დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ტექნიკური რეგლამენტი − სურსათში/სურსათზე და/ან წარმოებული შესაბოლი არომატიზატორების წარმოებისათვის გამოსაყენებლად (ავტორიზებული) დაშვებული შესაბოლი არომატიზატორების პირველადი პროდუქტების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 28 სექტემბრის №479 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 411 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 11/12/2024 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/12/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.024806 |
|
„ტექნიკური რეგლამენტი − სურსათში/სურსათზე და/ან წარმოებული შესაბოლი არომატიზატორების წარმოებისათვის გამოსაყენებლად (ავტორიზებული) დაშვებული შესაბოლი არომატიზატორების პირველადი პროდუქტების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 28 სექტემბრის №479 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტი − სურსათში/სურსათზე და/ან წარმოებული შესაბოლი არომატიზატორების წარმოებისათვის გამოსაყენებლად (ავტორიზებული) დაშვებული შესაბოლი არომატიზატორების პირველადი პროდუქტების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 28 სექტემბრის №479 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/09/2021, 300160070.10.003.023035) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის – სურსათში/სურსათზე და/ან წარმოებული შესაბოლი არომატიზატორების წარმოებისათვის გამოსაყენებლად (ავტორიზებული) დაშვებული შესაბოლი არომატიზატორების პირველადი პროდუქტების შესახებ“:
1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისთვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:“. 2. მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი: „ლ) პრეპარატი − შესაბოლი არომატიზატორების ნარევი ან ერთი ან რამდენიმე შესაბოლი არომატიზატორის ნარევი სურსათის ისეთ სხვა ინგრედიენტებთან, როგორებიცაა არომატიზატორები, საკვებდანამატები, ფერმენტები ან გადამტანები, შესაბოლი არომატიზატორის შენახვის, რეალიზაციის სტანდარტიზაციის, განზავების ან გახსნის ხელშეწყობის მიზნით.“. 3. დანართი „სურსათში/სურსათზე გამოსაყენებლად და/ან წარმოებული შესაბოლი არომატიზატორების მისაღებად/წარმოებისათვის დაშვებული (ავტორიზებული) წარმოებული შესაბოლი არომატიზატორების პირველადი პროდუქტების სია“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
„დანართი
|
სურსათში/სურსათზე გამოსაყენებლად და/ან წარმოებული შესაბოლი არომატიზატორების მისაღებად/წარმოებისათვის დაშვებული (ავტორიზებული) წარმოებული შესაბოლი არომატიზატორების პირველადი პროდუქტების სია
|
მინიშნება 1. მაქსიმალური დონეები არის ბაზარზე განთავსებულ სურსათში/სურსათზე არსებული დონეები. ამ პრინციპიდან გამონაკლისია მშრალი და/ან კონცენტრირებული სურსათი, რომელიც ექვემდებარება აუცილებელ აღდგენას; ამ შემთხვევაში მაქსიმალური დონე გამოყენებულ უნდა იქნეს ეტიკეტზე განთავსებული ინსტრუქციის შესაბამისად აღდგენილი სურსათისათვის, გაზავების მინიმალური კოეფიციენტის გათვალისწინებით. თუ წარმოებული შესაბოლი არომატიზატორების მისაღებად/წარმოებისათვის გამოიყენება პირველადი პროდუქტები, მაქსიმალური დონეები შესაბამისად უნდა იქნეს კორექტირებული.
მინიშნება 2. თუ სურსათში/სურსათზე გამოიყენება კომბინირებული შესაბოლი არომატიზატორები, თითოეული მათგანის ინდივიდუალური რაოდენობა შემცირებულ უნდა იქნეს პროპორციულად. მინიშნება 3. თუ შესაბოლი არომატიზატორი დაშვებულია გადამუშავებულ ხორცში (სურსათის კატეგორია 08.2.) ან გადამუშავებული თევზისა და თევზჭერის პროდუქტის (სურსათის კატეგორია 09.2) გამოყენებისათვის და ამ პროდუქტების შებოლვა ხდება შესაბოლ კამერაში არომატიზატორების კვამლის რეგენერაციით, მათი გამოყენება უნდა მოხდეს კარგი საწარმო პრაქტიკის შესაბამისად. მინიშნება 4. შესაბოლი არომატიზატორების არსებობა დაშვებულია: ა) შედგენილ (კომბინირებულ) სურსათში, გარდა დანართით განსაზღვრული სურსათისა, თუ პირველადი პროდუქტი შედგენილი სურსათის ერთ-ერთ ინგრედიენტში გამოსაყენებლად მაინც არის დაშვებული; ბ) სურსათში, რომელიც სრულად უნდა იქნეს გამოყენებული შედგენილი (კომბინირებული) სურსათის დამზადებისათვის, იმ პირობით, თუ შედგენილი (კომბინირებული) სურსათი შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს. მინიშნება 5. პრეპარატები, რომლებიც შეიცავს შესაბოლი არომატიზატორების პირველად პროდუქტებს: SF-001, SF-002, SF-003, SF-004, SF-005, SF-006, SF-008 ან SF-009 და ჩვეულებრივ ამ სახით არ მოიხმარება სურსათად, შესაძლებელია, ბაზარზე განთავსებულ იქნეს: ა) 2029 წლის 1 ივლისამდე − დანართით განსაზღვრული (*)-ით აღნიშნული სურსათის კატეგორიებში გამოსაყენებლად; ბ) 2026 წლის 1 ივლისამდე − დანართით განსაზღვრული (**)-ით აღნიშნული სურსათის კატეგორიებში გამოსაყენებლად. შენიშვნა: მოთხოვნები არ ვრცელდება ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ შემდეგ სურსათზე: „ფორმულა ჩვილი ბავშვებისათვის“, „ჩვილ ბავშვთა დამატებითი კვებისათვის განკუთვნილი ფორმულა“, „მარცვლოვნების ფუძეზე (საფუძველზე) წარმოებული სურსათი“, „ბავშვთა კვებისათვის განკუთვნილი სურსათი“ და „განსაკუთრებული სამედიცინო დანიშნულების დიეტური სურსათი ჩვილი და ადრეული ასაკის ბავშვებისათვის.
“. |
დოკუმენტის კომენტარები