2021 წლის 19 მარტის „საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმებების ცვლილების შეთანხმება“

2021 წლის 19 მარტის „საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმებების ცვლილების შეთანხმება“
დოკუმენტის ნომერი 401-1
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 19/03/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/08/2021
ძალაში შესვლის თარიღი 25/05/2021
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016650
401-1
19/03/2021
ვებგვერდი, 06/08/2021
480610000.03.030.016650
2021 წლის 19 მარტის „საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმებების ცვლილების შეთანხმება“
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმებების ცვლილების შეთანხმება

ცვლილების შეთანხმება დათარიღებული  19 მარტი, 2021 ( „ცვლილების შეთანხმება“), საქართველოსა ( „მსესხებელი“) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს ( „ბანკი“) შორის (ერთობლივად მოიხსენებიან  როგროც  „მხარეები“).

სადაც:
(A) მხარეებმა დადეს სასესხო შეთანხმებები, რომლებიც იყენებენ ბანკთაშორის სასესხო განაკვეთებს, როგორც საბაზისო განაკვეთებს;

(B) მოსალოდნელია, რომ ასეთი შესაბამისი საბაზისო განაკვეთები შეწყვეტენ არსებობას  ან შეწყდება მათი გამოყენება, როგროც ფინანსური პროდუქტების საბაზისო განაკვეთების უახლოეს მომავალში;

(C) ბანკის დირექტორთა საბჭომ დაამტკიცა ცვლილებები ზოგად პირობებში სუვერენული სესხებისთვის, რათა უზრუნველყოს საბაზისო განაკვეთების გარდამავლობის სამართლიანი და გამჭირვალე პროცესი ბანკის ყველა წევრს შორის, შეინარჩუნოს ერთგვაროვანი ფასის დადგენის პირობები, და დაიცვას ბანკის საშემოსავლო და ფინანსური პოზიციები;

(D) წინამდებარიდან გამომდინარე, მათ შორის, მხარეები შეთანხმდნენ შეცვალონ მსესხებელსა და ბანკს შორის არსებული სასესხო პორტფელი, რათა მოახდინონ შესაბამისი გარდამავალი დებულებების სტანდარტიზაცია.

შედეგად, ორმხრივი შეთანხმებების და მოცემული წინამდებარე პირობების გათვალისწინებით, მხარეები თანხმდებიან შემდეგნაირად:


მუხლი I. ცვლილების შეთანხმების მოქმედების სფერო

1.01 მსესხებელი და ბანკი თანხმდებიან, რომ გამოიყენონ ცვლილება, განსაზღვრული წინამდებარე მუხლ II-ში მხარეების მიერ და მათ შორის დადებული შემდეგი სასესხო შეთანხმებებისთვის  (თითოეული ინდივიდუალურად „სასესხო შეთანხმება“ და ერთობლივად მოხსენებული როგორც „სასესხო შეთანხმებები“):

(a) სასესხო შეთანხმება, რომელიც ექვემდებარება ზოგად პირობებს სუვერენული სესხებისთვის დათარიღებულს 2016 წლის 1 მაისით (შემდგომში, „სასესხო შეთანხმება ჯგუფი A”)

(i) სესხის ნომერი 000021-1-GEO, სასესხო შეთანხმება დათარიღებული 2017 წლის 17 ივნისით, ბათუმის შემოვლითი გზის პროექტისთვის.

(b) სასესხო შეთანხმებები, რომლებიც ექვემდებარება ზოგად პირობებს სუვერენული სესხებისთვის   დათარიღებულს 2020 წლის 20 მარტით (შემდგომში, „სასესხო შეთანხმებები ჯგუფი B”)

(i) სესხის ნომერი L0388A, სასესხო შეთანხმება დათარიღებული 2020 წლის 21 მაისით, საქართველოსთვის COVID-19-ის წინაღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტი; და

(ii) სესხის ნომერი L0417A, სასესხო შეთანხმება დათარიღებული 2020 წლის 28 ივლისით, ეკონომიკური მართვისა და კონკურენტიანობის პროგრამა: COVID-19-ის კრიზისის შემსუბუქებისთვის.

მუხლი II.  ცვლილება ზოგად პირობებში

2.01 A ჯგუფის სასესხო შეთანხმებისთვის, მუხლი III, ნაწილი 3.02. (ბ) ზოგად პირობებში წაიშალოს და ჩანაცვლდეს შემდეგი ტექსტით:
„(ბ) თუ ბანკი განსაზღვრავს, რომ (i) LIBOR-ის კვოტირება სამუდამოდ შეწყდა, ან (ii) ბანკს აღარ შეუძლია ან აღარ არის ბანკისთვის კომერციულად მისაღები, რომ გააგრძელოს LIBOR-ის გამოყენება მისი აქტივების და ვალდებულებების მართვის მიზნებისთვის, ბანკმა შესაბამისი ვალუტისთვის უნდა გამოიყენოს სხვა საბაზისო განაკვეთი, მათ შორის ნებისმიერ შესაბამისი მარჟა, რომელიც შეიძლება გონივრულად განისაზღვროს. ბანკმა დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს სესხის მხარეებს სხვა ასეთი საბაზისო განაკვეთი, ნებისმიერი შესაბამისი მარჟა, და სასესხო შეთანხმების დებულებებში ნებისმიერი სხვა შესაბამისი ცვლილებების შესახებ, რომელიც ეფექტური გახდება ასეთი შეტყობინების თარიღისთვის. “

2.02 B ჯგუფის სასესხო შეთანხმებებისთვის, მუხლი III, ნაწილი 3.02 (გ) ზოგად პირობებში წაიშალოს და   ჩანაცვლდეს შემდეგი ტექსტით:
„(გ) თუ ბანკი განსაზღვრავს, რომ (i) საბაზისო განაკვეთის კვოტირება სესხის ვალუტისთვის სამუდამოდ შეწყდა, ან (ii) ბანკს აღარ შეუძლია ან აღარ არის ბანკისთვის კომერციულად მისაღები, რომ გააგრძელოს ასეთი საბაზისო განაკვეთის გამოყენება მისი აქტივების და ვალდებულებების მართვის მიზნებისთვის, ბანკმა უნდა გამოიყენოს სხვა საბაზისო განაკვეთი სესხის ვალუტისთვის, მათ შორის ნებისმიერი შესაბამისი მარჟა, რომელიც შეიძლება გონივრულად განისაზღვროს. ბანკმა დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს სესხის მხარეებს სხვა ასეთი საბაზისო განაკვეთის შესახებ, ნებისმიერი შესაბამისი მარჟა, და სასესხო შეთანხმების დებულებებში ნებისმიერი სხვა შესაბამისი ცვლილებების შესახებ, რომელიც ეფექტური გახდება ასეთი შეტყობინების თარიღისთვის.“

მუხლი III.  სხვადასხვა დებულებები

3.01 სასესხო შეთანხმებების ყველა დებულება, რომლებიც ცალსახად არ იცვლება ამ ცვლილების შეთანხმების ფარგლებში, რჩება უცვლელი და მოქმედი და სავალდებულოა შესრულება მხარეთათვის შესაბამისი პირობების თანახმად.

3.02 გამოყენებულ ტერმინებს, რომლებიც არ არის განსაზღვრული წინამდებარე ცვლილებით, აქვთ იგივე მნიშვნელობები, რომლებიც მიენიჭა შესაბამის სასესხო შეთანხმებაში.

3.03 ეს ცვლილების შეთანხმება  ეფექტური გახდება ორივე მხარის შესაბამისად შესრულების შემდეგ.

3.04 ეს ცვლილების შეთანხმება შეიძლება შესრულდეს რამდენიმე ასლით, რომელთაგან თითოეული უნდა იყოს ორიგინალი.

  


შეთანხმდნენ ზემოთ დაწერილ დღეს და წელს.

 

საქართველო
წარმოდგენილი
უფლებამოსილი წარმომადგენელი
სახელი:  ივანე მაჭავარიანი
თანამდებობა: ფინანსთა მინისტრი

აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი
წარმოდგენილი
უფლებამოსილი წარმომადგენელი
სახელი: სუფ ტერავანინთორნი
თანამდებობა: გენერალური დირექტორი
ინფრასტრუქტურის ინვესტიციების დეპარტამენტი რეგიონი 2


შესრულებულია ინგლისურ ენაზე.