“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო – სამართლებრივ დეპარტამენტთან საერთაშორისო სამართლის საკითხებზე სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ”

  • Word
“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო – სამართლებრივ დეპარტამენტთან საერთაშორისო სამართლის საკითხებზე სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 88
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 07/08/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 87, 20/08/2001
ძალის დაკარგვის თარიღი 13/09/2017
სარეგისტრაციო კოდი 480.230.000.11.109.004.912
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
88
07/08/2001
სსმ, 87, 20/08/2001
480.230.000.11.109.004.912
“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო – სამართლებრივ დეპარტამენტთან საერთაშორისო სამართლის საკითხებზე სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ”
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (20/08/2001 - 13/09/2017)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 480.230.000.11.109.004.912

საქართველოს საგარეო საქმეთა

მინისტრის ბრძანება №88

2001 წლის 7 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო-სამართლებრივ დეპარტამენტთან საერთაშორისო სამართლის საკითხებზე სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ

საერთაშორისო-სამართლებრივი პრობლემების ერთიანი და კომპლექსური მიდგომის, რეკომენდაციების შემუშავების, არსებული პრაქტიკის განზოგადებისა და, შესაბამისად, საქართველოს საგარეო ურთიერთობათა სამართლებრივი ხელშეწყობის მიზნით:

1. „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ„კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საერთაშორისო-სამართლებრივ დეპარტამენტთან შეიქმნას სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო.

2. დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო-სამართლებრივ დეპარტამენტთან სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს თანდართული დებულება.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი. მენაღარიშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო-სამართლებრივ დეპარტამენტთან არსებული საერთაშორისო სამართლის საკითხებზე სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს დებულება

I. ზოგადი დებულებები

1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო-სამართლებრივ დეპარტამენტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო (შემდგომში _ საბჭო) წარმოადგენს საგარეო-პოლიტიკური საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფის ხელშემწყობ საკონსულტაციო ორგანოს.

2. სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, სხვა ნორმატიული აქტებით, საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანებით და ამ დებულებით.

II. საბჭოს ძირითადი მიზნები და ფუნქციები

3. საბჭოს ძირითადი მიზნები და ფუნქციებია:

ა) აქტუალურ საერთაშორისო-სამართლებრივ პრობლემებთან დაკავშირებით საერთო პოზიციის შემუშავება;

ბ) საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ სამართლებრივი პოლიტიკის წარმართვის საკითხებზე რეკომენდაციების მომზადება;

გ) საკანონმდებლო-ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებისათვის რეკომენდაციების შემუშავება;

დ) არსებული საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი პრაქტიკის ანალიზი, განზოგადება და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა;

ე) პრობლემატურ საკითხებზე სემინარებისა და სიმპოზიუმების მოწყობა და მათში მონაწილეობის მიღება;

ვ) სამეცნიერო-პუბლიცისტური ნაშრომების მომზადება;

ზ) საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მიღებული მასალების შესწავლა და ანალიზი;

თ) სხვა შესაბამისი ფუნქციების განხორციელება.

III. საბჭოს მუშაობის პრინციპები

4. საბჭოს საქმიანობის შემაჯამებელი სხდომა იმართება კვარტალში ერთხელ, საგარეო საქმეთა სამინისტროში. საბჭოს რიგგარეშე სხდომის მოწვევა შესაძლებელია საბჭოს თავმჯდომარის ინიციატივით.

5. საბჭოს თავმჯდომარეობს საერთაშორისო-სამართლებრივი დეპარტამენტის დირექტორი, რომელიც ანგარიშვალდებულია საგარეო საქმეთა მინისტრის წინაშე.

6. საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეები არიან საერთაშორისო-სამართლებრივი დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეები, რომელთაგან ერთ-ერთი, საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მისი დავალებით ასრულებს თავმჯდომარის მოვალეობებს.

7. საბჭოს სხდომებს შორის საქმიანობის უწყვეტობას უზრუნველყოფს აღმასრულებელი მდივანი, რომელიც ამზადებს საბჭოს სხდომებს, ახორციელებს შესაბამის ორგანიზაციულ-ოპერატიულ ღონისძიებებს, ხელს უწყობს გადაწყვეტილებათა შესრულებას და სათანადო ინფორმაციას აწვდის საბჭოს თავმჯდომარესა და წევრებს. აღმასრულებელი მდივანი არჩეული იქნება საბჭოს წევრთა შემადგენლობიდან, ხმათა უბრალო უმრავლესობით.

8. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით ნიშნავს და ანთავისუფლებს საბჭოს წევრებს. საბჭოს საქმიანობაში მონაწილეობა შეიძლება მიიღოს სათანადო კვალიფიკაციის მქონე ნებისმიერმა პირმა. საბჭოს წევრები საბჭოს საქმიანობაში მონაწილეობენ პერსონალური სტატუსით და საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებანი და რეკომენდაციები არ არის აუცლებელი ასახავდნენ მათ სამსახურებრივ თუ სხვა პოზიციას.

9. საბჭოს წევრები თავმჯდომარის გადაწყვეტილებით მუშაობენ კონკრეტულ მიმართულებებსა და საკითხებზე.

10. საბჭოს სხდომებზე განსახილველ საკითხებს, საბჭოს მდივნის წარდგინებით ამტკიცებს საბჭოს თავმჯდომარე.

11. საბჭოს თავმჯდომარე ამტკიცებს გადაწყვეტილებებსა და წინადადებებს, რომლებსაც გააჩნიათ რეკომენდაციული ხასიათი საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის.

12. საქმიანობა საბჭოში ეფუძნება საზოგადოებრივ საწყისებს და არ არის ანაზღაურებადი.

IV. საბჭოს უფლებები

13. საბჭო უფლებამოსილია მის წინაშე დაყენებულ ნებისმიერ საკითხზე მოამზადოს გადაწყვეტილებები და წინადადებები და შესაბამისი რეკომენდაციები წარუდგინოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.

V. სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

14. სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე.