დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
„ტექნიკური რეგლამენტი − სურსათში/სურსათზე და/ან წარმოებული შესაბოლი არომატიზატორების წარმოებისათვის გამოსაყენებლად (ავტორიზებული) დაშვებული შესაბოლი არომატიზატორების პირველადი პროდუქტების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 479 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 28/09/2021 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/09/2021 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.023035 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (30/09/2021 - 11/12/2024)
|
მუხლი 1 |
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი – სურსათში/სურსათზე და/ან წარმოებული შესაბოლი არომატიზატორების წარმოებისათვის გამოსაყენებლად (ავტორიზებული) დაშვებული შესაბოლი არომატიზატორების პირველადი პროდუქტების შესახებ“.
|
მუხლი 2 |
არომატული ნივთიერებების შემცველი სურსათი, რომელიც განთავსებულია ბაზარზე ამ დადგენილების ამოქმედებამდე და არ შეესაბამება ამავე დადგენილებით დამტკიცებული დანართის – „სურსათში/სურსათზე გამოსაყენებლად და/ან წარმოებული შესაბოლი არომატიზატორების მისაღებად/წარმოებისათვის დაშვებული (ავტორიზებული) წარმოებული შესაბოლი არომატიზატორების პირველადი პროდუქტების სიით“ განსაზღვრულ მოთხოვნებს, დასაშვებია ბაზარზე განთავსებულ იქნეს „ვარგისიანობის მინიმალური ვადის“ ან „გამოყენებამდე ვადის“ გასვლამდე. |
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.
|
|
ტექნიკური რეგლამენტი – სურსათში/სურსათზე და/ან წარმოებული შესაბოლი არომატიზატორების წარმოებისათვის გამოსაყენებლად (ავტორიზებული) დაშვებული შესაბოლი არომატიზატორების პირველადი პროდუქტების შესახებ
|
მუხლი 1. მიზანი და გამოყენების სფერო
1. „ტექნიკური რეგლამენტი – სურსათში/სურსათზე და/ან წარმოებული შესაბოლი არომატიზატორების წარმოებისათვის გამოსაყენებლად (ავტორიზებული) დაშვებული პირველადი პროდუქტების შესახებ" (შემდგომში – ტექნიკური რეგლამენტი) მიზნად ისახავს ადამიანის ჯანმრთელობის და მომხმარებელთა ინტერესების დაცვას, შიდა ბაზრის ეფექტიან ფუნქციონირებას, სურსათით ვაჭრობასთან დაკავშირებულ სამართლიანი პრაქტიკის დაცვას და საჭიროების შემთხვევაში გარემოს დაცვას. 2. სურსათში/სურსათზე და/ან წარმოებული შესაბოლი არომატიზატორების წარმოებისათვის გამოსაყენებლად დაშვებული (ავტორიზებული) შესაბოლი არომატიზატორების პირველადი პროდუქტების სია განსაზღვრულია დანართით. 3. ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული სურსათში/სურსათზე და /ან წარმოებული შესაბოლი არომატიზატორების წარმოებისათვის გამოსაყენებლად ავტორიზებული (დაშვებული) შესაბოლი არომატიზატორების პირველადი პროდუქტები უნდა აკმაყოფილებდნენ „ტექნიკური რეგლამენტი – სურსათში/სურსათზე გამოსაყენებელი არომატიზატორებისა და არომატიზატორის თვისებ(ებ)ის მქონე სურსათის ინგრედიენტების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 13 აგვისტოს N497 დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს. მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები 1. ამ ტექნიკური რეგლამენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) შესაბოლი არომატიზატორი – პროდუქტი, რომელიც მიიღება ბოლის (კვამლის) კონდენსატის ფრაქციებად დაყოფითა და გაწმენდა-გასუფთავებით, პირველადი შესაბოლი კონდენსატის, პირველადი ფისების (კუპრის) ფრაქციის და/ან წარმოებული შესაბოლი არომატიზატორების წარმოქმნით, მათ შორის: ა.ა) ბოლის (კვამლის) პირველადი კონდენსატი, რომელიც წარმოადგენს წყლის საფუძველზე წარმოქმნილი კონდენსირებული ბოლის (კვამლის) გაწმენდილ-გასუფთავებულ ნაწილს; ა.ბ) ცვილის (ფისის, კუპრის) პირველადი ფრაქცია, რომელიც წარმოადგენს კონდენსირებული ბოლის (კვამლის) მაღალი სიმკვრივის მქონე ცვილის (ფისის, კუპრის) წყალში უხსნადი ფაზის გაწმენდილ-გასუფთავებულ ფრაქციას; ა.გ) წარმოებული შესაბოლი არომატიზატორები, რომლებიც მიეკუთვნება არომატიზატორებს, მათი წარმოება ხდება პირველადი პროდუქტების შემდგომი გადამუშავებით და რომლებიც გამოიყენება ან განკუთვნილია სურსათში/სურსათზე გამოყენებისათვის, ან სურსათისათვის ბოლის (კვამლის) გემოს მისაცემად. ბ) ჩვილი ბავშვი (Infant) - ბავშვი დაბადებიდან ერთი წლის (12 თვის) ჩათვლით; გ) ადრეული/უმცროსი ასაკის ბავშვი (Young children) - ბავშვი 1 წლიდან (12 თვიდან) 3 წლის (36 თვის) ჩათვლით; დ) ფორმულა ჩვილი ბავშვისათვის (Infant Formulae) - ჩვილ ბავშვთა კვებისათვის განკუთვნილი სურსათი, რომელიც გამოიყენება განსაკუთრებული კვებითი დანიშნულებით ბავშვის სიცოცხლის პირველ თვეებში და სრულად აკმაყოფილებს ამ ასაკის ბავშვთა კვებით მოთხოვნებს შესაბამისი დამატებითი კვების მიცემამდე; ე) მარცვლოვნების ფუძეზე (საფუძველზე) წარმოებული სურსათი (processed cereal-based foods) – მარცვლოვანი კულტურების გადამუშავებით წარმოებული სურსათი, რომელიც განკუთვნილია ჯანმრთელი ჩვილი ბავშვების განსაკუთრებული კვებითი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ძუძუთი კვების შეწყვეტის შემდეგ და ადრეული ასაკის ჯანმრთელი ბავშვთა კვების რაციონზე დამატების სახით და/ან მათი ჩვეულებრივ საკვებთან თანდათანობით შეგუებისათვის; მას მიეკუთვნება მარტივი სურსათი, რომელთა აღდგენა ხდება რძით ან სხვა სათანადო საკვები სითხით, ასევე მარცვლოვანი კულტურებისგან წარმოებული სურსათი, რომელთაც დამატებული აქვთ ცილის მაღალი შემცველობის მქონე სურსათი და რომელთა აღდგენა ხდება წყლით ან ცილისაგან თავისუფალი სათანადო სითხით, მაკარონის ნაწარმი (პასტა), რომელთა გამოყენება შესაძლებელია ადუღებულ წყალში ან სხვა სათანადო სითხეში მოხარშვის შემდეგ და ასევე ბისკვიტები (მშრალი ნამცხვარი) და ორცხობილები, რომელთა გამოყენება ხდება უშუალოდ ან რძის, წყლის ან სხვა სათანადო სითხით დალბობის შემდეგ; ვ) ბავშვთა კვებისთვის განკუთვნილი სურსათი (baby foods) - სურსათი, რომელიც განკუთვნილია ჯანმრთელი ჩვილი ბავშვების განსაკუთრებული კვებითი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ძუძუთი კვების შეწყვეტის შემდეგ და ადრეული/უმცროსი ასაკის ჯანმრთელ ბავშვთა კვების რაციონზე დამატების სახით და/ან მათი ჩვეულებრივ საკვებთან თანდათანობით შეგუებისათვის, გარდა: ვ.ა) მარცვლოვნების ფუძეზე (საფუძველზე) წარმოებული სურსათისა; ვ.ბ) რძეზე დამზადებული სასმელისა და მსგავსი სურსათისა, რომელიც განკუთვნილია ადრეული/უმცროსი ასაკის ბავშვთა კვებისათვის; ზ) განსაკუთრებული სამედიცინო დანიშნულების სურსათი (special medical purposes foods) - სურსათი, რომელიც სპეციალურად გადამუშავდა ან სპეციალური შედგენილობისაა და განკუთვნილია ექიმის ზედამხედველობით იმ პაციენტების დიეტურ თერაპიაში გამოყენებისათვის, რომელთაც დაქვეითებული ან შეზღუდული აქვთ ჩვეულებრივი სურსათის, ან სურსათის შემადგენელი ზოგიერთი კვებითი ელემენტის, ან მათი მეტაბოლიტების მიღების, შეთვისების, გადამუშავების, ადსორბციის და ორგანიზმიდან გამოდევნის ფუნქციონალური უნარი. იგი გამოიყენება ასევე იმ პაციენტებისათვის, რომელთა დიეტური თერაპია ვერ განხორციელდება ჩვეულებრივი რაციონის შეცვლით, ასევე სხვა განსაკუთრებული კვებითი დანიშნულების სურსათით ან მათი კომბინაციით; თ) განსაკუთრებული სამედიცინო დანიშნულების დიეტური სურსათი ჩვილი და ადრეული ასაკის ბავშვებისათვის (dietary foods for special medical purposes intended for infants and young children) - სურსათი, რომელიც თავისი შემადგენლობითა და წარმოების პროცესით მკვეთრად განსხვავდება ჩვეულებრივი შემადგენლობის მქონე სურსათისაგან, განკუთვნილია დიეტურ კვებაში გამოყენებისათვის, ბაზარზე განთავსებულია ეტიკეტით, რომელიც შეიცავს ინფორმაციას სურსათის დიეტური დანიშნულებით გამოყენების შესახებ და განკუთვნილია ჯანმრთელი ჩვილი და ადრეული/უმცროსი ასაკის ბავშვთათვის; ი) ხორცის ნახევარფაბრიკატი /დამზადებული ხორცი (processed meat) – ახალი ხორცი, მათ შორის, ფრაგმენტებად დანაწევრებული ხორცი, რომელსაც დაემატა საკვები საშუალებები, სუნელ-სანელებლები ან სხვა ნივთიერებები, ან რომელმაც გაიარა გადამუშავების არასაკმარისი პროცესი იმგვარად, რომ ხორცის შიდა კუნთოვან ქსოვილის ბოჭკოს არ დაუკარგავს ახალი ხორცისთვის დამახასიათებელი სტრუქტურა; კ) თევზჭერის შედეგად მიღებული პროდუქტი (შემდგომ – თევზჭერის პროდუქტი) – ზღვასა და მტკნარ წყლებში მოპოვებული გარეული ან მოშენებული ცხოველები და მათი საკვებად გამოსაყენებელი ნაწილები (ცოცხალი ორსაგდულიანი მოლუსკების, ცოცხალი კანეკლოვანების, ცოცხალი ტუნიკატების, ზღვის ცოცხალი მუცელფეხოვანი მოლუსკების, ყველა ძუძუმწოვრის, ცივსისხლიანისა და ბაყაყის გარდა). 2. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ტერმინებისა, ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის ასევე გამოიყენება „ტექნიკური რეგლამენტი – სურსათში/სურსათზე გამოსაყენებელი არომატიზატორებისა და არომატიზატორის თვისებ(ებ)ის მქონე სურსათის ინგრედიენტების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 13 აგვისტოს N497 დადგენილებით განსაზღვრული ტერმინები.
დანართი სურსათში/სურსათზე გამოსაყენებლად და/ან წარმოებული შესაბოლი არომატიზატორების მისაღებად/წარმოებისათვის დაშვებული (ავტორიზებული) წარმოებული შესაბოლი არომატიზატორების პირველადი პროდუქტების სია
მინიშნება 1. მაქსიმალური დონეები არის ბაზარზე განთავსებულ სურსათში/სურსათზე არსებული დონეები. ამ პრინციპიდან გამონაკლისია მშრალი და/ან კონცენტრირებული სურსათი, რომელიც ექვემდებარება აუცილებელ აღდგენას; ამ შემთხვევაში მაქსიმალური დონე გამოყენებული უნდა იქნეს ეტიკეტზე განთავსებული ინსტრუქციის შესაბამისად აღდგენილი სურსათისათვის, გაზავების მინიმალური კოეფიციენტის გათვალისწინებით. თუ წარმოებული შესაბოლი არომატიზატორების მისაღებად/წარმოებისათვის გამოიყენება პირველადი პროდუქტები, მაქსიმალური დონეები შესაბამისად უნდა იქნეს კორექტირებული. მინიშნება 2. თუ სურსათში/სურსათზე გამოიყენება კომბინირებული შესაბოლი არომატიზატორები, თითოეული მათგანის ინდივიდუალური რაოდენობა შემცირებული უნდა იქნეს პროპორციულად. მინიშნება 3. თუ შესაბოლი არომატიზატორი დაშვებულია გადამუშავებულ ხორცში (სურსათის კატეგორია 08.2.) ან გადამუშავებული თევზისა და თევზჭერის პროდუქტში (სურსათის კატეგორია 09.2.) გამოყენებისათვის და ამ პროდუქტების შებოლვა ხდება შესაბოლ კამერაში არომატიზატორების კვამლის რეგენერაციით, მათი გამოყენება უნდა მოხდეს კარგი საწარმო პრაქტიკის შესაბამისად. მინიშნება 4. შესაბოლი არომატიზატორების არსებობა დაშვებულია: ა) შედგენილ (კომბინირებულ) სურსათში, გარდა ამ დანართით განსაზღვრული სურსათისა, თუ პირველადი პროდუქტი, შედგენილი სურსათის ერთ-ერთ ინგრედიენტში, გამოსაყენებლად მაინც არის დაშვებული; ბ) სურსათში, რომელიც სრულად უნდა იქნეს გამოყენებული შედგენილი (კომბინირებული) სურსათის დამზადებისათვის იმ პირობით, თუ შედგენილი (კომბინირებული) სურსათი შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს; შენიშვნა: მოთხოვნები არ ვრცელდება ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ შემდეგ სურსათზე – „ფორმულა ჩვილი ბავშვებისათვის“, „ჩვილ ბავშვთა დამატებითი კვებისათვის განკუთვნილი ფორმულა“, „მარცვლოვნების ფუძეზე (საფუძველზე) წარმოებული სურსათი“, „ბავშვთა კვებისათვის განკუთვნილი სურსათი“ და „განსაკუთრებული სამედიცინო დანიშნულების დიეტური სურსათი ჩვილი და ადრეული ასაკის ბავშვებისათვის“.
|
დოკუმენტის კომენტარები