სს „აზოტისათვის” ელექტროენერგიის მიწოდების და ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ტარიფების შესახებ

სს „აზოტისათვის” ელექტროენერგიის მიწოდების და ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ტარიფების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 18/07/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 79, 18/07/2001
ძალის დაკარგვის თარიღი 01/08/2003
სარეგისტრაციო კოდი 300.280.000.14.011.004.872
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
7
18/07/2001
სსმ, 79, 18/07/2001
300.280.000.14.011.004.872
სს „აზოტისათვის” ელექტროენერგიის მიწოდების და ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ტარიფების შესახებ
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (18/07/2001 - 04/02/2002)

საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული

კომისიის (სემეკ) დადგენილება №7

2001 წლის 18 ივლისი

ქ. თბილისი

სს „ აზოტისათვის“ ელექტროენერგიის მიწოდების და ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ტარიფების შესახებ

სს „აზოტს “, როგორც სტრატეგიული დანიშნულების ობიექტს, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ქვეყნის ინდუსტრიული და საექსპორტო შესაძლებლობების გაზრდის, შრომითი რესურსების დასაქმების, აგრარული სექტორის აუცილებელი მინერალური სასუქებით უზრუნველყოფის საქმეში.

სს „აზოტის“ მუშაობისათვის ხელშემწყობი პირობების შექმნის და მიწოდებული ენერგიაშემცველების ღირებულების გარანტირებული ანაზღაურების მიზნით, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის და სს „აზოტის“ განაცხადების საფუძველზე, საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს, კომპანია „იტერას“, საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარს, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიასა და სს „აზოტს“ შორის 2001 წლის 15 მაისის შეთანხმება – ოქმის (შემდგომში „შეთანხმება“) და სახელმწიფოს მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკიდან გამომდინარე, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სემეკი ადგენს:

1. სს „აზოტისათვის“ მიწოდებული ყოველი კვტ.სთ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი განისაზღვროს 2,5 აშშ ცენტის ე კ ვივალენტით ეროვნულ ვალუტაში (დღგ-ის ჩათვლით) ანგარიშსწორების დღისათვის არსებული კურსით.

2. ამ დადგენილების პირველი პუნქტით სს „აზოტისათვის“ დამტკიცებული სამომხმარებლო ტარიფის განაწილება ელექტროენერგეტიკის შესაბამის ლიცენზი-ატებს შორის ხორციელდება დადგენილი წესით სემეკის შესაბამისი გადაწყვეტილებით.

3. სს „აზოტისათვის“ კომპანია „იტერას“ მიერ მიწოდებული ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების საფასური გაზის ტრანსპორტირების კომპანიისათვის გადახდილი იქნეს ნატურით, ტრანსპორტირებული ბუნებრივი გაზის მოცულობის 10%-ის ოდენობის გაზით, კომპანია „იტერას“ მიერ.

4. დადგენილება მოქმედებაში შედის გამოქვეყნებისთანავე და ძალაშია 2003 წლის 1 აგვისტომდე.

თავმჯდომარე                                                                                     ელ. ერისთავი