2021 – 2022 სასწავლო წელს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული მაგისტრანტების სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ

2021 – 2022 სასწავლო წელს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული მაგისტრანტების სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 433
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/08/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/08/2021
სარეგისტრაციო კოდი 430020000.10.003.022992
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
433
27/08/2021
ვებგვერდი, 31/08/2021
430020000.10.003.022992
2021 – 2022 სასწავლო წელს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული მაგისტრანტების სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (31/08/2021 - 15/10/2021)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №433

2021 წლის 27 აგვისტო

ქ. თბილისი

 

2021 – 2022 სასწავლო წელს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული მაგისტრანტების სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ

საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამით განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ​​​3“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაფინანსება განხორციელდეს შემდეგი სახით:

მუხლი 1. დაფინანსების ოდენობა და დაფინანსების მიღების უფლების მქონე პირი
1. 2021-2022 სასწავლო წელს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ მაგისტრანტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსებისთვის გამოიყოს 205 000 (ორას ხუთი ათასი) ლარი.

2. სოციალური პროგრამის ფარგლებში 2021-2022 სასწავლო წლისთვის სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი გაიცემა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის საფასურის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 2250 (ორი ათას ორას ორმოცდაათი) ლარისა.

3. სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსება შეიძლება მოიპოვოს მაგისტრანტმა, რომელიც მაგისტრატურის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩაირიცხა საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგებით.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხა გადანაწილდეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგად ჩარიცხული შემდეგი კატეგორიის მაგისტრანტების დაფინანსებისათვის:

ა) 22 500 (ოცდაორი ათას ხუთასი) ლარი − 2021 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგად ჩარიცხული მაგისტრანტებისთვის,  რომლებიც არიან: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა შვილები; 1998 წლის მაისისა და 2004 წლის აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულთა შვილები; საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად მკვეთრად/მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანები ან მათი შვილები;

ბ) 11 250 (თერთმეტი ათას ორას ორმოცდაათი) ლარი − 2020 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგად ჩარიცხული მაგისტრანტებისათვის, რომლებიც არიან: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა შვილები; 1998 წლის მაისისა და 2004 წლის აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულთა შვილები; საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად მკვეთრად/მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანები ან მათი შვილები;

გ) 22 500 (ოცდაორი ათას ხუთასი) ლარი − 2021 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგად ჩარიცხული მაგისტრანტებისათვის, რომლებიც არიან მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;

დ) 11 250 (თერთმეტი ათას ორას ორმოცდაათი) ლარი − 2020 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგად ჩარიცხული მაგისტრანტებისათვის, რომლებიც არიან მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;

ე) 137 500 (ას ოცდაჩვიდმეტი ათას ხუთასი) ლარი − 2021 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგად ჩარიცხული მაგისტრანტებისათვის, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 70 000-ზე.


მუხლი 2. დაფინანსების პრინციპი
1. თუ ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული კატეგორიებისთვის გათვალისწინებული თანხა არ არის საკმარისი ამავე კატეგორიაში შემავალი ყველა მაგისტრანტის დასაფინანსებლად, თანხა გაიცემა საერთო სამაგისტრო გამოცდის აბსოლუტური ქულით რანჟირების საფუძველზე, მაგისტრანტობის კანდიდატთა სიაში უმაღლესი ქულის მქონე მაგისტრანტობის კანდიდატებზე.

2. თუ ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ კატეგორიებში მაგისტრანტებმა, საერთო სამაგისტრო გამოცდის აბსოლუტური ქულით რანჟირების შესაბამისად, თანაბარი ქულები მოიპოვეს და გამოყოფილი თანხა ყველა მათგანის დაფინანსებისთვის არ არის საკმარისი, დაფინანსება არ გაიცემა.

3. მაგისტრანტი, რომელიც განეკუთვნება ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ 2 ან მეტ კატეგორიას, დაფინანსებას მოიპოვებს ერთ-ერთ კატეგორიაში, ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული თანმიმდევრობის დაცვით.


მუხლი 3. დარჩენილი თანხის გადანაწილება
1. თუ ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული კატეგორიებისთვის გათვალისწინებული თანხა სრულად არ გაიცა ამავე კატეგორიით გათვალისწინებულ პირებზე და რომელიმე კატეგორიაში დარჩენილია დასაფინანსებელ მაგისტრანტთა რაოდენობა, დარჩენილი თანხა გაიცემა ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული თანმიმდევრობით.

2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადანაწილების შემდეგ თანხა სრულად არ გაიცა, დარჩენილი თანხა, 2020 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის აბსოლუტური ქულით რანჟირების საფუძველზე, განაწილდება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში 2020-2021 სასწავლო წელს ჩარიცხულ მაგისტრანტებზე, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 70 000-ზე.

3. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დარჩენილი თანხა არ არის საკმარისი ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ყველა მაგისტრანტის დასაფინანსებლად, თანხა გაიცემა 2020 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის აბსოლუტური ქულით რანჟირების საფუძველზე, მაგისტრანტობის კანდიდატთა სიაში უმაღლესი ქულის მქონე მაგისტრანტობის კანდიდატებზე.


მუხლი 4. განცხადების წარდგენა და გადაწყვეტილება დაფინანსების მინიჭების შესახებ
1. ამ დადგენილების პირველი  მუხლის მე-4 პუნქტითა და მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მაგისტრანტები სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მისაღებად განცხადებას არეგისტრირებენ ელექტრონულად 2021 წლის 11 ოქტომბრიდან 2021 წლის 25 ოქტომბრის ჩათვლით ვებგვერდზე http://socreg.mes.gov.ge.

2. განცხადების ელექტრონული რეგისტრაციის წესი, საჭირო დოკუმენტების ნუსხა და განცხადებების განხილვის წესი მტკიცდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომში –  მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით  დაფინანსების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) უფლებამოსილია, სტუდენტების შესახებ ინფორმაცია მიიღოს სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან, სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან, სსიპ − ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან, სხვადასხვა სამინისტროდან და მათ დაქვემდებარებაში მყოფი სხვადასხვა საჯარო სამართლის იურიდიული პირებისაგან, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან.

4. სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით  დაფინანსების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.


მუხლი 5. პროგრამის გავრცელება და ხელმისაწვდომობა
2021-2022 სასწავლო წელს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ მაგისტრანტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების შესახებ დაინტერესებული პირების ინფორმირების მიზნით, სამინისტრომ უზრუნველყოს ამ დადგენილების, ასევე მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის მიწოდება და ინფორმაციის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.

მუხლი 6
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი