩერდებიან და იცდიან მოძრავი სხ-ები ან სატრანსპორტო საშუალებები სააეროდრომო სამეთვალყურეო პუნქტიდან მორიგი მითითების მიღებამდე.

24. მოფრენის გაანგარიშებული დრო. სფწ-ის ფრენისას – სანაოსნო საშუალებებით განსაზღვრულ წერტილამდე სხ-ის მოფრენის გაანგარიშებული დრო, საიდანაც სავარაუდოა დასაფრენად სახელსაწყო შესვლის განხორციელება; ან, ამ აეროდრომთან დაკავშირებული სანაოსნო საშუალებების არარსებობის შემთხვევაში, აეროდრომის თავზე სხ-ს მიფრენის დრო.

ვფწ-ით ფრენისას – აეროდრომის თავზე სხ-ს მოფრენის გაანგარიშებული დრო.

25. მოძრაობის ინფორმაცია. სმ-ის სამსახურის მიერ, შეჯახების თავიდან აცილების მიზით, სხ-ის ეკიპაჟის გასაფრთხილებლად გადაცემული ინფორმაცია, მის ადგილმდებარეობასთან ახლოს ან ფრენის დასახულ მარშრუტზე სხვა სხ-ების არსებობის შესახებ.

26. ნებართვის მოქმედების საზღვარი. პუნქტი, სადამდეც მოქმედებს (ვარგისია) საჰაერო ხომალდზე გაცემული სამეთვალყურეო ნებართვა.

27. რაიონული სამეთვალყურეო მომსახურება. სამეთვალყურეო რაიონებში კონტროლირებადი ფრენების სამეთვალყურეო მომსახურება

28. რაიონული სამეთვალყურეო ცენტი. ორგანო, რომელიც განკუთვნილია თავისი იურისდიქციის ქვეშ მყოფ სამეთვალყურეო რაიონებში კონტროლირებადი ფრენები სამეთვალყურეო მომსახურების უზრუნველსაყოფად.

29. რეისის ლიტერობა. მითითება იმის შესახებ, საჭიროებს თუ არა სხ სმმ-ის ორგანოების განსაკუთრებულ ყურადღებას.

30. შეჯახების ასაცილებელი რეკომენდაციები. სმმ-ის ორგანოს რეკომენდაციები სხ-ის მანევრებზე პილოტის დასახმარებლად, შეჯახების აცილების მიზნით.

31. სააერნაოსნო ინფორმაციის კრებული (AIP). სახელმწიფოს მიერ გამოცემული ან სანქცირებული პუბლიკაცია. რომელიც შეიცავს აერნაოსნობისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე, გრძელვადიან სააერნაოსნო ინფორმაციას.

32. სააეროდრომო მოძრაობა. ყოველგვარი მოძრაობა აეროდრომის სამანევრო ფართობზე, ასევე ყველა საჰაერო ხომალდის ფრენა აეროდრომის რაიონში.

შენიშვნა 7: მიჩნეულია, რომ საჰაერო ხომალდი ფრენას ასრულებს აეროდრომის რაიონში, როცა ის შედის ან გამოდის სააეროდრომო ფრენის წრიდან ან მდებარეობს მის ფარგლებში.

33. სააეროდრომო მოძრაობის არე. აეროდრომის ირგვლივ დადგენილი ზომის საჰაერო სივრცე, სააეროდრომო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.

34. სააეროდრომო სამეთვალყურეო მომსახურება. სააეროდრომო მოძრაობის სამეთვალყურეო მომსახურება.

35. სააეროდრომო სამეთვალყურეო პუნქტი. ორგანო, რომელიც განკუთვნილია სააეროდრომო მოძრაობის სამეთვალყურეო მომსახურების უზრუნველსაყოფად.

36. სააეროდრომო ფრენის წრე. აეროდრომის რაიონში დადგენილი მარშრუტი, რომლითაც (ან რომლის ნაწილზეც) სრულდება სიმაღლის აღება აფრენისას, დაშვება დასაფრენად შესვლისას, დაფრენის მოლოდინი და აეროდრომის თავზე ფრენა.

37. საავარიო შეტყობინება; საავარიო შეტყობინების სამსახური. შესაბამისი ორგანიზაციებისათვის შეტყობინების გაგზავნა იმ საჰაერო ხომალდის შესახებ, რომელიც საჭიროებს საძებნი-სამაშველო სამსახურების დახმარებას, და ასეთი ორგანიზაციების ხელშეწყობა.

38. სამეთვალყურეო მითითება. სმმ-ის ორგანოს დაწესებული დირექტივები (მითითებები) პილოტის მიერ კონკრეტული მოქმედებების შესრულებაზე.

39. სამუშაო ფართობი. სამანევრო ფართობისა და ბაქნისაგან (ბაქნებისაგან) შემდგარი აეროდრომის ნაწილი, განკუთვნილი სხ-ების მიღების, მიმოსვლის და დაშვებისათვის.

40. საერთო გაანგარიშებული ამოწურული დრო. სფწ-ით ფრენისას. გაანგარიშებული დრო, რომელიც საჭიროა აფრენიდან სანაოსნო საშუალებებით განსაზღვრულ წერტილამდე მისაფრენად, საიდანაც სავარაუდოა სახელსაწყო დაფრენის სქემის დაწყება; ან გაანგარიშებული დრო, რომელიც საჭიროა დანიშნულების აეროდრომის გადაფრენამდე, თუ სანაოსნო საშუალებები დანიშნულების აეროდრომთან არ არის დაკავშირებული.

ვფწ-ით ფრენისას – გაანგარიშებული დრო, რომელიც საჭიროა აფრენიდან დანიშნულების აეროდრომის გადაფრენამდე.

41. სათადარიგო აეროდრომი. აეროდრომი, სადაც სხ-შეიძლება გაფრინდეს იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ან მიზანშეუწონელია დანიშნულების აეროდრომამდე ფრენის გაგრძელება ან დაფრენა. სათადარიგო აეროდრომებს მიეკუთვნება:

ა) დანიშნულების პუნქტის სათადარიგო აეროდრომი. სათადარიგო აეროდრომი, სადაც სხ-ს შეუძლია განახორციელოს დაფრენა იმ შემთხევაში, თუ შეუძლებელია ან მიზანშეწონილია დაფრენის განხორციელება დანიშნულების აეროდრომზე;

ბ) სათადარიგო აეროდრომი აფრენისას. სათადარიგო აეროდრომი, სადაც სხ-ს შეუძლია განახორციელოს აფრენა იმ შემთხვევაში, თუ ამის აუცილებლობა იქმნება აფრენისთანავე და შეუძლებელია გამოფრენის აეროდრომის გამოყენება.

გ) მარშრუტზე სათადარიგო აეროდრომი. აეროდრომი, სადაც სხ-ს შეუძლია განახორციელოს დაფრენა იმ შემთხვევაში, თუ მარშრუტზე ფრენისას იგი არასტანდარტულ ან ავარიულ ვითარებაში აღმოჩნდა;

დ) სათადარიგო აეროდრომი მარშრუტზე ETOPS-ის შესრულებისას. ისეთი სათადარიგო აეროდრომი, სადაც სხ-ს შეუძლია განახორციელოს დაფრენა, მარშრუტზე ETOSP-ის შესრულებისას, ძრავის გამორთვის ან სხვა რაიმე განსაკუთრებული და ავარიული ვითარების დროს.

შენიშვნა 8: გამოფრენის აეროდრომი, კონკრეტული სხ-სათვის, ასევე შეიძლება მიჩნეულ იქნეს მარშრუტის ან დანიშნულების პუნქტის სათადარიგო აეროდრომად.

42. საკონსულტაციო მარშრუტი. დადგენილი მარშრუტი, სადაც ხორციელდება საჰაერო მოძრაობის საკონსულტაციო მომსახურება.

43. საკონსულტაციო საჰაერო სივრცე. დადგენილი ზომების საჰაერო სივრცე ან მარშრუტი, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება საჰაერო მოძრაობით საკონსულტაციო მომსახურება.

44. საკრეისერო ეშელონი. ეშელონი, რომელსაც სხ-ინარჩუნებს ფრენის მნიშვნელოვანი ნაწილის განმავლობაში.

45. სამანევრო ფართობი. აეროდრომის ნაწილი, ბაქნების გამოკლებით, რომელიც განკუთვნილია სხ-ების დაფრენის, აფრენისა და მიმოსვლისათვის.

46. სამიმოსვლო ბილიკი (სბ. სახმელეთო აეროდრომზე დადენილი გზა, რომელიც განსაზღვრულია სხ-ის მოძრაობისათვის და განკუთვნილია აეროდრომის ერთი ნაწილის შესაერთებლად მეორესთან, მათ შორის:

ა) სხ-ის სადგომის სამიმოსვლო ზოლი. ბაქნის ნაწილი, რომელიც აღნიშნულია როგორც სბ-და განკუთვნილია სხ-ის მხოლოდ სადგომ ადგილამდე მისასვლელად;

ბ) ბაქნის სბ. სბ-ების ნაწილი, რომელიც მდებარეობს ბაქანზე და განკუთვნილია ბაქნის გავლით მოძრაობის მარშრუტის უზრუნველსაყოფად;

გ) ჩქაროსნული გამომყვანი სბ. სბ, რომელიც შეერთებულია ადზ-თან მახვილი კუთხით და დაფრენილ სხ-ს საშუალებას აძლევს ადზ-დან გავიდეს უფრო მეტი სიჩქარით, ვიდრე ეს შესაძლებელია სხვა სბ-ებზე და ამით სხ-ის ადზ-ზე ყოფნის დრო დაიყვანოს მინიმუმამდე.

47. სამეთვალყურეო არე. დედამიწის ზედაპირიდან დადგენილ ზედა საზღვრამდე გადაჭიმული მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი საჰაერო სივრცე.

48. სამეთვალყურეო ნებართვა. საჰაერო ხომალდისათვის გაცემული ნებართვა, იმოქმედოს სამეთვალყურეო სამსახურის მიერ დადგენილი პირობების შესაბამისად.

შენიშვნა 9: ტერმინი „სამეთვალყურეო ნებართვა“ ხშირად იხმარება შემოკლებით – ”ნებართვა“, შესაბამის კონტექსტში.

შენიშვნა 10. შემოკლებული ტერმინი „ნებართვა“ მფრენი საფეხურის აღსანიშნავად შეიძლება გამოყენებული იქნეს შემდეგ განმარტებით სიტყვებთან ერთად: „მიმოსვლის“, „აფრენის“, „გაფრენის“, „მარშრუტით ფრენის“, „დასაფრენად შესვლის“, „დაფრენის“.

49. სამეთვალყურეო რაიონი. მიწის ზედაპირიდან დადგენილი საზღვრის ზემოთ გადაჭიმული მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი საჰაერო სივრცე.

50. სამიმოსვლო ფართობი. აეროდრომის ნაწილი, რომელიც გამოიყენება სხ-ების აფრენის, დაფრენისა და მიმოსვლისათვის, ბაქნების და სამანევრო ფართობის ჩათვლით.

51. სასიგნალო მოედანი. მოედანი აეროდრომზე, რომელიც განკუთვნილია სახმელეთო ნიშნების განსათავსებლად.

52. საფრენოსნო ეკიპაჟის წევრი. მოწმობის მქონე ეკიპაჟის წევრი, რომელსაც სასამსახურო საფრენოსნო დროის განმავლობაში სხ-ის მართვასთან დაკავშირებული მოვალეობები აკისრია.

53. საფრენოსნო ინფორმაციის რაიონი. დადგენილი ზომების საჰაერო სივრცე, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება საფრენოსნო-საინფორმაციო მომსახურება და ავარიული შეტყობინება.

54. საფრენოსნო ინფორმაციის ცენტრი. ორგანო, რომელიც განკუთვნილია საფრენოსნო საინფორმაციო მომსახურებისა და ავარიული შეტყობინებების უზრუნველსაყოფად.

55. საფრენოსნო-საინფორმაციო მომსახურება. საკონსულტაციო და საინფორმაციო მომსახურება უსაფრთხო და ეფექტური ფრენების განხორციელების მიზნით.

56. საფრენოსნო ხილვადობა. ხილვადობა, საჰაერო ხომალდის პილოტის კაბინიდან ფრენის მიმართულებით.

57. სახიფათო არე. სახელმწიფოს ტერიტორიის ან ტერიტორიული წყლების თავზე დადგენილი ზომების საჰაერო სივრცე, რომლის ფარგლებშიც დროის გარკვეულ მონაკვეთი შეიძლება განხორციელდეს საჰაერო ხომალდების ფრენისათვის სახიფათო საქმიანობა.

58. სახელსაწყო მეტეოროლოგიური პირობები (სმპ). მეტეოროლოგიური პირობები, რომელიც გამოსახულია ხილვადობის სიშორის, ღრუბლებამდე მანძილის და ღრუბლების ქვედა საზღვრის სიმაღლის სიდიდეებით. ეს სიდიდეები ვიზუალური მეტეოროლოგიური პირობებისათვის დადგენილ მინიმუმებზე ნაკლებია.

შენიშვნა 11: ვიზუალური მეტეოროლოგიური პირობებისათვის დადგენილი მინიმუმები მოცემულია მე –4 თავში.

59. სფწ-ით ფრენა. სახელსაწყო ფრენის წესების მიხედვით განხორციელებული ფრენა.

60. საჰაერო მოძრაობა. ჰაერში მყოფი და აეროდრომის სამანევრო ფართობზე მოძრავი ყველა საჰაერო ხომალდი.

61. საჰაერო მოძრაობის მომსახურება (სმმ). ზოგადი ტერმინი, რომელიც შესაბამის შემთხვევებში ნიშნავს: საფრენოსნო – საინფორმაციო მომსახურებას, საავარიო შეტყობინებას, საკონსულტაციო სმმ-ს, სამეთვალყურეო სმმ-ს (რაიონული სამეთვალყურეო, მისადგომის სამეთვალყურეო ან სააეროდრომო სამეთვალყურეო მომსახურებას).

62. საჰაერო მოძრაობის მომსახურების (სმმ) ორგანო. ზოგადი ტერმინი, რომელიც შესაბამის შემთხვევებში ნიშნავს: საჰაერო მოძრაობის სამეთვალყურეო მომსახურების ორგანოს, საფრენოსნო – საინფორმაციო ცენტრს ან სმმ-ის შეტყობინებების შეგროვების პუნქტს.

63. სმმ-ის საჰაერო სივრცე. განსაზღვრული ზომის საჰაერო სივრცე ასოითი აღნიშვნით, რომლის ფარგლებშიც შეიძლება შესრულდეს კონკრეტული სახის ფრენები და რომლისათვისაც განსაზღვურლია სმმ და ფრენის წესები.

შენიშვნა 12: სმმ-ის საჰაერო სივრცე იყოფა შემდეგ კლასებად: A,B,C,D,E,F,G.

64. სმმ-ის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო. სახელმწიფოს მიერ დანიშნული შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო, რომელსაც საჰაერო სივრცის ფარგლებში სმმ-ის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებლობა აკისრია.

65. სმმ-ის შეტყობინებების შეგროვების პუნქტი. სმმ-ის შეტყობინებებისა და გაფრენის წინ ფრენის გეგმის მიღების მიზნით შექმნილი ორგანო.

შენიშვნა 13: სმმ-ის შეტყობინებების შეგროვების პუნქტი შეიძლება შეიქმნას როგორც ცალკე ორგანო, ან გაერთიანდეს არსებულ ორგანოებთან, როგორიცაა სმმ-ის ორგანო ან სააერნაოსნო ინფორმაციის მომსახურების ორგანო.

66. საჰაერო მოძრაობის საკონსულტაციო მომსახურება. მომსახურება საკოსულტაციო საჰაერო სივრცეში სფწ-ით ფრენისას საჰაერო ხომალდების ოპტიმალური ეშელონირების უზრუნველსაყოფად.

67. საჰაერო მოძრაობის სამეთვალყურეო მომსახურება. მომსახურება:

ა) შეჯახების თავიდან აცილების მიზნით:

ა.ა) საჰაერო ხომალდებს შორის;

ა.ბ) საჰაერო ხომალდის სამიმოსვლო ფართობზე განლაგებულ დაბრკოლებებთან.

ბ) საჰაერო მოძრაობის დაჩქარებისა და რეგულირებისათვის.

68. საჰაერო მოძრაობის სამეთვალყურეო მომსახურების ორგანო. ზოგადი ტერმინი, რომელიც შესაბამის შემთხვევებში ნიშნავს: რაიონული სამეთვალყურეო ცენტრს, მისადგომის სამეთვალყურეო პუნქტს ან სააეროდრომო სამეთვალყურეო პუნქტს.

69. საჰაერო ტარასა. მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი საჰაერო სივრცე (ან მისი ნაწილი), რომელიც წარმოდგენილია დერეფნის სახით.

70. საჰაერო ხომალდი. ნებისმიერი აპარატი, რომელიც ატმოსფეროში მდებარეობას ჰაერთან ურთიერთქმედების შედეგად ინარჩუნებს, დედამიწის ზედაპირიდან არეკლილ ჰაერთან ურთიერთმოქმედების გამოკლებით.

71. სხ-ს მეთაური. ექსპლუატანტის ან, საერთო დანიშნულების ავიაციის შემთხვევაში, საჰაერო ხომალდის მფლობელის მიერ მეთაურის მოვალეობები შესასრულებლად დანიშნული და ფრენის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პილოტი.

72. სიმაღლე. ვერტიკალური მანძილი განსაზღვრული საწყისი დონიდან აღნიშნულ (სასურველ) დონემდე, წერტილამდე ან ობიექტამდე.

73. კრეისერული რეჟიმით სიმაღლის აღება. კრეისერული რეჟიმით თვითმფრინავის მართვა, რომელიც უზრუნველყოფს აბსოლუტური სიმაღლის მატებას თვითმფრინავის წონის შემცირების შესაბამისად.

74. უპილოტო უმართავი აეროსტატი (უუა). ჰაერზე უფრო მსუბუქი, ძალური დანადგარის არმქონე, უპილოტო საჰაერო ხომალდი, რომელიც ასრულებს თავისუფალ ფრენას.

შენიშვნა 14: ამ „წესების“ მე –8 თავით ჩამოყალიბებული ტექნიკური მოთხოვნების მიხედვით, უპილოტო უმართავი აეროსტატები კლასიფიცირდება მძიმე, საშუალო და მსუბუქ აეროსტატებად.

75. ფარდობითი სიმაღლე. ვერტიკალური მანძილი მითითებული საწყისი დონიდან აღნიშნულ (სასურველ) დონემდე, წერტილამდე ან ობიექტამდე.

76. ფიგურული ფრენა. საჰაერო ხომალდის მიერ წინასწარი განზრახვით შესრულებული მანევრი, რომელიც ხასიათდება სიმაღლის, სივრცული მდებარეობის ან სიჩქარის მკვეთრი ცვლილებით.

77. ფრენის გეგმა. სმმ-ის ორგანო სათანადო ცნობები, სხ-ს მოსალოდნელ ფრენაზე ან მის ნაწილზე.

78. ფრენის განმეორებადი გეგმა (ფგგ). ერთნაირი ძირითადი თავისებურებების მქონე, ხშირად განმეორებადი, რეგულარულად შესრულებადი ცალკეული ფრენების გეგმა, რომელსაც ექსპლუატანტი წარუდგენს სმმ-ის ორგანოებს შესანახად და ხელმეორედ გამოსაყენებლად.

79. ფრენის მიმდინარე გეგმა. შემდგომი სამეთვალყურეო ნებართვებით განპირობებული ფრენის გეგმა, შესაძლო ცვლილებების ჩათვლით.

80. ფრენის წარდგენილი გეგმა. პილოტის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ სმმ-ის ორგანოსათვის წარდგენილი ფრენის გეგმა, ყოველგვარი შემდგომი ცვლილებების გარეშე.

81. ფრენის ეშელონი. მუდმივი ატმოსფერული წნევის ზედაპირი, რომელიც შეესაბამება წნევის დადგენილ სიდიდეს (1013,2 გპა) და სხვა ასეთივე ზედაპირებიდან დაცილებულია წნევის დადგენილი ინტერვალებით.

შენიშვნა 15: ბარომეტრული სიმაღლის საზომი, რომელიც დაგრადუირებულია სტანდარტულ ატმოსფეროსთან შესაბამისობაში:

ა) QNH –ზე დაყენებისას, გვიჩვენებს აბსოლუტურ სიმაღლეს;

ბ) QFE –ზე დაყენებისას, გვიჩვენებს ფარდობით სიმაღლეს QFE – ის საყრდენი წერტილის ზევით;

გ) 1013,2 გპა-ზე დაყენებისას, ის შეიძლება გამოყენებული იქნეს ფრენის ეშელონის მისათითებლად.

შენიშვნა 16: შენიშვნა 1-ში გამოყენებული ტერმინი ”ფარდობითი სიმაღლე“ და ”აბსოლუტური სიმაღლე“ ნიშნავს სახელსაწყო ფარდობით და აბსოლუტურ სიმაღლეებს და არა გეომეტრიულს.

82. ფრენებისათვის აკრძალული არე. სახელმწიფოს ტერიტორიის ან ტერიტორიული წყლების თავზე დადგენილი ზომების საჰაერო სივრცე, რომლის ფარგლებშიც საჰაერო ხომალდის ფრენა აკრძალულია.

83. ფრენებისათვის შეზღუდული არე. სახელმწიფოს ტერიტორიის ან ტერიტორიული წყლების თავზე დადგენილი ზომების საჰაერო სივრცე, რომლის ფარგლებში საჰაერო ხომალდის ფრენა შეზღუდულია გარკვეული პირობებით.

84. ფსიქოაქტიური ნივთიერებები. ალკოჰოლი, ოპიოიდები, კანაბიონიდები, სედატიური საშუალებები და გიპოტიური პრეპარატები, კოკაინი, სხვა ფსიქოსტიმულატორები, ჰალუცინოგენები და აქროლადი გამხსნელები;

თამბაქო და კოფეინი ფსიქოაქტიურ ნივთიერებებად არ ითვლება.

85. ღამე. დროის მონაკვეთი, საღამოს სამოქალაქო ბინდის დამთავრებიდან დილის სამოქალაქო ბინდის დაწყებამდე, ან დროის სხვა ისეთი მონაკვეთი, მზის ამოსვლასა და ჩასვლას შორის, რომელიც შეიძლება დადგენილ იქნეს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ.

შენიშვნა 17: სამოქალაქო ბინდი მთავრდება საღამოთი, როცა მზის დისკოს ცენტრი მდებარეობს ჰორიზონტის ხაზიდან 60 –ით ქვემოთ, და იწყება დილით, როცა მზის დისკოს ცენტრი მდებარეობს ჰორიზონტის ხაზიდან 60 –ით ქვემოთ.

86. ღრუბლების ქვედა საზღვრის სიმაღლე. ვერტიკალური მანძილი ხმელეთის ან წყლის ზედაპირსა და ღრუბლების ქვედა ფენის ქვედა საზღვარს შორს, რომელიც მდებარეობს 6000 მეტრზე (20 000 ფუტი) ქვემოთ და ფარავს ცის ნახევარზე მეტს.

87. შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო.

ა) ღია ზღვაზე ფრენისას: რეგისტრირების სახელმწიფოს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო;

ბ) ფრენისას, რომელიც არ ხორციელდება ღია ზღვაზე; გადასაფრენ ტერიტორიაზე სუვერენული სახელმწიფოს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო.

88. შეტყობინების გადაცემის პუნქტი. განსაზღვრული გეოგრაფიული ორიენტირი, რომელთან მიმართებაშიც შეიძლება მოხდეს სხ-ს მდებარეობის შეტყობინება.

89. შეჯახების აცილების საბორტო სისტემა (შასს). მეორეული მიმოხილვითი რადიოლოკტორის (მმრლ) მიმღებ – მოპასუხე სიგნალების გამოყენებაზე დაფუძნებული საბორტო სისტემა, რომელიც მოქმედებს სახმელეთო მოწყობილობებისაგან დამოუკიდებლად და ეკიპაჟს აძლევს ინფორმაციას ისეთ კონფლიქტურ ვითარებაზე, რომელიც შეიძლება შექმნას მეორეული რადიოლოკატორის მიმღებ-მოპასუხის აღჭურვილმა საჰაერო ხომალდმა.

90. ხილვადობა. ხილვადობა საავიაციო მიზნებისათვის წარმოადგენს სიდიდეს, რომელიც აღემატება:

ა) იმ უდიდეს მანძილს, რომელზეც შესაძლებელია ხმელეთის სიახლოვეს ნათელ ფონზე განთავსებული შავი ობიექტების ამოცნობა;

ბ) იმ უდიდეს მანძილს, რომელზეც შესაძლებელია გაუნათებელ ფონზე განთავსებული 1000 კდ-ის სინათლის ძალის მქონე ნათურის შემჩნევა და ამოცნობა.

შენიშვნა 18. ეს ორი მანძილი განსხვავდება ჰაერის შთანთქმის კოეფიციენტის მიხედვით; ამასთან ბ) დამოკიდებულია ფონის განათებულობაზე;

ა) ხასიათდება ხილვადობის მეტეოროლოგიური ოპტიკური სიშორით (MOR).

91. ხილვადობა ადზ-ზე. მანძილი, რომლის ფარგლებშიც ადზ-ის ღერძულ ხაზზე მდებარე საჰაერო ხომალდის პილოტს შეუძლია შეამჩნიოს ადზ-ის ზედაპირზე განლაგებული სიგნალები (ნიშნები) ან ადზ-ის შემომსაზღვრელი ან მისი ღერძული ხაზის მანიშნებელი ნათურები.

92. ხილვადობა ხმელეთთან (მიწასთან). ხილვადობა აეროდრომზე, რომელსაც ატყობინებს უფლებამოსილი დამკვირვებელი.

93. ხუნდების აღების გაანგარიშებული დრო. გაანგარიშებული დრო, როდესაც სხ იწყებს მოძრაობას.

94. „ჰაერი-მიწა“ ორმხრივი კავშირის სამეთვალყურეო რადიოსადგური. საავიაციო ელექტროკავშირგაბმულობის სადგური, რომლის ძირითადი დანიშნულებაა ფრენების შესრულების შესახებ შეტყობინების გატარებისა და კონკრეტულ რაიონში სხ-ებზე ზედამხედველობის რეგულირება.

თავი II

ფრენის წესების გამოყენება

    მუხლი 3. ფრენის წესების მოქმედების ტერიტორიული არე

1. წინამდებარე „ფრენის წესები“ არეგულირებს ფრენებს საქართველოში.

შენიშვნა 1: სახელმწიფო ავიაციის ფრენები დამატებით რეგულირდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცემული წესებით.

2. საზღვარგარეთის ქვეყნებში საქართველოს სხ-ების ფრენისას, სრულდება ამ სახელმწიფოს კანონები და წესები.

3. საქართველოს სხ-ების ფრენისას იმ რაიონში, რომელიც არ არის რომელიმე სახელმწიფოს სამართლებრივი დაქვემდებარების ქვეშ, სრულდება ფრენის საერთაშორისო წესების მოთხოვნები.

    მუხლი 4. ფრენის წესების დაცვა

1. სხ-ის მართვა როგორც ფრენისას, ასევე აეროდრომის სამიმოსვლო ფართობზე, ხორციელდება საერთო წესების შესაბამისად, ხოლო ფრენისას, დამატებით -

ა) სახელსაწყო ფრენის წესების,

ბ) ვიზუალური ფრენის წესების შესაბამისად.

შენიშვნა 1: საქართველოს სმმ-ის სამი კლასის საჰაერო სივრცეში, სხ-ის როგორც სწფ-ით, ისე ვფწ-ით ფრენის მომსახურების ინფორმაცია მოცემულია ამ „წესების“ მე –16 მუხლში.

შენიშვნა 2: ვიზუალური მეტეოპირობებისას სფწ-ით ფრენა შეიძლება შესრულდეს ეკიპაჟის გადაწყვეტილებით, ან სმმ-ის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს განკარგულებით.

    მუხლი 5. პასუხისმგებლობა ფრენის წესების დაცვაზე

1. სხ-ის მეთაური პასუხისმგებელია სხ-ის მართვაზე ფრენის წესების შესაბამისად, მიუხედავად იმისა ასრულებს იგი სხ-ის უშუალო მართვას თუ არა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მას შეუძლია უგულებელყოს ეს „წესები“ უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე.

2. გაფრენისწინა მზადებისას სხ-ის მეთაური უნდა გაეცნოს მომავალი ფრენის შესახებ არსებულ მთლიან ინფორმაციას. სწფ-ი და აეროდრომის რაიონის ფაგლებს გარეთ ფრენისას, გაფრენისწინა მზადება უნდა მოიცავდეს ბოლო მეტეოროლოგიური მონაცემებისა დ ამინდის პროგნოზის გულდასმით შესწავლას, ალტერნატიული მოქმედებებისა და (იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ფრენის განხორციელება გეგმის შესაბამისად) და საწვავის მარაგზე მოთხოვნების გათვალისწინებით.

    მუხლი 6. სხ-ის მეთაერის უფლებამოსილებანი

სხ-ის მეთაურს, საკუთარი მოვალეობების შესრულებისას, გააჩნია სხ-ის მართვის განკარგვის სრული უფლებამოსილება.

    მუხლი 7. რისკთან დაკავშირებული ფსიქოაქტიური ნივთიერებების გამოყენება.

არც ერთი პირი (პერსონალი), რომლის მოვალეობებზეც მაქსიმალურადაა დამოკიდებული ფრენების უსაფრთხოება, არ ასრულებს თავის მოვალეობებს, თუ იგი იმყოფება რომელიმე ფსიქოაქტიური ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ. არც ერთი ასეთი პირი არ უნდა იყენებდეს რისკთან დაკავშირებულ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს.

თავი III

ზოგადი წესები

    მუხლი 8. ადამიანებისა და ქონების დაცვა

1. სხ-ის მართვა უნდა განხორციელდეს დაუდევრობისა და განუსჯელობის გარეშე, რათა საფთხეში არ ჩავარდეს ადამიანების სიცოცხლე ან მათი ქონება.

2. სხ-ის ფრენები არ უნდა განხორციელდეს მსხვილი ქალაქების, მჭიდრო დასახლებული რაიონების და ღია ცის ქვეშ შეგროვილი ხალხის თავზე იმ სიმაღლეებზე, რომელზეც, განსაკუთრებული ვითარების შექმნისას, შეუძლებელია დაფრენის განხორციელება მიწაზე ადამიანებისა და მათი ქონების საფრთხეში ჩაგდების გარეშე. გამონაკლისს წარმოადგენს შემთხვევები, როცა ეს აუცილებელია აფრენის ან დაფრენის დროს ან როცა გაცემულია ნებართვა შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ.

შენიშვნა 1: ვწფ-ით ფრენისათვის მინიმალური სიმაღლეების შესახებ ინფორმაცია იხ. ამ „წესების“22-ე მუხლში, ხოლო სფწ-ით ფრენისას მინიმალური ეშელონების შესახებ 27-ე მუხლის მე –2 პუნქტში.

3. საკრეისერო ეშელონი, რომელზეც სრულდება ფრენა ან ფრენის ნაწილი, ეწოდება:

ა) გამოყენებული ეშელონებიდან ყველაზე უფრო ქვედას ან მის ზემოთ მდებარე ეშელონს; ან გადასვლის აბსოლუტური სიმაღლის ზემოთ მდებარე ეშელონს;

ბ) აბსოლუტურ სიმაღლეს, გამოყენებული ეშელონებიდან ყველაზე უფრო ქვედაზე დაბლა ფრენის დროს, ან, სადაც ეს შესაძლებელია, გადასვლის აბსოლუტურ სიმაღლეს ან მასზე დაბალს.

შენიშვნა 2: ეშელონირების სისტემა მოცემულია N 3 ცხრილში (იხ. ამ ”წესების“ N 5 დანართი).

4. ფენისას სხ არ ახორციელებს ჩამოყრას ან გაშხეფვას, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს ნებადართულია შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ და როცა არსებობს რეკომენდაციები და (ან) სმმ-ის შესაბამისი ორგანოს ნებართვა.

5. სხ არ ახორციელებს სხვა სხ-ის ან რაიმე საგნის ბუქსირებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს ნებადართულია შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ და როცა არსებობს რეკომენდაციები და (ან) არის სმმ – ის შესაბამისი ორგანოს ნებართვა.

6. გარდა ავარიული შემთხვევებისა, პარაშუტით დაშვება არ ხორციელდება. პარაშუტით დაშვება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევებში, როცა ეს ნებადართულია შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ და როცა არსებობს რეკომენდაციები და (ან) სმმ-ის შესაბამისი ორგანოს ნებართვა.

7. სხ ფიგურულ ფრენას არ ახორციელებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს ნებადართულია შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ და როცა არსებობს რეკომენდაციები და (ან) სმმ-ის შესაბამისი ორგანოს ნებართვა.

8. სხ-ები ჯგუფურ ფრენებს არ ასრულებენ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა არის ჯგუფში შემავალი ცალკეული სხ-ის მეთაურებს შორის წინასწარი შეთანხმება. მეთვალყურეობის ქვეშ მყოფ საჰაერო სივრცეში ჯგუფური ფრენები ხორციელდება მხოლოდ სმმ-ის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ დადგენილი პირობების შესაბამისად. ეს პირობები ითვალისწინებს შემდეგს:

ა) ადგილმდებარეობაზე შეტყობინებისა და სანაოსნო თვალსაზრისით, ჯგუფი ასრულებს ფრენას, როგორც ერთი სხ;

ბ) ჯგუფში სხ-ებს შორის ეშელონირებაზე პასუხს აგებს წამყვანი სხ-ის მეთაური და ჯგუფში შემავალი სხვა სხ-ების მეთაურები. ეშელონირებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს გარდამავალი პერიოდები, როცა სხ ასრულებს მანევრებს ჯგუფშიი თავისი ადგილის დასაკავებლად, ასევე – დაშორებისას და დაახლოებისა; და

გ) ყოველი სხ წამყვანი სხ-დან დაშორებული უნდა იყოს არა უმეტეს 1 კმ-ისა (0,5 მილი) გრძივ და განივ სიბრტყეებში და 30 მ-ისა (100 ფუტი) შვეულ სიბრტყეში.

9. უმართავი უპილოტო აეროსტატის ექსპლუტირება უნდა განხორციელდეს ამ „წესდების“ მე-8 თავში ჩამოთვლილი პირობების დაცვით, რათა მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი პიროვნების, ქონებისა და სხ-ების საფრთხის საშიშროება.

10. ფრენისათვის აკრძალულ და შეზღუდულ არეებში, რომელთა შესახებ ინფორმაცია სათანადოდ იყო გამოქვეყნებული, სხ-ის ფრენები არ სრულდება. გამონაკლისს წარმოადგენს ფრენები, რომლებიც სრულდება დადგენილი შეზღუდვების შესაბამისად ან იმ სახელმწიფოს ნებართვით, რომლის ტერიტორიის თავზეც დადგენილია ასეთი არეები.

    მუხლი 9. შეჯახების თავიდან აცილება

შენიშვნა 1: სხ-ის ფრენისას (მიუხედავად ფრენის ტიპისა და საჰაერო სივრცისა, რომელშიც ის მოძრაობს) და აეროდრომის სამუშაო ფართობზე მისი გადაადგილებისას აუცილებელია, რომ სხ-ზე არ იქნეს მოდუნებული ყურადღება, შეჯახების პოტენციური შესაძლებლობის აღმოჩენის მიზნით.

1. სხ არ უნდა მიუახლოვდეს მეორე სხ-ს იმ მანძილზე, რომელზეც შეიძლება წარმოიქმნას შეჯახების საშიშროება.

2. უპირატესი უფლების მქონე სხ ინარჩუნებს კურსსა და სიჩქარეს, მაგრამ ამასთან, ეს „წესები“ სხ-ის მეთაურს არ ათავისუფლებს შეჯახების თავიდან ასაცილებელი ეფექტური მოქმედებების (მათ შორის, მანევრები შეჯახების აცილების საპორტო სისტემის რეკომენდაციების შესაბამისად) შესრულების პასუხისმგებლობისაგან.

შენიშვნა 2: შეჯახების აცილების საბორტო სისტემის ექსპლუატაციის წესები იხ. RANS-OPS (Doc, 8168) დოკუმენტის I ტომის VIII ნაწილის მე-3 თავში.

ა) სხ-მა, რომელიც, ქვემოთ ჩამოთვლილი წესების შესაბამისად, ვალდებულია გზა დაუთმოს მეორე სხ-ს, უნდა მიიღოს ზომები, რათა თავიდან იქნეს აცილებული სხვა სხ-ის ზევით, ქვევით ან წინ გადაფრენა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი დაშორებულია უსაფრთხო მანძილზე და მხედველობაში ღებულობს ტურბულენტურობის მოქმედებას სხ-ის კვალზე.

ბ) შემხვედრი კურსით ან კურსით, რომელიც ახლოსაა შემხვედრთან, ორი სხ-ის მიახლოებიასას და ამასთან, თუ არსებობს შეჯახების საშიშროება, თითოეულმა მათგანმა უნდა გადაუხვიოს მარჯვნივ.

გ) დაახლოებით ერთი და იგივე ეშელონზე (სიმაღლეზე), გადამკვეთი კურსით ორი სხ-ის მიახლოებისას, სხ-მა, რომლის მარჯვნივაც მდებარეობს მეორე სხ, გზა უნდა დაუთმოს მას, გარდა შემდეგი შემთხვებისა:

გ.ა) ძალური დანადგარის მეშვეობით მოძრავი ჰაერზე უფრო მძიმე სხ გზას უთმობს დირიჟაბლს, პლანერსა და აეროსტატს;

გ.ბ) დირიჟაბლი გზას უთმობს პლანერს და აეროსტატს;

გ.დ) პლანერი გზას უთმობს აეროსტატს;

გ.ე) ძრავით აღჭურვილი სხ გზას უთმობს სხ-ს, რომელიც ახორციელებს სხვა სხ-ის ან რაიმე საგნის ბუქსირების.

დ) გასწრებისას გამსწრებად ითვლება ის სხ, რომელიც უკნიდან უახლოვდება მეორე სხ-ს და ამ უკანასკნელის სიმეტრიის სიბრტყესთან ქმნის 700 –ზე ნაკლებ კუთხეს, ანუ გასასწრებ სხ-ის მიმართ იმყოფება ისეთ მდგომარეობაში, როდესაც ღამის საათებში შეუძლებელია რომელიმე მარჯვენა ან მარცხენა სააერნაოსნო ნათურის გარჩევა, გასასწრები სხ სარგებლობს უპირატესი უფლებით, ხოლო გამსწრები სხ, მიუხედავად იმისა იღებს სიმაღლეს, ეშვება თუ ასრულებს ჰორიზონტალურ ფრენას, გზას უთმობს მას მარჯვნივ მობრუნებით. არანაირი შემდგომი ცვლილება ამ ორი სხ-ის ერთმანეთის მიმართ მდებარეობაში, დამსწრებ სხ-ს არ ათავისუფლებს ამ მოთხოვნების შესრულების ვალდებულებისაგან მანამ, სანამ, სხვა სხ-ებამდე საკმაო ინტერვალის უზრუნველყოფით, გასწრება სრულად არ იქნება დამთავრებული.

ე) დაფრენისას:

ე.ა) სხ-მა, რომელიც ასრულებს ფრენას ან მოძრაობს ხმელეთზე ან წყალზე, გზა უნდა დაუთმოს იმ სხ-ს, რომელიც ასრულებს დაფრენას ან იმყოფება დასაფრენად შესვლის ბოლო საფეხურზე;

ე.ბ) როდესაც ჰაერზე უფრო მძიმე ორი ან რამდენიმე სხ დასაფრენად უახლოვდება აეროდრომს, მაშინ შედარებით მაღლა მყოფი სხ გზას უთმობს შედარებით დაბლა მყოფ სხ-ს, ოღონდ ამ უკანასკნელმა არ უნდა ისარგებლოს ამ წესით, თუ ის გზას უკვეთავს დასაფრენად შესვლის ბოლო საფეხურზე მყოფ სხ-ს ან აპირებს მის გასწრებას. ძალური დანადგარის მეშვეობით მოძრავი ჰაერზე უფრო მძიმე საჰაერო ხომალდი გზას უთმობს პლანერს;

ე.გ) სხ-მა, რომლისთვისაც ცნობილია, რომ მეორე სხ ასრულებს იძულებით დაფრენას, გზა უნდა დაუთმოს მას.

ვ) აეროდრომის სამანევრო ფართობზე მოძრავმა სხ-მა გზა უნდა დაუთმოს სხ-ს, რომელიც ასრულებს აფრენას ან ემზადება ასაფრენად.

ზ) სხ-ის ხმელეთზე მოძრაობისას:

ზ.ა) აეროდრომის სამუშაო ფართობზე მოძრავი ორი სხ-ის შეჯახების საშიშროების შემთხვევაში, მოქმედებს შემდეგი წესები:

ზ.ა.ა) შემხვედრი კურსით ან კურსით, რომელიც ახლოსაა შემხვედრთან, ორი სხ-ის მიახლოებისას ორივე მათგანი ჩერდება და, თუ ეს შესაძლებელია, უხვევს მარჯვნივ, საკმაო ინტერვალის დაცვით;

ზ.ა.ბ) გადამკვეთი კურსით ორი სხ-ის მიახლოებისას, სხ-მა, რომლის მარჯვენაც მდებარეობს მეორე სხ, გზა უნდა დაუთმოს მას;

ზ.ა.გ) გასასწრები სხ სარგებლობს უპირატესი უფლებით, ხოლო გამსწრები სხ იცავს საკმაო ინტერვალს სხვა სხ-ებამდე.

შენიშვნა 3: გამსწრები სხ-ის აღწერა იხ. ამ „წესების“ მე-9 მუხლის 2დ) პუნქტში.

ზ.ა) აეროდრომის სამანევრო ფართობზე მოძრავი სხ უნდა გაჩერდეს და დაიცადოს ადზ-თან მოცდის ყველა ადგილებში, თუ სააეროდრომო სამეთვალყურეო პუნქტიდან არ არის სხვა მითითება.

შენიშვნა 4: ინფორმაცია ადზ-თან მოცდის ადგილების მონიშვნასა და შესაბამის ნიშნებზე, მოცემულია მე-14 დანართის 1 ტომის 5.2.9 და 5.4.2 პუნქტებით .

ზ.გ) აეროდრომის სამანევრო ფართობზე მოძრავი სხ უნდა გაჩერდეს და დაიცადოს ყველგან, სადაც ჩართულია ნათურები „სდექ“ და მხოლოდ ამ ნათურის გამორთვის შემდეგ შეუძლია გზის გაგრძელება.

3. სხ-ის საბორტო ნათურები უნდა ჩაირთოს:

შენიშვნა 5: ამ პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად, თვითმფრინავებისათვის დაწესებული ნათურების მახასიათებლები განსაზღვრულია მე-8 დანართით. თვითმფრინავის სააერნაოსნო ნათურებისადმი ტექნიკური მოთხოვნები მოცემულია მე-6 დანართის 1-ლი და მე-2 ნაწილების დამატებებით. თვითმფრინავის ნათურების დაწვრილებითი ტექნიკური მოთხოვნები მოცემულია საფრენად ვარგისობის ტექნიკური სახელმძღვანელოს (Doc. 9051) მე-3 ნაწილში, ხოლო შვეულფრენებისათვის – ამავე სახელმძღვანელოს მე-4 ნაწილში.

შენიშვნა 6: მე-9 მუხლის 3 ბ) პუნქტის ბ.გ) ქვეპუნქტისა და 3დ) პუნქტის დ.ა) ქვეპუნქტების მიხედვით, სხ ექსპლუატირდება, როცა ის ასრულებს მიმოსვლას, ან ხდება მისი ბუქსირება, ან როცა იგი დროებით ჩერდება მიმოსვლის ან ბუქსირებისას.

შენიშვნა 7: წყალზე სხ-ის საბორტო ნათურების შესახებ ინფორმაცია იხ. ამ ”წესების“ მე-9 მუხლის 6 ბ) პუნქტებში.

ა) მე-9 მუხლის 3ე) პუნქტით ჩამოთვლილი შემთხვევების გარდა, მზის ჩასვლასა და ამოსვლას შორის შუალედში ყველა სხ-ზე, რომელიც ასრულებს ფრენას, უნდა ჩაირთოს შემდეგი ნათურები:

ა.ა) შეჯახების ასაცილებელი ნათურები (ციმციმა), განკუთვნილი სხ-სკენ ყურადღების მისაპყრობად;

ა.ბ) სააერნაოსნო ნათურები, განკუთვნილი დამკვირვებლისათვის სხ-ის ფრენის ტრაექტორიის მისათითებლად. სხვა ნათურები, თუ ისინი შეცდომით შეიძლება მიჩნეულ იქნეს აღნიშნულ ნათურებად, არ უნდა ჩაირთოს.

შენიშვნა 8: აღნიშნული სააერნაოსნო ნათურები ნაჩვენებია N 1 ნახაზზე (იხ. ამ ”წესების“ N 9 დანართი).

წითელი (Red) – ნათურა, რომელიც პროექცირდება თვითმფრინავის ჰორიზონტალური სიბრტყის ზევით და ქვევით და რომლის დანახვაც შეიძლება გრძივი ღერძის მარცხნიდან 1100 –იანი კუთხით.

მწვანე (Green) – ნათურა, რომელიც პროექცირდება თვითმფრინავის ჰორიზონტალურ სიბრტყის ზევით და ქვევით და რომლის დანახვაც შეიძლება გრძივი ღერძის მარჯვნიდან 1100 –იანი კუთხით.

თეთრი (White) – ნათურა, რომელიც პროექცირდება თვითმფრინავის ჰორიზონტალური სიბრტყის ზევით და ქვევით და რომლის დანახვაც შეიძლება უკნიდან დაკვირვებისას 1400 –იანი კუთხით.

ჰორიზონტალური სიბრტყე – სიბრტყე, რომლებიც შეიცავს გრძივ ღერძსა და თვითმფრინავის სიმეტრიის სიბრტყის შვეულს.

შენიშვნა 9: სხ-ის შესამჩნეობის ამაღლების მიზნით, შეჯახების ასაცილებლად ნათურებთან ერთად შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვა დანიშნულების ნათურები, როგორიცაა დასაფრენი ფარები და პლანერის პროჟექტორული განათების ნათურები.

ბ) მე-9 მუხლის 3-ე) პუნქტით ჩამოთვლილი შემთხვევების გარდა, მზის ჩასვლასა და ამოსვლას შორის შუალედში ან დღისით 2000 მ ან ნაკლები ხილვადობისას:

ბ.ა) აეროდრომის სამუშაო ფართობზე მოძრავ ყველა სხ-ზე უნდა ჩაირთოს სააერნაოსნო ნათურები, დამკვირვებლისათვის სხ-ის მოძრაობის ტრაექტორიის მისათითებლად განკუთვნილი. სხვა ნათურების ჩართვა, თუ ისინი შეცდომით შეიძლება მიჩნეული იქნება აღნიშნულ ნათურებად, არ შეიძლება:

ბ.ბ) სტაციონარული ან სხვა რომელიმე შესაბამისი განათების გარდა, აეროდრომის სამუშაო ფართობზე მყოფ ყველა სხ-ზე უნდა ჩაირთოს სხ-ის კონსტრუქციის ზომების მანიშნებელი ნათურები;

ბ.გ) აეროდრომის სამუშაო ფართობზე ექსპლუატირებულ ყველა სხ-ზე უნდა ჩაირთოს სხ-სკენ ყურადღების მისაპყრობი ნათურები;

ბ.დ) აეროდრომის მუშა ფართობზე მყოფ ყველა სხ-ზე, რომლის ძრავებიც მუშა მდგომარეობაშია, უნდა ჩაირთოს ძრავების მუშაობის მანიშნებელი ნათურები.

შენიშვნა 10: მე-9 მუხლის 3ა) პუნქტის ბ) ქვეპუნქტში აღწერილი სააერნაოსნო ნათურები, თუ ისინი სათანადოდ არის განლაგებული სხ-ზე, შეიძლება ასევე აკმაყოფილებდეს მე-9 მუხლის 3ბ) პუნქტის ბ.ბ) ქვეპუნქტის მოთხოვნებს, მე-9 მუხლის 3ა) პუნქტის ა.ა) ქვეპუნქტის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, სხ-ზე დაყენებულ შეჯახების ასაცილებელი წითელი ნათურები შეიძლება ასევე აკმაყოფილებდეს მე-9 მუხლის 3ბ) პუნქტის ბ.გ) და ბ.დ) ქვეპუნქტების მოთხოვნებს იმ პირობით, რომ დამკივირვებელს თვალს სახიფათოდ არ მოსჭრის.

გ) მე-9 მუხლის 3ე) პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ჰაერში მყოფ და, მე-9 მუხლის 3ა) პუნქტის ა.ა) ქვეპუნქტის მოთხოვნების შესაბამისად შეჯახების ასაცილებელი ნათურებით აღჭურვილ სხ-ზე, ეს ნათურები ირთვება მე-9 მუხლის 3ა) პუნქტით დადგენილი პერიოდის ფარგლებს გარეთაც.

დ) მე-9 მუხლის 3-ე) პუნქტით განსაზღვრული შემთხვევების გარდა, სხ-ზე, რომელიც:

დ.ა) ექსპლუატირდება აეროდრომის სამუშაო ფართობზე და მე-9 მუხლის 3ბ) პუნქტის ბ.გ) ქვეპუნქტის მოთხოვნების შესაბამისად აღჭურვილია შეჯამების ასაცილებელი ნათურებით; ან

დ.ბ) იმყოფება აეროდრომის სამუშაო ფართობზე და მე-9 მუხლის 3ბ) პუნქტის ბ.დ) ქვეპუნქტის მოთხოვნების შესაბამისად აღჭურვილია ნათურებით;

ეს ნათურები ასევე ირთვება მე-9 მუხლის 3ბ) პუნქტით დადგენილი პერიოდის ფარგლებს გარეთაც.

ე) ეკიპაჟს უფლება ეძლევა გამორთოს ან შეამციროს მე-9 მუხლის 3ა), 3ბ), 3გ) და 3დ) პუნქტების მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით დაყენებული ნებისმიერი იმ ციმციმას ნათების სიმძლავრე, თუ ის:

ე.ა) უარყოფითად მოქმედებს ეკიპაჟის მოვალეობების დამაკმაყოფილებლად შესრულებაზე;

ე.ბ) იწვევს ან შეიძლება გამოიწვიოს გარე დამკვირვებლის თვალის სახიფათოდ მოჭრა.

4. სხ-მა არ უნდა შეასრულოს სახელსაწყო სასწავლო ფრენები, თუ:

ა) სხ-ზე არ არის დაყენებული სავსებით გამართული შეწყვილებული მართვა;

ბ) კვალიფიცირებულ პილოტს არ უკავია სამუშაო ადგილი, რათა იმოქმედოს როგორც სახელსაწყო სასწავლო ფრენის შემსრულებელი პირის დამზღვევმა პილოტმა. დამზღვევ პილოტს სხ-ის წინ ყოველი მხრიდან უნდა ჰქონდეს საკმაო ხედვის არე, ან სხ-ზე უნდა იმყოფებოდეს კომპეტენტური დამკვირვებელი, რომელსაც კავშირი ექნება დამზღვევ პილოტთან და რომელიც დაიკავებს იმ ადგილს, საიდანაც მისი ხედვის არის სექტორი შეავსებს დამზღვევი პილოტის ხედვის არის სექტორს.

5. ეკიპაჟი სხ-ისა, რომელიც მოძრაობს აეროდრომზე ან აეროდრომის რაიონში, მიუხედავად იმისა, იმყოფება იგი მოძრაობის არეში თუ არა:

ა) აკვირდება აეროდრომზე მიმდინარე სხვა მოძრაობებს, შეჯახების აცილების მიზნით;

ბ) სარგებლობს სხვა სხ-ების მიერ გამოყენებული მოძრაობის სქემით ან არ შედის მასში;

გ) ყველა ბრუნს ასრულებს აფრენის შემდგომი და დასაფრენად შესვლის დადგენილი სქემების შესაბამისად, თუ არ არის სმმ-ის შესაბამისი ორგანოს სხვა მითითებები;

დ) აფრენას და დაფრენას ასრულებს ქარის მიმართულების საწინააღმდეგოდ, თუ უსაფრთხოების პირობები, ადზ-ის მდებარეობა ან საჰაერო მოძრაობასთან დაკავშირებული სხვა პირობები არ მიუთითებს სხვა მიმართულების არჩევის მიზანშეწონილობაზე.

შენიშვნა 11: დამატებით იხ. აღნიშნული „წესების“ მე-13 მუხლის 5ა) პუნქტი.

შენიშვნა 12: სააეროდრომო მოძრაობის არეებში შეიძლება გამოყენებული იქნეს დამატებითი წესები, რომლებიც ქვეყნდება სააერნაოსნო ინფორმაციის კრებულებით.

6. წყალზე მოქმედებისას საჭიროა შემდეგი წესების დაცვა:

ა) თუ ორი სხ ან სხ და წყალზედა ხომალდი უახლოვდება ერთმანეთს, და ამასთან, თუ არსებობს შეჯახების საშიშროება, სხ-მა ფრთხილად უნდა განაგრძოს მოძრაობა და მხედველობაში მიიღოს არსებული მდგომარეობა და პირობები, მათ შორის – მეორე ხომალდის შეზღუდვები.

ა.ა) გადამკვეთი კურსით მიახლოებისას სხ-მა გზა უნდა დაუთმოს მის მარჯვნივ მოძრავ სხ-ს ან წყალზედა ხომალდს, საკმაო ინტერვალის უზრუნველსაყოფად;

ა.ბ) სხ-მა, რომელიც უახლოვდება მეორე სხ-ს ან წყალზედა ხომალდს შემხვედრი კურსით ან კურსით, რომელიც ახლოსაა შემხვედრთან, უნდა მოუხვიოს მარჯვნივ საკმაო ინტერვალის უზრუნველსაყოფად;

ა.გ) გასწრებისას გასასწრები სხ ან წყალზედა ხომალდი სარგებლობს მოძრაობის გაგრძელების უპირატესი უფლებით, ხოლო გამსწრები ხომალდი იცვლის კურსს საკმაო ინტერვალის უზრუნველსაყოფად;

ა.დ) სხ-მა, რომელიც ასრულებს წყალზე დაფრენას ან აფრენას, შეძლებისდაგვარად უნდა შეინარჩუნოს საკმაო ინტერვალი ყველა წყალზედა ხომალდამდე და არ შეუქმნას დაბრკოლება მათ მოძრაობას.

ბ) მზის ჩასვლასა და ამოსვლას შორის შუალედში და დღისით 2000 მ და ნაკლები ხილვადობისას, წყალზე მყოფ ყველა სხ-ზე ირთვება, საერთაშორისო წესებით (1972 წლის გამოცემა) განსაზღვრული, ზღვაზე ხომალდების შეჯახების გასაფრთხილებელი საბორტო ნათურები, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამის გაკეთება პრაქტიკულად შეუძლებელია. ამ შემთხვევაში სხ-ზე მონტაჟდება ნათურები, რომლებიც მახასიათებლებითა და განლაგებით მაქსიმალურად შეესატყვისება საერთაშორისო წესების მოთხოვნებს.

შენიშვნა 13: წყალზე მყოფ თვითმფრინავებზე ჩართულ ნათურებზე მოთხოვნები განსაზღვრულია მე-6 დანართის 1-ლი და მე-2 ნაწილის დამატებებით.

    მუხლი 10. ფრენის გეგმა

1. დაგეგმილი ფრენის ან მისი ნაწილის შესახებ ინფორმაცია, რომელიც ეგზავნება საჰაერო მოძრაობის მომსახურების (სმმ-ის) ორგანოს, უნდა წარედგინოს ფრენის გეგმის ფორმით.

ა) ფრენის გეგმა წარედგინება:

ა.ა) ნებისმიერი ფრენის ან მისი ნაწილის დაწყებამდე, სამეთვალყურეო მომსახურებით უზრუნველყოფის მიზნით;

ა.ბ) სფწ-ით მიმდინარე ნებისმიერი ფრენის დაწყებამდე საკონსულტაციო საჰაერო სივრცის ფარგლებში;

ა.გ) დასახული რაიონის ფარგლებში ან იმ რაიონში, ან დასახულ მარშრუტზე ნებისმიერი ფრენის დაწყებამდე, როცა ამას მოითხოვს სმმ-ის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო მომსახურების (საფრენოსნო ინფორმაცია, ავარიული შეტყობინება, ძებნა და გადარჩენა) გაიოლების მიზნით;

ა.დ) დასახული რაიონის ფარგლებში ან იმ რაიონში ან დასახულ მარშრუტზე ნებისმიერი ფრენის დაწყებამდე, როცა ამას მოითხოვს სმმ-ის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო მეზობელი ქვეყნის შესაბამისი სამხედრო ან სმმ-ის ორგანოებთან კოორდინირების გაიოლების მიზნით, რათა თავიდან იქნეს აცილებული გზის გადაჭრა, რისი აუცილებლობაც შეიძლება შეიქმნას სხ-ის ამოსაცნობად;

ა.ე) საერთაშორისო საზღვრების გადაკვეთით მიმდინარე ნებისმიერი ფრენის დაწყებამდე.

შენიშვნა 1: ტერმინი „ფრენის გეგმა“ შესაბამისად აღნიშნავს ფრენის სრულ ინფორმაციას მთელ მარშრუტზე, ფრენის გეგმაში ჩართული ყველა პუნქტის ჩათვლით; ან შეზღუდული ინფორმაციას ფრენის მცირე ნაწილზე (მაგ. საჰაერო ტრასის გადაკვეთა, მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი აეროდრომიდან აფრენა ან დაფრენა) სამეთვალყურეო ნებართვის მისაღებად.

ბ) თუ არ არსებობს სმმ-ის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს სხვა მითითებები, სფწ-ით განმეორებადი ხასიათის ფრენის გეგმა გაფრენის წინ წარდგინება სმმ-ის შეტყობინებების შეგროვების პუნქტს ან გადაეცემა სმმ-ის შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს ან ჰაერი-მიწა“ ორმხრივი კავშირის მაკონტროლებელ რადიოსადგურს.

გ) თუ არ არსებობს სმმ-ის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო სხვა მითითებები, ფრენის გეგმა, რომელიც საჭიროებს სამეთვალყურეო ან საკონსულტაციო მომსახურებას, წარედგინება გაფრენამდე სულ მცირე 60 წუთით ადრე ან ფრენისას ისეთ დროს, რომ სმმ-ის შესაბამისმა უფლებამოსილმა ორგანომ შეტყობინება მიიღოს სულ მცირე 10 წთ-ით ადრე სხ - ის გაანგარიშებულ მიფრენამდე:

გ.ა) სამეთვალყურეო ან საკონსულტაციო რაიონში შესვლის დაგეგმილ პუნქტში;

ან

გ.ბ) საჰაერო ტრასის ან საკოსულტაციო მარშრუტის გადაკვეთის წერტილში.

2. ფრენის გეგმა უნდა შეიცავდეს სმმ-ის შესაბამისი ორგანოს მიერ განსაზღვრულ შემდეგ ინფორმაციას:

ა) სხ-ის ამოსაცნობი ინდექსი;

ბ) ფრენის ტიპი და შესრულების წესი;

გ) სხ-ის ნომერი, ტიპი და კვალზე ტურბულენტურობის კატეგორია;

დ) აღჭურვილობა;

ე) გამოფენის აეროდრომი (იხ.შენიშვნა 2);

ვ) ხუნდების აღების გაანგარიშებული დრო (იხ. შენიშვნა 3);

ზ) საკრეისერო სიჩქარეები;

თ) საკრეისერო ეშელონები;

ი) ფრენის მარშრუტი;

კ) დანიშნულების აეროდრომი და ფრენის სრული გაანგარიშებული დრო;

ლ) სათადარიგო აეროდრომები;

მ) საწვავის მარაგი;

ნ) სხ-ზე ადამიანების საერთო რაოდენობა;

ო) სხვა ინფორმაცია.

შენიშვნა 2: ფრენისას გეგმის წარდგენის შემთხვევაში, ამ პუნქტით მიეთითება ის ადგილი, საიდანაც აუცილებლობისას, შეიძლება მიღებულ იქნეს დამატებიი ინფორმაცია გეგმაზე.

შენიშვნა 3: ფრენისას გეგმის წარდგენის შემთხვევაში, ამ ნაწილში მიეთითება იმ მარშრუტის პირველი პუნქტის გადაფრენის დრო, რომელსაც ფრენის გეგმა ეხება.

შენიშვნა 4: თუ ფრენის გეგმაში გამოყენებულია ტერმინი „აეროდრომი“, იგი ასევე აღნიშნავს აეროდრომისაგან განსხვავებულ მოედნებს, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს გარკვეული ტიპის სხ-ების (შვეულმფრენები ან აეროსტატები) მიერ.

შენიშვნა 5: თუ ფრენის გეგმა წარედგინება ხუნდების აღების გაანგარიშებულ დრომდე 24 საათით ადრე, მაგრამ არა უმეტეს 144 საათისა (6 დღე-ღამე), მაშინ აუცილებელია მიეთითოს ფრენის თარიღი.

3. ფრენის გეგმის შედგენისას გაითვალისწინება შემდეგი:

ა) ფრენის გეგმა, მიუხედავად მისი წარდგენის მიზნისა, უნდა შეიცავდეს მთლიანი მარშრუტის ან მისი ნაწილის შესახებ ინფორმაციას „სათადარიგო აეროდრომამდე“ პუნქტის ჩათვლით.

ბ) ფრენის გეგმა უნდა შეიცავდეს ინფორმაციას ყველა სხვა პუნქტის მიხედვით, თუ ამას აწესებს სმმ-ის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო, ან თუ აუცილებლად მიაჩნია ფრენის გეგმის წარმდგენს.

გ) საერთაშორისო ფრენის შესასრულებლად წარდგენილი ფრენის გეგმა უნდა შეიცავდეს ფრენის სრულ ინფორმაციას დანიშნულების აეროდრომამდე და ფრენის თარიღს.

4. სფწ-ით ან ვფწ-ით მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარე ფრენებისას წარდგენილ ფრენის გეგმაში მე-13 მუხლის 2ბ) პუნქტის დებულებების შესაბამისად შეტანილი ყოველი ცვლილება, შეძლებისდაგვარად, დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს სმმ - ის შესაბამის ორგანოს. ვფწ-ით სხვა ფრენებისას ფრენის გეგმაში მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანა, შეძლებისდაგვარად, დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს სმმ-ის შესაბამისი ორგანოს.

შენიშვნა 6: თუ გაფრენამდე წარდგენილი ინფორმაცია საწვავის მარაგსა და ადამიანების საერთო რაოდენობაზე გაფრენის მომენტისათვის აღმოჩნდა არაზუსტი, მაშინ იგი მიეკუთვნება ფრენის გეგმაში მნიშვნელოვანი ცვლილებების პუნქტს და ექვემდებარება სავალდებულო შეტყობინებას.

შენიშვნა 7: ფრენის განმეორებად გეგმაში ცვლილებების შეტყობინების წესები მოცემულია 2PANSRAC(Doc.4444) ნაწილში.

5. ფრენის გეგმის დახურვა ხორციელდება შემდეგი წესის შესაბამისად:

ა) თუ არ არსებობს სმმ-ის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს სხვა მითითება, ყოველმა ეკიპაჟმა, რომელიც ფრენას ასრულებდა ფრენის გეგმის (სრული ან დანიშნულის აეროდრომამდე დარჩენილი ფრენის ნაწილის) მიხედვით, დაფრენის შესახებ დაუყოვნებლივ, დაფრენისთანავე უნდა აცნობოს დაფრენის აეროდრომის სმმ-ის შესაბამის სააეროდრომო ორგანოს პირადად ან რადიოსატელეფონო კავშირის საშუალებით.

შენიშვნა 8: თუ სხ-ზე არის რადიოშეტყობინება ან შუქსიგნალი, რომ დაფრენა მიმდინარეობდა მეთვალყურეობის ქვეშ, მაშინ აუცილებელი არ არის დაფრენაზე მოხსენების გაკეთება.

ბ) თუ ფრენის გეგმა შეეხება ფრენის მხოლოდ ნაწილს, მაშინ, საჭიროების შემთხვევაში, იგი იხურება სმმ-ის შესაბამისი ორგანოსათვის შესაბამისი მოხსენების გზით.

გ) თუ დაფრენის აეროდრომზე არ არის სმმ-ის ორგანო, მაშინ მოხსენება დაფრენაზე, შეძლებისდაგვარად დაუყოვნებლივ, დაფრენისთანავე ეგზავნება სმმ-ის უახლოეს ორგანოს ინფორმაციის გადაცემის ყველაზე სწრაფი საშუალებებით. თუ მოსალოდნელია, რომ სმმ-ის შესაბამისი ორგანო დაფრენაზე მოხსენებას ვერ მიიღებს დაფრენის გაანგარიშებული დროიდან 30 წუთის განმავლობაში, მაშინ მოხსენების წარდგენის გაანგარიშებული დრო შეიტანება ფრენის გეგმაში.

დ) თუ ცნობილია, რომ დაფრენის აეროდრომზე კავშირის არასაკმარისი საშუალებებია და არ არის დაფრენაზე ინფორმაციის გადაცემის სხვა სახმელეთო საშუალებები, მიღებულ უნდა იქნეს შემდეგი ზომები: უშუალოდ დაფრენის წინ სხ-დან, შეძლებისდაგვარად, სმმ-ის შესაბამის ორგანოს უნდა გადაეცეს მოხსენების მსგავსი შეტყობინება დაფრენაზე. სმმ-ის შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს ასეთი შეტყობინება შეიძლება გადაეცეს სმმ-ის სხვა ორგანოს ან სხვა სხ-ის მეშვეობით.

ე) მოხსენება სხ-ის დაფრენის შესახებ უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ე.ა) სხ-ის ამოსაცნობი ინდექსი;

ე.ბ) გამოფრენის აეროდრომი;

ე.გ) დანიშნულების აეროდრომი (მხოლოდ სათადარიგო აეროდრომზე დაფრენის შემთხვევაში);

ე.დ) დაფრენის აეროდრომი;

ე.ე) დაფრენის დრო.

შენიშვნა 9: მე-10 მუხლის 5) პუნქტის მოთხოვნების შეუსრულებლობამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული დარღვევები სმმ-ში და მნიშვნელოვანი ხარჯები უსარგებლო საძებნი-სამაშველო სამუშაოების ჩატარებაზე.

    მუხლი 11. სიგნალები

1. ამ „წესების“ მე-6 თავით განსაზღვრული, ნებისმიერი სიგნალის შემჩნევისას ან მიღების, სხ-მა უნდა იმოქმედოს ამ სიგნალის მნიშვნელობის შესაბამისად.

2. სიგნალების მნიშვნელობა განსაზღვრულია ამ ”წესების“ მე-6 თავით. ისინი გამოიყენება მხოლოდ გარკვეული მიზნებისათვის; სხვა სიგნალი, რომელიც შეცდომით შეიძლება მიჩნეული იქნეს ამ სიგნალად, არ გამოიყენება.

    მუხლი 12. დრო

1. გამოიყენება შეთანხმებული (კოორდინირებული) საერთაშორისო დრო (UTC), რომელიც გამოისახება საათებით და წუთებით, აუცილებლობის შემთხვევაში -წამებით (დაწყებული შუაღამიდან).

2. დროის შემოწმება უნდა მოხდეს მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარე ფრენის დაწყების წინ. ასევე, სხვა დროსაც, როდესაც ასეთი შემოწმება აუცილებელია.

შენიშვნა 1: როგორც წესი, ასეთი შემოწმებისას ზუსტ დროს ატყობინებს სმმ-ის ორგანო, თუ არ არის ექსპლუატანტის ან სმმ-ის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს სხვა მითითება.

    მუხლი 13. საჰაერო მოძრაობის სამეთვალყურეო მომსახურება

1. სამეთვალყურეო ნებართვის მიღების წესი შემდეგია:

ა) სამეთვალყურეო ნებართვის მიღება ხდება მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარე ფრენის ან მისი ნაწილის შესრულების დაწყების წინ. ასეთი ნებართვის მოთხოვნა ხდება სმმ-ის ორგანოსათვის ფრენის გეგმის წარდგენის გზით.

შენიშვნა 1: ფრენის გეგმა შეიძლება მოიცავდეს ფრენის მხოლოდ იმ ნაწილს ან იმ მანევრებს, რომლისთვისაც აუცილებელია სმმ-ის მომსახურება. სამეთვალყურეო ნებართვა, მისი მოქმედების საზღვრების შესაბამისად, შეიძლება ეხებოდეს ფრენის მიმდინარე გეგმის მხოლოდ ნაწილს ან ისეთ კონკრეტულ მანევრებს, როგორიცაა მიმოსვლა, დაფრენა ან აფრენა.

შენიშვნა 2: თუ სხ-ის მეთაურს არ აკმაყოფილებს სამეთვალყურეო ნებართვა, მან შეიძლება მოითხოვოს და, შესაძლებლობისას, მიიღოს შეცვლილი სამეთვალყურეო ნებართვა.

ბ) ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც სხ ითხოვს ნებართვას მოქმედებების რიგითობის შეცვლაზე, სმმ-ის შესაბამის ორგანოს უნდა წარედგინოს მოთხოვნა, სადაც აღნიშნული ცვლილებების აუცილებლობა იქნება დასაბუთებული.

გ) თუ გაფრენამდე სავარაუდოა (საწვავის მარაგზე დამოკიდებულებითა და ფრენისას ახალი სამეთვალყურეო ნებართვის არსებობისას) დანიშნულების შეცვლილ აეროდრომამდე ფრენის გაგრძელების გადაწყვეტილების მიღება, სმმ-ის შესაბამისმა ორგანოებმა ფრენის გეგმაში უნდა შეიტანოს ინფორმაცია მარშრუტისა დანიშნულების პუნქტის (თუ ცნობილია) შეცვლის შესახებ.

შენიშვნა 3: ეს დებულება აადვილებს სამეთვალყურეო ნებართვის მიღებას დანიშნულება შემცვლელ აეროდრომზე გასაფრენად, რომელიც, როგორც წესი, მდებარეობს რეგისტრირებული დანიშნულების აეროდრომიდან მოშორებით.

დ) სხ არ მოძრაობს მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი აეროდრომის სამანევრო ფართობზე სააეროდრომო სამეთვალყურეო პუნქტის ნებართვის გარეშე და ასრულებს ამ ორგანოს ყველა მითითებას.

2. ფრენის გეგმის შესრულების წესი მდგომარეობს შემდეგში:

ა) მე-13 მუხლის 3ბ) და 2დ) პუნქტებით აღწერილი შემთხვევების გარდა, სხ უნდა ასრულებდეს მეთვალყურეობის ქვეშ ფრენის მიმდინარე გეგმას ან მისი შესაბამის ნაწილს, თუ არ იყო მოთხოვნა მის შეცვლაზე და არ იყო მიღებული სმმ-ის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს ნებართვა, ან თუ არ შეიქმნა განსაკუთრებული ვითარება, რომელიც მოითხოვს სხ-ის ეკიპაჟის დაუყოვნებლივ ქმედებებს. თუ მდგომარეობა იძლევა საშუალებას, ეკიპაჟმა, საგანგებო უფლებამოსილებების აღების შემდეგ, სმმ-ის შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს უნდა აცნობოს საგანგებო უფლებამოსილებების საფუძველზე გატარებული ზომების შესახებ.

ა.ა) საქართველოს საჰაერო სივრცეში მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარე ფრენები, შეძლებისდაგვარად, სრულდება სმმ-ის დადგენილ მარშრუტებზე, ამ მარშრუტის ღერძული ხაზის გასწვრივ; ან დადგენილ მარშრუტებს გარეთ, სააერონოსნო საშუალებებსა და (ან) ამ მარშრუტის განსაზღვრულ პუნქტებს შორის, სმმ-ის შესაბამისი ორგანოს ნებართვებისა და მითითებების არსებობისას.

ა.ბ) მე-13 მუხლის 2ა) პუნქტისა ა.ა) ქვეპუნქტით ჩამოყალიბებული პრიორიტეტული მოთხოვნების გათვალისწინებით, სხ, რომელიც ფრენას ასრულებს სმმ-ის მარშრუტის მონაკვეთის (რომელიც განსაზღვრულია წრიული VHF-რადიოშუქურის მიმართ) გასწვრივ, ძირითადი სააერნაოსნო ინფორმაციის მისაღებად გადართვის წერტილში (თუ ის დადგენილია, ან რაც შეიძლება მის ახლოს) უნდა გადაერთოს სხ-ის უკან მდებარე სააერნაოსნო საშუალებებიდან მის წინ მდებარე სააერნაოსნო საშუალებებზე.

ა.გ) მე-13 მუხლის 2ა) პუნქტის ა.ა) ქვეპუნქტის მოთხოვნებიდან გადახვევის შესახებ უნდა ეცნობოს სმმს-ის შესაბამის ორგანოს.

ბ) მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარე ფრენისას, ფრენის მიმდინარე გეგმიდან განუზრახავი გადახრის შემთხვევაში, მიღებულ უნდა იქნეს შემდეგი ზომები:

ბ.ა) თუ სხ ასცდა კურსს, მიღებულ უნდა იქნეს კურსის გასასწორებელი ზომები, სხ-ის დასახულ მარშრუტზე სასწრაფოდ დასაბრუნებლად;

ბ.ბ) თუ ორ საკონტროლო პუნქტს შორის საკრეისერო ეშელონზე იცვლება ან მოსალოდნელია ფრენის გეგმით მითითებული ნამდვილი საჰაერო სიჩქარის საშუალო მნიშვნელობის შეცვლა პლუს-მინუს 5%-ით, ამის შესახებ უნდა ეცნობოს სმმ-ის შესაბამის ორგანოს;

ბ.გ) თუ აღმოჩნდა, რომ მორიგი დასახული საკონტროლო პუნქტის, საფრენოსნო ინფორმაციის რაიონის საზღვრის გადაფრენის ან დანიშნულების აეროდრომზე დაფრენის დროის გაანგარიშება (იმისდა მიხედვით, თუ რომელი აღმოჩნდება პირველი) 3 წთ-ზე მეტით განსხვავდება ფრენის გეგმით მითითებული დროისაგან, მაშინ რაც შეიძლება სასწრაფოდ უნდა ეცნობოს სმმ-ის შესაბამის ორგანოს გადაანგარიშებულ დროზე.

გ) ფრენის გეგმაში ცვლილებების შეტანის განაცხადი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:

გ.ა) საკრეისერო ეშელონის შეცვლისას: სხ-ის ამოსაცნობი ინდექსი, მოთხოვნილი ახალი საკრეისერო ეშელონი და საკრეისერო სიჩქარე ამ ეშელონზე, გადაანგარიშებული დრო და, აუცილებლობისას, საფრენოსნო ინფორმაციის მორიგი რაიონის საზღვრის გადაკვეთის გადაანგარიშებული დრო;

გ.ბ) მარშრუტის შეცვლისას (დანიშნულების პუნქტი არ იცვლება): სხ-ის ამოსაცნობი ინდექსი, ფრენის შესრულების წესი, ფრენის ახალი მარშრუტის აღწერა მარშრუტზე მოთხოვნილი ცვლილებების დაწყების ადგილიდან ყველა მონაცემის ჩათვლით, რომელიც შეეხება ფრენის გეგმას, გადასინჯული დროის გათვლა და სხვა ნებისმიერი ინფორმაცია;

გ.გ) მარშრუტის შეცვლისას (დანიშნულების პუნქტი იცვლება): სხ-ის ამოსაცნობი ინდექსი, ფრენების შესრულების წესი, შეცვლილი მარშრუტის აღწერა დანიშნულების აეროდრომამდე მარშრუტზე მოთხოვნილი ცვლილებების დაწყების ადგილიდან ყველა მონაცემის ჩათვლით, რომელიც შეეხება ფრენის გეგმას: დროის გადაანგარიშება, სათადარიგო აეროდრომი და ნებისმიერი სხვა ინფორმაცია.

დ) თუ ცხადი ხდება, რომ ვიზუალურ მეტეოპირობებში შეუძლებელია ფრენა მიმდინარე გეგმის მიხედვით ამინდის პირობების გაუარესება ვფწ-ით ფრენის მინიმუმზე ქვევით, მაშინ სხ-მა, რომელიც ვფწ-ით ასრულებს მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარე ფრენას:

დ.ა) უნდა მოითხოვოს შეცვლილი ნებართვა ვფწ-ით ფრენის გაგრძელებაზე დანიშნულების ან სათადარიგო აეროდრმამდე ან იმ საჰაერო სივრცის დატოვებაზე, რომლის ფარგლებშიც საჭიროა სამეთვალყურეო ნებართვა; ან

დ.ბ) თუ შეუძლებელია დ.ა) ქვეპუნქტის შესაბამისი ნებართვის მიღება, უნდა გააგრძელოს ფრენა ვფწ-ით და სმმ-ის შესაბამისი ორგანოს შეატყობინოს მიღებული გადაწყვეტილება: დატოვებს შესაბამის საჰაერო სივრცეს თუ შეასრულებს დაფრენას შესაფერის უახლოეს აეროდრომზე; ან

დ.გ) თუ ფრენები სრულდება სამეთვალყურეო არეში, უნდა მოითხოვოს ვწფ-ით სპეციალური ფრენის შესრულების ნებართვა; ან

დ.დ). მოითხოვოს სფწ-ით ფრენის შესრულების ნებართვა.

3. სხ-მა, რომელიც ფრენებს ასრულებს მეთვალყურეობის ქვეშ, სმმ-ის შესაბამის ორგანოს, სხვა აუცილებელ ინფორმაციასთან ერთად, უნდა შეატყობინოს ყოველი დადგენილი სავალდებულო საკონტროლო პუნქტის გადაფრენის დრო და სიმაღლე, გარდა იმ შემთხვევებისა, რომელიც გათვალისწინებულია სმმ-ის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს ან სმმ-ის შესაბამისი ორგანოს მიერ იმ პირობებით, რომელსაც განსაზღვრავს ასეთი უფლებამოსილი ორგანო. შეტყობინება ადგილმდებარეობაზე ასევე კეთდება დამატებითი საკონტროლო პუნქტის გადაფრენისას სმმ-ის შესაბამისი ორგანოს მოთხოვნისდა მიხედვით, თუ არ არის დადგენილი საკონტროლო პუნქტები, მაშინ შეტყობინება ადგილმდებარეობაზე გადაიცემა დროის იმ შუალედებით, რომელსაც ადგენს სმმ-ის უფლებამოსილი ორგანო ან მიუთითებს სმმ-ის შესაბამის ორგანო.

4. სამეთვალყურეო მომსახურების საჭიროების დასრულების შემდეგ, სხ-მა, რომელიც ასრულებს ფრენას მეთვალყურეობის ქვეშ, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ამის შესახებ სმმ-ის შესაბამის ორგანოს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დაფრენა სრულდება მეთვალყურეობის ქვეშ მყოფ აეროდრომზე.

5. აუცილებელია კავშირი შემდეგი წესის შესრულება:

ა) სხ, რომელიც ფრენას ასრულებს მეთვალყურეობის ქვეშ, უნდა ახორციელებდეს სმმ-ის ორგანოს ”ჰაერიმიწა“ სამეტყველო კავშირის შესაბამისი არხის განუწყვეტელ მოსმენას და, აუცილებლობისას, დაამყაროს მასთან ორმხრივი კავშირი.

ბ) თუ რადიოკავშირის მტყუნება აბრკოლებს მე-13 მუხლის 5ა) პუნქტის მოთხოვნების შესრულებას, სხ-მა უნდა შეასრულოს მე-10 დანართის მე-2 ტომით განსაზღვრული მოქმედებების თანამიმდევრობა რადიოკავშირის მტყუნებისას და ასევე, ქვემოთ ჩამოთვლილი ის წესები, რომლებიც მიღებულია ასეთი შემთხვევებისათვის. გარდა ამისა, სხ-მა, რომლებიც წარმოადგენს სააეროდრომო მოძრაობის ნაწილს მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი აეროდრომის თავზე, თვალყური უნდა ადევნოს იმ მითითებებს, რომლებიც შეიძლება გადაცემულ იქნეს ვიზუალური სიგნალების საშუალებით.

ბ.ა) თუ მოხდა კავშირის მტყუნება ვფწ-ით ფრენისას, მაშინ სხ-მა უნდა:

ბ.ა.ა) გააგრძელოს ვფწ-ით ფრენა;

ბ.ა.ბ) შეასრულოს დაფრენა უახლოეს შესაფერის აეროდრომზე; და

ბ.ა.გ) მოფრენის შესახებ აცნობოს სმმ-ის შესაბამის ორგანოს ინფორმაციის გადაცემის ყველაზე სწრაფი საშუალებებით.

ბ.ბ) თუ მოხდა კავშირის მტყუნება სფწ-ით ფრენისას ან ამინდის ისეთ პირობებში, როდესაც შეუძლებელია ფრენის დამთავრება მე-13 მუხლის 5ბ) პუნქტის ბ.ა.) ქვეპუნქტის შესაბამისად (იხ. შენიშვნა 4), მაშინ სხ-მა უნდა:

ბ.ბ.ა) შეინარჩუნოს ბოლო დასახული სიჩქარე და ეშელონი ან ფრენის მინიმალური აბსოლუტური სიმაღლე, თუ ის ეშელონზე მეტია, 20 წთ-ის განმავლობაში მას შემდეგ, რაც სხ-ის ეკიპაჟმა დაკარგა კავშირი და ვერ შეძლო შეტყობინებების სავალდებულო გადაცემის პუნქტში ადგილმდებარეობის შეტყობინება. ამის შემდეგ ცვლის სიჩქარესა და ეშელონს წარდგენილი ფრენის გეგმის მიხედვით;

ბ.ბ.ბ) გააგრძელოს მარშრუტზე ფრენა მიმდინარე გეგმის მიხედვით, იმ სააერონოსნო საშუალებებამდე, რომელიც ემსახურება დანიშნულების აეროდრომს და, ამ პუნქტის ბ.ბ.გ) ქვეპუნქტის მოთხოვნის შესრულების აუცილებლობის შემთხვევაში, დაშვების დაწყებამდე შეასრულოს ფრენა მოცდის რეჟიმში ამ საშუალებების თავზე;

ბ.ბ.გ) დაიწყოს დაშვება ამ პუნქტის ბ.ბ.ბ) ქვეპუნქტით განსაზღვრული სააერნაოსნო საშუალებებიდან უშუალოდ ბოლოს მიღებულ და დამოწმებულ დასაფრენად შესვლის სავარაუდო დროს ან რაც შეიძლება ახლოს ამ დროსთან; ან, თუ დასაფრენად შესვლის გაანგარიშებული დრო არ იქნა მიღებული და დამოწმებული, სხ-მა უნდა დაიწყოს დაშვება ფრენის მიმდინარე გეგმით აღნიშნულ მოფრენის გაანგარიშებულ დროს ან რაც შეიძლება ახლოს ამ დროსთან;

ბ.ბ.დ) შეასრულოს დასაფრენად ჩვეული სახელსაწყო შესვლა იმ წესით, რომელიც დადგენილია აღნიშნული სააერნაოსნო საშუალებისათვის; და

ბ.ბ.ე) შეძლებისდაგვარად, შეასრულოს დაფრენა ამ პუნქტის ბ.ბ.დ) ქვეპუნქტით მოცემული მოფრენის გაანგარიშებული დროიდან 30 წუთის განმავლობაში, ან დასაფრენად შესვლის ბოლოს დამოწმებული გაანგარიშებული დროიდან; ამასთან ამ ორიდან არჩეულ უნდა იქნეს ბოლოს მიღებულ დრო.

ბ.გ) გამოფრენა სხ-მა, რომელიც სახელსაწყო მეტეოროლოგიურ პირობებში ასრულებს სფწ –ით ფრენას მეთვალყურეობის ქვეშ და ადასტურებს მარშრუტზე ფრენის ეტაპისათვის საწყისი ან შუალედური ნებართვით სიმაღლის აღებას ფრენის მიმდინარე გეგმით მითითებულისაგან განსხვავებულ ეშელონამდე, ორმხრივი კავშირის დაკარგვის შემთხვევაში, თუ სიმაღლის აღების ნებართვაში დადგენილი არ არის შეზღუდვები დროში ან რაიმე გეოგრაფიული შეზღუდვები, უნდა შეინარჩუნოს ნებადართული ეშელონში 3 წუთის განმავლობაში და შემდეგ გააგრძელოს ფრენა მიმდინარე გეგმის მიხედვით.

ბ. დ) გამფრენმა სხ-მა, რომელიც ასრულებს მეთვალყურეობის ქვეშ ფრენას სფწ-ით და რადიოლოკატორით მიმართულია ფრენის მიმდინარე გეგმით მითითებული მარშრუტი დან გვერდით, ორმხრივი კავშირის დაკარგვის შემთხვევაში, რაც შეიძლება მოკლე, სწორი ტრაექტორიით უნდა აიღოს კურსი ფრენის მიმდინარე გეგმით მითითებული მარშრუტისაკენ.

შენიშვნა 4: ამ წესების“ მე –13 მუხლის 5ბ) პუნქტის ბ.ა) ქვეპუნქტით მითითებული მეტეოროლოგიური პირობების შესაბამისად, მისი დებულებები ვრცელდება მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარე ყველა ფრენაზე, მაშინ, როცა მე –13 მუხლის 5 ბ), 5გ), 5დ) პუნქტების დებულებები ვრცელდება მხოლოდ სფწ-ით ფრენებზე.

შენიშვნა 5: მოცემულ საჰაერო სივრცეში სხვა ფენებთან დაკავშირებით სამეთვალყურეო სმმ-ის უზრუნველყოფისას, რადიოკავშირის მტყუნების შემთხვევაში სხ-მა უნდა დაიცვას მე – 13 მუხლის 5ბ) პუნქტის ბ.ბ) ქვეპუნქტით განსაზღვრული წესები.

შენიშვნა 6: სხ-ზე, რომელიც აღჭურვილია მეორეული მიმოხილვითი რადიოლოკატორის (მმრლ) მიმღებ-გადაცემებით, უნდა დაყენდეს კოდი 7600.

    მუხლი 14. უკანონო ჩარევა

1. სხ-მა, რომელიც გახდა უკანონო ჩარევის ობიექტი, უნდა შეეცადოს სმმ-ის შესაბამის ორგანოს აცნობოს ამ ფაქტის, მასთან დაკავშირებული ყველა აუცილებელი მდგომარეობისა და ფრენის გეგმიდან ნებისმიერი გადახვევის შესახებ, რათა სმმ-ის ორგანომ ასეთი სხ უზრუნველყოს მოქმედებების უპირატესობით და მინიმუმამდე დაიყვანოს ამ და სხვა სხ-ებს შორის კონფლიქტური ვითარების წარმოქმნის შესაძლებლობა.

2. თუ სხ-ს არ შეუძლია სმმ-ის ორგანოს აცნობოს უკანონო ჩარევის ფაქტი, მაშინ:

ა) სხ-ის მეთაურმა უნდა გააგრძელოს ფრენა დასახული კურსით და დასახულ საკრეისერო ეშელონზე მანამდე მაინც, სანამ არ მიეცემა სმმ-ის ორგანოს შეტყობინების შესაძლებლობა ან სანამ სხ არ აღმოჩნდება რადიოლოკატორული საშუალებების მოქმედების ფარგლებში.

ბ) სხ-მა, რომლის მიმართაც განხორციელდა უკანონო ჩარევის აქტი და ამასთან, არა აქვს სმმ-ის ორგანოებთან კავშირი, უნდა გადაუხვიოს დასახული კურსიდან ან დასახული საკრეისერო ეშელონიდან და სხ-ის მეთაურმა, შეძლებისდაგვარად:

ბ.ა) უნდა შეეცადოს მეტად მაღალ ავარიულ და სხვა შესაბამის სიხშირეებზე გადასცეს შეტყობინება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამის გაკეთება შეუძლებელია სხ-ზე შექმნილი მდგომარეობის გამო. ასევე, თუ ეს მიზანშეწონილია და მდგომარეობა იძლევა ამის საშუალებას, უნდა გამოიყენოს სხვა საშუალებები, როგორიცაა საბორტო მიმღებ-გადამცემები, მონაცემთა გადაცემის ხაზები და სხვა მისთანა; და

ბ.ბ) უნდა განაგრძოს ფრენა საკრეისეროსაგან (რომელიც ჩვეულებრივ გამოყენება აღნიშნულ რაიონში სფწ-ით ფრენისას) 300 მ-ით (1000 ფუტი) განსხვავებულ ეშელონზე, ფრენის 290 ეშელონის ზემოთ ყოფნისას, და 150მ-ით (500 ფუტი) განსხვავებულ ეშელონზე, ფრენის 290 ეშელონის ქვემოთ ყოფნისას.

შენიშვნა 1: სხ-ის იმ ეკიპაჟის მოქმედებების თანამიმდევრობა, რომელსაც უჭრიან გზას და ხდება უკანონო ჩარევის ობიექტი, ჩამოყალიბებულია ამ ”წესების“ მე –15 მუხლში.

შენიშვნა 2: სხ-მა, რომელიც აღჭურვილია მმრლ-ით, უკანონო ჩარევის შეტყობინებისათვის უნდა დააყენოს კოდი 7500.

შენიშვნა 3: უკანონო ჩარევისას, სმმ-ის ორგანოების მოვალეობები ჩამოყალიბებულია ”სმმ-ის სახელმძღვანელოთი“.

    მუხლი 15. გზის გადაჭრა

1. სამოქალაქო სხ-ების გზის გადაჭრის წესები განისაზღვრება ამ ”წესებითა“ და ადმინისტრაციული დირექტივებით, ასევე – შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცემული წესებით.

2. გზაგადაჭრილი სამოქალაქო სხ-ის მეთაურმა უნდა იმოქმედოს ამ ”წესების“ 34-ე და 35-ე მუხლების შესაბამისად, მოახდინა ვიზუალური სიგნალების მნიშვნელობის ინტერპრეტირება და უპასუხოს მათ 36-ე მუხლის შესაბამისად.

შენიშვნა 1: დამატებით იხ. მე –3 მუხლის 1-ლი პუნქტი და მე –11 მუხლი.

    მუხლი 16. საქართველო საჰაერო სივრცის კლასიფიკაცია

1. საქართველოს საჰაერო სივრცე კლასიფიცირდება და აღინიშნება შემდეგნაირად:

A კლასი

ნებადართულია მხოლოდ სფწ-ით ფრენა; ყველა სხ-უზრუნველყოფილია სამეთვალყურეო მომსახურებით და ეშელონირებით.

აუცილებელია მუდმივი ორმხრივი კავშირი.

საჭიროა სამეთვალყურეო ნებართვა.

ვფწ-ით ფრენები არ დაიშვება.

C კლასი

ნებადართულია ფრენები სფწ-ით და ვფწ-ით;

ყველა სხ უზრუნველყოფილია სამეთვალყურეო მომსახურებით და ეშელონირებით, სფწ-ით ფრენისას სხ-ები ეშელონირდება იმ სხ-ების მიმართ, რომლებიც ასრულებენ ფრენებს სფწ-ით და ვფწ-ით. ვფწ-იფ ფრენისას სხ-ები ეშელონირდება იმ სხ-ების მიმართ, რომლებიც ასრულებენ ფრენებს სფწ-ით, და იღებენ ინფორმაციას ვფწ-ით მფრენ სხ-ებზე.

აუცილებელია მუდმივი ორმხრივი კავშირი.

საჭიროა სამეთვალყურეო ნებართვა.

G კლასი

ნებადართულია ფრენები სფწ-ით და ვფწ-ით და მოთხოვნისდა მიხედვით, ხდება საფრენოსნო საინფორმაციო მომსახურება.

სფწ-ით ფრენისას აუცილებია მუდმივი ორმხრივი კავშირი.

თითოეული კლასის საჰაერო სივრცის ფარგლებში ფრენებისადმი წაყენებული მოთხოვნები მოცემულია N 1 ცხრილით (იხ. ამ წესების“ N 3 დანართი).

შენიშვნა 1: იქ, სადაც სმმ-ის საჰაერო სივრცის ერთი კლასი ეხება საჰაერო სივრცის სხვა კლასს შვეულ სიბრტყეში, ანუ ისინი განლაგებულია ერთმანეთის თავზე, მაშინ საერთო ეშელონზე ფრენები უნდა განხორციელდეს საჰაერო სივრცის იმ კლასის მოთხოვნებით, რომლებიც ნაკლებად მკაცრია და უზრუნველყოფილ უნდა ქნეს შესაბამისი მომსახურებით. ამ კრიტერიუმების გამოყენებით, საჰაერო სივრცის B კლასის მოთხოვნები ნაკლებად მკაცრია A კლასის მოთხოვნებზე, C კლასისა – B კლასის მოთხოვნებზე და ა.შ. იხ. ცხრილი N 1.

2. სიჩქარის შეზღუდვები. 3050 მ (FL 100) ფრენის ეშელონზე ქვემოთ ფრენისას, სხ-ის სახელსაწყო სიჩქარე არ უნდა აღემატებოდეს 460 კმ/სთ (250 კვანძი):

ა) სფწ – ით ფრენისას G კლასის საჰაერო სივრცეში;

ბ) ვფწ - ფრენისას C და G კლასის საჰაერო სივრცეში.

იხ. ცხრილი N 1 (იხ. ამ ”წესების“ N 3 დანართი).

განსაკუთრებული ვფწ-ით ფრენებისათვის, დადგენილია სახელმწიფო სიჩქარის შეზღუდვა 260 კმ/სთ (140 კვანძი).

    მუხლი 17. ფრენები ზებგერითი და ბგერითთან დაახლოებული სიჩქარით

საქართველოს საჰაერო სივრცეში ზებგერითი სიჩქარით ფრენები დაიშვება მხოლოდ იმ სიმაღლეებზე, რომლებზეც გამორიცხულია მათი უარყოფითი ზემოქმედება გარემოზე. საქართველოს საჰაერო სივრცეში სამოქალაქო საჰაერო ხომალდების მიერ ბგერითი ბარიერის გადალახვა აკრძალულია.

თავი IV

ვიზუალური ფრენის წესები

    მუხლი 18. ვიზუალური მეტეოპირობები

ვფწ-ით ფრენისას ხილვადობა და ღრუბლიანობამდე მანძილი ტოლი ან მეტი უნდა იყოს N 2 ცხრილით (იხ. ამ წესების“ N 4 დანართი) განსაზღვრულ სიდიდეებზე, გარდა სპეციალური ვფწ-ით ფრენებისა.

    მუხლი 19. ვფწ-ით ფრენები სამეთვალყურეო და სააეროდრომო მოძრაობის არეებში

1. გარდა სმმ-ის შესაბამისი ორგანოს მიერ ნებადართული შემთხვევებისა, ვფწ-ით ფრენისას, არ უნდა შესრულდეს სამეთვალყურეო არეში მყოფი აეროდრომიდან აფრენა ან დაფრენა, ან სააეროდრომო მოძრაობის არეში ან მოძრაობის სქემაზე შესვლა, თუ:

ა) ღრუბლების ქვედა საზღვრის სიმაღლე 450 მ-ზე (1500 ფუტი) ნაკლებია;

ბ) ხილვადობა ხმელეთზე 5 კმ-ზე ნაკლებია.

2. სპეციალური ვფწ-ით ფრენები ნებადართულია, თუ:

ა) დღისით – ხილვადობა ხმელეთზე არის 5 კმ-ზე ნაკლები, მაგრამ არანაკლებ 3 კმ-ისა და ღრუბლამდე მანძილი იძლევა დასახულ მინიმალურ სიმაღლეზე ფრენის წარმართვის საშუალებას;

ბ) ღამით – უღრუბლობისას ხილვადობა ხმელეთზე არანაკლებ 3 კმ-ია და არსებობს ვიზუალური კონტაქტი სახმელეთო ობიექტებთან.

    მუხლი 20. ვფწ-ით ფრენა ღამით

ღამით ერთძრავიანი სამოქალაქო სხ-ის და მე-3 კლასის საფრენოსნო-ტექნიკური მახასიათებლების მქონე შვეულმფრენების ვფწ-ით ფრენები აკრძალულია.

    მუხლი 21. ვფწ-ით ფრენები 195 ეშელონზე მაღლა

ვფწ-ით ფრენა 195 ეშელონზე მაღლა არ სრულდება.

    მუხლი 22. მინიმალური სიმაღლეები ვფწ-ით ფრენებისათვის

1. გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს აუცილებელია ასაფრენად ან დასაფრენად, ან არის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს ნებართვა, ვფწ-ით ფრენები არ უნდა შესრულდეს:

ა) მჭიდროდ დასახლებული რაიონებისა და ღია ცის ქვეშ შეგროვილი ადამიანების თავზე, სხ-დან 600 მ-ის რადიუსში ყველაზე მაღალი დაბრკოლებიდან 300 მ სიმაღლეზე (1000 ფუტი) დაბლა;

ბ) გარდა ა) პუნქტით აღნიშნულისა, ნებისმიერ სხვა რაიონში ხმელეთიდან ან წყლის ზედაპირიდან 150 მ სიმაღლეზე (500 ფუტი) დაბლა.

შენიშვნა 1: დამატებით იხ. ამ ”წესების“ მე-8 მუხლის 2) პუნქტი.

    მუხლი 23. ვფწ-ით ფრენის საკრეისერო ეშელონები

თუ სამეთვალყურეო ნებართვაში არ არის რაიმე მითითება ან შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მითითებები, მაშინ ვფწ-ით ჰორიზონტალური საკრეისერო ფრენები ხმელეთიდან ან წყლის ზედაპირიდან 300 მ-ზე (1000 ფუტი) მაღლა უნდა შესრულდეს მიმართულების ხაზის შესაბამის ეშელონზე, საკრეისერო ეშელონების ცხრილის შესაბამისად.

    მუხლი 24. ვფწ-ით ფრენების სმმ

1. ვფწ-ით ფრენები უნდა შესრულდეს ამ ”წესების“ მე-13 მუხლის შესაბამისად:

ა) როდესაც ფრენა სრულდება C კლასის საჰაერო სივრცის ფარგლებში;

ბ) როდესაც ფრენა წარმოადგენს მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი სააეროდრომო მოძრაობის ნაწილს;

გ) როდესაც სრულდება სპეციალური ვფწ-ით ფრენა.

    მუხლი 25. რადიოკავშირი ვფწ-ით ფრენისას

რაიონის ფარგლებში სმმ-ის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ, მე-10 მუხლის 1ა) პუნქტის ა.გ.) ან ა.დ) პუნქტების შესაბამისად, დადგენილ მარშრუტზე ვფწ-ით ფრენისას, ხორციელდება საფრენოსნო ინფორმაციით უზრუნველმყოფი სმმ-ის ორგანოს შესაბამისი რადიო-სიხშირის განუწყვეტელი მოსმენა და, საჭიროებისას, სხ-ის ადგილმდებარეობის შეტყობინება.

    მუხლი 26. ვფწ-დან სფწ-ით ფრენაზე გადასვლა

1. სხ-მა, რომელიც ასრულებს ვფწ-ით და განზრახული აქვთ გადასვლა სფწ-ზე, უნდა იმოქმედოს შემდეგნაირად:

ა) თუ წარდგენილი იყო ვფწ-ით ფრენის გეგმა – ატყობინებს ფრენის მიმდინარე გეგმაში შესატან აუცილებელ ცვლილებებზე;

ბ) მე-10 მუხლის 1ბ) პუნქტის შესაბამისად, სმმ-ის შესაბამის ორგანოს წარუდგენს ფრენის გეგმას და იღებს ნებართვას მეთვალყურეობის ქვეშ მყოფ საჰაერო სივრცეში სფწ-ით ფრენაზე გადასვლამდე.

თავი V

სახელსაწყო ფრენის წესები

    მუხლი 27. სფწ-ით ფრენის წესები

1. მარშრუტზე ფრენისას სხ აღჭურვილი უნდა იყოს სათანადო ხელსაწყოებით და სააერნაოსნო საშუალებებით.

ა) ღამით და სახელსაწყო მეტროლოგიურ პირობებში ერთძრავიანი სამოქალაქო საჰაერო ხომალდებისა და მე-3 კლასის საფრენოსნო-ტექნიკური მახასიათებლების მქონე შვეულმფრენები აკრძალულია.

2. გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აუცილებელია აფრენის ან დაფრენისას ან არის სმმ-ის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს ნებართვა, სფწ-ით ფრენები უნდა შესრულდეს ფრენის მინიმალურ აბსოლუტურ სიმაღლეზე (რომელსაც ადგენს ის სახელმწიფო, რომლის ტერიტორიის თავზეც ხორციელდება ფრენა) დაბლა; იქ, სადაც მინიმალური სიმაღლეები დადგენილი არ არის, სფწ-ით ფრენა სრულდება:

ა) შემაღლებებისა და მთიანი მხარის თავზე იმ სიმაღლეზე, რომელიც 600-ით (2000 ფუტით) მაინც აღემატება სხ-ის სავარაუდო ადგილმდებარეობიდან 8 კმ-ის ფარგლებში მდებარე ყველაზე მაღალ დაბრკოლებას.

ბ) გარდა ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებულისა, სხვა ნებისმიერ შემთხვევაში – სიმაღლეზე, რომელიც 300 მ-ით (1000 ფუტით) მაინც აღემატება სხ-ის სავარაუდო ადგილმდებარეობიდან 8 კმ-ის ფარგლებში მდებარე ყველაზე მაღალ დაბრკოლებას.

შენიშვნა1: სხ-ის სავარაუდო ადგილმდებარეობის განსაზღვრისას, მხედველობაში მიიღება ის სანაოსნო სიზუსტე, რომელიც მიიღწევა მარშრუტის შესაბამის უბანზე (მონაკვეთზე), სხ-ზე და ხმელეთზე არსებული სანაოსნო აღჭურვილობებით.

შენიშვნა 2: დამატებით იხ. ამ ”წესების“ მე-8 მუხლის 2) პუნქტი.

3. სფწ-დან ვფწ-ით ფრენაზე გადასვლა ექვემდებარება შემდეგ წესს:

ა) თუ სფწ-ით ფრენისას, სხ-ს განზრახული აქვს ვფწ-ზე გადასვლა, სმმ-ის შესაბამის ორგანოს (თუ წარდგენილი იყო ფრენის გეგმა) უნდა შეატყობინოს სფწ-ით ფრენის შეწყვეტის განზრახვა და ფრენის მიმდინარე გეგმაში შესატანი ცვლილებები.

ბ) სხ-მა, რომელიც სფწ-ით ფრენისას იმყოფება ან ხვდება ვიზუალურ მეტეოპირობებში, არ უნდა შეწყვიტოს სფწ-ით ფრენა, თუ დროის საკმაოდ ხანგრძლივობის პერიოდის განმავლობაში ნავარაუდევი არ არის მდგრადი ვიზუალური მეტეოპირობები და არ არის ამ პირობებში ფრენის გაგრძელების გადაწყვეტილება.

    მუხლი 28. მეთვალყურეობის ქვეშ მყოფ საჰაერო სივრცეში სფწ-ით ფრენის წესები

1. მეთვალყურეობის ქვეშ მყოფ საჰაერო სივრცეში სფწ-ით ფრენისას, უნდა შესრულდეს ამ წესების“ მე-13 მუხლი.

2. მეთვალყურეობის ქვეშ მყოფ საჰაერო სივრცეში, კრეისერულ რეჟიმში სფწ-ით ფრენა უნდა განხორციელდეს:

საკრეისერო ეშელონზე, ან

კრეისერულ რეჟიმში სიმაღლის აღების ნებართვის მიღებისას, ორ ეშელონს შორის, ან

საკრეისერო ეშელონების ცხრილის“ (ცხრილი N 3-იხ. ამ წესების“ N 5 დანართი) საფუძველზე არჩეულ ეშელონზე მაღლა.

საკრეისერო ეშელონების დაყვანა გზის ფაქტობრივ მიმართულებასთან არ გამოიყენება გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სამეთვალყურეო ნებართვაში არის სხვა მითითება ან საქართველოს სააერნაოსნო ინფორმაციის კრებულებში არის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მითითება.

    მუხლი 29. მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი საჰაერო სივრცის ფარგლებს გარეთ სფწ-ით ფრენების წესები

1. მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი საჰაერო სივრცის ფარგლებს გარეთ ჰორიზონტალური ფრენები სფწ-ით უნდა შესრულდეს საკრეისერო ეშელონზე მიმართულების ხაზის შესაბამისად, როგორც მითითებულია საკრეისერო ეშელონების ცხრილში“ (ცხ.N3), გარდა იმ შემთხვევებისა, თუ არის სმმ-ის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს სხვა მითითება ზღვის საშუალო დონიდან 900 მ (3000 ფუტი) სიმაღლეზე ან უფრო დაბლა ფრენაზე.

შენიშვნა 1: ეს დებულება არ ეწინააღმდეგება კრეისერულ რეჟიმში ზებგერითი სიჩქარით მოძრავი სხ-ის მიერ სიმაღლის აღებას.

2. სფწ-ით ფრენისას მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი საჰაერო სივრცის ფარგლებს გარეთ, მაგრამ სმმ-ის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ მე –10 მუხლის 1 ა) პუნქტის ა.გ) და ა.დ) ქვეპუნქტების შესაბამისად დადგენილი მარშრუტის გასწვრივ, რაიონის ფარგლებში ან ამ რაიონში შესვლისას, უნდა განხორციელდეს ჰაერი-მიწა“ სამეტყველო კავშირის შესაბამისი არხის მოსმენა და, აუცილებლობისას, დამყარდეს ორმხრივი კავშირი საფრენოსნო ინფორმაციის მიმწოდებელ სმმ-ის ორგანოსთან.

3. მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი საჰაერო სივრცის ფარგლებს გარეთ სფწ-ით ფრენისას, როდესაც სმმ-ის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო ითხოვს:

ა) ფრენის გეგმის წარდგენას,

ბ) ჰაერი-მიწა“ სამეტყველო კავშირის შესაბამისი არხის მოსმენას და, აუცილებლობისას, საფრენოსნო ინფორმაციით უზრუნველმყოფ სმმ-ის ორგანოსთან ორმხრივი კავშირის დამყარებას,

გადაიცემა შეტყობინება სხ-ის ადგილმდებარეობაზე მე –13 მუხლის 3) პუნქტის შესაბამისად, რომელიც შეეხება მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარე ფრენებს.

შენიშვნა 2: იგულისხმება, რომ სხ-მა, რომელიც აღნიშნულ საკონსულტაციო სივრცეში სფწ-ით ფრენისას სარგებლობს საკონსულტაციო სმმ-ით, უნდა იხელმძღვანელოს მე–13 მუხლის დებულებებით, იმის გათვალისწინებით, რომ ფრენის გეგმა და მასში შეტანილი ცვლილებები არ წარმოადგენს სამეთვალყურეო ნებართვას და რომ ფრენის განმავლობაში საკონსულტაციო მომსახურეობის უზრუნველმყოფ ორგანოსთან დამყარებული იქნება ორმხრივი კავშირი.

თავი VI

სიგნალები

    მუხლი 30. უბედური შემთხვევები და აუცილებელი სიგნალები

შენიშვნა 1: დამატებით იხ. ამ წესების“ მე –11 მუხლი.

შენიშვნა 2: ამ თავის არც ერთი დებულება გასაჭირში მყოფ სხ-ს არ უკრძალავს გამოიყენოს მის ხელთ არსებული ნებისმიერი საშუალება, ყურადღების მიპყრობის, ადგილმდებარეობაზე შეტყობინების გადაცემის და დახმარების მიღების მიზნით.

შენიშვნა 3: ძებნისა და გადარჩენის სიგნალები იხ. მე –11 და მე –13 დანართები.

1. ქვემოთჩამოთვლილი სიგნალები, გადაცემული ერთად ან ცალ-ცალკე, ნიშნავს, რომ სხ-ს ემუქრება სერიოზული და უშუალო საფრთხე და საჭიროებს დაუყოვნებლივ დახმარებას (უბედურების სიგნალები):

ა) რადიოტლეგრაფით ან სიგნალების გადაცემის სხვა მეთოდით გადაცემული სიგნალები, რომლებიც შედგება ჯგუფისაგან SOS (… --… მორზეს ანბანის მიხედვით);

ბ) უბედურების სარადიოტელეფონო სიგნალი, რომელიც გამოიხატება MAYDAY –ის სიტყვიერად წარმოთქმით;

გ) უბედურების შეტყობინება მონაცემთა გადაცემის ხაზით რომელიც აღნიშნავს MAYDAY სიტყვის მნიშვნელობას;

დ) წითელი ფერის რაკეტები, რომლის გაშვებაც ხდება სათითაოდ მოკლე შუალედებით;

ე) წითელი ფერის საპარაშუტო მანათობელი ყუმბარა.

2. გადაუდებლობის (სასწრაფო) სიგნალებია:

ა) ქვემოთ ჩამოთვლილი სიგნალები, გადაცემული ერთად ან ცალ-ცალკე, ნიშნავს, რომ სხ გასაჭირშია, რაც აიძულებს მას დაფრენას, მაგრამ არ საჭიროებს დაუყოვნებლივ დახმარებას:

ა.ა) დასაფრენი ფარების განმეორებადი ჩართვა-გამორთვა; ან

ა.ბ) სააერნაოსნო ნათურების ისეთი განმეორებადი ჩართვა – გამორთვა, რომელიც განსხვავდება იმპულსური სააერნაოსნო ნათურების ციმციმისაგან.

ბ) ქვემოთ ჩამოთვლილი სიგნალები, გადაცემული ერთად ან ცალ-ცალკე, ნიშნავს, რომ სხ-ს აქვს განსაკუთრებით სასწრაფო შეტყობინება წყალზედა ხომალდის, სხ-ის ან გადაადგილების რომელიმე სხვა საშუალების, ანდა ბორტზე ან მხედველობის არეში მყოფ რომელიმე პირის უსაფრთხოებაზე:

ბ.ა) რადიოტელეგრაფით ან სხვა ნებისმიერი გზით გადაცემული სიგნალები, რომელიც შედგება XXX ჯგუფისაგან;

ბ.ბ) რადიოტელეფონით, PAN, PAN სიტყვის წარმოთქმით გადაცემული სიგნალი;

ბ.გ) გადაუდებლობის შეტყობინება მონაცემთა გადაცემის ხაზით, რომელიც აღნიშნავს PAN, PAN სიტყვების მნიშვნელობას;

3. გზის გადაჭრისას გამოყენებული სიგნალები აღწერილია ამ წესების“ მე –7 თავით.

4. ვიზუალური სიგნალები, გამოყენებული იმ სხ-ების გასაფრთხილებლად, რომელთაც არ გააჩნიათ აკრძალულ, შეზღუდულ ან სახიფათო არეებში ან მათ მაღლა ფრენის ნებართვა: დღისით ან ღამით – ხმელეთიდან 10 წმ-ის ინტერვალებით გაშვებული შუშხუნების ჯერი, რომლებიც დასკდომისას გამოსცემენ წითელ ან მწვანე ანთებას ან ვარსკვლავებს, სხ-ს მიანიშნებენ, რომ იგი ასრულებს ფრენას შეზღუდულ არეში ან შეიძლება შევიდეს აკრძალულ ან სახიფათო არეში. ამ დროს სხ-მა უნდა მიიღოს გადამჭრელი ზომები, რათა მისი შემდგომი ფრენა წარიმართოს ასეთი არეების გარეთ.

    მუხლი 31. სიგნალები სააეროდრომო მოძრაობისათვის

1. შუქსიგნალები ან შუშხუნების საშუალებით გადაცემული სიგნალები მოცემულია ნახ. N3-ზე (იხ. ამ ”წესების“ N 10 დანართი).

2. საჰაერო ხომალდის დასტური სიგნალების მიღებაზე

ა) ფრენისას;

ა.ა) დღისით - ფრთების დაქნევა

შენიშვნა 1: ეს სიგნალი არ გადაიცემა მესამე და მეოთხე ბრუნს შორის მონაკვეთზე და დასაფრენ სწორზე.

ა.ბ) ბინდის დადგომიდან – დასაფრენი ფარების ორჯერ დაციმციმებით ან, თუ ეს ფარები დამონტაჟებული არ არის, სააერნაოსნო ნათურების ორჯერადი ჩართვა-გამორთვით.

ბ) ხმელეთზე:

ბ.ა) დღისით – ელერონის ან მიმართულების საჭის მოძრაობით;

ბ.ბ) ბინდის დადგომიდან – დასაფრენი ფარების ორჯერ დაციმციმებით ან, თუ ეს ფარები დამონტაჟებული არ არის, სააერნაოსნო ნათურების ორჯერადი ჩართვა-გამორთვით.

3. სახმელეთო ვიზუალური სიგნალები იხ. ამ ”წესების“ N1 დანართში.

    მუხლი 32. ხმელეთზე სხ-ის მოძრაობის მარეგულირებელი სიგნალები

1. მესიგნალეებისაგან სხ-ზე გადაცემული სიგნალები (იხ. ამ ”წესების“ N 2 დანართი) – მესიგნალე, პირით სხ-სკენ მდგარი, შემდეგ პოზიციაში აწვდის სიგნალს:

ა) ფიქსირებულფრთიანი სხ-თვის – პილოტის მხედველობის არეში მარცხენა ფრთის ბოლოს წინ;

ბ) შვეულმფრენისათვის – იქ, სადაც პილოტს შეუძლია ყველაზე კარგად დაინახოს იგი.

შენიშვნა 1 : სიგნალებზე დაკვირვების გაიოლების მიზნით, მესიგნალე იყენებს ხელის განათებას.

შენიშვნა 2: სასიგნალო ფრთის, მანათობელი კუთხეების ან ელექტროფარნის გამოყენებისას, ამ სიგნალების მნიშვნელობა იგივე რჩება.

შენიშვნა 3: საჰაერო ხომალდისაკენ პირით მართული მესიგნალისათვის სხ-ის ძრავები დანომრილია მარჯვნიდან მარცხნივ.

შენიშვნა 4: ვარსკვლავებით აღნიშნული სიგნალები განკუთვნილია შვეულმფრენებისათვის დაკიდების რეჟიმში ყოფნისას.

შენიშვნა 5: ბევრი სხ-ის კონსტრუქცია ისეთია, რომ მისი ხმელეთზე მანევრირებისას, ეკიპაჟის კაბინიდან შეუძლებელია ფრთის ქიმების, ძრავების და კიდურა ნაწილების მუდმივი კონტროლი.

2. ამ ”წესების“ 2 დანართში ჩამოთვლილი სიგნალების გამოყენებამდე, მესიგნალე უნდა დარწმუნდეს, რომ მოედანი, სადაც სხ-მა უნდა იმოძრაოს, თავისუფალია ობიექტისაგან, რომელთაც იგი შეიძლება შეეჯახოს ამ ”წესების“ მე 11 მუხლის 1) პუნქტის შესრულებისას.

3. სხ-ის პილოტისაგან მესიგნალისათვის გადაცემული სიგნალებია:

შენიშვნა 6: ეს სიგნალები პილოტის კაბინიდან მესიგნალეს ხელით გადაეცემა. სიგნალები განთავსებულია, რამდენადაც ეს საჭიროა მესიგნალისათვის.

შენიშვნა 7 : სხ-ის ძრავები დანომრილია მესიგნალისაგან, რომელიც სახით დგას სხ-სკენ, მარჯვნიდან მარცხნივ.

ა) მუხრუჭები ჩართვა-აშვებისას:

ა.ა) მუხრუჭები ჩართულია – ხელი გაშლილი თითებით აწეულია ჰორიზონტალურად სახემდე, შემდეგ თითები იკვრება მუშტად. ხელის მტევნის შეკუმშვა მიუთითებს მუხრუჭების ჩართვას;

ა.ბ) მუხრუჭები აშვებულია – ხელი მუშტად შეკრული მტევნით აწეულია სახემდე, შემდეგ იშლება თითები. თითების გაშლა მიუთითებს მუხრუჭების აშვებას.

ბ) ხუნდების დაყენება – აღებისას:

ბ.ა) ხუნდების დაყენება – ხელები აწეულია ზევით ხელისგულებით გარეთ, შემდეგ გადაჯვარედინდება სახის წინ;

ბ.ბ) ხუნდების აღება – ხელები გადაჯვარედინებული სახის წინ ხელისგულებით გარეთ, შემდეგ ხელები განზე იწევა.

გ) მზადყოფნა ძრავის ამუშავებაზე – ხელის იმდენი თითია აშლილი, რამდენიც შეესაბამება ასამუშავებელი ძრავის ნომერს.

თავი VII

სამოქალაქო საჰაერო ხომალდების გზის გადაჭრა

შენიშვნა 1 : ტერმინი გზის გადაჭრა“ ნიშნავს ერთი სხ-ის ამოცნობას მეორის მიერ და მათი ფრენების მიართვას იმ კოდით, რომელიც ითვლება აუცილებლად ან საჭირო სხ-ის დასაფრენად.

შენიშვნა 2 : დამატებით იხ. ამ ”წესების“ მე –3 თავის მე – 15 მუხლი.

    მუხლი 33. საქართველოს მიერ დაცული პრინციპები

1. სამოქალაქო სხ-ის გზის გადაჭრა შეიძლება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში.

2. თუ გზის გადაჭრა დაწყებულია, მაშინ იგი უნდა შემოიფარგლოს სხ-ის ამოცნობით (თუ აუცილებელი არ არის სხ-ის დაბრუნება დასახული მარშრუტის ხაზზე, გაყვანა საქართველოს საჰაერო სივრციდან ან აკრძალული (შეზღუდული) ან სახიფათო არეებიდან) ან უნდა ებრძანოს ამ სხ-ს დაფრინდეს მითითებულ აეროდრომზე.

3. სამოქალაქო სხ-ის გზის გადაჭრა წვრთნის მიზნით დაუშვებელია.

4. თუ შესაძლებელია რადიოკავშირის დამყარება, გზაგადასაჭრელ სხ-ს რადიოტელეფონით გადაეცემა მითითებები ფრენის მიმართულებასთან დაკავშირებით და შესებამისი ინფორმაცია.

5. თუ მოთხოვნილია გზაგადამჭრელი სხ-ის დაფრენა საქართველოს ტერიტორიაზე, მაშინ დაფრენის აეროდრომი უსაფრთხო უნდა იყოს აღნიშნული ტიპის სხ-თვის.

    მუხლი 34. გზაგადაჭრილი სხ-ის მოქმედებები

1. გზაგადაჭრილმა სხ-მა, დაუყოვნებლივ უნდა:

ა) შეასრულოს გზაგადაჭრილი სხ-თვის მიცემული ინსტრუქციები, მოახდინოს ვიზუალური სიგნალების ინტერპრეტირება და რეაგირება მათზე ამ ”წესების“ 36-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად;

ბ) შეძლებისდაგვარად შეატყობინოს სმმ-ის შესაბამის ორგანოს;

გ) საერთო გამოძახების გზით, შეეცადოს გზის გადამჭრელ სხ-თან ან გზის გადაჭრის მართვის შესაბამის ორგანოსთან 121,5 მჰც ავარიულ სიხშირე რადიოკავშირის დამყარებას, გზაგადასაჭრელი სხ-ის და მისი ფრენის ხასიათის დასახელებით და, თუ კონტაქტი არ იყო დამყარებული, გაიმეოროს ეს გამოძახება 234 მჰც ავარიულ სიხშირეზე;

დ) თუ სხ აღჭურვილია მმრლ –ის მიმღებ-მოპასუხეებით და არ არის სმმ-ის შესაბამისი ორგანოს სხვა მითითებები, A რეჟიმში დააყენოს კოდი 7700.

2. თუ ნებისმიერი წყაროდან რადიოთი მიღებული მითითება, რაიმეთი განსხვავებულია გზის გადამჭრელისაგან მიღებული ვიზუალური სიგნალებისგან, მაშინ გზაგადაჭრილმა სხ-მა, აგრძელებს რა გზაგადამჭრელისაგან მიღებული ვიზუალური ინსტრუქციების შესრულებას, დაუყოვნებლივ უნდა მოითხოვოს განმარტება.

3. თუ ნებისმიერი წყაროდან რადიოთი მიღებული რაიმე მითითება განსხვავდება გზაგადასაჭრელი სხ-ის მითითებისაგან, მაშინ გზაგადაჭრილი სხ, აგრძელებს რა გზაგადამჭრელი სხ-გან რადიოთი მიღებული მითითებების შესრულებას, დაუყოვნებლივ მოითხოვს განმარტებას.

    მუხლი 35. რადიოკავშირი გზის გადაჭრისას

თუ გზის გადაჭრისას დამყარებულია რადიოკავშირი, მაგრამ კავშირის განხორციელება ენობრივი შეუსაბამობის გამო შეუძლებელია, მაშინ მითითებების, მითითებების დამოწმების და ძირითადი ინფორმაციის გადაცემას უნდა შეეცადნენ N 5 ცხრილში (იხ. ამ ”წესების“ დანართი N 7) მითითებული ფრაზებისა და გამოთქმების გამოყენებით, თითოეული ფრაზის ორჯერ განმეორებით.

    მუხლი 36. გზის გადაჭრის დროს გამოყენებული ვიზუალური სიგნალები

გზაგადამჭრელი სხ-საგან გზაგადაჭრილი სხ-თვის გადაცემული ვიზუალური სიგნალები და გზაგადაჭრილი სხ-ის პასუხები და პირიქით, იხილეთ N 4 ცხრილში (იხ. ამ ”წესების დანართი N 6).

თავი VIII

უმართავი უპილოტო აეროსტატები

    მუხლი 37. უპილოტო უმართავი აეროსტატების კლასიფიკაცია

1. უპილოტო უმართავი აეროსტატები კლასიფიცირდება, როგორც:

ა) მსუბუქი – უპილოტო უმართავი აეროსტატი, რომელსაც გადააქვს 4 კგ-მდე საერთო მასის მქონე ერთი ან მეტი შეკვრა სასარგებლო ტვირთი, თუ იგი არ კლასიფიცირდება როგორც მძიმე, ქვემოთ მოყვანილი გ.ბ), გ.გ) და გ.დ) ქვეპუნქტების ნებისმიერი კრიტერიუმით.

გ) მძიმე – უპილოტო უმართავი აეროსტატი, რომელსაც:

გ.ა) გადააქვს 6 კგ და მეტი საერთო მასის სასარგებლო ტვირთი; ან

გ.ბ) გადააქვს 3 კგ ან მეტი მასის მქონე სასარგებლო ტვირთის ფუთა; ან

გ.გ) გადააქვს 2 კგ ან მეტი მასის მქონე სასარგებლო ტვირთის ფუთა, კვადრატულ სმ-ზე 13 გ კუთრი დატვირთვით; ან

გ.დ) სასარგებლო ტვირთის ჩამოსაკიდებლად იყენებს გვარლს ან სხვა საშუალებას, რომელიც უძლებს აეროსტატისაგან ტვირთის განცალკავებულად 230H ან მეტ დარტყმით დატვირთვას.

შენიშვნა 1: დამატებით იხ. ამ ”წესების“ მე-8 მუხლის 9) პუნქტი.

შენიშვნა 2: გ.გ) პუნქტით აღნიშნული კუთრი დატვირთვა განისაზღვრება გრამებით გამოსახული სასარგებლო ტვირთის ფუთის მასის გაყოფით კვადრატულ სმ-ით გამოსახულ უმცირესი ზედაპირის ფართზე.

შენიშვნა 3: იხ. N 6 ცხრილი (ამ ”წესების“ N 8 დანართი).

    მუხლი 38. ზოგადი საექსპლუატაციო წესები

1. უპილოტო უმართავი აეროსტატის ექსპლუატაცია არ უნდა განხორციელდეს იმ სახელმწიფოს უნებართვოდ, რომლის ტერიტორიიდანაც ხდება გაშვება.

2. ნებისმიერი უპილოტო უმართავი აეროსტატის ექსპლუატაცია, გარდა მეტ ეოროლოგიური მიზნით გამოყენებულისა და შესაბამისი ორგანოს მიერ დაწესებული წესით ექსპლუატირებულისა, არ უნდა განხორციელდეს სხვა სახელმწიფოს ტერიტორიის გავლით, თუ არ არის ამ სახელმწიფოს შესაბამისი ნებართვა.

3. თუ ფრენის მომზადებისას მოსალოდნელია აეროსტატის დრეიფი და სხვა სახელმწიფოს საჰაერო სივრცეში, მაშინ ამ მუხლის 2) პუნქტში აღნიშნული ნებართვა მიღებულ უნდა იქნეს აეროსტატის გაშვებამდე. ასეთი ნებართვა შეიძლება მიღებულ იქნეს აეროსტატის ფრენის სერიაზე ან პერიოდულ განსაკუთრებულ ფრენებზე. მაგ.: აეროსტატების ფრენა ატმოსფეროს გამოკვლევის მიზნით.

4. უპილოტო უმართავი აეროსტატის ექსპლუატაცია უნდა მოხდეს იმ პირობის შესაბამისად, რომელსაც განსაზღვრავს რეგისტრირების სახელმწიფო და ის სახელმწიფო (სახელმწიფოები), რომლის ტერიტორიის თავზეც გათვალისწინებულია ფრენა.

5. უპილოტო უმართავი აეროსტატის ექსპლუატაცია დაუშვებელია თუ აეროსტატი ან მისი ნაწილი, სასარგებლო ტვირთის ჩათვლით, დედამიწის ზედაპირთან შეჯახებით საფრთხეს უქმნის იმ პიროვნებისა და ქონებას, რომელთაც კავშირი არა აქვთ აღნიშნულ ფრენასთან.

6. მძიმე უპილოტო უმართავი აეროსტატის ექსპლუატაცია ღია ზღვაში არ ხორციელდება სმმ-ის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს წინასწარი თანხმობის გარეშე.

    მუხლი 39. აღჭურვილობის საექსპლუატაციო შეზღუდვები და მოთხოვნები

1. სმმ-ის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო ნებართვის გარეშე არ უნდა განხორციელდეს მძიმე უპილოტო უმართავი აეროსტატის ექსპლუატაცია 18000 მ (60000 ფუტი) ბარომეტრული სიმაღლეზე ან მის დაბლა, სადაც:

ა) არის 4 ოქტანტზე მეტი ღრუბლები ან სხვა დამჩრდილავი წარმონაქმნები;

ან

ბ) ჰორიზონტალური ხილვადობა 8 კმ-ზე ნაკლებია.

2. მძიმე ან საშუალო უპილოტო უმართავი აეროსტატის გაშვება უნდა მოხდეს ისეთნაირად, რომ მისი ფრენა მიმდინარეობდეს არანაკლებ 300 მ (1000 ფუტი) სიმაღლეზე მსხვილი ქალაქების, დასახლებებისა და ღია ცის ქვეშ შეგროვილი იმ ხალხის თავზე, რომელთაც კავშირი არა აქვთ ფრენასთან.

3. მძიმე უპილოტო უმართავი აეროსტატით სარგებლობა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:

ა) იგი აღჭურვილია ფრენისას სასარგებლო ტვირთის განცალკევების ორი მოწყობილობით ან ისეთი სისტემებით მაინც, რომლებიც იმართება ავტომატურად ან ტელებრძანებით და მოქმედებენ ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად;

ბ) ნულოვანი წნევის მქონე პოლიეთილენის აეროსტატთან დაკავშირებით, აეროსტატის ფრენის დამთავრებისათვის, გამოყენებულ უნდა იქნეს ისეთი ორი ხერხი მაინც, სისტემები ან მოწყობილობები ან მათი კომბინაცია, რომლებიც მოქმედებენ ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად.

შენიშვნა1: ჭარბი წნევის აეროსტატისათვის ასეთი მოწყობილობები საჭირო არ არის, რადგან სასარგებლო ტვირთის ჩახსნის შემდეგ ის იწევს მაღლა და ფეთქდება, და ამიტომ არ არის მოწყობილობისა და სისტემის საჭიროება აეროსტატის გაჩხვლეტისათვის. ამ პირობებში ჭარბი წნევის აეროსტატი წარმოადგენს მარტივ გარსს, რომელიც არ ფართოვდება და უძლებს წნევის ისეთ სხვაობას, რომელიც ბევრად მეტია მის შიგნით, ვიდრე გარეთ. იგი იბერება ისე, რომ ღამის საათები აირის უმცირესმა წნევამ სრულად გაბეროს გარსი. ჭარბი წნევის ასეთი აეროსტატი არსებითად შეინარჩუნებს მუდმივ სიმაღლეს მანამ, სანამ მისგან არ გამოვა მეტად ბევრი აირი.

გ) თუ აეროსტატის გარსი აღჭურვილია ისეთი სარადიოლოკაციო ამრეკლავი მოწყობილობით (მოწყობილობებით) ან სარადიოლოკაციო ამრეკლავი მასალით, რომელიც უზრუნველყოფს სარადიოლოკაციო სიგნალის არეკვლას 200 მჰც-დან 2700 მჰც-მდე სიხშირის დიაპაზონში მომუშავე სახმელეთო რადიოლოკატორზე, და (ან) აეროსტატი აღჭურვილია სხვა მსგავსი ისეთი მოწყობილობებით, რომელიც ოპერატორს საშუალებას აძლევს განუწყვეტლივ ადევნოს მას თვალყური სახმელეთო რადიოლოკატორის მოქმედების რადიუსში.

4. იმ რაიონში, სადაც გამოიყენება სახმელეთო მმრლ, მძიმე უპილოტო უმართავი აეროსტატი არ უნდა ექსპლუატირდებოდეს, თუ იგი აღჭურვილი არ არის მმრლ-ის მიმღებ-მოპასუხეებით, რომელიც აწვდის მონაცემებს სიმაღლეზე, და რომელიც განუწყვეტლივ მუშაობს დანიშნულ კოდზე ან რომელსაც, საჭიროებისდაგვარად, შეუძლია ჩაირთოს დაკვირვების სადგურიდან.

5. უპილოტო უმართავი აეროსტატის მისაბმელი ანტენით, რომლის დაშლისათვისაც საჭიროა 230H ან მეტი ძალა ნებისმიერი წერტილში, უნდა ექსპლუატირდებოდეს იმ პირობით, რომ ანტენაზე დამაგრებული იქნება ფერადი ალმები ან ტრანსპარანტები არა უმეტეს 15 მ ინტერვალით.

6. მძიმე უპილოტო აეროსტატი, თუ ეს აეროსტატი და მისი კუთვნილება სასარგებლო ტვირთის ჩათვლით (მიუხედავად იმისა ცალკევდებიან ისინი ფრენისას თუ არა) აღჭურვილი არ არის ნათურებით, არ უნდა ექსპლუატირდებოდეს 18000 მ (60000 ფუტი) ბარომეტრულ სიმაღლეზე დაბლა მზის ჩასვლისას და ამოსვლას შორის შუალედში, ან მზის ჩასვლისა და ამოსვლას შორის (ფრენის აბსოლუტური სიმაღლის გათვალისწინებით) დროის ისეთ სხვა შუალედში, რომელიც შეიძლება დააწესოს სმმ-ის შესაბამისმა უფლებამოსილმა ორგანომ.

7. მძიმე უპილოტო უმართავი აეროსტატი, აღჭურვილი 15 მ-ზე მეტი სიგრძის კიდული მოწყობილობით (გარდა მკვეთრად შეღებილი გაშლილი პარაშუტისა), არ უნდა ექსპლუატირდებოდეს მზის ჩასვლასა და ამოსვლას შორის შუალედში 18000 მ (60000 ფუტი) ბარომეტრული სიმაღლის დაბლა, თუ ეს კიდული მოწყობილობა არ არის შეღებილი კარგად შესამჩნევი მონაცვლეობითი ფერის ზოლებით ან აღჭურვილი არ არის ფერადი ნათურებით.

    მუხლი 40. ფრენის დასრულება

1. ფრენის დასრულებისათვის მძიმე უპილოტო უმართავი აეროსტატის ექსპლუატანტმა უნდა აამოქმედოს 39-ე მუხლის მე-3 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტებით მითითებული შესაბამისი მოწყობილობები, თუ:

ა) ცნობილი ხდება, რომ ამინდის პირობები ექსპლუატაციისათვის გათვალისწინებულზე უარესია;

ბ) გაუმართაობის ან სხვა რაიმე მიზეზის გამო, შემდგომი ფრენა სახიფათო ხდება საჰაერო მოძრაობისათვის, ხმელეთზე ადამიანების ან ქონებისათვის; ან

გ) სხვა სახელმწიფოს საჰაერო სივრცეში შესვლის წინ, არ არის შესვლის ნებართვა.

    მუხლი 41. შეტყობინება ფრენაზე

1. შეტყობინება ფრენის წინ:

ა) საშუალო ან მძიმე უპილოტო უმართავი აეროსტატის მოსალოდნელ (სავარაუდო) ფრენაზე შეტყობინება სმმ-ის შესაბამის ორგანოს უნდა გაეგზავნოს სავარაუდო ფრენის თარიღამდე 7 დღით ადრე;

ბ) სმმ-ის შესაბამისი ორგანოს მოთხოვნით, შეტყობინება სავარაუდო ფრენაზე უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ბ.ა) აეროსტატის ფრენის აღნიშვნა ან სამუშაო (პროექტის) კოდური დასახელება;

ბ.ბ) აეროსტატის კატეგორია და აღწერა;

ბ.გ) მმრლ-ის კოდი ან სიხშირე (გმრს) გამოყენების შემთხვევაში;

ბ.დ) ექსპლუატანტის დასახელება და მისი ტელეფონის ნომერი;

ბ.ე) გაშვების ადგილი;

ბ.ვ) გაშვების გაანგარიშებული დრო (ან მრავალჯერადი გაშვების დაწყების და დამთავების დრო);

ბ.ზ) გასაშვები აეროსტატების რაოდენობა და დაგეგმილი ინტერვალი გაშვებებს შორის (მრავალჯერადი გაშვებისას);

ბ.თ) აწევის სავარაუდო მიმართულება;

ბ.ი) საკრეისერო ეშელონი/ეშელონები (ბარომეტრული სიმაღლე);

ბ.კ) 18000მ (60000 ფუტი) ბარომეტრული სიმაღლის გავლის ან ფრენის საკრეისერო ეშელონის მიღწევის (თუ საკრეისერო ეშელონი 18000 მ (60000 ფუტი) ან ნაკლებია) გაანგარიშებული დრო და გაანგარიშებული ადგილმდებარეობა;

შენიშვნა 1: თუ სრულდება განუწყვეტელი გაშვება, მაშინ შეტყობინებაში აღნიშნული დრო შედგება გაანგარიშებული დროისაგან, რომლის განმავლობაშიც აეროსტატების სერიიდან პირველი და უკანასკნელი მიაღწევს შესაბამის ეშელონს (მაგ. 122136Z – 130330Z).

ბ.ლ) ფრენის დამთავრების გაანგარიშებული მონაცემები და დრო და ვარდნის/აღმოჩენის სავარაუდო რაიონი. იმ აეროსტატისათვის, რომელიც ასრულებს ხანგრძლივ ფრენას, რის შედეგადაც შეუძლებელია ზუსტად განისაზღვროს ფრენის შეწყვეტის თარიღი და დრო და ვარდნის ადგილი, გამოიყენება ტერმინი ”დიდი ხანგრძლივობა“.

შენიშვნა 2: თუ ნავარაუდევია ვარდნის/აღმოჩენის რამდენიმე ადგილი, მაშინ აუცილებელია მიეთითოს ყოველი ადგილი ვარდნის შესაბამისი გაანგარიშებული დროით. ერთმანეთს მიყოლებული ვარდნების სერიისათვის, უნდა მიეთითოს პირველი და უკანასკნელის ვარდნის გაანგარიშებული დრო (მაგ.:070330Z- 072300Z).

გ) აეროსტატის გაშვების ინფორმაციაში (ამ მუხლის 1ბ) პუნქტი) ნებისმიერი ცვლილება უნდა ეცნობოს სმმ-ის შესაბამის ორგანოს არა უგვიანეს 6 სთ-ისა გაშვების გაანგარიშებულ დრომდე, ან, მზიური ან კოსმოსური შეშფოთების გამოკვლევის შემთხვევაში, რომელიც მოიცავს კრიტიკული დროის ელემენტს, არა უგვიანეს 30 წთ-ისა ფრენის დაწყების გაანგარიშებულ დრომდე.

2. საშუალო ან მძიმე უპილოტო უმართავი აეროსტატის გაშვების შემდეგ ექსპლუატანტმა სმმ-ის შესაბამის ორგანოს დაუყოვნებლივ უნდა წარუდგინოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) აეროსტატის ფრენის აღნიშვნა;

ბ) გაშვების ადგილი;

გ) გაშვების ფაქტიური დრო;

დ) 18000 მ (60000 ფუტი) ბარომეტრული სიმაღლის გავლის გაანგარიშებული დრო ან საკრეისერო ეშელონის, თუ იგი მდებარეობს 18000 მ (60000 ფუტი) სიმაღლეზე ან უფრო დაბლა, მიღწევის გაანგარიშებული დრო და გაანგარიშებული ადგილმდებარეობა; და

ე) წინასწარ ინფორმაციაში ნებისმიერი ცვლილება ამ მუხლის 1ბ) პუნქტის ბ.ვ) და ბ.ზ) ქვეპუნქტების მიხედვით.

3. თუ ცნობილი ხდება საშუალო ან მძიმე უპილოტო უმართავ აეროსტატის სავარაუდო ფრენის გადადება, რომლის შეხებასაც ამ მუხლის 1) პუნქტის შესაბამისად გადაცემული იყო წინასწარი შეტყობინება, ექსპლუატანტმა სმმ-ის შესაბამის ორგანოს დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ამის შესახებ.

    მუხლი 42. ადგილმდებარეობის რეგისტრირება და შეტყობინება

1. მძიმე უპილოტო უმართავი აეროსტატის (18000 მ (60000 ფუტი) ბარომეტრულ სიმაღლეზე ან უფრო მაღლა ფრენისას) ექსპლუატანტმა თვალყური უნდა ადევნოს აეროსტატის ფრენის ტრაექტორიას და სმმ – ის ორგანოს, მისი მოთხოვნის და მიხედვით, უნდა აცნობოს აეროსტატის ადგილმდებარეობა. ექსპლუატანტმა ყოველ 2 სთ-ში უნდა აღრიცხოს აეროსტატის ადგილმდებარეობა, თუ სმმ-ის ორგანო არ ითხოვს აეროსტატის ადგილმდებარეობის შეტყობინებას დროის უფრო მოკლე ინტერვალებით.

2. 18000 მ (60000 ფუტი) ბარომეტრული სიმაღლეზე მაღლა მფრენი მძიმე უპილოტო უმართავი აეროსტატის ექსპლუატანტმა თვალყური უნდა ადევნოს აეროსტატის ფრენას და სმმ-ის თხოვნით, გადასცეს შეტყობინება აეროსტატის ადგილმდებარეობაზე. ექსპლუატანტმა უნდა აღრიცხოს აეროსტატის ადგილმდებარეობა ყოველ 24 სთ-ში, თუ სმმ არ ითხოვს აეროსტატის ადგილმდებარეობაზე შეტყობინებას დროის უფრო მოკლე შუალედებით.

3. თუ შესაძლებელია ადგილმდებარეობის რეგისტრირება ამ მუხლის 1) და 2) პუნქტების შესაბამისად, მაშინ ექსპლუატანტმა ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სმმ-ის შესაბამის ორგანოს. ეს შეტყობინება უნდა შეიცავდეს ბოლო რეგისტრირებულ ადგილმდებარეობას. რეგისტრირების განახლების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს სმმ-ის შესაბამის ორგანოს.

4. მძიმე უპილოტო უმართავი აეროსტატის დაშვების დაწყებამდე 1 სთ-ით ადრე, ექსპლუატანტმა სმმ-ის შესაბამის ორგანოს აეროსტატის შესახებ უნდა გადასცეს შემდეგი ინფორმაცია:

ა) აეროსტატის გეოგრაფიული ადგილმდებარეობა დროის აღებულ მომენტში;

ბ) აეროსტატის ეშელონი (ბარომეტრული სიმაღლე) დროის აღებულ მომენტში;

გ) 18000 მ (60000 ფუტი) ბარომეტრული სიმაღლის გავლის (თუ ეს უნდა მოხდეს) მოსალოდნელი დრო;

დ) მიწაზე ვარდნის მოსალოდნელი დრო და ადგილი;

5. მძიმე ან საშუალო უპილოტო უმართავი აეროსტატის ექსპლუატანტმა ფრენის დამთავრების შესახებ უნდა შეატყობინოს სმმ-ის შესაბამის ორგანოს.

 დანართი N 1

სახმელეთო ვიზუალური სიგნალები

1) დაფრენის აკრძალვა – ჰორიზონტალური კვადრატული წითელი პანელი ყვითელი დიაგონალებით, აღნიშნავს, რომ დაფრენა აკრძალულია და რომ ეს აკრძალვა შეიძლება გაგრძელდეს.

2) დასაფრენად შესვლისას ან დაფრენისას განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვის აუცილებლობა - ჰორიზონტალური კვადრატული წითელი პანელი ერთი ყვითელი დიაგონალით აღნიშნავს, რომ სამანევრო მოედანზე არადამაკმაყოფილებელ მდგომარეობის გამო ან სხვა რაიმე მიზეზით, აუცილებელია განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვა დასაფრენად შესვლისას ან დაფრენისას.

3) ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სამიმოსვლო ბილიკების გამოყენება:

ა) ჰანტელის ფორმის ჰორიზონტალური თეთრი პანელი მიუთითებს, რომ სხ-ს ეძლევა აფრენის, დაფრენის ან მიმოსვლის უფლება მხოლოდ ადზ-სა და სბ-ზე;

ბ) წინა პუნქტით აღწერილი ჰორიზონტალური თეთრი ჰანტელი, მხოლოდ ჰანტელის მრგვალ ნაწილებში მის ღერძთან შვეულად დაშვებული შავი ზოლები აღნიშნავს, რომ სხ-მა აფრენა ან დაფრენა უნდა განახორციელოს მხოლოდ ადზ-ზე, ხოლო სხვა მანევრები არ იზღუდება მხოლოდ ადზ-ზე და სბ-ის ფარგლებით.

4) დახურული ადზ და სბ-ადზ-ზე ან სბ-ზე ან მათ ნაწილზე ჰორიზონტალურად დაყენებული ერთი კონტრასტული ფერის ყვითელი ან თეთრი ჯვარი აღნიშნავს სხ-ის მოძრაობისათვის გამოუსადეგარ არეს.

5) დაფრენის ან აფრენის მიმართულება – თეთრი ან ნარინჯისფერი ჰორიზონტალური ”T“ აღნიშნავს სხ-ის აფრენის და დაფრენის მიმართულებას, რომელიც სრულდება ”T“ ასოს გრძივი ნაწილის პარალელურად და მათი განივი ნაწილის მხარეს.

შენიშვნა: ღამით დასაფრენად ”T“ გამოყენებისას იგი უნდა განათდეს ან შემოიქობოს თეთრი ფერის ნათურებით.

6) სააეროდრომო საკომანდო-სამეთვალყურეო პუნქტზე ან მის ახლოს შვეულად განლაგებული ორი ციფრი, სამანევრო ფართობზე მყოფ სხ-ს მიანიშნებს აფრენის მიმართულებას, რომელიც გამოხატულია მაგნიტური კომპასის, უახლოეს 100 –მდე დამრგვალებული, ათეული გრადუსებით.

7) ფრენის მარჯვენა წრე – სასიგნალო მოედანზე ან ადზ-ის ბოლოს ან გამოყენებული საფრენოსნო ზოლზე ჰორიზონტალურად განლაგებული კაშკაშა წითელი ფერის მარჯვნივ მოხრილი ისრის ფორმის ნიშანი აღნიშნავს, რომ სხ-მა დაფრენის წინ ან აფრენის შემდეგ უნდა შეასრულოს მობრუნება მარჯვნივ.

8) საჰაერო მოძრაობის მომსახურების მონაცემთა შეგროვების პუნქტი – შვეულად განლაგებული შავი ”C“ ასო ყვითელ ფონზე მიანიშნებს სმმ-ის მონაცემთა შეგროვების პუნქტის ადგილმდებარეობას.

9) სრულდება ფრენები პლანერით – სასიგნალო მოედანზე ჰორიზონტალურად განლაგებული ორმაგი თეთრი ჯვარი აღნიშნავს, რომ აეროდრომი გამოყენებულია პლანერებისათვის და რომ ასეთი ფრენები ამჟამადაც სრულდება.

10) ვერტოდრომის მონიშვნა – ვერტოდრომის ამოსაცნობი ნიშანი შედგება ისეთნაირად განლაგებული თეთრი ფერის ”H“ ასოსაგან, რომ ”H“ ასოს განივი ხაზი მისადგომის მთავარ მიმართულებასთან ქმნიდეს მართ კუთხეს.

11) საავადმყოფოს ვერტოდრომი აღინიშნება წითელი ფერის ჯვრის ფონზე გამოსახული ისეთნაირად ორიენტირებული თეთრი ”H“ ასოსაგან, რომ ”H“ ასოს განივი ხაზი მართ კუთხეს ქმნიდეს მთავარი მისადგომის მიმართულებასთან.

 დანართი 2

ხმელეთზე სხ-ის მოძრაობის მარეგულირებელი სიგნალები

1) იმოქმედე მიწოდებული სიგნალების შესაბამისად – მესიგნალე ხელმძღვანელობს პილოტის მოქმედებებს, თუ ამას მოითხოვს აეროდრომზე მოძრაობის პირობები.

2) გაჩერების ადგილი აქ არის თავს ზევით აწეული ხელები, ხელისგულებით შიგნით.

3) წადი შემდეგი მესიგნალისაკენ – მარჯვენა ან მარცხენა ხელი დაშვებულია, მეორე მიმართულია სხეულის მხარეს პერპენდიკულარულად, შემდეგი მესიგნალის ადგილმდებარეობის მიმართულებით.

4) იმოძრავე წინ- ხელები ოდნავ განზეა გაწეული და აწეულია ზევით ხელისგულებით უკან. ზევით და უკან განმეორებადი მოძრაობები, იდაყვის მდებარეობა შენარჩუნებულია მხრის დონეზე.

5) მოხვევა

ა) მოხვევა თავისაგან მარცხნივ – მარჯვენა ხელი დაშვებულია, მარცხენა ასრულებს რხევებს ზევით და უკან. ხელის მოძრაობის სიჩქარე მიანიშნებს მოხვევის ტემპზე.

ბ) მოხვევა თავისაგან მარჯვნივ – მარცხენა ხელი დაშვებულია, მარჯვენა ასრულებს რხევებს ზევით და უკან. ხელის მოძრაობის სიჩქარე მიანიშნებს მოხვევის ტემპზე.

6) ”სდექ“ – ხელები თავს ზევით განუწყვეტლივ ჯვარედინდება და ცილდება. ხელის მოძრაობის სიჩქარე მიუთითებს გაჩერების სასწრაფოობას.

7) დამუხრუჭება

ა) მუხრუჭების ჩართვა – მკერდის წინ იდაყვში მოხრილი ხელი გაშლილი თითებით და შემდეგ თითები იკვრება მუჭად;

ბ) მუხრუჭების აშვება – მკერდის წინ იდაყვში მოხრილი ხელი მუშტად შეკრული მტევნით, მისი შემდგომი გაშლითა და თითების გაჭიმვით.

8) ხუნდები

ა) ბორბლებს შეყენებული აქვს ხუნდები – ხელები დაშვებულია ხელისგულების შიგნით. ორივე ხელით სრულდება მოძრაობა ზევით-განზე და ქვევით;

ბ) ბორბლებიდან ხუნდები აღებულია – ხელები დაშვებულია ქვევით ხელისგულებით გარეთ. მოძრაობა ორივე ხელით განზე.

9) აამუშავეთ ძრავები – მარჯვენა ხელით თავის დონეზე რკალური მოძრაობები. მარცხენა აწეულია თავს ზევით გაშლილი თითებით. თითების რაოდენობა შეესაბამება ასამუშავებელი ძრავის ნომერს.

10) გამორთეთ ძრავები- ერთი ხელი – მხრის დონეზე, ამასთან მტევანი ხელისგულით ქვევით მიმართულია ყელის პერპენდიკულარულად, იდაყვში მოხრილ მდგომარეობაში, ხელი ასრულებს მოძრაობას ერთი მხრიდან მეორე მხარეს.

11) შეამცირეთ მიმოსვლის სიჩქარე – ხელები დაშვებულია ქვევით ხელისგულებით მიწისაკენ, რამდენიმე მოძრაობა ზევით-ქვევით.

12) შეამცირეთ ძრავის (ძრავების) ბრუნთა სიხშირე- ხელები დაშვებულია ხელისგულებით მიწისაკენ, მარჯვენა ან მარცხენა ხელი ასრულებს მოძრაობას ზევით-ქვევით შესაბამისად მარჯვენა თუ მარცხენა ძრავაზე ბრუნთა სიხშირის შემცირების მინიშნებით.

13) იმოძრავეთ უკან – ხელები დაშვებულია ქვევით, ხელისგულებით წინ, განმეორებადი მოძრაობები ზევით მხრის დონემდე და ქვევით.

14) მოხვევა უკან სვლისას

ა) მოხვევა ბოლოთი მარჯვნივ – მარცხენა ხელი მიმართულია კუთხით ქვევით, ხოლო მარჯვენა აწეულია თავს ზემოთ და ასრულებს განმეორებად მოძრაობას შვეული მდგომარეობიდან წინ ჰორიზონტალურში;

ბ) მოხვევა ბოლოთი მარცხნივ – მარჯვენა ხელი მიმართულია კუთხით ქვევით, ხოლო მარცხენა აწეული თავს ზემოთ და ასრულებს განმეორებად მოძრაობას შვეული მდგომარეობიდან წინ ჰორიზონტალური.

15) გზა თავისუფალია – მარჯვენა ხელი მოხრილია იდაყვში და აწეულია ზევით. მტევანი შეკრულია მუშტად და ცერა თითი აწეულია ზევით.

16)* ლივლივი – ხელები გაშლილია მხრების გასწვრივ ჰორიზონტალურად ხელისგულებით ქვევით.

17)* აიწიეთ – ხელები, გაშლილი მხრების გასწვრივ ჰორიზონტალურად ხელისგულებით ზევით, მოძრაობს ზევით-ქვევით. ხელების ზევით მოძრაობის სიჩქარის ზრდა მიუთითებს აფრენის სიჩქარის ზრდაზე.

18)* დაეშვით – ხელები, გაშლილი მხრების გასწვრივ ჰორიზონტალურად ხელისგულებით ქვევით, ასრულებს განმეორებად მოძრაობას ზევიდან ქვევით. ხელების დაშვების სიჩქარის ზრდა მიუთითებს დაშვების სიჩქარის ზრდაზე.

19)* იმოძრავეთ ჰორიზონტალურად – შესაბამისი ხელი გაწვდილი ჰორიზონტალურად მოძრაობის მიმართულებით, მეორე ხელი ასრულებს განმეორებად მოძრაობას ტანის წინ მკერდის დონეზე ჰორიზონტალურად გაწვდილი ხელის მხარეს.

20)* დაფრინდით – ხელები დაშვებულია ქვევით და გადაჯვარედინებულია წინ.

დანართი 3

სმმ-ის საჰაერო სივრცის კლასები: შემოთვაზებული მომსახურება და ფრენისადმი წაყენებული მოთხოვნები

ცხრილი 1

კლასი

ფრენის სახეობა

ეშელონირება

მომსახურება

სიჩქარეზე შეზღუდ -ვები *

მოთხოვ-

ნები რადიოკა-

ვშირზე

სმმ-ს ორგანოს ნებარ-

თვის აუცილე-

ბლობა

A

მხოლოდ სფწ –ით

ყველა სხ-ის

სმმ (საჰაერო მოძრაობის მართვა)

შეზღუდვები არ არის

მუდმივი ორმხრივი რადიოკა-

ვშირი

აუცილე-

ბელია

B

 

 

 

 

 სფწ –ით

ყველა სხ-ის

სმმ

შეზღუდვები არ არის

მუდმივი ორმხრივი რადიოკა-

ვშირი

აუცილე-

ბელია

 

ვფწ –ით

ყველა სხ-ის

სმმ

შეზღუდვები არ არის

მუდმივი ორმხრივი რადიოკა-

ვშირი

აუცილე-

ბელია

C

მხოლოდ სფწ –ით

სფწ სფწ-სთან შეფარდებით

სფწ ვფწ-სთან შეფარდებით

სმმ (საჰაერო მოძრაობის მართვა)

შეზღუდვები არ არის

მუდმივი ორმხრივი რადიოკა-

ვშირი

აუცილე-

ბელია

 

ვფწ –ით

ვფწ

სფწ-სთან შეფარდებით,

1)სმმ,სფწ-სთან შეფარდებით ეშელონირებისთავის,

2) ინფორმაცია მოძრაობაზე ვფწ/ვფწ (მოთხოვნისდა მიხედვით, რეკომენდაციები შეჯახების აცილებაზე

სახელსაწყო 250 კვანძი ზღვის საშ. დონიდან 3050მ-ს (10000ფუტი) ქვემოთ

მუდმივი ორმხრივი რადიოკა-

ვშირი

აუცილე-

ბელია

 

 

 

 

 

 

 

 

 

D

სფწ-ით

სფწ სფწ-სთან შეფარდებით

სმმ ინფორმაცია ვფწ-ით ფრენებზე (მოთხოვნისდა მიხედვით, რეკომენდაციები შეჯეხების აცილებაზე)

სახელსაწყო 250 კვანძი ზღვის საშ. დონიდაე 3050 მ-ს (10000 ფუტი) ქვემოთ

მუდმივი ორმხრივი რადიოკა-

ვშირი

აუცილე-

ბელია

 

ვფწ-ით

არ წარმოებს

ინფორმაცია სფწ/ვფწ და ვფწ/ვფწ-ით ფრენებზე, რეკომენდაციები შეჯახების აცილებაზე)

სახელსაწყო 250 კვანძი ზღვის საშ. დონიდაე 3050 მ-ს (10000 ფუტი) ქვემოთ

მუდმივი ორმხრივი რადიოკა-

ვშირი

აუცილე-

ბელია

 

 

 

 

 

 

 

 

 

E

სფწ-ით

სფწ სფწ-სთან შეფარდებით

სმმ და, შეძლებისდაგვარად, ინფორმაცია ვფწ-ით ფრენებზე

სახელსაწყო 250 კვანძი ზღვის საშ. დონიდაე 3050 მ-ს (10000 ფუტი) ქვემოთ

მუდმივი ორმხრივი რადიოკა-

ვშირი

აუცილე-

ბელია

 

ვფწ-ით

არ წარმოებს

შეძლებისდაგვარად, ინფორმაცია მოძრაობაზე

სახელსაწყო 250 კვანძი ზღვის საშ. დონიდაე 3050 მ-ს (10000 ფუტი) ქვემოთ

არა

არ არის

აუცილე-

ბელი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

F

სფწ-ით

შეძლებისდაგვა

რად, სფწ სფწ-სთან შეფარდებით,

საჰაერო მოძრაობის საკონსულტაციო მომსახურება; საფრენოსნო-

საინფორმაციო მომსახურება

სახელსაწყო 250 კვანძი ზღვის საშ. დონიდაე 3050 მ-ს (10000 ფუტი) ქვემოთ

მუდმივი ორმხრივი რადიოკა-

ვშირი

არ არის აუცილე-

ბელი

 

ვფწ-ით

არ წარმოებს

საფრენოსნო-

საინფორმაციო მომსახურება

სახელსაწყო 250 კვანძი ზღვის საშ. დონიდაე 3050 მ-ს (10000 ფუტი) ქვემოთ

არა

არ არის

აუცილე-

ბელი

 

 

 

 

 

 

 

 

 

G

სფწ-ით

არ წარმოებს

საფრენოსნო-

საინფორმაციო მომსახურება

სახელსაწყო 250 კვანძი ზღვის საშ. დონიდაე 3050 მ-ს (10000 ფუტი) ქვემოთ

მუდმივი ორმხრივი რადიოკა-

ვშირი

არ არის

აუცილე-

ბელი

 

ვფწ-ით

არ წარმოებს

საფრენოსგო-

საინფორმაციო მომსახურება

სახელსაწყო 250 კვანძი ზღვის საშ. დონიდაე 3050 მ-ს (10000 ფუტი) ქვემოთ

არა

არ არის

აუცილე-

ბელი

 

 

* როდესაც ზღვის საშ. დონიდან გადასვლას აბსრლუტური სიმაღლე 3050 მ-ზე (10 000 ფუტი) ნაკლებია, 10 000 ფუტის მაგივრად გამოყენებული უნდა იქნეს ფრენის ეშელონი 100.

 დანართი 4

ცხრილი 2

ვიზუალური ფრენის მინიმუმები

 

საჰაერო სივრცის კლასი

 

B C D E

     

 

F G

 

 

ზღვის საშ. დონიდან 3000 ფუტ სიმაღლეზე მაღლა ან ხმელეთიდან 1000 ფუტ სიმაღლეზე მაღლა, იმაზე დამოკიდებულებით, თუ რომელი სიდიდეა მეტი.

ზღვის საშ. დონიდან 3000 ფუტ სიმაღლეზე ან ხმელეთიდან 1000 ფუტზე ეაკლებ სიმაღლეზე, იმაზე დამოლკიდებულებით თუ რომელი სიდიდეა მეტი.

ღრუბებამდე მანძილი

შვეულად – 1000 ფუტი

ჰორიზონტალურად – 1500 მ

უღრუბლობისას და ხმელეთის ან წყლის ზედაპირის ხილვადობისას

ხილვადობა ფრენისას

8 კმ- ზღვის დონიდან 10000 ფუტზე და მაღლა

5 კმ- ზღვის საშ. დონიდან 10000 ფუტზე დაბლა

5 კმ *

 

* 3 კმ-მდე ხილვადობის გაუარესებისას ნებადართულია სპეციალური ვფწ-ით ფრენები 260 კმ/სთ-მდე (140 კვანძი) სახელსაწყო სიჩქარით.

 

დანართი 5

ცხრილი 3

საკრეისერო ეშელონების ცხრილი

დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად გამოყენებული საკრეისერო ეშელონები

მაგნიტური კურსი

000 0 -179 0

180 0 -359 0

სფწ-ით ფრენები

ვფწ-ით ფრენები

სფწ-ით ფრენები

ვფწ-ით ფრენები

ფრენის დონე

აბსოლუტური სიმაღლე

ფრენის დონე

აბსოლუტური სიმაღლე

ფრენის დონე

აბსოლუტური სიმაღლე

ფრენის დონე

აბსოლუტური სიმაღლე

 

მეტრი

ფუტი

 

მეტ-რი

ფუტი

 

მეტრი

ფუტი

 

მეტ-რი

ფუტი

- 90

-

-

-

-

-

0

-

-

-

-

-

10

300

1000

 

-

-

20

600

2000

-

-

-

30

900

3000

35

1050

3500

40

1200

4000

45

1350

4500

50

1500

5000

55

1700

5500

60

1850

6000

65

2000

6500

70

2150

7000

75

2300

7500

80

2450

8000

85

2600

8500

90

2750

9000

95

2900

9500

100

3050

10000

105

3200

10500

110

3350

0

115

3500

11500

120

3650

12000

125

3800

12500

130

3950

13000

135

4100

13500

140

4250

14000

145

4400

14500

150

4550

15000

155

4700

15500

160

4900

16000

165

5050

16500

170

5200

17000

175

5350

17500

180

5500

18000

185

5650

18500

190

5800

19000

195

5950

19500

200

6100

20000

 

 

 

210

6400

21000

 

 

 

220

6700

22000

 

 

 

230

7000

23000

 

 

 

240

7300

24000

 

 

 

250

7600

25000

 

 

 

260

7900

26000

 

 

 

270

8250

27000

 

 

 

280

8550

28000

 

 

 

290

8850

29000

 

 

 

310

9450

31000

 

 

 

330

10050

33000

 

 

 

350

10650

35000

 

 

 

370

11300

37000

 

 

 

390

11900

39000

 

 

 

410

12500

41000

 

 

 

430

13100

43000

 

 

 

450

13700

45000

 

 

 

470

14350

47000

 

 

 

490

14950

49000

 

 

 

510

15550

51000

 

 

 

და ა.შ

და ა.შ.

და ა.შ.

 

 

 

და ა.შ.

და ა.შ

და ა.შ.

 

 

 

 

დანართი 6

ცხრილი 4

გზაგადამჭრელი სხ-გან მიწოდებული სიგნალები და გზაგადაჭრილი სხ-ის პასუხები

სერია

გზაგადამჭრელი სხ-ის სიგნალები

მნიშვნელობა

გზაგადაჭრილი სხ-ის პასუხები

მნიშვნელობა

1

2

3

4

5

1.

დღისით ან ღამით – სხ-ის ფრთების რხევა და სააერნაოსნო ნათურების (და შვეულფრენებისათვის – დასაფრენი ფარების) ციმციმი დროის არათანაბარ შუალედებში გზაგადასაჭრელი სხ-ის ბევრად ზევით, წინ ან, ჩვეულებრივ მის მარცხნივ (ან მარჯვნივ, თუ გზაგადასაჭრელი სხ არის შვეულმფრენი) ყოფნისას, და, სიგნალის მიღების დადასტურების შემდეგ, ჰორიზონტალურ სიბრტყეში ნელი მობრუნება, ჩვეულებრივ მარცხნივ (ან მარჯვნივ, შვეულმფრენის გზის გადაჭრის შემთხვევაში) საჭირო კურსზე გასავლელად.

თქვენ გზაგადაჭრილი ხართ, მომყევით

დღისით ან ღამით – სხ-ის ფრთების რხევა, დროის არათანაბარ შუალებში სააერნაოსნო ნათურების ციმციმი და გზაგადამჭრელი სხ-ის კურსით მოძრაობა

გავიგე, ვასრულებ

2.

დღისით ან ღამით – გზაგადასაჭრელი სხ-საგან 90 0 –იანი ან მეტი მკვეთრი მობრუნება სიმაღლის აღებით გზადადასაჭრელი ხომალდის მიმართულების გადაკვეთის გარეშე

განაგრძეთ ფრენა საკუთარი კურსით

დღისით ან ღამით – სხ-ის ფრთების რხევა

გავიგე, ვასრულებ

3.

დღისით ან ღამით – შასის გამოშვება (თუ შესაძლებელია), დასაფრენი ფარების ჩართვა და გამოსაყენებელია ადზ-ის ან, თუ გზაგადსაჭრელი სხ შვეულმფრენია, შვეულმფრენის დასაფრენი მოედანის გადაფრენა. შვეულმფრენის შემთხვევაში, გზაგადამჭრელი სხ დასაფრენად შესვლას ასრულებს კიდურა რეჟიმში გადასვლით დასაფრენ მოედანთან ახლოს.

შეასრულეთ დაფრენა ამ აეროდრომზე

დღისით ან ღამით – შასის გამოშვება (თუ შესაძლებელია), დასაფრენი ფარების ჩართვა და მოძრაობა გზაგადამჭრელი სხ-ის კურსით და, თუ გამოსაყენებული ადზ-ის ან შვეულმფრენის დასაფრენი მოედნის გადაფრენის შემდეგ დაფრენის პირობები უსაფრთხოა, იწყება დაფრენა.

გავიგე, ვასრულებ

 

 

გზაგადამჭრელი სხ-გან მიწოდებული სიგნალები და გზაგადაჭრილი სხ-ის პასუხები

 

1

2

3

4

5

4.

დღისით ან ღამით – შასის აკეცვა (თუ შესაძლებელია) და დასაფრენი ფარების ციმციმი გამოსაყენებულ ადზ-ს და შვეულმფრენის დასაფრენი მოედნის გადაჭრენისას 300 მ-ზე მეტ, მაგრამ არა უმეტეს 600 მ სიმაღოეზე (შვეულმფრენისათვის 50 მ-ზე მეტ, მაგრამ არა უმეტეს 100 მ სიმაღლეზე) აეროდრომის დონიდან და წრეზე ფრენის გაგრძელება ადზ-ის ან შვეულმფრენის დასაფრენი მოედნის თავზე.

თქვენ მიერ მინიშნებული აეროდრომი, გამოუსადეგარია

თუ გზაგადამჭრელ სხ-მა გზაგადასაჭრელ სხ-ს უნდა მისცეს თავისუფალი მოქმედების უფლება, მაშინ მან უნდა გამოიყენოს გზაგადამჭრელი სხ-ს მე-2 სერიის სიგნალები

გავიგე, განარძეთ ფრენა საკუთარი კურსით

 

თუ შეუძლებელია დასაფრენი ფარების ციმციმი, ციმციმი უნდა განხორციელდეს სხვა ნებისმიერი საბოტრო ნათურებით.

 

 

 

5.

დღისით ან ღამით – ყველა საბორტო ნათურების რეგულარული ჩართვა-გამორთვა ისეთნაირად, რომ შესაძლებელი იქნეს მათი განსხვავება ციმციმისაგან

არ შემიძლია

დღისით ან ღამით – გამოიყენეთ გზაგადამჭრელი სხ-ს მე-2 სერიის სიგნალები

გავიგე

6.

დღისით ან ღამით – დროის არათანაბარი შუალედებით ყველა საბორტო ნათურების ციმციმი

გასაჭირში ვარ (ხიფათში ვარ ჩავარდნილი)

დღისით ან ღამით – გამოიყენეთ გზაგადამჭრელი სხ-ს მე-2 სერიის სიგნალები

გავიგე

 

დანართი 7

ხრილი 5

გზაგადამჭრელი და გზაგადაჭრილი სხ-ბის მიერ გამოყენებული ფრაზები

გზაგადამჭრელი სხ-ების მიერ გამოყენებული ფრაზები

გზაგადასაჭრელი სხ-ების მიერ გამოყენებული ფრაზები

ფრაზა

წარმოთქმა

მნიშვნელობა

ფრაზა

წარმოთქმა

მნიშვნელობა

Call sign

ქოლ საინ

გთხოვთ შემატყობინოთ თქვენი მოსახმობი სიგნალი

Call sign

ქოლ საინ

ჩემი მოსახმობია

Follow

ფო-ლოუ

მომყევით

Wilco

ვილ-ქო

გავიგე, ვასრულებ

Descend

დი-სენდ

დაეშვით დასაფრენად

Can not

ქენ ნოთ

შესრულება არ შემიძლია

You Land

იუ ლენდ

დაფრინდით ამ აეროდრომზე

Repeat

რი-ფით

გაიმეორეთ თქვენი მითითება

Proceed

პრო-სიდ

იმოძრავეთ თქვენი კურსით

Am Lost

ემ ლოსთ

დაკარგე ორიენტაცია

 

 

 

Mayday

მეი-დეი

გასაჭირში ვარ

 

 

 

Hijack

ჰაი-ჯექ

გატაცებული ვარ

 

 

 

Land

ლენდ

გთხოვთ დაფრენას

 

 

 

descend

დი-სენდ

აუცილებელია დაშვება

 

                                                                                                             დანართი 8

                                                                                                                   ცხრილი 6

მახასიათებლები

სასარგებლო ტვირთის წონა (კილოგრამები)

1

2

3

4

5

 6 ან მეტი

გვარლი ან სხვა საკიდი 230H ან მეტი

 

 

 

 

 

 

 

 

ცალკე შეფუთვა

13 გრ/ კვ.სმ-ზე მეტი კუთრი დატვირთვა

 

 

მძიმე

მასის (გრ) კუთრი დატვირთვის გაანგარიშება

 

უმცირესი ზედაპირის ფართობი (კვ.სმ)

13 გრ/კვ.სმ-ზე ნაკლები კუთრი დატვირთვა

მსუბუქი

 

 

 

საერთო მასა (თუ საკიდი ან კუთრი დატვმრთვა ან ცალკეუკლი შეფუთვის მასა არ განიხილება ცალ-ცალკე)

 

 

 

 

 

საშუალო