დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის 199-ე მუხლის მიზნებისათვის, 2021 წლის 2 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში ამომრჩეველთა საარჩევნო უბანზე კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად ცნობის ფორმისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 20 სექტემბრის N01-82/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01-88/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 18/10/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/10/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.22.035.016914 |
|
„საქართველოს საარჩევნო კოდექსის 199-ე მუხლის მიზნებისათვის, 2021 წლის 2 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში ამომრჩეველთა საარჩევნო უბანზე კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად ცნობის ფორმისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 20 სექტემბრის №01-82/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს საარჩევნო კოდექსის 199-ე მუხლის მიზნებისათვის, 2021 წლის 2 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში ამომრჩეველთა საარჩევნო უბანზე კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად ცნობის ფორმისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 20 სექტემბრის №01-82/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 20/09/2021; 470230000.22.035.016908) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს საარჩევნო კოდექსის 199-ე მუხლის მიზნებისათვის, 2021 წლის 2 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დანიშნულ მეორე ტურებში ამომრჩეველთა საარჩევნო უბანზე კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად ცნობის ფორმისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“. 2. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 199-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, „სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის, საარჩევნო უბნებისა და სპეციალური ჯგუფების შექმნის, ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 23 აგვისტოს №53/2021 დადგენილების, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლების, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის, „თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 16 ოქტომბრის №354/2021 განკარგულების, „მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს 2021 წლის 2 ოქტომბრის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ჩატარებული არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 16 ოქტომბრის №355/2021 განკარგულებისა და „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „ქ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:“. 3. ბრძანების პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებსა და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 16 ოქტომბრის №354/2021 და №355/2021 განკარგულებების შესაბამისად დანიშნული 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურებში – 2021 წლის 30 ოქტომბერს, ამომრჩეველთა საარჩევნო უბანზე კენჭისყრაში მონაწილების მისაღებად დამტკიცდეს სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებში ან საიზოლაციო სივრცეებში (ბინაზე, კოვიდსასტუმროში) მყოფი ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციით (COVID-19) დაავადებული და საკარანტინო სივრცეებში/იზოლაციაში მყოფი პირების მიერ მოცემული ადგილსამყოფლის (სტაციონარი, საკარანტინე/საიზოლაციო სივრცე) დატოვების/იზოლაციიდან მოხსნის ფაქტის შესახებ ცნობა (შემდგომში – ცნობა), თანდართული დანართის შესაბამისად. 2. ამ ბრძანებით განსაზღვრული ცნობა გაიცემა პირზე, რომელიც ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციით (COVID-19) დაავადების ან პრევენციის გამო მოთავსებული იყო ამ ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სტაციონარში ან საკარანტინე/საიზოლაციო სივრცეში, ან მკურნალობდა ბინაზე ცენტრალური ონლაინკლინიკის, ონლაინკლინიკის ექიმის მიერ და გამოჯანმრთელდა ან ამოეწურა სარაკანტინე სივრცეში/იზოლაციაში სავალდებულო ყოფნის ვადა: ა) 2021 წლის 26 სექტემბრიდან 2021 წლის 1 ოქტომბრის პერიოდში; ბ) 2021 წლის 24 ოქტომბრიდან 2021 წლის 29 ოქტომბრის პერიოდში.“. 4. ბრძანებით დამტკიდებული დანართი (ცნობა – საქართველოს საარჩევნო კოდექსის 199-ე მუხლის მიზნებისათვის, 2021 წლის 2 ოქტომბერს არჩევნებში ამომრჩეველთა საარჩევნო უბანზე კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები