დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2001 წლის 8 ოქტომბრის №88 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამაებების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 15 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 17/02/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 15, 28/02/2003 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310.050.000.11.115.005.693 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.050.000.12.210.005.687
საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის
ბრძანება №15
2003 წლის 17 თებერვალი
ქ. თბილისი
„საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2001 წლის 8 ოქტომბრის №88 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ” მე-2 დანართის „ფრენის წესები”, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის სახელმძღვანელო დოკუმენტის დოკ 7030/4 (დამატებითი რეგიონალური წესები) და საქართველოს კანონის “ნორმატიული აქტების შესახებ” მოთხოვნებიდან გამომდინარე, ვბრძანებ:
1. საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2001 წლის 8 ოქტომბრის №88 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენის წესებში” (სარეგისტრაციო კოდი №310.050.000.11.115.005.010)შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) გაუქმდეს მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის ბა)-ბდ) ქვეპუნქტები;
ბ) მე-13 მუხლს დაემატოს მე-6 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„6. ორმხრივი კავშირის მტყუნების ფაქტის დადგენის შემდეგ, საჰაერო მოძრაობის მართვის ორგანო უზრუნველყოფს ეშელონირებას კავშირდაკარგულ საჰაერო ხომალდსა და სხვა სხ-ებს შორის, იმ ვარაუდით, რომ სხ-ის ეკიპაჟი იმოქმედებს შემდეგი წესის შესაბამისად:
ა) ვიზუალურ მეტეოროლოგიურ პირობებში (ვმპ) ფრენისას:
ა.ა) აყენებს მმრლ-ის მოპასუხე კოდს 7600;
ა.ბ) განაგრძობს ფრენას ვიზუალურ მეტეოროლოგიურ პირობებში და შეასრულებს დაფრენას უახლოეს შესაფერის აეროდრომებზე;
ა.გ) კავშირის ყველაზე სწრაფი საშუალებით შეატყობინებს შესაბამის სამეთვალყურეო ორგანოს დაფრენის შესახებ;
ბ) სახელსაწყო მეტეოროლოგიურ პირობებში (სმპ) ფრენისას ან ისეთ პირობებში, როდესაც ამ პუნქტის ა) ქვეპუნქტის დებულებათა შესაბამისად ფრენის დასრულება შეუძლებელია, სხ:
ბ.ა) მმრლ-ის მოპასუხე აყენებს კოდს 7600;
ბ.ბ) 7 წუთის განმავლობაში დაიცავს ბოლო ნებადართულ სიჩქარესა და ეშელონს ან ფრენის მინიმალურ აბსოლუტურ სიმაღლეს, თუ ეს უკანასკნელი მეტია ფრენის ნებადართულ ეშელონზე. 7 წუთიანი პერიოდი იწყება:
ბ.ბ.ა) მას შემდეგ, რაც სხ-ის ეკიპაჟი განაგრძობს ფრენას მარშრუტზე შეტყობინებათა გადაცემის სავალდებულო პუნქტების გამოყენების გარეშე, ან მიიღო მითითება არ გადასცეს შეტყობინება ადგილმდებარეობის შესახებ;
ბ.ბ.ა.ა) ბოლო ნებადართული ფრენის ეშელონის ან მინიმალური სიმაღლის დაკავებისას; ან
ბ.ბ.ა.ბ) როდესაც სხ-ის ეკიპაჟი მმრლ-ის მოპასუხეზე აყენებს კოდს 7600;
იმის გათვალისწინებით თუ რა უფრო გვიან ხდება, ან
ბ.ბ.ბ) მას შემდეგ, რაც სხ-ის ეკიპაჟი განაგრძობს ფრენას მარშრუტზე შეტყობინებათა გადაცემის სავალდებულო პუნქტების გამოყენებით, და არ მიუღია მითითება, რომ არ გადასცეს შეტყობინება ადგილმდებარეობის შესახებ:
ბ.ბ.ბ.ა.) ბოლო ნებადართული ფრენის ეშელონის ან მინიმალური სიმაღლის დაკავებისას; ან
ბ.ბ.ბ.ბ) პილოტის მიერ ადრე გაცემულ შეტყობინებათა სავალდებულო გადაცემის პუნქტის გაანგარიშებული დაკავების დროს; ან
ბ.ბ.ბ.გ) როდესაც სხ-ის ეკიპაჟი არ გადასცემს შეტყობინებას ადგილმდებარეობის შესახებ შეტყობინებათა სავალდებულო გადაცემის პუნქტის გადაფრენის დროს,
იმის გათვალისწინებით თუ რა უფრო გვიან ხდება.
შენიშვნა: 7 წუთიანი პერიოდი აუცილებელია საჰაერო მოძრაობის მართვისა და კოორდინაციისათვის აუცილებელი ზომების მიღების მიზნით.
ბ.ბ.გ) ამის შემდეგ ახდენს ეშელონისა და სიჩქარის კორექტირებას ფრენის წარდგენილი გეგმის შესაბამისად;
ბ.ბ.დ) სხ-ის სარადიოლოკაციო დამიზნების ან ზონალური ნავიგაციის მარშრუტზე ფრენის დროს, ფრენა სრულდება ფრენის გეგმაში აღნიშნული მარშრუტის მიმართულებით, რაც შეიძლება სწორი ტრაექტორიით, მინიმალური ფრენის სიმაღლის გათვალისწინებით.
შენიშვნა: რაც შეეხება მარშრუტს, რომელზეც უნდა შესრულდეს ფრენა, ან დანიშნულების აეროდრომზე დაფრენის მიზნით სიმაღლიდან დაშვების დროს, გამოიყენება მიმდინარე ფრენის გეგმა ცვლილებების გათვალისწინებით, რომელიც განპირობებულია მომდევნო სამეთვალყურეო ნებართვის გაცემით, თუ ამ უკანასკნელს ჰქონდა ადგილი.
ბ.ბ.ე) ასრულებს ფრენას მარშრუტზე მიმდინარე ფრენის გეგმის შესაბამისად, დაფრენის აეროდრომზე განლაგებული შესაბამისად აღნიშნული სანაოსნო საშუალების მიმართულებით, და თუ მოეთხოვება ამ მუხლის ბ.ბ.ვ) ქვეპუნქტით განსაზღვრული დებულების შესრულება, სიმაღლიდან დაშვების დაწყებამდე ასრულებს მოცდის მანევრს სანაოსნო საშუალების თავზე.
ბ.ბ.ვ) დაიწყებს დაშვებას ამ მუხლის ბ.ბ.ე) ქვეპუნქტში აღნიშნული სანაოსნო საშუალებიდან ზუსტად დასაფრენად შესვლის სავარაუდო დროს, რომელიც მიღებული და დამოწმებულია ბოლო კავშირის დროს ან შეძლებისდაგვარად, რაც შეიძლება ახლოს ამ დროსთან; ან იმ შემთხვევაში, როდესაც დასაფრენად შესვლის არანაირი სავარაუდო დრო არ არის მიღებული და დამოწმებული, დაფრენის გაანგარიშებულ დროს, რომელიც მითითებულია ფრენის მიმდინარე გეგმაში ან რაც შეიძლება ახლოს ამ დროსთან;
ბ.ბ.ზ) შეასრულებს ფრენას დასაფრენად სახელსაწყო შესვლის ჩვეული სქემით, რომელიც გათვალისწინებულია აღნიშნული სანაოსნო საშუალებებისათვის;
ბ.ბ.თ) შეასრულებს დაფრენას 30 წუთის განმავლობაში მოფრენის გაანგარიშებული დროის დადგომიდან, რომელიც მითითებულია ბ.ბ.ვ) ქვეპუნქტში ან დადასტურებულია დასაფრენად შესვლის სავარაუდო დროის უკანასკნელ შეტყობინებაში, იმისდა მიხედვით, თუ რომელი მათგანი დადგა უფრო მოგვიანებით”.
2. ბრძანება ამოქმედდეს 2003 წლის 20 მარტიდან.
მ. ადეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები