ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ

ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 923-VIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 07/09/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/09/2021
სარეგისტრაციო კოდი 020080020.05.001.020395
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
923-VIმს-Xმპ
07/09/2021
ვებგვერდი, 09/09/2021
020080020.05.001.020395
ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (09/09/2021 - 27/06/2024)

 

საქართველოს კანონი

 

 

ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ

ამ კანონის მიზანია ერთჯერადი, დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით ამავე კანონით გათვალისწინებული პირის ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან გათავისუფლება.

მუხლი 1

1. გათავისუფლდეს ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან ის პირი, რომელსაც აღნიშნული სახის სახდელი „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის მე-8 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ან/და საქართველოს პრეზიდენტის აღნიშნული დეკრეტის საფუძველზე დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებით განსაზღვრული წესების დარღვევისთვის ან/და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 17715 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის შეეფარდა.

2. გათავისუფლდეს ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან ის პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 4210 ან 4211 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან გათავისუფლება ვრცელდება აღუსრულებელ ჯარიმაზე.

მუხლი 2

ამ კანონის ამოქმედებისთანავე, ადმინისტრაციული სახდელის − ჯარიმის აღსრულების მიუხედავად, ადმინისტრაციულსახდელდაუდებლად ჩაითვლება ის პირი, რომელმაც ჩაიდინა ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა.

მუხლი 3

ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან გათავისუფლება ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც:

ა) ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2020 წლის 23 მაისამდე ჩაიდინა; 

ბ) ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2021 წლის 23 ივნისამდე ჩაიდინა.  

მუხლი 4

1. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის უფლებამოსილების მქონე შესაბამისმა ორგანომ და თანამდებობის პირმა ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან გათავისუფლების საკითხი გადაწყვიტონ ამ კანონის შესაბამისად.

2. ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებულ პირს ამავე კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან გასათავისუფლებლად არ მოეთხოვება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ორგანოსა და თანამდებობის პირისთვის მიმართვა.

3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ამ კანონის საფუძველზე შეწყვიტოს მის წარმოებაში არსებული, ამავე კანონის რეგულირების სფეროსთვის მიკუთვნებული საქმის აღსრულება.

მუხლი 5

ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან გათავისუფლება აღსრულდეს ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში.

მუხლი 6

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

7 სექტემბერი 2021 წ.

N923-VIმს-Xმპ