დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 14 |
| დოკუმენტის მიმღები | წალკის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/07/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/08/2021 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/08/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.155.016363 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (03/08/2021 - 20/09/2021)
|
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 45-ე მუხლის მე-12 პუნქტის, 46-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-4 პუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
1. წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სააგიტაციო მასალების განთავსება/გაკვრა აკრძალულია დანართ №1-ში მითითებულ შენობა-ნაგებობებზე.
2. დაუშვებელია კენჭისყრის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსება. 3. წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არჩევნებთან დაკავშირებული სააგიტაციო მასალების განთავსების რეგულირების მიზნით, განისაზღვროს ადგილები სააგიტაციო მასალების გასაკრავად და გამოსაფენად დანართი №2-ის შესაბამისად. 4. დადგენილების პირველი, მეორე და მესამე პუნქტების გათვალისწინებით სააგიტაციო მასალის გამოფენა დასაშვებია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებულ ყველა ობიექტზე საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 46-ე მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით. 5. დადგენილების დარღვევის შემთხვევაში პირს დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. |
| მუხლი 2 |
ძალდაკარგულად გამოცხადდეს „წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 31 აგვისტოს №16 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 03/09/2020, 010250020.35.155.016343).
|
| მუხლი 3 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი რომლებზეც აკრძალულია სააგიტაციო მასალების განთავსება/გაკვრა
|
|
დანართი №2
|
წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სააგიტაციო მასალების გასაკრავად და გამოსაფენად განსაზღვრული ადგილები
|
1. ქ. წალკა – კოსტავას ქუჩაზე არსებული ღობეები, ელ. განათების ბოძები და კოსტავას ქუჩაზე მდებარე სკვერი;
2. სოფ. ტბეთი – რიტუალების სახლი, მგზავრთა მოსაცდელები და ელ. განათების ბოძები; 3. სოფ. კოხტა – რიტუალების სახლი, ელ. განათების ბოძები და მგზავრთა მოსაცდელი; 4. სოფ. ხარება – ყოფილი კლუბის შენობა და ელ. განათების ბოძები; 5. სოფ. ჩრდილისუბანი – რიტუალების სახლი და ელ. განათების ბოძები; 6. დაბა თრიალეთი – რიტუალების სახლი, ელ. განათების ბოძები და მგზავრთა მოსაცდელები; 7. სოფ. კავთა – ელ. განათების ბოძები; 8. სოფ. დაშბაში – რიტუალების სახლი და ელ. განათების ბოძები; 9. დაბა ხრამჰესი – მგზავრთა მოსაცდელი, ელ. განათების ბოძები და სკვერი; 10. დაბა ბედიანი – რიტუალების სახლი, მგზავრთა მოსაცდელები, ელ. განათების ბოძები და რიტუალების სახლი; 11. სოფ. ბეშთაშენი – ყოფილი ყველ-კარაქის შენობა, ყოფილი აბანოს შენობა, ელ. განათების ბოძები და მგზავრთა მოსაცდელი; 12. სოფ. სამადლო – ელ. განათების ბოძები; 13. სოფ. ახალშენი – რიტუალების სახლი და ელ. განათების ბოძები; 14. სოფ. იმერა – მგზავრთა მოსაცდელი და ელ. განათების ბოძები; 15. სოფ. ბარეთი – რიტუალების სახლი და ელ. განათების ბოძები; 16. სოფ. საბეჭისი – ყოფილი კლუბის შენობა და ელ. განათების ბოძები; 17. სოფ. ლივადი – რიტუალების სახლი და ელ. განათების ბოძები; 18. სოფ. არ-სარვანი – რიტუალების სახლი, ელ. განათების ბოძები; 19. სოფ. ჩოლიანი – რიტუალების სახლი და ელ. განათების ბოძები; 20. სოფ. გოდაკლარი – რიტუალების სახლი და ელ. განათების ბოძები; 21. სოფ. თეჯისი – რიტუალების სახლი და ელ. განათების ბოძები; 22. სოფ. წინწყარო – რიტუალების სახლი და ელ. განათების ბოძები; 23. სოფ. სანთა – რიტუალების სახლი და ელ. განათების ბოძები; 24. სოფ. დარაკოვი – რიტუალების სახლი და ელ. განათების ბოძები; 25. სოფ. საყდრიონი – რიტუალების სახლი, მგზავრთა მოსაცდელი და ელ. განათების ბოძები; 26. სოფ. ნარდევანი – რიტუალების სახლი და ელ. განათების ბოძები; 27. სოფ. აიაზმა – რიტუალების სახლი, ახალგაზრდული სახლი, ელ. განათების ბოძები და მგზავრთა მოსაცდელები; 28. სოფ. განთიადი – რიტუალების სახლი, მგზავრთა მოსაცდელი და ელ. განათების ბოძები; 29. სოფ. სამება – რიტუალების სახლი, მგზავრთა მოსაცდელები და ელ. განათების ბოძები; 30. სოფ. კუში – რიტუალების სახლი და ელ. განათების ბოძები; 31. სოფ. არწივანი – რიტუალების სახლი, მგზავრთა მოსაცდელი და ელ. განათების ბოძები; 32. სოფ. ბერთა – რიტუალების სახლი, მგზავრთა მოსაცდელი და ელ. განათების ბოძები; 33. სოფ. კიზილ-კილისა – რიტუალების სახლი და ელ. განათების ბოძები; 34. სოფ. ოზნი – რიტუალების სახლი და ელ. განათების ბოძები; 35. სოფ. ბურნაშეთი – რიტუალების სახლი, ყოფილი კლუბის შენობა და ელ. განათების ბოძები; 36. სოფ. ავრანლო – რიტუალების სახლი, მგზავრთა მოსაცდელი და ელ. განათების ბოძები; 37. სოფ. გუმბათი – რიტუალების სახლი, მგზავრთა მოსაცდელი და ელ. განათების ბოძები; 38. სოფ. აშკალა – რიტუალების სახლი და ელ. განათების ბოძები; 39. სოფ. რეხა – რიტუალების სახლი და ელ. განათების ბოძები; 40. სოფ. ხანდო – რიტუალების სახლი და ელ. განათების ბოძები; 41. სოფ. ხაჩკოვი – რიტუალების სახლი, ყოფილი კლუბის შენობა და ელ. განათების ბოძები; 42. სოფ. კაბური – რიტუალების სახლი, ყოფილი კლუბის შენობა და ელ. განათების ბოძები; 43. სოფ. თამალა-ხარაბა – ელ. განათების ბოძები; 44. სოფ. ჩივთ-კილისა – რიტუალების სახლი და ელ. განათების ბოძები. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები