საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 41/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 20/06/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/06/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.017061
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
41/ნ
20/06/2023
ვებგვერდი, 20/06/2023
470230000.22.035.017061
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (20/06/2023 - 15/05/2025)

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №41/ნ

2023 წლის 20 ივნისი

ქ. თბილისი

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ

,,სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და მე-9 მუხლის, „აღმასრულებელი ხელისუფლების, ზოგიერთი საჯარო დაწესებულების ემბლემის გამოსახვის წესი“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 14 დეკემბრის №572 დადგენილების მე-3 მუხლისა და „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანე:

მუხლი 1

დამტკიცდეს:

ა) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ემბლემა, მათ შორის, მედიასთან საკომუნიკაციო ბანერი, ოფიციალური კორესპონდენციის/წერილის ბლანკის ნიმუშები, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკი (დანართი №1);

ბ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის  სოციალური მომსახურების სააგენტოემბლემ, მათ შორის, მედიასთან საკომუნიკაციო ბანერი, ოფიციალური კორესპონდენციის/წერილის ბლანკის ნიმუშები, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკი   (სააგენტოს შემთხვევაში, დანართი №2; სააგენტოს ტერიტორიული ორგანოების შემთხვევაში, დანართი №2.1) ;

გ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის  სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო ემბლემ, მათ შორის, მედიასთან საკომუნიკაციო ბანერი, ოფიციალური კორესპონდენციის/წერილის ბლანკის ნიმუშები, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკი   (დანართი №3);

დ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის  ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ემბლემ, მათ შორის, მედიასთან საკომუნიკაციო ბანერი, ოფიციალური კორესპონდენციის/წერილის ბლანკის ნიმუშები, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკი  (დანართი №4);

ე) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის  სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო ემბლემ, მათ შორის, მედიასთან საკომუნიკაციო ბანერი, ოფიციალური კორესპონდენციის/წერილის ბლანკის ნიმუშები, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკი (სააგენტოს შემთხვევაში დანართი №5; სააგენტოს ტერიტორიული ერთეულების (ადგილობრივი ორგანოების) შემთხვევაში, №5.1; სააგენტოს ფილიალების (სპეციალიზებული დაწესებულებების) შემთხვევაში, დანართი №5.2);

ვ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის  საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ემბლემ, მათ შორის, მედიასთან საკომუნიკაციო ბანერი, ოფიციალური კორესპონდენციის/წერილის ბლანკის ნიმუშები, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკი  (დანართი №6);

ზ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის   დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ემბლემ, მათ შორის, მედიასთან საკომუნიკაციო ბანერი, ოფიციალური კორესპონდენციის/წერილის ბლანკის ნიმუშები, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკი   (დანართი №7);

თ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დასაქმების  ხელშეწყობის  სახელმწიფო სააგენტოს ემბლემ, მათ შორის, მედიასთან საკომუნიკაციო ბანერი, ოფიციალური კორესპონდენციის/წერილის ბლანკის ნიმუშები, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკი  (დანართი №8);

ი) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის  ჯანმრთელობის ეროვნული   სააგენტოს ემბლემ, მათ შორის, მედიასთან საკომუნიკაციო ბანერი, ოფიციალური კორესპონდენციის/წერილის ბლანკის ნიმუშები, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკი  (დანართი №9);

კ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის  ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოს ემბლემ, მათ შორის, მედიასთან საკომუნიკაციო ბანერი, ოფიციალური კორესპონდენციის/წერილის ბლანკის ნიმუშები, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკი  (დანართი №10) ;

ლ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის  შრომის ინსპექციის სამსახური ს მედიასთან საკომუნიკაციო ბანერი, ოფიციალური კორესპონდენციის/წერილის ბლანკის ნიმუშები, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკი  (დანართი №11).

მუხლი 2

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციამ და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა უზრუნველყონ ამ ბრძანების შესასრულებლად შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

მუხლი 3

ამ ბრძანებით დამტკიცებული სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების გამოყენება (აღმართვა, გამოფენა, გამოსახვა და ა.შ.) ხორციელდება შესაბამისი ორგანიზაციის საქმიანობის ფარგლებში და მიზნებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 4

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად,  ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

1. ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ  სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 6 სექტემბრის №01-76/ნ ბრძანება.

2. ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 26 ნოემბრის №01-91/ნ ბრძანება.

3. ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2022 წლის 31 იანვრის №01-8/ნ ბრძანება.

მუხლი 5

ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივლისიდან.


საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიზურაბ აზარაშვილი