დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| სსიპ „ბაკურიანის განვითარების სააგენტო“-ს მიერ სამშენებლო საქმიანობის დარღვევის შესახებ მითითების, შემოწმების აქტის, უწყების დადგენილების და სააღსრულებლო ფურცლის ფორმების დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 30 |
| დოკუმენტის მიმღები | ბორჯომის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/08/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/08/2021 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/06/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.139.016420 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (30/08/2021 - 25/02/2022)
|
სსიპ „ბაკურიანის განვითარების სააგენტო“-ს მიერ სამშენებლო საქმიანობის დარღვევის შესახებ მითითების, შემოწმების აქტის, უწყების დადგენილების და სააღსრულებლო ფურცლის ფორმების დამტკიცების თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 1561 მუხლის, საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 118-ე მუხლის და XIV თავის შესაბამისად ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს; |
| მუხლი 1 |
ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანის და სოფელ დიდი მიტარბის ტერიტორიაზე საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ XIV თავით გათვალისწინებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების უფლებამოსილება მიენიჭოს სსიპ „ბაკურიანის განვითარების სააგენტოს“. |
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს თანდართული:
ა) სამართალდარღვევის მითითების ფორმა (დანართი 1); ბ) შემოწმების აქტი (დანართი 2); გ) უწყების ფორმა (დანართი 3); დ) ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის - დადგენილების ფორმა დაჯარიმების შესახებ (დანართი 4); ე) ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის - დადგენილების ფორმა დარღვევით მიმდინარე მშენებლობის და უნებართვო დემონტაჟის შესახებ (დანართი 5); ვ) ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის - დადგენილების ფორმა სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ (დანართი 6); ზ) ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის - დადგენილების ფორმა დაჯარიმების და კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერების და დემონტაჟის შესახებ (დანართი 7); თ) სააღსრულებლო ფურცელი (დანართი 8). |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 1 მარტიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები