საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ნომერი 01-91/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 26/11/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/11/2021
ძალის დაკარგვის თარიღი 01/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016917
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
01-91/ნ
26/11/2021
ვებგვერდი, 29/11/2021
470230000.22.035.016917
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს დამტკიცების შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (29/11/2021 - 20/06/2023)

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-91/ნ

2021 წლის 26 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს დამტკიცების შესახებ

„სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლო – ემბლემა თანდართული სახით.

2. ემბლემა წარმოადგენს – მეწამული არშიით შემოსაზღვრულ ჰერალდიკურ ფარს, რომლის ვერცხლის ველზე გამოსახულია საქართველოს კონტურული რუკა, ოჯახის და სახლის სტილიზებული შერწყმით მიღებული ფიგურა.

3.  ამ ბრძანებით დამტკიცებული სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს გამოყენება (აღმართვა, გამოფენა, გამოსახვა და ა.შ.) ხდება სააგენტოს საქმიანობის ფარგლებში და მიზნებისათვის, ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, ამ ბრძანებით დამტკიცებული სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს გამოყენების წესები  შესაძლებელია, დაზუსტდეს სააგენტოს დირექტორის გადაწყვეტილებით.

4. სააგენტო უზრუნველყოფს „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების გატარებას.

5. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიეკატერინე ტიკარაძე