ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, საგადასახადო დოკუმენტების გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის შესახებ

ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, საგადასახადო დოკუმენტების გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 25697
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 05/08/2021
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/08/2021
ძალის დაკარგვის თარიღი 01/03/2022
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016637
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
25697
05/08/2021
ვებგვერდი, 13/08/2021
000000000.00.00.016637
ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, საგადასახადო დოკუმენტების გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის შესახებ
შემოსავლების სამსახური

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

(ძალადაკარგულია - 16.02.2022, №3751)

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №25697

2021 წლის 5 აგვისტო

ქ. თბილისი

 

ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, საგადასახადო დოკუმენტების გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ და „უ“ ქვეპუნქტების, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 563 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის „ ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დღგ-ის გადამხდელად ახლად დარეგისტრირებული პირი, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტიდან, ჩაითვალოს არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელად.

2. კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მქონე პირს ავტომატურად, არაუგვიანეს შესაბამისი თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, სპეციალური პროგრამის მეშვეობით, გაუუქმდეს კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი და მიენიჭოს არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი, თუ მას ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში არ უფიქსირდება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე გატარებული ოპერაცია (ასეთ შემთხვევაში, მხედველობაში არ მიიღება ოპერაცია, რომლის შესაბამისადაც, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე გატარებული თანხა 0-ის ტოლია).

3. კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მქონე პირს ავტომატურად, სპეციალური პროგრამის მეშვეობით, გაუუქმდეს კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი და მიენიჭოს არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი, თუ მას შემოსავლების სამსახურში არსებული ინფორმაციის მიხედვით, არ უფიქსირდება მოქმედი საბანკო ანგარიშის ნომერი.

4. საგადასახადო ორგანოს მიერ განსაზღვრულ, აღიარებული საგადასახადო დავალიანების მქონე კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მქონე პირს, გაუუქმდეს კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი და მიენიჭოს არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი.

5. გადასახადის გადამხდელის მიმართვის შემთხვევაში, არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელისთვის, კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი, შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ დადგენილი წესით, საკითხის შესწავლის შედეგად.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №34331 - ვებგვერდი, 05.11.2021წ.

51. არაკვალიფიციურ დღგ-ის გადამხდელისთვის კვალიფიციურ დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს:
ა) გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანება.
ბ) გადასახადის გადამხდელის დამფუძნებელი პარტნიორის საგადასახადო დავალიანება ან/და გადასახადის გადამხდელის დამფუძნებელი პარტნიორის მიერ დაფუძნებული სხვა საწარმოს საგადასახადო დავალიანება.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №34331 - ვებგვერდი, 05.11.2021წ.

52. ამ ბრძანების 51 პუნქტის მიზნებისათვის საგადასახადო ორგანო განსაზღვრავს საგადასახადო დავალიანების და დამფუძნებელი პარტნიორის წილობრივი მონაწილეობის ოდენობას საწარმოში, რა შემთხვევაშიც, პირს არ მიენიჭება კვალფიციური დღგ-ს გადამხდელის სტატუსი.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №34331 - ვებგვერდი, 05.11.2021წ.

6. „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 563 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეზღუდვა გავრცელდეს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირზე არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში, აღნიშნული სტატუსის მოქმედების პერიოდში.

7. იმ საანგარიშო პერიოდზე ან საკითხზე, რომელზეც საგადასახადო ორგანომ განახორციელა საგადასახადო შემოწმება ან დარიცხვა, პროგრამულად განხორციელდეს ზემოაღნიშნულ პერიოდში/პერიოდებში საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის/საგადასახა-დო დოკუმენტის გამოწერის შეზღუდვა.

8. „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ ბრძანების გამოცემისთანავე, ბრძანების გამოცემის შემდგომ პერიოდში განსახორციელებელ ოპერაციებზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქონების განკარგვის აკრძალვის უზრუნველყოფის მიზნით, გადასახადის გადამხდელს შეეზღუდოს სასაქონლო ზედნადების, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის და საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის უფლება.

9. ამ ბრძანების მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის/საგადასახადო დოკუმენტის გამოწერა დასაშვებია გადასახადის გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურში განცხადების და შესაბამისი არგუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში, რომელსაც შეისწავლის აუდიტის დეპარტამენტი და სათანადო გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში, გადასახადის გადამხდელს მიეცემა საშუალება გამოწეროს შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა/საგადასახადო დოკუმენტი, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით.

10. ამ ბრძანების მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სასაქონლო ზედნადების, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა დასაშვებია გადასახადის გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურში განცხადების და შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში, რომელსაც შეისწავლის ვალის მართვის დეპარტამენტი და სათანადო გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში, გადასახადის გადამხდელს მიეცემა საშუალება გამოწეროს შესაბამისი სასაქონლო ზედნადები, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით.

11. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საგადასახადო დოკუმენტების გამოწერის/დადასტურების უფლების შეზღუდვის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 29 აპრილის №13617 ბრძანება.

12. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე, გარდა ამ ბრძანების მე-7-მე-10 პუნტებისა.

13. ამ ბრძანების მე-7-­მე-10 პუნქტები ამოქმედდეს შესაბამისი ტექნიკური უზრუნველყოფის შექმნისთანავე.

 

სამსახურის უფორის                                                                                           ლევან კაკავა