„ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, საგადასახადო დოკუმენტების გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 5 აგვისტოს №25697 ბრძანებაში ცვლილების შესახებ

დოკუმენტის ნომერი 34331
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 01/11/2021
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/11/2021
ძალის დაკარგვის თარიღი 01/03/2022
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016648
34331
01/11/2021
ვებგვერდი, 05/11/2021
000000000.00.00.016648
„ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, საგადასახადო დოკუმენტების გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 5 აგვისტოს №25697 ბრძანებაში ცვლილების შესახებ
შემოსავლების სამსახური

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №34331

2021 წლის 1 ნოემბერი

ქ. თბილისი

„ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ქტურების, საგადასახადო დოკუმენტების გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 5 აგვისტოს №25697 ბრძანებაში ცვლილების შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, საგადასახადო დოკუმენტების გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 5 აგვისტოს №25697 ბრძანების:

ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. გადასახადის გადამხდელის მიმართვის შემთხვევაში, არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელისთვის, კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი, შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ დადგენილი წესით, საკითხის შესწავლის შედეგად.“

ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. არაკვალიფიციურ დღგ-ის გადამხდელისთვის კვალიფიციურ დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს:

ა) გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანება.

ბ) გადასახადის გადამხდელის დამფუძნებელი პარტნიორის საგადასახადო დავალიანება ან/და გადასახადის გადამხდელის დამფუძნებელი პარტნიორის მიერ დაფუძნებული სხვა საწარმოს საგადასახადო დავალიანება.

52. ამ ბრძანების 51 პუნქტის მიზნებისათვის საგადასახადო ორგანო განსაზღვრავს საგადასახადო დავალიანების და დამფუძნებელი პარტნიორის წილობრივი მონაწილეობის ოდენობას საწარმოში, რა შემთხვევაშიც, პირს არ მიენიჭება კვალფიციური დღგ-ს გადამხდელის სტატუსი.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

სამსახურის უფროსი  ლევან კაკავა