სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამსახურების ჩამონათვალის/ნუსხის დამტკიცების შესახებ

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამსახურების ჩამონათვალის/ნუსხის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 01-78/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 07/09/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/09/2021
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016904
01-78/ნ
07/09/2021
ვებგვერდი, 08/09/2021
470230000.22.035.016904
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამსახურების ჩამონათვალის/ნუსხის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-78/ნ

2021 წლის 7 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამსახურების ჩამონათვალის/ნუსხის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ 66-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. დამტკიცდეს „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამსახურების თანდართული ჩამონათვალი/ნუსხა“ (დანართი №1).

მუხლი 2. წინამდებარე ბრძანების №1 დანართით განსაზღვრული სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სამსახურში მომუშავე დასაქმებულებს აქვთ გაფიცვის უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი უზრუნველყოფენ მინიმალური მომსახურების მიწოდებას, რომელიც გულისხმობს, მინიმალური საოპერაციო მომსახურების შესრულებას იმგვარად, რომ დაკმაყოფილებულია მომხმარებელთა საბაზისო მოთხოვნები და ამგვარი მომსახურება ხორციელდება უსაფრთხოდ და შეფერხების გარეშე. მინიმალური მომსახურების ორგანიზება და მასთან დაკავშირებული სხვა საკითხები (მათ შორის მომსახურების მიმწოდებელი დასაქმებულთა მინიმალური რაოდენობა) განისაზღვრება კოლექტიური შრომითი დავის მონაწილე სუბიექტებს შორის მოლაპარაკების და შეთანხმების შედეგად, რომელიც უნდა შედგეს გაფიცვის შესახებ მინისტრისთვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნამდე. აღნიშნულ საკითხზე ნებისმიერი უთანხმოების შემთხვევაში დავა განიხილება სასამართლოს მიერ. 

მუხლი 3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიეკატერინე ტიკარაძე