„სს „აზოტისთვის“ ელექტროენერგიის მიწოდების და ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2001 წლის 18 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 1
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 04/02/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 15, 14/02/2002
ძალის დაკარგვის თარიღი 01/08/2003
სარეგისტრაციო კოდი 300280000.14.011.005148
1
04/02/2002
სსმ, 15, 14/02/2002
300280000.14.011.005148
„სს „აზოტისთვის“ ელექტროენერგიის მიწოდების და ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2001 წლის 18 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ)

დადგენილება №1

2002 წლის 4 თებერვალი

ქ. თბილისი

„სს „აზოტისთვის“ ელექტროენერგიის მიწოდების და ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2001 წლის 18 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრის წერილისა და კომპანია „იტერას“, სს „საქგაზს“, საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს და შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას“ შორის 2001 წლის დეკემბრის თვეში გაფორმებული ოთხმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის თანახმადაც სს „აზოტისათვის“ ბუნებრივი გაზის მიწოდებას განახორციელებს სს „საქგაზი“, ნაცვლად 2001 წლის 15 მაისის შეთანხმებით გათვალისწინებული კომპანია „იტერასი“. „ელეტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, კომისია ადგენს:

1. სს „აზოტისათვის“ ელექტროენერგიის მიწოდების და ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ტარიფების შესახებ" საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2001 წლის 18 ივლისის №7 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) მე-3 მუხლში სიტყვები „კომპანია „იტერას“ შეიცვალოს სიტყვებით „სს „საქგაზის“.

2. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2001 წლის 27 დეკემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

თავმჯდომარე                                                                                                           ელ. ერისთავი