დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს საარჩევნო კოდექსის 199-ე მუხლის მიზნებისათვის, 2021 წლის 2 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დანიშნულ მეორე ტურებში ამომრჩეველთა საარჩევნო უბანზე კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად ცნობის ფორმისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01-82/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 20/09/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/09/2021 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 26/09/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.22.035.016908 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (20/09/2021 - 18/10/2021)
|
საქართველოს საარჩევნო კოდექსის 199-ე მუხლის მიზნებისათვის, 2021 წლის 2 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში ამომრჩეველთა საარჩევნო უბანზე კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად ცნობის ფორმისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 199-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის,
,,სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის, საარჩევნო უბნებისა და სპეციალური ჯგუფების შექმნის, ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 23 აგვისტოს №53/2021 დადგენილების, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლების, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „ქ“ ქვეპუნქტების საფუძველზე,
ვბრძანებ: |
1. 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებში ამომრჩეველთა საარჩევნო უბანზე კენჭისყრაში მონაწილების მისაღებად დამტკიცდეს სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებში ან საიზოლაციო სივრცეებში (ბინაზე, კოვიდსასტუმროში) მყოფი ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციით (COVID-19) დაავადებული და საკარანტინო სივრცეებში/იზოლაციაში მყოფი პირების მიერ მოცემული ადგილსამყოფლის (სტაციონარი, საკარანტინე/საიზოლაციო სივრცე) დატოვების/იზოლაციიდან მოხსნის ფაქტის შესახებ ცნობა (შემდგომში – ცნობა), თანდართული დანართის შესაბამისად.
2. ამ ბრძანებით განსაზღვრული ცნობა გაიცემა პირზე, რომელიც ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციით (COVID-19) დაავადების ან პრევენციის გამო მოთავსებული იყო ამ ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სტაციონარში ან საკარანტინე/საიზოლაციო სივრცეში, ან მკურნალობდა ბინაზე ცენტრალური ონლაინკლინიკის, ონლაინკლინიკის ექიმის მიერ და გამოჯანმრთელდა ან ამოეწურა სარაკანტინე სივრცეში/იზოლაციაში სავალდებულო ყოფნის ვადა 2021 წლის 26 სექტემბრიდან 2021 წლის 1 ოქტომბრის პერიოდში. 3. ცნობა გაიცემა ამ ბრძანების მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ყველა საარჩევნო უფლების მქონე (18 წლის და მეტი ასაკის) პირზე. 4. ცნობაში მიეთითება: ა) ცნობის გაცემის თარიღი და ნომერი; ბ) მოქალაქის სახელი, გვარი, პირადი ნომერი; გ) დაწესებულების დატოვების/იზოლაციიდან მოხსნის თარიღი; დ) ცნობის გამცემი დაწესებულების დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი და ფაქტობრივი მისამართი; ე) ცნობის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის სახელი, გვარი და ხელმოწერა, ასევე ბეჭედი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 5. ცნობა ივსება დაწესებულების პასუხისმგებელი პირის (პაციენტის მკურნალი ექიმის ან ამ დაწესებულების სხვა უფლებამოსილი პირის) მიერ და დასტურდება პასუხისმგებელი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 6. ცნობა ივსება 2 იდენტურ ეგზემპლარად, რომლის ერთი ეგზემპლარი რჩება დაწესებულებაში, ხოლო მეორე ეგზემპლარი გადაეცემა (ან გადაეგზავნება ელექტრონულად) პირს, რომლის მიმართაც ამ ბრძანების შესაბამისად მომზადდა ცნობა, საჭიროებისამებრ საარჩევნო უბანზე კენჭისყრაში მონაწილეობის მიღების მიზნით წარსადგენად. 7. ამ ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული დაწესებულებები, წინამდებარე ბრძანებით განსაზღვრულ ცნობას გასცემენ საქართველოს საარჩევნო კოდექსის 199-ე მუხლის მე-3 პუნქტითა და წინამდებარე ბრძანებით მინიჭებული შესაბამისი უფლებამოსილი უწყების სახელით. 8. დაევალოს: ა) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს, უზრუნველყოს ამ ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სტაციონარული დაწესებულებების და ონლაინკლინიკების ინფორმირება, პორტალის საშუალებით; ბ) ა(ა)იპ – საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგს, ამ ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ცენტრალური ონლაინკლინიკისა და საკარანტინე/საიზოლაციო სივრცეების სათანადო ინფორმირება. 9. სამინისტროს ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საინფორმაციო/საკონსულტაციო მომსახურების სამმართველო უფლებამოსილია, დაინტერესებული პირის მოთხოვნის შესაბამისად, უზრუნველყოს მის ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, თანდართული ფორმის შინაარსის (პირის მიერ დაწესებულების დატოვების ფაქტისა და დატოვების თარიღის შესახებ) შესაბამისი ცნობის გაცემა. 10. ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის 26 სექტემბრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები