„სსიპ „ბაკურიანის განვითარების სააგენტოს“ მიერ სამშენებლო საქმიანობის დარღვევის შესახებ მითითების, შემოწმების აქტის, უწყების დადგენილების და სააღსრულებო ფურცლის ფორმების დამტკიცების თაობაზე“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 აგვისტოს №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები ბორჯომის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/01/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/01/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.139.016496
4
27/01/2023
ვებგვერდი, 31/01/2023
010250020.35.139.016496
„სსიპ „ბაკურიანის განვითარების სააგენტოს“ მიერ სამშენებლო საქმიანობის დარღვევის შესახებ მითითების, შემოწმების აქტის, უწყების დადგენილების და სააღსრულებო ფურცლის ფორმების დამტკიცების თაობაზე“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 აგვისტოს №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ბორჯომის მუნიციპალიტეტი
 
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №4

2023 წლის 27 იანვარი

ქ. ბორჯომი

„სსიპ „ბაკურიანის განვითარების სააგენტოს“ მიერ სამშენებლო საქმიანობის დარღვევის შესახებ მითითების, შემოწმების აქტის, უწყების დადგენილების და სააღსრულებო ფურცლის ფორმების დამტკიცების თაობაზე“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 აგვისტოს №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „სსიპ „ბაკურიანის განვითარების სააგენტოს“ მიერ სამშენებლო საქმიანობის დარღვევის შესახებ მითითების, შემოწმების აქტის, უწყების დადგენილების და სააღსრულებო ფურცლის ფორმების დამტკიცების თაობაზე“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 აგვისტოს №30 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 010250020.35.139.016420, 30/08/2021 წელი)  და  

1. დადგენილების მე-2 მუხლის „ბ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„ბ) შემოწმების აქტი - მითითებით გათვალისწინებული პირობების შესრულების მდგომარეობის შესახებ (დანართი N2);

2. დადგენილების  მე-2 მუხლის „ე“ პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„ე) ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი - დადგენილების ფორმა სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე  მიმდინარე მშენებლობის/უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ (დანართი 5);

3. დადგენილების მე-2 მუხლს დაემატოს „ი“ პუნქტი და 9 დანართი

 „ი)  სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების შესახებ შემოწმების აქტის ფორმა (დანართი N9).

4. დადგენილების მე-2 მუხლით დამტკიცებულ2, 4, 5, №6, №7 დანართეი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ზაალიშვილი